საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ნარჩენები

„„საქართველოს ტერიტორიაზე ნარჩენების ტრანზიტისა და იმპორტის შესახებ“საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე დაშვებულია მხოლოდ არასახიფათო და არარადიაქტიური ნარჩენების იმპორტი, კერძოდ კი იმ ნარჩენებისა, რომლებიც ევროგაერთიანების საბჭოს 259/93 რეგულაციით დადგენილი ”ნარჩენების მწვანე სიის” შემდეგ კატეგორიებს მიეკუთვნებიან:

  • კატეგორია "GA" -ს (არადისპერსიულ ფორმაში მყოფი ნარჩენები, რომლებიც შედგება მეტალებისა და მეტალთა შენადნობებისაგან; არადისპერსიულ ფორმაში მყოფ ნარჩენებს არ მიეკუთვნება ნარჩენები ფხვნილის, წიდის ან მტვრის სახით, აგრეთვე მყარი საგნები, რომლებიც შეიცავენ სახიფათო ნარჩენებს თხევადი ფორმით);
  • კატეგორია "GH" -ს (მყარი პლასტმასის ნარჩენები);
  • კატეგორია "GI" -ს (ქაღალდის, მუყაოსა და ქაღალდის ნაწარმის ნარჩენები);
  • კატეგორია "GJ" -ს (საფეიქრო ნარჩენები);
  • კატეგორია "GN" -ის "GN010/ყვ 0502 00" -ის სახეობას;
  • კატეგორია "GL" -ს (დაუმუშავებელი კორპისა და მერქნის ნარჩენები);
  • კატეგორია "GE" -ს (მინის ნარჩენები არადისპერსიულ ფორმაში).
  • კატეგორია „GC“-ს (შავ ან ფოლადსასხმელ წარმოებაში მიღებული გრანულირებული წიდა).
  • კატეგორია „GG“-ის „GG040/ex 2621“-ის სახეობას (ნახშირზე მომუშავე თბოელექტროსადგურებიდან წარმოქმნილი აქროლადი ნაცარი).
  •       ამ ნარჩენების იმპორტი დაიშვება მხოლოდ მათი შემდგომი გადამუშავების, რეექსპორტის ან სხვა მიზნით, რომელსაც ითვალისწინებს ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით განსაზღვრული "ნარჩენებთან დაკავშირებულ განთავსების ოპერაციათა "B" ჯგუფი".

    text