საგადასახადო შემოწმების ახალი კრიტერიუმების გაცნობის მიზნით, ,,ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გაიმართა

13-ოქტომბერი-2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის თანამშრომლებმა საგადასახადო შემოწმების ახალი დოკუმენტის შესახებ, „ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლებთან სამუშაო ფორმატში ონლაინ შეხვედრა გამართეს.

მხარეებმა დეტალურად განიხილეს, აუდიტის დეპარტამენტის მიერ  საგადასახადო შემოწმების დანიშვნისა და შეწყვეტის  კრიტერიუმების შესახებ მომზადებული დოკუმენტი, რომლიც  მნიშვნელოვნად გაამარტივებს საგადასახადო შემოწმების აღრიცხვიანობის ადმინისტრირების პროცესს და ხელს შეუწყობს ზუსტი და რისკზე დაფუძნებული აუდიტის განხორციელებას, ხოლო გადასახადის გადამხდელებისთვის დაიზოგება მნიშვნელოვანი დროის რესურსი.

სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, საგადასახადო შემოწმების სამმართველოს  უფროსმა ლაშა კობერიძემ  ,,ბუღალტერთა კავშირის“   წარმომადგენლებს საგადასახადო შემოწმების ახალი კრიტერიუმებისა და წინასწარი შეთანხმების შესახებ მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარუდგინეს.

ონლაინ შეხვედრა დიალოგის ფორმატში წარიმართა და ,,ბუღალტერთა კავშირის“ წარმომადგენლებს შესაძლებლობა მიეცათ მათთვის საინტერესო კითხვებზე ამომწურავი პასუხები მიეღოთ.

შემოსავლების სამსახურში გამართულ ონლაინ  შეხვედრაში, ასევე მონაწილეობდნენ;  აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო შემოწმების სამმართველოს უფროსის მოადგილეები დავით ივარდავა და ოთარ გავაშელი.

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
აპრილი 2024
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

X
ახალი ამბების გამოწერა