ხშირად დასმული კითხვები

დასვით კითხვა

რეგისტრაცია

როგორ ხორციელდება საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირის საგადასახადო რეგისტრაცია?

საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი (გარდა ინდივიდუალური მეწარმისა და იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება გადახდის წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან) საგადასახადო აღრიცხვის მიზნით შემოსავლების სამსახურს წარუდგენს:
ა) განცხადებას;
ბ) პირადობის მოწმობას – საქართველოს მოქალაქე;
გ) თუ ფიზიკური პირის გადასახადის გადამხდელად აღრიცხვა ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურს წარედგინება ამ ფიზიკური პირის მიერ გაცემული და სანოტარო წესით დადასტურებული მინდობილობა ან საქართველოს სამოქალაქო კოდექსით მინდობილობასთან გათანაბრებული სხვა დოკუმენტი. 

დასვით კითხვა

რა ვადაში უნდა დადგეს საგადასახადო აღრიცხვაზე საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი, რომელსაც არ წარმოეშობა მუდმივი დაწესებულება საქართველოში?

საქართველოს მოქალაქეობის არმქონე ფიზიკური პირი, საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული გადასახადის გადახდის ან/და დეკლარირების ვალდებულების წარმოშობისას ვალდებულია, საგადასახადო აღრიცხვის შესახებ განცხადებით მიმართოს საგადასახადო ორგანოს. მას მიენიჭება 9 ნიშნა საიდენტიფიკაციო ნომერი.
 

დასვით კითხვა

სად ხდება ინდივიდუალური მეწარმის სახელმწიფო და საგადასახადო რეგისტრაცია?

ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრაციას ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

დასვით კითხვა

რა ვადაში უნდა დარეგისტრირდეს საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი?

საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი, გარდა იმ პირისა, რომლის შემოსავალიც იბეგრება წყაროსთან ან გათავისუფლებულია დაბეგვრისაგან, ვალდებულია ეკონომიკური საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მეწარმე სუბიექტად რეგისტრაციისა და საიდენტიფიკაციო ნომრის მინიჭების მიზნით. 

დასვით კითხვა

რა შემთხვევაშია გათვალისწინებული ფიზიკური პირის საგადასახადო რეგისტრაციის გაუქმება?

საგადასახადო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ფიზიკური პირისთვის საგადასახადო რეგისტრაციის გაუქმებას. ლიკვიდირებული/გარდაცვლილი გადამხდელის სტატუსი ენიჭება მხოლოდ გარდაცვლილ ფიზიკურ პირს.

დასვით კითხვა

Close