საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ყურადღება: აღნიშნული ტექსტი არ წარმოადგენს დოკუმენტის სრულ ვერსიას

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება ნომერი 290

2012 წლის 26 ივლისი ქ. თბილისი

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე, ვბრძანებ:

მუხლი 1. დამტკიცდეს „საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ“ თანდართული ინსტრუქცია.

მუხლი 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ნომერი 993 ბრძანება.

მუხლი 3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

                                                                                                                        დ. გვინდაძე

ინსტრუქცია

საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებისა და გაფორმების შესახებ

თავი I

საქონლის შემოტანა/გატანა

მუხლი 1. საქონლის შემოტანის/გატანის დრო და ადგილი

1. საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის ან ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად განსაზღვრული სხვა ადგილის გავლით. ეს ვალდებულებები არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე.

2. სასაზღვრო კონტროლის ზონები – საბაჟო გამშვები პუნქტებია: „წითელი ხიდი“, „სადახლო-საავტომობილო“, „სადახლო-სარკინიგზო“, „გარდაბანი“, „მტკვარი“, „ახკერპი“, „გუგუთი“, „ლაგოდეხი“, „სამთაწყარო“, „ყაზბეგი“, „ვალე“, „ნინოწმინდა“, „სარფი“, „ბათუმის აეროპორტი“, „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, „თბილისის აეროპორტი“, „ბათუმის პორტი“, „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, „კარწახის სამშენებლო ზონა“, „კარწახი“. (13-05-2014 ნომერი 146 ამოქმედდეს 2014 წლის 14 მაისიდან)

3. საბაჟო გამშვები პუნქტის სამუშაო დროა – კალენდარული კვირის ყოველი დღის (საქართველოს შრომის კოდექსით დადგენილი უქმე დღეების ჩათვლით) 00.00 საათიდან 24.00 საათის ჩათვლით.

4. თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით შეიძლება გადაადგილდეს ნებისმიერი სახის საქონელი, რომლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა აკრძალული არ არის.

41 . საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის სამშენებლო ზონის“ ან „კარწახის“ გავლით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შეიძლება შემოტანილ იქნეს მხოლოდ „საქართველოში „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის „ახალქალაქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული შეთანხმებით გათვალისწინებული საქართველოში „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის „ახალქალაქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისათვის განკუთვნილი საქონელი. (18-11-2013 ნომერი 381)

5. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ჯართის შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა შესაძლებელია მხოლოდ სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტით, შესაბამისი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით. ცალკეულ შემთხვევებში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანხმობით, ჯართის შემოტანა/გატანა შესაძლებელია განხორციელდეს საავტომობილო ტრანსპორტით.

6. საქართველოს ტერიტორიაზე ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ფართო მოხმარების ან/და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის შემოტანა საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებით.

7. ნებისმიერი სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის გადაადგილება (გარდა ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებულისა) საქართველოს საბაჟო საზღვარზე საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგის“ გავლით შესაძლებელია განხორციელდეს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანხმობით.

8. დაინტერესებული პირის მოთხოვნისა და შესაბამისი ხარჯის ანაზღაურების შემთხვევაში, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა/საბაჟო ტერიტორიიდან გატანა შემოსავლების სამსახურის თანხმობით შეიძლება განხორციელდეს საბაჟო გამშვები პუნქტის გარდა სხვა ადგილის გავლით. აღნიშნული გადაწყვეტილება შეთანხმებული უნდა იქნეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების სასაზღვრო პოლიციის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულთან.

9. .საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობის მსუბუქი და მძიმე დისტილატების (ბენზინისა და გაზოილის) გადაადგილება საავტომობილო მიმოსვლისათვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტების გავლით შესაძლებელია მხოლოდ სპეციალიზებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით (ცისტერნა, ცისტერნა მისაბმელი ან ცისტერნა ნახევარმისაბმელი), რომელიც განკუთვნილია ასეთი ნივთიერებების გადასატანად. (30-04-2013 ნომერი 125 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავის კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე, გარდა ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. (30-04-2013 ნომერი 125 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

