საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი

საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის აღება შესაძლებელია საბაჟო დეპარტამენტის არასატარიფო კონტროლის სამმართველოში (გორგასლის 16), ასევე, საბაჟო დეპარტამენტის სტრუქტურულ ერთეულებსა და ქვედანაყოფებში (გეზ „თბილისი“, გეზ „ბათუმი“, გეზ „ფოთი“, გეზ „აეროპორტი“, გაფორმების სამმართველოს ქუთაისის, ახალციხის, რუსთავისა და თელავის განყოფილებები, სგპ „თბილისის აეროპორტი“, სგპ „ბათუმის პორტი“). საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად განაცხადი და საჭირო დოკუმენტაცია შეიძლება წარდგენილ იქნეს როგორც წერილობით, ასევე, ელექტრონული ფორმით www.rs.ge. საქონლის წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა განაცხადის რეგისტრაციიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა უფასოდ.

შემოსავლების სამსახურის მიერ გაიცემა:
    საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატები:

    საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი - ფორმა „A” ▼

    საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი - ფორმა „A” გაიცემა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან განსაზღვრული სახის ქართული წარმოშობის საქონლის „პრეფერენციების გენერალიზებული სისტემის“ მომნიჭებელ ქვეყნებში (ევროკავშირი, შვეიცარია, ნორვეგია, კანადა, იაპონია, აშშ) ექსპორტრის დროს. წარმოშობის ქვეყნის განსაზღვრის კრიტერიუმები და სერტიფიკატის გაცემისა და შევსების წესები განისაზღვრება პრეფერენციის მომნიჭებელი ქვეყნის დირექტივებით.

    ევროკავშირთან gsp-ის სქემა განსაზღვრულია რეგულაციით (EU) No 978/2012 , ხოლო წარმოშობის წესები (EEC) No 2454/93 რეგულაციით,

    გაცემისათვის წარსადგენი დოკუმენტებია:

    ა) განცხადება (უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სასაქონლო კოდის თერთმეტნიშნა დონეზე მითითებით, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას);

    ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილების №4 დანართის შესაბამისად;

    გ) კონტრაქტი (ხელშეკრულება);

    დ) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი).

    საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი - CT-1 ▼

    საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი CT-1 გაიცემა ქართული წარმოშობის საქონლის დსთ-ს ქვეყნებში ექსპორტისას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის მეთაურთა საბჭოს 2000 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების შესაბამისად;

    რუსეთის ფედერაციაში ქართული წარმოშობის საქონლის ექსპორტისას CT-1 გაიცემა რუსეთის 2010 წლის 16 მარტის 1968/49 ნოტის მოთხოვნების შესაბამისად.

    გაცემისათვის წარსადგენი დოკუმენტებია:

    ა) განცხადება (უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სასაქონლო კოდის თერთმეტნიშნა დონეზე მითითებით, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას);

    ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილების №4 დანართის შესაბამისად;

    გ) კონტრაქტი (ხელშეკრულება);

    დ) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი).

    საქონლის პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი - EUR.1 ▼

    EUR.1გაიცემა

    ა) ქართული წარმოშობის საქონლის ევროკავშირში ექსპორტისას „ერთის მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებსა და მეორეს მხრივ, საქართველოს შორის“ 2014 წლის 27 ივნისის ასოცირების შესახებ შეთანხმების I ოქმის შესაბამისად.

    ბ) ქართული წარმოშობის საქონლის თურქეთის რესპუბლიკაში ექსპორტისას „საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ“ 2007 წლის 21 ნოემბრის შეთანხმების

    II ოქმის შესაბამისად.

    გაცემისათვის წარსადგენი დოკუმენტებია:

    ა) განცხადება (უნდა შეიცავდეს საქონლის დასახელებას სასაქონლო კოდის ოთხნიშნა დონეზე მითითებით, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას);

    ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერიუმების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილების №4 დანართის შესაბამისად;

    გ) კონტრაქტი (ხელშეკრულება);

    დ) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი).

    ე) შესაბამისობის სერტიფიკატი - ყურძნისეული წარმოშობის პროდუქტების ექსპორტის შემთხვევაში.

  • საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი (certificate of origin)

    საქონლის შეღავათების გარეშე (არაპრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი ▼

    არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა საქონლის ექსპორტისას ყველა იმ ქვეყანაში, სადაც არ მოქმედებს პრეფერენცია, ასევე, შეღავათების მომნიჭებელ ქვეყნებში საქონლის ექსპორტისას, როდესაც პროდუქცია ვერ აკმაყოფილებს პრეფერენციული წარმოშობის კრიტერიუმებს. გარდა ამისა, არაპრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატი გაიცემა სხვა ქვეყანაში წარმოშობილი პროდუქციის საქართველოდან ექსპორტის დროსაც (საქონლის წარმოშობის დამადასტურებელი სერტიფიკატის საფუძველზე).

    არაპრეფერენციული სერტიფიკატის გაცემისათვის წარსადგენი დოკუმენტებია:

    ა) განცხადება (უნდა შეიცავდეს საქონლის დასა¬ხელებას სასაქონლო კოდის ოთხნიშნა დონეზე მითითებით, საქონლის ოდენობას, ექსპორტიორისა და იმპორტიორის დასახელებას, მისამართსა და ქვეყანას);

    ბ) დეკლარაცია საქონლის კუთვნილებისა და კრიტერი¬უმების შესახებ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 29 დეკემბრის №420 დადგენილების №4 დანართის შესაბამისად;

    გ) კონტრაქტი (ხელშეკრულება);

    დ) ანგარიშ-ფაქტურა (ინვოისი).

    საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის პროცედურა 
    საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად წარმოადგინეთ წერილობითი ან ელექტრონული (www.rs.ge) განცხადება საბაჟო დეპარტამენტის იმ სტრუქტურულ ერთეულს ან ქვედანაყოფში, სადაც გსურთ სერტიფიკატის მიღება.

    ელექტრონული განცხადების წარდგენის მიზნით გაიარეთ რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge აირჩიეთ ფანჯარა „განცხადებები“ - ,,ახალი განცხადება’’ - „სტატუსები/სერტიფიკატები/ცნობები“–„სერტიფიკატების გაცემა“ - „საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემა“, მიუთითეთ შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ერთეული, სადაც გსურთ წარმოშობის სერტიფიკატის აღება და შეავსეთ განცხადების შესაბამისი ველები.

    ელექტრონულად ატვირთეთ საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის მისაღებად საჭირო დოკუმენტები, ველების შევსების შემდგომ ფანჯრის „გაგზავნა“ საშუალებით დაარეგისტრირეთ განცხადება. გადაწყვეტილება საქონლის წარმოშობის სერტიფიკატის გაცემის თაობაზე გეცნობებათ ვებ-გვერდზე www.rs.ge („ჩემი გვერდი“) და მიიღებთ მოკლე ტექსტურ შეტყობინებას თქვენს მიერ მითითებულ ტელეფონზე.

    დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ: 226 12 50  (ქ. თბილისი, გორგასლის ქ. №16).

text