საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

საქართველოს მთავრობის დადგენილება

ნომერი 96 2010 წლის 30 მარტი ქ. თბილისი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ

მუხლი 1 (11-03-2011 ნომერი 121)

1. „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტისა და მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დამტკიცდეს სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის თანდართული საფასურები და მათი განაკვეთები.

2. დაინტერესებული პირი ვალდებულია პირადად ან მესამე პირის მეშვეობით გადაიხადოს დადგენილი საფასური სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევამდე, გარდა ამ დადგენილებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 11 (11-03-2011 ნომერი 121)

სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:

ა) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური;

გ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭო;

დ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შექმნილი ვადაგადაცილებულ საგადასახადო და სასესხო დავალიანებათა რესტრუქტურიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შემსწავლელი კომისია;

ე) საქართველოს პროკურატურა;

ვ) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;

ზ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

თ) საქართველოს ეროვნული ბანკი.

მუხლი 12 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან სასამართლოში საგადასახადო დავაზე მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებული მომსახურების გაწევა ხორციელდება საფასურის გარეშე. (5-01-2011 ნომერი 7)

მუხლი 13 საქართველოს ფინანსთა მინისტრი, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ შემოსავლების სამსახურის უფროსი უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება ამ დად-გენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან პირის გათავისუფლების შესახებ. (10-08-2010 ნომერი 232)

მუხლი 14 (27-06-2011 ნომერი 259)

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოს და გაფორმების ეკონომიკური ზონების მიერ „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 57-ე, მე-60 – 64-ე და 86-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას, მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში. (5.03.2015 N86)

2. „ოქროს სიის“ მონაწილე პირისათვის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასა და გაფორმებასთან დაკავშირებული, ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისას მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით დადგენილი „ოქროს სიის“ მონაწილე პირის მიერ იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადაში. (25.06.2012 N 227) 3. საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული, ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისას მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით იმპორტის გადასახდელების გადახდისათვის დადგენილ ვადაში, გარდა ამ მუხლითა და 15 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (8.08.2012 N 327 გავრცელდეს 2012 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)

მუხლი 15 (5-03-2015 ნომერი 86)

თუ პირის მიერ მოთხოვნილია საფოსტო გზავნილის გაფორმება, იგი უფლებამოსილია, მომსახურების საფასური გადაიხადოს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.

მუხლი 16 ამოღებულია (12-04-2011 ნომერი 177)

მუხლი 17 (5-03-2015 ნომერი 86)

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 68-ე, 681, 75-ე, 82-ე, 821, 822 და 87-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია:

ა) საქონლის იმპორტი სტიქიური უბედურების, ავარიისა და კატასტროფის ლიკვიდაციის, აგრეთვე ჰუმანიტარული დახმარების მიზნით;

ბ) საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით;

გ) უცხო ქვეყნების დიპლომატიური და მათთან გათანაბრებული წარმომადგენლობების ოფიციალური სარგებლობისათვის, აგრეთვე ამ წარმომადგენლობების დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;

დ) საქონლის იმპორტი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად;

ე) ეროვნული და უცხოური ვალუტის (გარდა, ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულის) და ფასიანი ქაღალდების იმპორტი;

ვ) საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ტრანზიტი;

ზ) საქონლის ექსპორტი და გარე გადამუშავება;

შენიშვნა:მომსახურების გაწევისათვის დადგენილი საფასურის გადახდისაგან გათავისუფლებულია ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის შემდეგ რეექსპორტი;

თ) საქონლის დაბრუნება, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ი) იმ საქონლის დროებითი შემოტანა, რომელიც სრულად გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან;

კ) ფიზიკური პირის მიერ იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3 000 ლარამდე საბაჟო ღირებულების საქონლის გაფორმება სახმელეთო საზღვარზე განთავსებულ საბაჟო გამშვებ პუნქტში – საბაჟო დეკლარაციით, ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში –„ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციით“;

ლ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი, 10 000 ლარამდე ღირებულების საქონლის გაფორმება;

მ) საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გაფორმება;

ნ) საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო, ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია), ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრად მისაბმელის რეექსპორტი.

მუხლი 18 (11-03-2011 ნომერი 121)

1. გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩატარების მოთხოვნის შემთხვევაში პირი უფლებამოსილია მომსახურების საფასური გადაიხადოს საგადასახადო შემოწმების ჩატარებაზე საგადასახადო ორგანოს თანხმობის მიღებიდან 5 დღის ვადაში.

2. „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-60 – 64-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევის შემდგომ, დაინტერესებული პირის მიერ ექსპერტის დასკვნის მიღებამდე, გარდა ამ დადგენილების 14 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. (5-03-2015 ნომერი 86)

მუხლი 19(21-04-2011 ნომერი 183)

,,სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 76-ე გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასური არ ვრცელდება:

ა) მიკრო და მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირებზე, აგრეთვე ინდივიდუალურ მეწარმეებზე;

ბ) ფიზიკური პირის ქონების გადასახადის წლიურ დეკლარაციაზე, აგრეთვე იმ საგადასახადო დეკლარაციებზე, რომელთა საგადასახადო ორგანოში ელექტრონული ფორმით წარდგენა ვერ ხორციელდება შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის არარსებობის გამო.