11. საბაჟო გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ ან „ლაგოდეხის“ გავლით საქართველოში შემომსვლელი ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებულ საწვავზე ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული შეზღუდვა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ: (10-06-2013 ნომერი 188)

ა) ასეთი შემოტანა გადამაადგილებელი ფიზიკური პირის მიერ ან/და აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით ხორციელდება არაუმეტეს 3-ჯერ კალენდარული თვის განმავლობაში, ან

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალება ახორციელებს ტვირთის საერთაშორისო გადაზიდვას, ან (3-10-2013 ნომერი 333 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

1) ავტოსატრანსპორტო საშუალება ახორციელებს მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანას და მის სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება: საქართველოს საბაჟო საზღვრიდან მარშრუტის ბოლო პუნქტამდე გასავლელ 100 კმ-მდე მანძილზე − 50 ლიტრს, ხოლო 100 კმ-ზე მეტ მანძილზე - ყოველ დამატებით 10 კმ-ზე − დამატებით 5 ლიტრს, ან (3-10-2013 ნომერი 333 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების სტანდარტულ ავზში (რომელიც ძრავას კვების სისტემასთან კონსტრუქციულად და ტექნოლოგიურად არის დაკავშირებული) არსებული საწვავის ოდენობა არ აღემატება მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში 10 ლიტრს, ხოლო სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში − 50 ლიტრს, ან

დ) ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდება ტრანზიტულად. ამასთან, თუ ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალება არ ასრულებს ტრანზიტით გადაადგილებას, ჩაითვლება, რომ მის მიერ ხორციელდება საწვავის შემოტანა საქართველოს ტერიტორიაზე და მასზე გავრცელდება ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა.

მუხლი 2. საქონლის წარდგენა საბაჟო გამშვებ პუნქტში

1. საქონელი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის მომენტიდან, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონელი გაფორმების დასრულების მომენტიდან, ექვემდებარება საბაჟო ზედამხედველობას და, შესაბამისად, სავალდებულოა მისი წარდგენა ამ მუხლით დადგენილი წესით. ეს ვალდებულება არ ვრცელდება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით, საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებულ საქონელზე.

2. საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენის ვალდებულება აქვს საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის გადამაადგილებელ პირს.

3.საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის წარდგენა ხდება:

ა) სახმელეთო სასაზღვრო გამტარ პუნქტებში – სასაზღვრო კონტროლის განხორციელების შემდეგ საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის განთავსებით;

ბ) საერთაშორისო ნაოსნობისათვის გახსნილ საზღვაო პორტებში – სატვირთო მანიფესტის წარდგენით;

გ) საერთაშორისო აეროპორტებში – სატვირთო მანიფესტისა და ბარგის 15 წუთში ფაქტობრივი წარდგენით;

დ) საბაჟო გამშვები პუნქტის გარდა სხვა ადგილებში საქონლის შემოტანისას – საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეულ საბაჟო კონტროლის ზონაში (საბაჟო გამშვები პუნქტი, საბაჟო ტერმინალი, საბაჟო საწყობი, გაფორმების ეკონომიკური ზონა, საბაჟო კონტროლის სხვა ზონა ან საგადასახადო ორგანოს მიერ მითითებული სხვა ნებისმიერი ადგილი) საქონლის ფაქტობრივი განთავსებით.

4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის წარდგენა ხდება:

ა) საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით;

ბ) საბაჟო გამშვები პუნქტის გარდა სხვა ადგილის გავლით საქონლის გატანისას – საგადასახადო ორგანოს მიერ შერჩეულ ადგილზე საქონლის ფაქტობრივი განთავსებით.

მუხლი 3. საქონლის ზოგადი დეკლარირება

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, სასაზღვრო კონტროლის განხორციელების დასრულებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, ხოლო გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული ან საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოს დანიშნულებით სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული, საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (შემდგომში – სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის ზოგადი დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვისას. (13-05-2014 ნომერი 146 ამოქმედდეს 2014 წლის 14 მაისიდან)

2.. ამ ინსტრუქციის მიზნებისათვის სამუშაო დღე ემთხვევა კალენდარულ დღეს, გარდა შაბათისა, კვირისა და საქართველოს შრომის კოდექსით განსაზღვრული უქმე დღეებისა. თუ ვადის ბოლო დღე ემთხვევა არასამუშაო დღეს, ვადა გრძელდება შემდეგი სამუშაო დღის დამთავრებამდე.

