ინფორმაცია დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან !
 

ინფორმაცია საჰაერო საბაჟო გამშვებ პუნქტებზე შემომსვლელი მგზავრებისთვის
 

COVID–19 გავრცელების საფრთხის პრევენციისა და უკეთ მართვის უზრუნველყოფის მიზნით, უცხო ქვეყნიდან გადაადგილებული მგზავრების მიმართ საბაჟო გამშვებ პუნქტზე განსახორციელებლი ღონისძიებების შესახებ

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე, საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირებისათვის, შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ ხდება საქართველოში შემომსვლელ მგზავრთა უმკაცრესი, ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც გულისხმობს:

  • -კომპეტენციის ფარგლებში, კორონავირუსის გადაცემის არეებიდან შემოსული მგზავრებისათვის ქვეყანაში შემოსვლისას საინფორმაციო ბარათების (სამახსოვროს) დარიგებას.
  • -კორონავირუსის გავრცელების (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული)არეებიდან საერთაშორისო აეროპორტებისა და სხვა საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შემოსულ (მათ შორის, ტრანზიტული) მგზავრებისაგან დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრებას;
  • -სკრინინგს, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად.
  • -ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდებას დაავადებათა ეროვნული ცენტრისათვის;

აზერბაიჯანისა და სომხეთის რესპუბლიკებიდან 2020 წლის 14 მარტიდან, აგრეთვე რუსეთის ფედერაციიდან საჰაერო სივრცის გამოყენებით, ხოლო 2020 წლის 18 მარტის 00:00 საათიდან ყველა ქვეყნიდან საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს;

აღნიშნული შეზღუდვა 2020 წლის 9 ივლისის 00:00 საათიდან არ ვრცელდება ქვემოთ მითითებული ქვეყნების მოქალაქეებსა და ამავე ქვეყნების მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირებზე, რომლებიც საქართველოში მოემგზავრებიან ნებისმიერი ამ ქვეყნიდან;“

1

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა

2

საფრანგეთის რესპუბლიკა

3

ლატვიის რესპუბლიკა

4

ლიეტუვის რესპუბლიკა

5

ესტონეთის რესპუბლიკა

6

ესპანეთის სამეფო

7

ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგო

8

ნიდერლანდების სამეფო

9

პოლონეთის რესპუბლიკა

10

პორტუგალიის რესპუბლიკა

11

რუმინეთი

12

საბერძნეთის რესპუბლიკა

13

შვედეთის სამეფო

14

ხორვატიის რესპუბლიკა

15

იტალიის რესპუბლიკა

16

კვიპროსის რესპუბლიკა

17

სლოვენიის რესპუბლიკა

18

ისლანდიის რესპუბლიკა.

 

საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან:

  • -ზემოთ მითითებულ ქვეყნების ჩამონათვალში პირველი – მე-5 გრაფებით განსაზღვრული ქვეყნების (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა, საფრანგეთის რესპუბლიკა, ლატვიის რესპუბლიკა, ლიეტუვის რესპუბლიკა და ესტონეთის რესპუბლიკა) მოქალაქეები და მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები, ამავე ქვეყნებიდან გამომგზავრების შემთხვევაში,საქართველოში შემოსვლისას არ ექვემდებარებიან „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით  გათვალისწინებულ იზოლაციას/კარანტინს (გარდა შენიშვნით გათვალისწინებული შემთხვევებისა). თუმცა ასეთი პირები ექვემდებარებიან შემდეგ სავალდებულო პროცედურებს:
  • -სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთამდე შევსებულ უნდა იქნეს სპეციალური ელექტრონული ანკეტა, მიეთითება ბოლო 14 დღის მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვა.
  • -სასაზღვრო პუნქტებზე თერმულ სკრინინგს, ხოლო 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში PCR კვლევას.

აღნიშნული პირველი – მე-5 გრაფებით განსაზღვრული ქვეყნების მოქალაქეები და მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები, ამავე ქვეყნებიდან გამომგზავრების შემთხვევაში,საქართველოში შემოსვლისას „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებით გათვალისწინებულ იზოლაციას/კარანტინს ექვემდებარებიან თუ:

სპეციალურ ელექტრონულ ანკეტაში ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობა უფიქსირდებათ პირველი – მე-5 გრაფებით განსაზღვრული ქვეყნების გარდა ნებისმიერ სხვა ქვეყანაში;

- სასაზღვრო პუნქტებზე ჩატარებული PCR კვლევის შედეგად დაუდასტურდებათ ახალი კორონავირუსის არსებობა.

  • -საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრები. ამასთან, სასაზღვრო პუნქტებზე წარდგენილ უნდა იქნეს ოფიციალურ ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთი.

 

  • -საქართველოს სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების წევრები, უცხო ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტიდან დაბრუნებისას. ამასთან, აღნიშნული პირები ვალდებულნი არიან, საქართველოში შემოსვლიდან 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ჩაიტარონ PCR კვლევა, რომლის ხარჯები ანაზღაურდება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ბიუჯეტიდან.

