საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ინფორმაციის განახლების თარიღი: 14 სექტემბერი 2017

თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაცია

თავისუფალი ზონა არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ნაწილი, სადაც:

  • სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებების განხორციელების მიზნით უცხოური საქონლის შემოტანა არ ითვლება საქონლის იმპორტში მოქცევად და, შესაბამისად, მასზე არ გადაიხდევინება იმპორტის გადასახდელები
  • საქართველოს საქონლის მოთავსებისას გამოიყენება საქონლის ექსპორტში მოქცევის ანალოგიური დებულებები (მათ შორის, უცხოური საქონლის სტატუსის მინიჭება)
  • გაითვალისწინეთ!

    თავისუფალი ზონიდან საქონლის სხვა ქვეყანაში გატანა განიხილება, როგორც საქონლის ექსპორტი თავისუფალ ზონაში არსებული საქონლის, როგორც უცხოური საქონლის, საქართველოს სხვა საბაჟო ტერიტორიაზე გადატანის დროს ხორციელდება საგადასახადო კანონმდებლობით (მათ შორის, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისათვის) საქართველოში უცხოური საქონლის შემოტანისთვის დადგენილი პროცედურები.

    თავისუფალ ზონაში შეიძლება მოთავსდეს:

  •  უცხო ქვეყნიდან შეტანილი საქონელი;
  •  საქართველოს სხვა საბაჟო ტერიტორიიდან შეტანილი უცხოური საქონელი;
  •  უცხოური საქონელი, რომელიც მოქცეული იყო სასაქონლო ოპერაციაში, რომელიც დასრულდა თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანით;
  •  საქართველოს საქონელი.
  • უცხოური საქონლის თავისუფალ ზონაში მოთავსებისას, საქონლის მიმართ განისაზღვრება სასაქონლო ოპერაციის სახე – თავისუფალი ზონა,

  • ხოლო საქართველოს საქონლის მოთავსება თავისუფალ ზონაში ხორციელდება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად. საქრთველოს საქონლის თავისუფალ ზონაში საქონლის მოთავსების მიზნით, თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვები პუნქტში საქონლის წარდგენისას, დეკლარანტს უფლება აქვს:  განახორციელოს საქონლის დეკლარირება სასაქონლო ზედნადების წარდგენით; ან
  •  საბაჟო დეკლარაცია შეავსოს გამარტივებული წესით.
  • თავისუფალ ზონაში ნებადართული და აკრძალული საქმიანობა

    თავისუფალ ზონაში დასაშვებია:

  •  ნებისმიერი საქონლის შეტანა/გამოტანა;
  •  შენახვა;
  •  გადამუშავება;
  •  მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა;
  • თავისუფალ ზონაში აკრძალულია:

  •  იარაღის, საბრძოლო მასალის გადამუშავება/მიწოდება;
  •  ბირთვული,რადიოაქტიური ნივთიერებების გადამუშავება/მიწოდება;
  •  ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შეტანა, გადამუშავება,
  •  შენახვა ან/და მიწოდება;
  •  თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის შეტანა, შენახვა, გადამუშავება ან/და მიწოდება, გარდა ადგილზე მოხმარებისათვის ან/და    გამოყენებისათვის დასაქართველოს საქონლის შემთხვევაში ეს არ განიხილება როგორც საქონლის ექსპორტი.
  • საქართველოს ტერიტორიაზე არის 4 თავისუფალი ინდუსტრიული ზონა:

    ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

    ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

    ქუთაისის ჰუალინგის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

    თბილისის ტექნოლოგიური პარკის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა

    text