ინფორმაციის განახლების თარიღი: 16 აგვისტო 2012

დამატებული ღირებულების გადასახადის გადამხდელად რეგისტრაცია

როგორ შეიძლება დარეგისტრირდეთ დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) გადამხდელად?

არსებობს დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ორი ფორმა: სავალდებულო და ნებაყოფლობითი.
დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის მიზნით პირი მიმართავს საგადასახადო ორგანოს ნებისმიერ სერვისცენტრს.
ნებაყოფლობითი რეგისტრაციის შემთხვევაში პირი დღგ-ის გადამხდელად ითვლება საგადასახადო ორგანოსთვის მიმართვის დღიდან, ხოლო სავალდებულო რეგისტრაციის შემთხვევაში - სავალდებულო რეგისტრაციის ვალდებულების წარმოშობის მომენტიდან . 

კანონმდებლობა:
საქართველოს საგადასახადო კოდექსი (კარი VI)
„გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ ფინანსთა მინისტრის ბრძანება N996  (კარი III)