ინფორმაცია დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან !
შეღავათები ტურიზმის სფეროში და საქმიანობის შეჩერების შემთხვევაში
საქართველოს მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, პირებს, რომლებიც საქმიანობენ ტურისტულ სექტორში, ასევე იმ ბიზნესსუბიექტებს, რომელთაც შეჩერებული აქვთ საქმიანობა შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე შესაძლებლობა ეძლევათ, 4 თვის ვადით, მიმდინარე წლის 1 ნოემბრამდე, გადაივადონ დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებები საშემოსავლო და ქონების გადასახადის ნაწილში.
ამასთან შეგახსენებთ, რომ შეღავათი ეხება საშემოსავლო და ქონების გადასახადის დეკლარაციებს, რომელთა წარმოდგენაც მოხდება მარტის, აპრილის, მაისის და ივნისის თვეებში. აღნიშნულ ნაწილში დეკლარირებულ დავალიანებაზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებები არ გატარდება, ხოლო საშეღავათო პერიოდის , შესაბამის ნაწილში დარიცხული საურავი დაექვემდებარება ჩამოწერას. საშემოსავლო და ქონების გადასახადებში დეკლარირებული საგადასახადო ვალდებულებების გადახდის გადავადების მიზნით, შემოსავლების სამსახურის ვებ- გვერდზე შექმნილია ელექტრონული განცხადების ფორმა და განთავსებულია შევსების წესი.
განცხადების ფორმა
შევსების წესი
ხშირად დასმული კითხვები
ყურადღება !!!
აღნიშნული შეღავათით სარგებლობა შესაძლებელი იქნება შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე შესაბამისი განაცხადის ელექტრონული ფორმით წარდგენის და დასტურის მიღების შემდეგ.
|