საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ინფორმაციის განახლების თარიღი: 29 სექტემბერი 2015

Sam მოდულიანი სალარო აპარატი

  შემოსავლების სამსახურის უფროსის 2015 წლის 10 სექტემბრის N34112 ბძანების შესაბამისად საკონტროლო-სალარო აპარატების სახელმწიფო რეესტრში შეტანილ იქნა SAM მოდულის აქტივაციისათვის საჭირო მონაცემების მქონე “DATECS DP-25” მოდელის საკონტროლო-სალარო აპარატი.

  განხორციელებული საკანონდებლო ცვლილებების გათვალისწინებით შექმნილი საკონტროლო-სალარო აპარატი „DATECS DP-25“ მუშაობს SAM მოდულის აქტივაციით, რომელიც არის ISO/IEC 7810-ის სტანდარტის შესაბამისად შექმნილი და რომელსაც გააჩნია სრული ქართული მენიუ.

  საკონტროლო-სალარო აპარატი „DATECS DP-25“-ის მწარმოებელი კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში შპს „კასა ჯი“, იგი იღებს ვალდებულებას, გაუწიოს „DATECS“-ის საკონტროლო-სალარო აპარატის მომხმარებელს საგარანტიო, ტექნიკური, სარეგისტრაციო მომსახურება და შემოსავლიბის სამსახურთან GPRS კავშირის უზრუნველყოფა.

დეტალური ინფორმაცია იხილეთ კომპანიის ვებ გვერდზე www.kasa.ge

text