3. ზოგადი დეკლარირება ნიშნავს საქონელზე იმ ზოგადი მონაცემების წარდგენას, რომლებიც აუცილებელია საბაჟო ზედამხედველობისა და საბაჟო კონტროლის განხორციელებისათვის.

4. ზოგად დეკლარირებას ახორციელებს:

ა) საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემომტანი ან საქონლის ტრანსპორტირებაზე პასუხისმგებელი პირი;

ბ) საქონლის მესაკუთრე ან მისი წარმომადგენელი.

5.5. ზოგად დეკლარირებას არ ექვემდებარება მილსადენით ან ელექტროგადამცემი ხაზით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული და საზღვაო ან საჰაერო სატრანსპორტო საშუალებით საქართველოს ტერიტორიული წყლების ან საჰაერო სივრცის გავლით გადაადგილებული საქონელი.

მუხლი 4. ზოგადი დეკლარირების ფორმები

1.ზოგადი დეკლარირება ხორციელდება ელექტრონულად ან წერილობით.

2. საქონლის შემოტანისას ზოგადი დეკლარირება ხორციელდება ერთ-ერთი შემდეგი დოკუმენტის წარდგენით:

ა) სატრანსპორტო დოკუმენტი:

ა.ა) საავტომობილო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სატრანსპორტო ზედნადები ან TIR-წიგნაკი;

ა.ბ) საზღვაო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – კონოსამენტი;

ა.გ) საჰაერო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – ავიაზედნადები;

ა.დ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაზიდვის დროს – სარკინიგზო ზედნადები;

ბ) საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულების ან ანგარიშ-ფაქტურის (ინვოისი), ან სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტის დედანი ან ასლი.

გ) საფოსტო გზავნილების დეკლარაცია ან საფოსტო გზავნილების ნუსხა – საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში. (17-03-2015 ნომერი 78 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

21. საბაჟო საწყობში წარდგენილი, კონტეინერით გადაადგილებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების ზოგადი დეკლარირება ასევე შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ორგანოსათვის შესაბამისი საბაჟო საწყობის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების საფუძველზე ელექტრონულად მიწოდებული ინფორმაციის გამოყენებით. (29-09-2014 ნომერი 287 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

3.  ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ა” და “ბ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების არარსებობისას, საქონელი ექვემდებარება სავალდებულო დათვალიერებას ან/და სინჯის/ნიმუშის აღებას და შესაბამისი აქტის შედგენას.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებზე დამატებით წარედგინება:

ა) თუ საქონლის შემოტანა ექვემდებარება ნებართვას სერტიფიცირებას სხვა არასატარიფო ღონისძიებას – ქვემოთ ჩამოთვლილიდან შესაბამისი დოკუმენტი:

ა.ა) ნებართვა:

ა.ა.ა) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა;

ა.ა.ბ) ვეტერინარულ კონტროლს დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტის ნებართვა;

ა.ა.გ) ფიტოსანიტარიულ კონტროლს დაქვემდებარებული მცენარეული წარმოშობის პროდუქციის იმპორტის ნებართვა;

ა.ა.გ1) შეზღუდულად ბრუნვადი მასალების ტრანსპორტირების, იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა; (7-08-2014 ნომერი 236)

ა.ა.დ) რადიოაქტიური მასალების, ნედლეულის, რომლებიდანაც შესაძლებელია ბირთვული მასალის მიღება ან წარმოება, დანადგარების, რომლებიც შეიცავს რადიოაქტიურ ნივთიერებებს, ბირთვული ტექნოლოგიების ან ნოუ-ჰაუს იმპორტი, ექსპორტი, აგრეთვე რადიოაქტიური წყაროების ექსპორტის, იმპორტის და ტრანზიტის ნებართვა; (7-08-2014 ნომერი 236)

ა.ა.ე) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორის და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობების, მათი ნაწილებისა და დერივატების ექსპორტის, იმპორტის, რეექსპორტისა და ზღვიდან ინტროდუქციის ნებართვა; (7-08-2014 ნომერი 236)

