შემოსავლების სამსახურმა 2015 – 2016 წლების ,,საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულების სტრატეგია” შეიმუშავა

11-თებერვალი-2015

შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 11 თებერვლის N3520 ბრძანებით დამტკიცდა ,,საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულების სტრატეგია“. სტრატეგიაში დეტალურად არის აღწერილი შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული პროექტები და მიღწევები, საგადასახადო შემოსავლების როლი ქვეყნის ეკონომიკაში და გადამხდელთა ის მიზნობრივი ჯგუფები, რომელთა გადასახადების ნებაყოფლობითი დეკლარირების და გადახდევინების გაუმჯობესება აქტუალური და მნიშვნელოვანი იქნება 2015 – 2016 წლებში. შემოსავლების სამსახურის მთავარი მიზანია გადამხდელების ხელშეწყობა სხვადასხვა საკითხის მოგვარებაში, სამართლიანი, მარტივი და სანდო საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბება. სტრატეგიის ფარგლებში შემოსავლების სამსახური ყურადღებას უთმობს ისეთ სფეროებს, როგორებიცაა: მშენებლობა, საზოგადოებრივი კვების ობიექტები, ავტონაწილებით მოვაჭრეები და ფიზიკური პირები. შემოსავლების სამსახური ,,საგადასახადო ვალდებულებების ნებაყოფლობითი შესრულების სტრატეგიის“ სახელმძღვანელოს გამოცემას ყოველწლიურად გეგმავს.
ელექტრონული სახელმძღვანელო იხილეთ მოცემულ ბმულზე და შემოსავლების სამსახურის Facebook გვერდზე.

 

 

 

 
 
                                                                    სსიპ შემოსავლების სამსახური

 


ახალი ამბების
არქივი
აპრილი 2024
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

X
ახალი ამბების გამოწერა