 

  • -ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოსული უცხოელი ვიზიტორები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე დაიშვებიან „უცხოელი ვიზიტორების მიერ საქართველოში ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით ელექტრონულ პროგრამაში განაცხადის შევსებისა და თანხმობის მიღების წესის შესახებ“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ერთობლივი ბრძანების შესაბამისად.

შენიშვნა:

  • ის უცხოელი, რომელიც საქართველოში შემოვიდა ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით, ვალდებულია, საქართველოში შემოსვლისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში/სასაზღვრო გამტარ პუნქტში ან უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR ტესტირება, ხოლო მომდევნო 14 დღის განმავლობაში, ყოველ 72 საათში ერთხელ, საკუთარი ხარჯებით ჩაიტაროს PCR კვლევა. იმ შემთხვევაში, თუ პირს პირველი PCR კვლევის შედეგად აღმოაჩნდა იმუნოგლობული „G“, იგი თავისუფლდება შემდგომი კვლევებისგან. უცხოელ ვიზიტორს აღნიშნული კვლევების ჩატარების ვალდებულება არ წარმოეშვება იმ შემთხვევაში, თუ იგი საკუთარი ხარჯებით განთავსდება კარანტინში.
  • ბიზნეს/შრომითი საქმიანობის განხორციელების მიზნით შემოსული უცხოელი ვიზიტორებისათვის დადგენილი პროცედურები არ ვრცელდება იმ ქვეყნების მოქალაქეებზე ან ბინადრობის უფლების მქონე პირებზე, რომლებთანაც საქართველოს გახსნილი აქვს საზღვრები ტესტირების და/ან კარანტინის გარეშე.


საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით, საქართველოში ჩამომსვლელ პირებს მოეთხოვებათ, წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID-19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური
ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში გამომგზავრების ან ტრანზიტული ქვეყნის (ჯანმოს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გარდა) შესაბამისი ლაბორატორიის მიერ. ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სავალდებულოა ეპიდემიოლოგიური შემოწმების გავლა და შემდეგ სავალდებულო 14-დღიანი იზოლაციის პროცედურა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.


იზოლაციამდე (კარანტინი, თვითიზოლაცია) ფიზიკური პირი ხელს აწერს ინფორმირების ფორმას


თვითიზოლაციის სურვილის შემთხვევაში, პირი ავსებს თვითიზოლაციის მოთხოვნის ფორმას, რომლის საფუძველზეც სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ახორციელებს თვითიზოლაციისთვის მითითებული საცხოვრებელი გარემოს შესწავლას და შესაფერისი პირობების არსებობის შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას პირის თვითიზოლაციაში მოთავსების/გადაყვანის შესახებ.


მესამე ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა მესამე ქვეყნის იმ მოქალაქეებისა, რომლებიც გადაადგილდებიან აზერბაიჯანის ან/და სომხეთის რესპუბლიკის ან/და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებთან ერთად და წარმოადგენენ მათ ოჯახის წევრებს), აზერბაიჯანის რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკის, რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელი ხელისუფლებების გადაწყვეტილებების შესაბამისად, იზღუდება საქართველოდან აზერბაიჯანის ან/და სომხეთის რესპუბლიკის, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მიმართულებით საჰაერო სივრცის გამოყენებით გადაადგილება;აზერბაიჯანის ან/და სომხეთის რესპუბლიკის, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის გავლით საჰაერო გზით მოძრავი ტრანზიტული მგზავრები, რომლებიც გადაადგილდებიან საქართველოს საჰაერო სივრცის გავლით გაჩერების გარეშე, არ იზღუდებიან საქართველოდან გასვლაზე.

დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც 2020 წლის 14 მარტისათვის ლეგალურად იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე და ვერ შეძლო ქვეყნის დატოვება საქართველოში კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე, უფლებამოსილია, იმყოფებოდეს საქართველოს ტერიტორიაზე 2020 წლის 31 ივლისამდე, თუ მისი საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა გამოწვეულია შემდეგი გარემოებებით:

  • თუ პირის მოქალაქეობის სახელმწიფო შესაბამისი პერიოდისათვის შედიოდა მაღალი რისკის ზონაში;
  • თუ საზღვრის კვეთაზე შეზღუდვა დაწესებულია შესაბამისი სახელმწიფოს მიერ;
  • თუ პირი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო იმყოფება საავადმყოფოში, კარანტინში ან თვითიზოლაციაში;
  • თუ პირმა ვერ დატოვა ქვეყანა დადგენილ ვადაში გაუქმებული ავიარეისების გამო.

 უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა არ ჩაითვლება უკანონოდ და მასზე არ გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, თუ იგი წარმოადგენს შესაბამის დამადასტურებელ დოკუმენტაციას.

 უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნა არ ჩაითვლება კანონიერად საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოპოვების მიზნებისათვის.  

 

შენიშვნა:
ოჯახის წევრად განიხილებიან პირის მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი რაც უნდა დასტურდებოდეს სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენით.