გადასახადის გადამხდელებისთვის ახალი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა გადამხდელის ელექტრონული პორტალიდან იქნება შესაძლებელი
გადასახადის გადამხდელებს, როგორც დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებულ, ასევე არარეგისტრირებულ პირებს, ახალი საგადასახადო დოკუმენტის გამოწერა გადამხდელის ელექტრონული პორტალიდან შეუძლიათ. ახალი საგადასახადო დოკუმენტი, რომელიც საგადასახადო ანგარიშ - ფაქტურასა და სასაქონლო ზედნადებს აერთიანებს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 721 მუხლის შესაბამისად განისაზღვრა. საგადასახადო დოკუმენტი ქვეყნის შიგნით საქონლის ტრანსპორტირებისას, საქონლის მიწოდებისას, მომსახურების გაწევისას გამოიწერება. დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის მიერ გამოწერილი საგადასახადო დოკუმენტი, დღგ-ის ჩათვლის დოკუმენტს წარმოადგენს. ახალი საგადასახადო დოკუმენტით საგადასახადო ანგარიშგება მნიშვნელოვნად გამარტივდა. კერძოდ: საქონლის მიწოდებისას ნაცვლად ორი დოკუმენტისა შესაძლებელია ერთი დოკუმენტის გამოწერა, რომელიც ერთდროულად საქონლის მიწოდების, ტრანსპორტირებისა და ჩათვლის საშუალება იქნება. პროგრამულად უზრუნველყოფილია საგადასახადო დოკუმენტების მიბმა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული პირის დღგ-ის დეკლარაციის რეესტრში ორივე მხარესთან (მიმწოდებელთან და მიმღებთან). ამ ეტაპზე, საგადასახადო დოკუმენტი ხე-ტყისა და ნავთობპროდუქტების მიწოდებისას არ გამოიწერება. ძალაში რჩება საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი ყველა დოკუმენტი. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ოპერაციაზე საგადასახადო დოკუმენტის გამოწერის შემთხვევაში, სასაქონლო ზედნადები ან/და ანგარიშფაქტურა არ გამოიწერება. ახალი საგადასახადო დოკუმენტის გზამკვლევი - იხილეთ ლინკი: ახალი საგადასახადო დოკუმენტის შესავსებად გადადით ბმულზე: ვიდეო ინსტრუქცია