ინფორმაციის განახლების თარიღი: 30 იანვარი 2019

დოკუმენტების წარდგენის და საქონლის/სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადები

რა ვადაში უნდა მოხდეს მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმება ან უკან გაყვანა?
  • უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, ავტობუსის ან მოტოციკლეტის შემოყვანიდან  −   90 კალენდარულ დღეში;
  • სხვა შემთხვევაში ავტოსატრანსპორტო საშუალების შემოყვანიდან  −    60 კალენდარულ დღეში;
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, გამოცხადების  60-დღიან ვადას დაემატება დროებითი შენახვის  ვადა;
  • მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაში გამოცხადების ვადა შესაძლებელია გაიზარდოს არაუმეტეს 90 დღემდე, ამასთან საფასური შეადგენს:
    • ყოველ კალენდარულ დღეზე 5 ლარს

გახსოვდეთსატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს პირის დაჯარიმდებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

რა უნდა იცოდეს სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა დამატებით?

ავარიის ან სხვა ფორსმაჟორული სიტუაციის დროს მძღოლმა უნდა აცნობოს (თუ ეს შესაძლებელია) საბაჟო ორგანოს და იმოქმედოს მისი მითითების შესაბამისად. 
თუ საატრანსპორტო საშუალება განადგურდა ან დაზიანდა, მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში საატრანსპორტო საშუალება მიიჩნევა სახელმწიფო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.

გახსოვდეთ! სატრანსპორტო საშუალებაზე ან საქონელზე დადებული ლუქის საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მოხსნის, მოცილების ან განადგურების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი დაჯარიმდება -  
500 ლარით, განმეორების შემთხვევაში 1000 ლარით. იმ შემთხვევაში კი თუ ზემოაღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია საქონლის დაკარგვა, განკარგვა ან განადგურება - 5000 ლარით, განმეორების შემთხვევაში 10 000 ლარით.

სატრანსპორტო საშუალების გაფორმებამდე მისი გასხვისება (გაყიდვა) შესაძლებელია მხოლოდ საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე ან შსს მომსახურების სააგენტოში. სხვაგვარი გასხვისების  შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების ადგილზე წარდგენის ან/და გაფორმების ვალდებულება ახალ მფლობელზე არ გადადის.

საქონლის შემოტანისას საზღვარზე დოკუმენტები რა ვადაში უნდა  წარედგინოს ?

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო  დღისა, ხოლო გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული ან საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილების დანიშნულებით სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის გაფორმების განყოფილებაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას. 

თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ, არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებულ საქონელზე (საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გარდა) ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ნებართვა/სერტიფიკატი, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე და ადგენს ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან რეექსპორტის განხორციელების 3 სამუშაო დღის ვადას, ხოლო საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე – აღნიშნული ვადა ემთხვევა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადას. დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან უზრუნველყოფს საქონლის განადგურებას მესაკუთრის ან მფლობელის (მათ შორის, საბაჟო საწყობის) ხარჯით (გარდა ამ ინსტრუქციის 110-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა). 

 

 
რა ვადაში უნდა მოხდეს საქონლის/სატრანსპორტო საშუალების  მიტანა დანიშნულების ადგილზე ?
  • სატვირთო  ავტომობილით  საქონლის  შემოტანისას   −   არაუმეტეს 10  კალენდარული  დღისა (100 კმ-ზე ერთი დღის გათვლით)
  • სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში, გარდა ტრანზიტისა,   გადაზიდვის მანძილის მიუხედავად  - 10 კალენდარულ დღეში.
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებული ნავთობპროდუქტების შემთხვევაში - 5 კალენდარულ დღეში.
  • საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის ტრანზიტით გადაადგილებისას 20 კალენდარულ დღეში, ხოლო სეს ესნ-ის 8702, 8703, 8704, 8711 ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) შემთხვევაში - არაუმეტეს 60 კალენდარულ დღეში.
  • რეექსპორტის ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა,  45 კალენდარულ დღეში, ვადის ათვლა ხორციელდება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.
  • ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო საწყობში დროებითი შენახვის შემთხვევაში, გამოცხადების 60-დღიანი ვადა იზრდება დროებითი შენახვის (ფაქტობრივი) ვადით.
  • საბაჟო საწყობიდან ან დროებით შენახვის სხვა ადგილიდან დროებით გატანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უკან დაბრუნების ან საბაჟო კონტროლის სხვა ზონამდე მიტანის ვადა განისაზღვრება 48 საათით
  •  საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში/რეექსპორტში/გარე გადამუშავებაში/საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს დეკლარაციის რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.
 

 

   
გახსოვდეთ! სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევა – იწვევს პირის დაჯარიმებას ყოველ დაგვიანებულ სრულ/არასრულ დღეზე 50 ლარის ოდენობით, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა.

რა უნდა იცოდეს სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა დამატებით?

ავარიის ან სხვა ფორსმაჟორული სიტუაციის დროს მძღოლმა უნდა საბაჟო ორგანოს და იმოქმედოს მისი მითითების შესაბამისად. სატრანსპორტო საშუალების დაზიანების შემთხვევაში საქონლის გადატვირთვა სხვა სატრანსპორტო საშუალებაში (ან სხვა კონტეინერში), შესაძლებელია, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ზედამხედველობით, რომელიც ახორციელებს სატრანსპორტო საშუალების (კონტეინერის) დალუქვას და შესაბამის მონაცემებს აფიქსირებს აღრიცხვის მოწმობაში. თუ ავტოსატრანსპორტო საშუალება განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საბაჟო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში საატრანსპორტო საშუალება მიიჩნევა სახელმწიფო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.   

 


გახსოვდეთ! სატრანსპორტო საშუალებაზე ან საქონელზე დადებული ლუქის საბაჟო ორგანოს თანხმობის გარეშე მოხსნის, მოცილების ან განადგურების შემთხვევაში, სატრანსპორტო საშუალების მფლობელი დაჯარიმდება - 500 ლარით, განმეორების შემთხვევაში 1000 ლარით. იმ შემთხვევაში კი თუ ზემოაღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია საქონლის დაკარგვა, განკარგვა ან განადგურება - 5000 ლარით, განმეორების შემთხვევაში 10 000 ლარით.