ყურადღება! აღნიშნული ცვლილება ამოქმედდა 2016 წლის 1 იანვრიდან.
სახაზინო კოდები
გადასახადების გადახდა ხდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის გადასახადებისათვის განკუთვნილ ერთიან სახაზინო კოდზე – 101001000. სახელმწიფო ხაზინის მიერ, საბიუჯეტო კლასიფიკაციის შესაბამისად, გადასახადების აღრიცხვის საფუძველს წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – სსიპ – შემოსავლების სამსახური) ინფორმაცია გადასახადების სახით ერთიან კოდზე ჩარიცხული გადასახადების ფაქტობრივი საგადასახადო ვალდებულებების მიხედვით გადანაწილების შესახებ.
ამკრეფის კოდი განსაზღვრავს ბიუჯეტის შემოსულობის ამკრეფს
ამკრეფის კოდი
|
|
1
|
შემოსავლების სამსახური
|
3
|
სხვა შემოსულობები
|
7
|
სსიპ/ა(ა)იპ
|
დანართ №2-ში აღნიშნული ციფრები განსაზღვრავენ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს, რეგიონალურ საბაჟო ორგანოს ან შესაბამისი დონის ბიუჯეტს.