ინფორმაცია დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან !
 

სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილის საქონლის მიწოდება ან იმპორტი დღგ-სგან გათავისუფლდა
 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ფინანსთა მინისტრისა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ერთობლივი ბრძანებით 2020 წლის 1 ოქტომბრამდე  დამატებული ღირებულების გადასახადისგან გათავისუფლდა სამკურნალო/სამედიცინო მიზნებისათვის განკუთვნილი შემდეგი საქონლის მიწოდება ან/და იმპორტი: დამცავი ფარები, ბახილები, ხელთათმანები, საიზოლაციო კომბინიზონები, სამედიცინო ხალათები, სამედიცინო ხალათების, ქუდებისა და ბახილების კომპლექტები, პლასტმასის დამცავი სათვალეები, პირბადეები და ნიღბები, უკონტაქტო თერმომეტრები. აღნიშნული გადაწყვტილება ხელს შეუწყობს ქვეყნის ჯანდაცვის სექტორს შეუფერხებლად მიეწოდოს ყველა საჭირო ინვენტარი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.


დეტალები იხილეთ ბმულზე

 

cid:8F861ED2-B844-4BE0-A25B-6F88FC2006CD-L0-001