ინფორმაცია დაკავშირებულია ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციასთან !
 

 

შემოსავლების სამსახურის ელექტრონული სერვისების გვერდიდან  საგადასახადო დეკლარაციების წარდგენასთან, ანგარიშ-ფაქტურებისა და ზედნადებების გამოწერასთან ერთად, თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ შემდეგი ელექტრონული მომსახურებებით:

 

●  ელექტრონული გადახდები,  მათ შორის დეკლარაციებით დარიცხული თანხების გადახდა

 „ზოგადი ინფორმაციის“ ჩანართიდან შესაძლებლობა გაქვთ მოიძიოთ ინფორმაცია:

   ✔ ფიზიკური პირის მიერ მიღებული პირადი შემოსავლების შესახებ

   ✔ თქვენ მიერ წარდგენილი სალარო აპარატის ბრუნვების შესახებ

   ✔  სტაციონალური ობიექტების შესახებ

   ✔  განხორციელებული საბაჟო ოპერაციების შესახებ და ა.შ

●  შეგიძლიათ ელექტრონულად აწარმოოთ კომუნიკაცია წიაღის ეროვნულ სააგენტოსთან, ასევე სურსათის ეროვნულ სააგენტოსთან ვეტერინარულ/ფიტოსანიტარულ კონტროლს დაქვემდებარებული საქონელზე ნებართვების მიღების მიზნით

●  დაარეგისტრიროთ საჩივარი

●  „განცხადებების“ მოდულიდან შეგიძლიათ წარადგინოთ 300-ზე მეტი ელექტრონული განცხადება როგორც საგადასახადო, ასევე, საბაჟო მიმართულებით, მათ შორის:

 

○ ინფორმაცია დაქირავებული პირების შესახებ, რომლებსაც აქვთ კომპენსაციის მიღების უფლება(COVID-19) იხ. გზამკვლევი

○ ფიზიკური პირის შემოსავლების შესახებ ინფორმაციის მოთხოვნა

○ მცირე ბიზნესის სტატუსის მინიჭება

○ მიკრო ბიზნესის სტატუსის მინიჭება

○ საქმიანობის შეჩერების შესახებ

○ განხორციელებულ სასაქონლო ოპერაციებზე ცნობის გაცემის შესახებ;

○ დავალიანების დაფარვის შემთხვევაში საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის გაუქმების შესახებ;

○ საბანკო ანგარიშებზე ინკასოს მოხსნის შესახებ

○ ვადაგასული ან/და უვარგისი სასაქონლო-მატერიალური ფასეულობის ჩამოწერის დოკუმენტის დადასტურება

○ დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის შესახებ

○ (დაქირავებულის მომართვის შემთხვევაში) ცნობა გადახდის წყაროდან მიღებულ შემოსავლებზე შეღავათის გამოყენების უფლების შესახებ

○ შეტყობინება წინა სამუშაო ადგილიდან შეღავათის გამოყენების შესახებ (დამქირავებლის მომართვის შემთხვევაში)

○ საგადასახადო დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე

○ საბანკო ანგარიშების შესახებ ცნობის გაცემის თაობაზე

○ ზედმეტად გადახდილი გადასახადის ან/და სანქციის თანხის დაბრუნების შესახებ

○ ზედმეტად გადახდილი დღგ-ს თანხის დაბრუნება

○ მოსარგებლედ რეგისტრაცია ან ვადის გაგრძელება-ნავთობპროდუქტების რეალიზატორებისათვის

განცხადებების სრული ჩამონათვალი და მოკლე აღწერა შეგიძლიათ იხილოთ აქ.


● იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გსურთ ისეთი განცხადების წარდგენა, რომლის ელექტრონული ფორმაც არ არის მოცემული „განცხადებების“ მოდულში, წერილის წარსადგენად შემოსავლების სამსახურის კანცელარიებში  ვიზიტის ნაცვლად, შეგიძლიათ ისარგებლოთ „კომუნიკატორის“ მოდულით. ამასთან, „კომუნიკატორის“ სერვისი საშუალებას გაძლევთ ელექტრონული წერილი სხვა სახელმწიფო უწყებებშიც გააგზავნოთ. 

დამატებით, თქვენ შეგიძლიათ:

●  შეავსოთ საინფორმაციო ბარათი

●  მართოთ მომხმარებელი და ქვემომხმარებელი, მათ შორის სხვადასხვა მოდულზე დაშვებები

●  მართოთ ნდობით აღჭურვილი პირები

●  აღადგინოთ პაროლი

 
გაითვალისწინეთ, რომ შემოსავლების სამსახურთან ელექტრონული სერვისებით სარგებლობისათვის,  საშუალება გაქვთ ავტორიზაცია ან/და პაროლის აღდგენა განახორციელოთ სახლიდან გაუსვლელად ვიდეო თვალის მეშვეობით. აღნიშნული პროცესის შეუფერხებელი წარმართვისათვის მომსახურების დეპარტამენტში დამატებით გამოყოფილია 7 ოპერატორი, რომელებიც უზრუნველყოფენ სისტემის მეშვეობით შემოსული ვიდეო ზარის მიღებას და შესაბამისი მომსახურების გაწევას. 

სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურის გადახდა ხორციელდება სახელმწიფო ხაზინის ერთიანი ანგარიშის სისტემაში შემდეგ რეკვიზიტებზე:

მიმღების დასახელება - ხაზინის ერთიანი ანგარიში;
მიმღების ბანკი - სახელმწიფო ხაზინა;
ბანკის კოდი - TRESGE22;
მიმღების ანგარიში /სახაზინო კოდი 707017021