ა.ა.ვ) სამოქალაქო იარაღის, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის ან ტრანზიტის ნებართვა; (7-08-2014 ნომერი 236)

ა.ა.ზ) სამხედრო პროდუქციის იმპორტის ნებართვა; (21-01-2015 ნომერი19)

ა.ა.ზ1) სამხედრო პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა; (21-01-2015 ნომერი19)

ა.ა.თ) უცხო ქვეყნის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელთა, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვან პირთა ვიზიტის დროს მათ თანმხლებ პირთა მიერ იარაღისა და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ნებართვა;

ა.ა.ი) საქართველოს მოქალაქის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან/და გაზის (აირის) იარაღის, მისი/მათი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ნებართვა; (7-08-2014 ნომერი 236)

ა.ა.კ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ სანადირო ან სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის და საქართველოდან გატანის ნებართვა; (7-08-2014 ნომერი 236)

ა.ა.ლ) შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის ნებართვა;

ა.ა.მ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტის ან ექსპორტის ნებართვა; (7-08-2014 ნომერი 236)

ა.ა.ნ) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის იმპორტის ნებართვა; (21-01-2015 ნომერი19)

ა.ა.ო) ორმაგი დანიშნულების პროდუქციის ტრანზიტის ნებართვა; (21-01-2015 ნომერი19)

ა.ბ) ექსპორტიორი ქვეყნის მიერ გაცემული: (5-03-2013 ნომერი 60 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან)

ა.ბ.ა) ვეტერინარული სერტიფიკატი;

ა.ბ.ბ) ფიტოსანიტარიული სერტიფიკატი;

ა.გ) ფიტოსანიტარიულ ან/და ვეტერინარულ სასაზღვრო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის შემთხვევაში (გარდა ტრანზიტისათვის განკუთვნილისა) − წინასწარი შეტყობინება, შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული ფორმით; (5-03-2013 ნომერი 60 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან

ა.დ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 9404 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მეორადი მოხმარების საქონლისა და 6309, 6310, 9802, 9803 და 9804 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მეორადი მოხმარების საქონლის იმპორტისას − ფუმიგაციის ან/და დეზინფექციის სერტიფიკატი.(5-03-2013 ნომერი 60 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან)

ბ) თუ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საქონლის სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საგადასახადო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საგადასახადო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას – ქვემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტები: (10-06-2013 ნომერი 188 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

გ.ა) სახიფათო ტვირთების გადაზიდვაზე მძღოლის სპეციალური მომზადების დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ.ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების დაშვების მოწმობა განსაზღვრულ სახიფათო ტვირთების საერთაშორისო გადაზიდვაზე „ტექნიკური რეგლამენტის „ავტოსატრანსპორტო საშუალებებით ტვირთის გადაზიდვის წესის”დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 3 იანვრის №32 დადგენილებით განსაზღვრული EX/II, EX/III, FL, OX და AT ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალებებით გადაზიდვისას; (30-06-2014 ნომერი 196)

გ.გ) ამოღებულია (30-06-2014 ნომერი 196)

გ.დ) ავტოსატრანსპორტო საშუალების გზისთვის ვარგისობის დამადატურებელი ტესტირების ბარათი;

გ.ე) ბირთვული და რადიაციული ობიექტების, ბირთვული მასალების, რადიაქტიური ნივთიერებებისა და რადიაქტიური ნარჩენების, აგრეთვე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა სახის სახიფათო ტვირთის ტრანსპორტირებისას − შესაბამისი ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი ლიცენზია/ნებართვა ან ლიცენზიის/ნებართვის სათანადო წესით დამოწმებული ასლი;

დ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2713 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებულ ნავთობის ბიტუმზე − ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი. (10-06-2013 ნომერი188 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

ე) საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, კონვენციებითა და საქართველოს საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში: (31-01-2014 ნომერი 29)

ე.ა) საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის ნებართვა/ავტორიზაცია ან სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 27 იანვრის №06 ბრძანებით გათვალისწინებული ავტორიზაცია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვაზე, რომელსაც გასცემენ პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები;

