11-თებერვალი-2020

გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის განახლებული ფორმა

დეკლარირების პროცესის გამარტივების მიზნით, 2020 წლის იანვრის საანგარიშო პერიოდიდან, გაერთიანდა გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაცია და განაცემების შესახებ ინფორმაცია: გაუქმდა „საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაცია“ (დანართი №II-07), ხოლო „გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის“ (დანართი №II-06) დანართი „ა“ ჩამოყალიბდა განახლებული ფორმით. 
„გადახდის წყაროსთან დაკავებული გადასახადის დეკლარაციის“ ახალი ელექტრონული ფორმა, ყოველთვიური დეკლარაციების რეესტრში ხელმისაწვდომია 2020 წლის იანვრის თვის და შემდგომი საანგარიშო პერიოდების მიხედვით. დეკლარაციის ახალი ელექტრონული ფორმის შესაბამისად, „ა“ დანართში მითითებული მონაცემების საფუძველზე ავტომატურად ივსება დეკლარაციის „ძირითადი ნაწილის“ უჯრების უმეტესობა. ამავე საანგარიშო პერიოდიდან, შეიზღუდა „ საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დაკავებული გადასახადის შესახებ ინფორმაციის“ შევსების უფლება.

 

ცნობის ფურცელი
ნოემბერი 2024
ორსაოთხუპაშაკვ
123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930