მუხლი 110(11-06-2014 ნომერი 377 გავრცელდეს 2014 წლის 14 მაისიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)

1. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოში და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების 54-ე და 822 გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება საქონლის არასამუშაო დროს დეკლარირების განხორციელების შემთხვევაში, გარდა:

ა) „ფოთის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ მომსახურების გაწევისა;

ბ) ქ. ბათუმში, ბაქოს ქ. ნომერი 11-ში მდებარე გაფორმების ადგილზე „ბათუმის“ გაფორმების ეკონომიკური ზონის მიერ გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან კონტეინერით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებაში განთავსებული საქონლის გაფორმების მიზნით საბაჟო დეკლარაციის შევსებისა.

2. საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოში და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში (ფოთის გაფორმების ეკონომიკური ზონის გარდა) „სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 57-ე, მე-60 – 64-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები ორმაგდება მომსახურების გაწევის მოთხოვნით, არასამუშაო დროს მიმართვის შემთხვევაში. (5-03-2015 ნომერი 86)

3. არასამუშაო დროს მომსახურების გაწევისათვის დადგენილი ტარიფები არ ორმაგდება იმ პირისათვის, რომელსაც „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი მინიჭებული აქვს სსიპ – შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

4. ამ დადგენილების მიზნებისთვის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოში და გაფორმების ეკონომიკურ ზონებში არასამუშაო დროა ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 18 საათის შემდეგი პერიოდი, შაბათს – 15 საათის შემდეგი პერიოდი, კვირას – 14 საათის შემდეგი პერიოდი და უქმე დღეები.

მუხლი 111 (27-12-2011 ნომერი 495)

1.ამოღებულია (30-04-2012 ნომერი 160)

2. ამოღებულია (30-04-2012 ნომერი 160)

3. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-5 გრაფით გათვალისწინებული მომსახურება არ მოიცავს გადასახადის გადამხდელის ინიციატივით საგადასახადო შემოწმების ჩატარებას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირის მიერ. (24-12-2012 ნომერი 22)

მუხლი 112 (25-06-2012 ნომერი 227)

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-2 გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასური გადახდილი უნდა იქნეს პირადი საგადასახადო მრჩევლის ხელშეკრულების დადებიდან 5 დღის ვადაში, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. პირი უფლებამოსილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-2 გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასური გადაიხადოს ორ ნაწილად: პირველი ნახევარი – პირადი საგადასახადო მრჩევლის ხელშეკრულების დადებიდან 5 დღის ვადაში, ხოლო მეორე ნახევარი – ხელშეკრულების დადებიდან 6 თვის ვადაში.

3. პირადი საგადასახადო მრჩევლის ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე პირის მიერ მომდევნო წლის მომსახურების საფასურის გადახდის შემთხვევაში, აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდება დამატებით ერთი წლით.

4. თუ პირმა პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურებით სარგებლობა დაიწყო 2012 წლის 1 იანვრამდე, იგი უფლებამოსილია აღნიშნული მომსახურებით სარგებლობის 6-თვიანი ვადის განმავლობაში მიმართოს საგადასახადო ორგანოს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-2 გრაფით გათვალისწინებული პირობებით პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურებით სარგებლობის მოთხოვნით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პირი უფლებამოსილია საფასურის ანგარიშში ჩაითვალოს 2012 წლის 1 იანვრამდე დაწყებული მომსახურებით სარგებლობისათვის გადახდილი საფასურის თანხა, დარჩენილი პერიოდის (მიუღებელი მომსახურების) პროპორციულად.

6.საწარმოს/ორგანიზაციის ლიკვიდაციის/რეორგანიზაციის საფუძვლით პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურების ხელშეკრულების შეწყვეტის შემთხვევაში პირი უფლებამოსილია დაიბრუნოს პირადი საგადასახადო მრჩევლის მომსახურებით სარგებლობისათვის გადახდილი საფასურის თანხა, დარჩენილი პერიოდის (მიუღებელი მომსახურების) პროპორციულად. (8-08-2012 ნომერი 327)

მუხლი 113 (30-04-2012 ნომერი 160)

„სსიპ – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ მე-4 გრაფით გათვალისწინებული მომსახურების საფასურის გადახდისაგან თავისუფლდება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 49-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული პირი საგადასახადო კონტროლის განხორციელების მიზნებისათვის.

მუხლი 2დადგენილება ამოქმედდეს 2010 წლის 20 ივნისიდან. (31-05-2010 ნომერი 149)

პრემიერ-მინისტრი             ნიკა გილაური

text