ინფორმაციის განახლების თარიღი: 06 თებერვალი 2014

საერთაშორისო ფინანსური კომპანია

 

საერთაშორისო ფინანსური კომპანია არის ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც მომავალი კალენდარული წლებისათვის, ხოლო ასეთი საწარმოების სახელმწიფო რეგისტრაციის შემთხვევაში – რეგისტრაციასთან ერთად მიმდინარე და მომავალი კალენდარული წლებისათვის ენიჭება საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსი.
საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ საქართველოში არსებული წყაროდან ფინანსური ოპერაციის განხორციელების ან/და ფინანსური მომსახურების გაწევის შედეგად მიღებული შემოსავალი არ უნდა აღემატებოდეს ერთობლივი შემოსავლის 10 პროცენტს.
საერთაშორისო ფინანსური კომპანია იქმნება თავისუფალი ინდუსტრიული ზონის გარეთ.

მოგების გადასახადით დაბეგვრისაგან თავისუფლდება:

  • საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ ფინანსური ოპერაციებიდან ან/და ფინანსური მომსახურებიდან ან/და საქართველოს არარეზიდენტის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება.
  • საერთაშორისო ფინანსური კომპანიის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების რეალიზაციით მიღებული მოგება.
  • საინვესტიციო ფონდის მიერ ფინანსური ინსტრუმენტების მიწოდებით ან/და ფინანსური ოპერაციებიდან ან/და ფინანსური მომსახურებიდან მიღებული მოგება, თუ საინვესტიციო ფონდი არის საერთაშორისო ფინანსური კომპანია.


საერთაშორისო ფინანსური კომპანიის სტატუსის მისაღებად განცხადებით უნდა მიმართოთ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტს (თბილისი, ალექსიძის ქ. N1) ან ნებისმიერ სერვის-ცენტრს, აგრეთვე, შესაძლებელია განცხადება გამოაგზავნოთ ელექტრონულად შემოსავლების სამსახურის ვებ–გვერდიდან   (იხილეთ განცხადების ელ. ფორმა). 


საერთაშორისო ფინანსური და სპეციალური სავაჭრო კომპანია.(რეესტრი)