საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

დეკლარირების კულტურის ამაღლების სამმართველო

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის რეკომენდაციით შეიქმნა დეკლარირების კულტურის ამაღლების სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს დეკლარირების კულტურის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებების გატარებას.

დეკლარირების კულტურის ამაღლების ღონისძიებები

დეკლარირების კულტურის ამაღლებისკენ მიმართული ღონისძიებები მიზნად ისახავს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელებს შორის კომუნიკაციის კიდევ უფრო გამარტივებასა და ელექტრონული მომსახურების ხარისხის ზრდას, რაც ხელს შეუწყობს დროული დეკლარირების მაჩვენებლის გაუმჯობესებას.

როგორ ხორციელდება დეკლარირების კულტურის ამაღლების ღონისძიებებით დროული დეკლარირების მაჩვენებლის ზრდა?

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი ერთეული აქტიურად თანამშრომლობს გადასახადის გადამხდელებთან და ადრეულ ეტაპზე ახსენებს მათ საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული დეკლარაციების წარდგენის სავადო თარიღის მოახლოვებას/ამოწურვას. გადასახადის გადამხდელებთან ურთიერთობის პროცესში გამოიყენება კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებები (ვებ პორტალი/გადასახადის გადამხდელის ავტორიზებული გვერდი/კომუნიკაცია პირისპირ/წერილობით/სატელეფონო).

გადასახადის გადამხდელის სარგებელი

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის დეკლარირების კულტურის ამაღლების სამმართველოსთან თანამშრომლობის შედეგად გადასახადის გადამხდელი თავიდან აიცილებს საგადასახადო სამართალდარღვევებსა და მასთან დაკავშირებულ სანქცია/საურავებს.

საკონტაქტო ინფორმაცია:

  • კოსტავას 68 ა
  • ტელ: 226 26 47; 226 21 47; 226 24 79;
  • www.rs.ge
  • text