ე.ბ) საქართველოს ტერიტორიიდან საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვის (საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე დადგენილი კვოტის ზევით) ნებართვა;

ე.გ) საავტომობილო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის ნებართვა/ავტორიზაცია ან სსიპ - სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს 2012 წლის 27 იანვრის №06 ბრძანებით გათვალისწინებული ავტორიზაცია ავტობუსებით მგზავრების საერთაშორისო რეგულარულ გადაყვანაზე ან არარეგულარულ საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანაზე, რომელსაც გასცემენ პარტნიორი ქვეყნების კომპეტენტური ორგანოები;

ვ) სამხედრო პროდუქციასა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის (თუ ნებართვის გაცემის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია) შემოტანისას, ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განთავისუფლების შემთხვევებში - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია. (21-01-2015 ნომერი19)

41. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნებართვის ორიგინალი დეკლარანტის (ან მისი წარმომადგენლის) მიერ შესაძლებელია წარდგენილ იქნეს ნებისმიერ საბაჟო გამშვებ პუნქტში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში. ასეთ შემთხვევაში, საბაჟო გამშვებ პუნქტში, სადაც ხორციელდება საქონლის ზოგადი დეკლარირება, ნებართვა წარდგენილად ჩაითვლება. (5-03-2013 ნომერი 60 ამოქმედდეს 2013 წლის 15 აპრილიდან)

42. საქონლის ზოგადი დეკლარირებისას, ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა.ა“ („ა.ა.ე“ ქვეპუნქტის გარდა) და „ე.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნებართვები, რომლებიც მათი გამცემი ორგანოების მიერ ატვირთულია „ლიცენზიების, ნებართვებისა და სერტიფიკატების ერთიან ელექტრონულ სისტემაში“, საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენილად ჩაითვლება. (28-11-2014 ნომერი351)

5. თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ, არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებულ საქონელზე (საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გარდა) ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ნებართვა/სერტიფიკატი, საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი ფორმით აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის განზრახვის თაობაზე და ადგენს ნაკლოვანებების აღმოფხვრის ან საქონლის უკან დაბრუნების ან რეექსპორტის განხორციელების 3 სამუშაო დღის ვადას, ხოლო საზღვაო გზით შემოტანილ საქონელზე – აღნიშნული ვადა ემთხვევა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადას. დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, შემოსავლების სამსახური ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან უზრუნველყოფს საქონლის განადგურებას მესაკუთრის ან მფლობელის (მათ შორის, საბაჟო საწყობის) ხარჯით (გარდა ამ ინსტრუქციის 110-ე მუხლით განსაზღვრული შემთხვევებისა). (29-09-2014 ნომერი 287 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

6. ამ მუხლის მე-2−მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის:

ა) საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირებისთვის, ან წვრთნების ჩასატარებლად, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციის მიზნით პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი შესაბამისი ტექნიკის სახით საქონლის შემოტანისას;

ბ) საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს საქონლის იმპორტის, დროებითი შემოტანის, ექსპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას;

გ) ამოღებულია (26-04-2013 ნომერი 120 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, თუ საქონელს არ ახლავს ზოგადი დეკლარირებისათვის აუცილებელი დოკუმენტები, საგადასახადო ორგანოს წარედგინება:

ა) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში სამხედრო წვრთნების მიზნებისათვის შემოტანილ საქონელზე – ამავე ორგანიზაციის სტანდარტიზაციის სააგენტოს მიერ „ეროვნულ საზღვრებზე გადაადგილების პროცედურებთან დაკავშირებით“ 2005 წელს მიღებული შეთანხმებით განსაზღვრული „ფორმა 302“;

ბ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ( NATO) ოპერაციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირებისათვის წვრთნების მიზნებისათვის შემოტანილ საქონელზე – ამავე ორგანიზაციის „კატასტროფებზე რეაგირების ევრო-ატლანტიკური ჯგუფის სტანდარტული საოპერაციო პროცედურებით გათვალისწინებული საზღვრის კვეთის ფორმები

გ) სხვა საქონელზე – ინფორმაცია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ (დანართი ნომერი I–01).

