ინფორმაციის განახლების თარიღი: 16 აგვისტო 2012

ბუნებრივი რესურსები

როგორ უნდა განხორციელდეს ბუნებრივი რესურსების მოპოვება?

პირი, რომელიც აპირებს განახორციელოს ბიზნესი, რომელიც უკავშირდება გარემოდან სასარგებლო წიაღისეულის, ტყის ფონდის მერქნული რესურსების, მცენარეული, არამერქნული რესურსების, ზედაპირული წყლის რესურსებისა და ცხოველთა სამყაროს რესურსების ამოღებას, ვალდებულია, აღნიშნული საქმიანობის დაწყებამდე მიიღოს სარგებლობის ლიცენზია.

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის ლიცენზიის მისაღებად პირმა უნდა მიმართოს   სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტო“–ს.
მოპოვებული ლიცენზია არ ათავისუფლებს გადამხდელს მიწაზე ქონების გადასახადის გადახდისაგან
 

კანონმდებლობა: 
„კანონი ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონი „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ“