|
|
ინფორმაციის განახლების თარიღი: 28 თებერვალი 2019
ჩვენ გთავაზობთ...
Privé არის შემოსავლების სამსახურის პერსონალური მომსახურების პაკეტი, რაც გულისხმობს გადასახადის გადამხდელის მომსახურებას პირადი საგადასახადო მრჩევლის მეშვეობით. Privé სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ გადამხდელს, ვისთვისაც საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანია მაქსიმალური კომფორტი, პროცედურათა სიმარტივე და დროისა და მატერიალური რესურსების დაზოგვა.
თქვენთვის საინტერესო ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც ეხება საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებასა და განმარტებას, ასევე რეკომენდაციებს საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელების თაობაზე, შეგიძლიათ მოგვმართოთ ელექტრონულად, თქვენი პირადი ელექტრონული ფოსტიდან (მისამართზე: info@rs.ge) წერილის გამოგზავნის გზით ან ისარგებლოთ ბმულით: www.rs.ge და წერილის ველში ჩაწეროთ თქვენთვის საინტერესო შეკითხვა. სრულყოფილი და ამომწურავი პასუხი თქვენს მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტაზე მოგეწოდებათ 1 სამუშაო დღის ვადაში.
აღნიშნული ტიპის წერილები შესაძლებელია წარმოდგენილ იქნას მატერიალური ფორმითაც, რომელზეც პასუხს მიიღებთ ფოსტის მეშვეობით.
თუ ხართ გადასახადის გადამხდელი, გაქვთ ვადაგასული ან/და გამოსაყენებლად ან შემდგომი მიწოდებისათვის უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობა და გსურთ მისი ჩამოწერა, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ:
- ელექტრონულად, შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდის დახმარებით მარტივად მოახდინოთ აღნიშნული საქონლის ჩამოწერა
- განცხადებით მიმართოთ შემოსავლების სამსახურის ნებისმიერ სერვის ცენტრს
კანონმდებლობა:
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის ბრძანება N996 (კარი VII)
TAX FREE გულისხმობს უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მიერ საქართველოში შეძენილ საქონელზე გადახდილი დამატებული ღირებულების გადასახადის თანხის დაბრუნებას.
საქონელი შეძენილი უნდა იყოს მაღაზიაში, რომელსაც აქვს დღგ-ს თანხის დაბრუნების სპეციალური ქვითრის გაცემის უფლება, საქონლის ღირებულება (დღგ-ის გარეშე) ერთი ქვითრის მიხედვით უნდა აღემატებოდეს 200 ლარს და საქონლის მიწოდება უნდა იბეგრებოდეს დღგ-ით.
კანონმდებლობა:
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის ბრძანება N996 (თავი XIX)
საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანისას გამარტივებული პროცედურებითა და იმპორტის გადასახდელების გადახდის განსხვავებული ვადებით სარგებლობის მიზნით შეგიძლიათ მიიღოთ „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი
განცხადება შეგიძლიათ შეავსოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.ge ან მიმართოთ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს (მის: თბილისი, ალექსიძის ქუჩა №1), ან ნებისმიერ სერვისცენტრს.
კანონმდებლობა:
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №290
საქონლის კოდის ან საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრაზე წინასწარი გადაწყვეტილების მიღებას საქონლის საქართველოში შემოტანისას ან/და გატანისას, დეკლარაციის წარდგენამდე საქონლის სეს ესნ კოდის ან საქონლის შემქმნელი ქვეყნის წინასწარი დადგენის მიზნით, დაინტერესებულ პირს შეუძლია, შემოსავლების სამსახურს მიმართოს განცხადებით (ქვემოთ მოცემული დანართი № 1-ის შესაბამისად). ერთი განცხადებით პირს შეუძლია საქონლის სეს ესნ კოდის განსაზღვრის ან საქონლის შემქმნელი/მწარმოებელი ქვეყნის დადგენის მოთხოვნის წარდგენა მხოლოდ ერთი დასახელების საქონელზე. წინასწარი გადაწყვეტილება გამოიცემა მოთხოვნის წარდგენიდან არაუგვიანეს 90 დღისა. იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი დოკუმენტები ან/და ინფორმაცია არ არის საკმარისი წინასწარი გადაწყვეტილების მისაღებად, შემოსავლების სამსახური განცხადების რეგისტრაციიდან 15 დღის განმავლობაში ატყობინებს პირს ხარვეზის არსებობის ან/და დამატებითი დოკუმენტის, ან სხვა ინფორმაციის წარდგენის საჭიროებას. ხარვეზის აღმოფხვრის ან/და დამატებითი დოკუმენტის, ან სხვა ინფორმაციის წარდგენის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 დღეს. ამ შემთხვევებში, წინასწარი გადაწყვეტილების მიღების ვადა შეჩერებულად ითვლება ხარვეზის აღმოფხვრამდე, ან/და დამატებითი დოკუმენტის, ან სხვა ინფორმაციის წარდგენამდე. წინასწარ გადაწყვეტილებას ყველა საგადასახადო ორგანოსათვის აქვს იურიდიული ძალა მხოლოდ ამ გადაწყვეტილებაში დასახელებულ საქონლზე. დეკლარირებული საქონლის ფაქტობრივი მონაცემები და ინფორმაცია შესაბამისად, საჭიროა, სასაქონლო კოდის ან მწარმოებელი ქვეყნის განსაზღვრა(თუ ასეთი გადაწყვეტილება გაცემულია აღნიშნულ საქონელზე) საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე. დეკლარირებული საქონლის ფაქტობრივი სრულიად უნდა შეესაბამებოდეს იმ ინფორმაციას, რომლის საფუძველზედაც გაცემულია გადაწყვეტილება; შესაძლებელია გადამხდელმა, ინტერნეტის მეშვეობით, განახორციელოს წინასწარი გადაწყვეტილების მიღებისთვის განცხადების წარდგენა. ელექტრონული წინასწარი გადაწყვეტილების განცხადების შევსება მომხმარებელს შეეძლება www.rs.ge-ს პირადი გვერდიდან. წინასწარი გადაწყვეტილება ძალაშია გაცემიდან 3 წლის ვადით ვადით.
- 250 ლარი − წინასწარი გადაწყვეტილების გაცემა 10 სამუშაო დღეში;
- 500 ლარი − წინასწარი გადაწყვეტილების გაცემა 5 სამუშაო დღეში.
განცხადება შეგიძლიათ შეავსოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე.
სასაქონლო კოდის განსაზღვრის თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების შესახებ.
საქონლის წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის თაობაზე წინასწარი გადაწყვეტილების შესახებ.
ან მიმართოთ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტს (მის: თბილისი, გორგასლის ქუჩა №6), ან ნებისმიერ სერვისცენტრს.
კანონმდებლობა:
საქართველო სსაგადასახადო კოდექსი,
საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №996მუხლი 20,
მთავრობის დადგენილება №96
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის N96 დადგენილებით განსაზღვრულია მომსახურების სახეები, რომლის მიღებისათვის გადასახადის გადამხდელის მიერ გადახდილ უნდა იქნას შესაბამისი საფასური. აქვე გათვალისწინებულია აღნიშნული მომსახურების დაჩქარების შესაძლებლობა და შესაბამისი საფასურები.
|
|