ინფორმაცია დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან !
ინფორმაცია სახმელეთო საბაჟო გამშვებ პუნქტებზე შემომსვლელი მგზავრებისთვის
COVID–19 გავრცელების საფრთხის პრევენციისა და უკეთ მართვის უზრუნველყოფის მიზნით, უცხო ქვეყნიდან გადაადგილებული მგზავრების და მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებული პირის მიმართ საბაჟო გამშვებ პუნქტზე განსახორციელებლი ღონისძიებების შესახებ
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ მოწოდებული რეკომენდაციების საფუძველზე,„საქართველოში ახალი კორონავირუსის შესაძლო გავრცელების აღკვეთის ღონისძიებებისა და ახალი კორონავირუსით გამოწვეული დაავადების შემთხვევებზე ოპერატიული რეაგირებისათვის, შემოსავლების სამსახურის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ ხდება საქართველოში შემომსვლელ მგზავრთა უმკაცრესი, ინდივიდუალური მონიტორინგი, რაც გულისხმობს
კომპეტენციის ფარგლებში, კორონავირუსის გადაცემის არეებიდან შემოსული მგზავრებისათვის ქვეყანაში შემოსვლისას საინფორმაციო ბარათების (სამახსოვროს) დარიგებას.
კორონავირუსის გავრცელების (ჯანმოს მიერ მაღალი რისკის ზონად ნომინირებული) არეებიდან საერთაშორისო აეროპორტებისა და სხვა საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შემოსულ (მათ შორის, ტრანზიტული) მგზავრებისაგან დეტალური მოგზაურობის ანამნეზის შეკრებას;
სკრინინგს, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად.
ინფორმაციის დაუყოვნებლივ მიწოდებას დაავადებათა ეროვნული ცენტრისათვის;
მთავრობის მიერ დადგენილი საგანგებო მდგომარეობის ვადით, 2020 წლის 18 მარტის 00:00 საათიდან საქართველოში შემოსვლის უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს და მათი ოჯახის წევრებს.
საქართველოში კორონავირუსის გავრცელების რისკის შემცირების მიზნით, საქართველოში ჩამომსვლელ პირებს მოეთხოვებათ, წარმოადგინონ კორონავირუსზე (COVID-19) შემოწმების შესაბამისი ცნობა (სპეციფიკური ლაბორატორიული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის (PCR) კვლევა), რომელიც გაცემული უნდა იყოს უკანასკნელი 3 დღის განმავლობაში გამომგზავრების ან ტრანზიტული ქვეყნის (ჯანმოს მიერ განსაზღვრული ეპიდემიური რისკის მქონე ქვეყნების გარდა) შესაბამისი ლაბორატორიის მიერ.
ცნობის წარმოუდგენლობის შემთხვევაში, სავალდებულოა ეპიდემიოლოგიური შემოწმების გავლა და შემდეგ სავალდებულო 14-დღიანი იზოლაციის პროცედურა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
იზოლაციამდე (კარანტინი, თვითიზოლაცია) ფიზიკური პირი ხელს აწერს ინფორმირების ფორმას
თვითიზოლაციის სურვილის შემთხვევაში, პირი ავსებს თვითიზოლაციის მოთხოვნის ფორმას, რომლის საფუძველზეც სსიპ – საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრი ახორციელებს თვითიზოლაციისთვის მითითებული საცხოვრებელი გარემოს შესწავლას და შესაფერისი პირობების არსებობის შემთხვევაში, იღებს გადაწყვეტილებას პირის თვითიზოლაციაში მოთავსების/გადაყვანის შესახებ.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკის, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის აღმასრულებელი ხელისუფლებების გადაწყვეტილებების შესაბამისად, აზერბაიჯანის და სომხეთის რესპუბლიკებში, აგრეთვე რუსეთის ფედერაციის მიმართულებით, სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით საქართველოს ტერიტორიის დატოვების უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამისი ქვეყნის (აზერბაიჯანის ან სომხეთის რესპუბლიკის ან რუსეთის ფედერაციის) მოქალაქეებსა და მათთან ერთად მყოფ ოჯახის წევრებს;
შენიშვნა:
ოჯახის წევრად განიხილებიან პირის მეუღლე და არასრულწლოვანი შვილი, რაც უნდა დასტურდებოდეს სათანადო დოკუმენტაციის წარმოდგენით.
ინფორმაცია მსუბუქი ავტომანქანით გადაადგილებული ფიზიკური პირებისთვის
COVID–19 გავრცელების საფრთხის პრევენციისა და უკეთ მართვის უზრუნველყოფის მიზნით, უცხო ქვეყნიდან გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების მძღოლს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე უნდა ჩაუტარდეს სკრინინგი, ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად. სკრინინგის დროს სავარაუდო შემთხვევების გამოვლენისას ხორციელდება მათი დაფიქსირება და შემდეგი პროცედურების განხორციელება.
ავტოსატრანსპორტო საშუალების სათანადო დეზინფექცია, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით;
ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ჩანაცვლება სხვა ფიზიკური პირით, რომელიც არ განეკუთვნება რისკის ჯგუფს, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი (პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას) დაექვემდებარება უკან დაბრუნებას (უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან, კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინს/შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას.
იხ. სახმელეთო საბაჟო გამშვები პუნქტები, სადაც ხორციელდება საზღვრის კვეთა საქართველოს მოქალაქეების მიერ
|