დანართი ნომერი I–01

ინფორმაცია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ

1. დეკლარანტი (სახელი, გვარი, პასპორტის ან მართვის მოწმობის მონაცემები) ------------ ------------------------------------------------------------------    

2.ექსპორტიორი ---------------------------------------------------------------------------------------

3.იმპორტიორი ----------------------------------------------------------------------------------------

4.გამგზავნი ქვეყანა -----------------------------------------------------------------------------------

5.დანიშნულების ქვეყანა ------------------------------------------------------------------------------

6.სატრანსპორტო საშუალება (დასახელება, სახ. ნომერი) --------------------------------------- -----------------------------------------------------------------------   

7.ინფორმაცია საქონლის შესახებ   --------------------------------------- ----------------------------------------------------------------------------------------------------   

8.შევსების თარიღი: „-------“ „------------------------“ „-----------“

9.დეკლარანტის ხელმოწერა:

10.საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერა: -----------------------------------

თავი II

საბაჟო ზედამხედველობა და საბაჟო კონტროლი

მუხლი 5. საბაჟო ზედამხედველობა

1. საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონლის მიმართ შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებული მოქმედებები და ოპერაციები, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თუ საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მოქცეული საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს უახლოეს საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დამოწმებულია შესაბამისი უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ. სხვა შემთხვევაში, საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.

3. თუ წარმოიშვა ეჭვი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის უკანონოდ შემოტანაზე/ტერიტორიიდან უკანონოდ გატანაზე, ან დეკლარირებული მონაცემების უტყუარობაზე, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, მტკიცებულებად ჩათვალოს სხვა ქვეყნის უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი ან საბაჟო დეკლარაცია.

4. აკრძალული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს, იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნეს გატანილი ან, დაუყოვნებლივ გატანის შეუძლებლობის შემთხვევაში, დროებით შენახულ იქნეს საბაჟო კონტროლის ზონაში ან განადგურდეს.

მუხლი 6. საქონლის/სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადები

1. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ერთი საბაჟო კონტროლის ზონიდან მეორე საბაჟო კონტროლის ზონამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა განისაზღვრება 100 კმ-ზე ერთი დღის გათვლით, მაგრამ არა უმეტეს 10 კალენდარული დღისა.

2. სარკინიგზო ტრანსპორტით საქონლის გადაზიდვის შემთხვევაში, გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 10 კალენდარულ დღეს.

3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებული ნავთობპროდუქტების საბაჟო გამშვები პუნქტიდან გაფორმების ადგილამდე მიტანის ვადა შეადგენს 5 კალენდარულ დღეს.

4. საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში/რეექსპორტში/გარე გადამუშავებაში/საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს დეკლარაციის რეგისტრაციიდან 10 კალენდარული დღის ვადაში.

5. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საქართველოში არარეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ადგილამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონამდე მიტანის ვადა (გარდა ამ მუხლის მე-6–მე-9 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) განისაზღვრება 45 კალენდარული დღით.

6. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში, საქონლის გაფორმების ადგილზე მიტანის 45-დღიანი ვადა იზრდება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადით. (6-09-2012 ნომერი 385)

7. შემოსავლების სამსახურის მიერ, ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ვადის გაგრძელების შემთხვევაში (საბაჟო საწყობში დროებით დასაწყობების გარეშე), გაფორმების ადგილამდე ან არასაგადასახადო ორგანომდე აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა განისაზღვრება დეკლარაციის წარდგენის თარიღით.

8. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილი, უცხოეთში რეგისტრირებული მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალების, ავტობუსის ან მოტოციკლეტის (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) გაფორმების ადგილამდე მიტანის ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან მის გატანამდე ვადა შეადგენს 90 კალენდარულ დღეს. (26-04-2013 ნომერი 120 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

9. თუ საბაჟო საწყობში დროებით შენახულ, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე განხორციელდა საკუთრების უფლების გადაცემა და მოექცა რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში, ეს სატრანსპორტო საშუალება საბაჟო გამშვებ პუნქტს უნდა წარედგინოს რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევიდან არა უგვიანეს 45 კალენდარული დღის ვადაში. (6-09-2012 ნომერი 385)

10. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის (დანართი ნომერი VII–01) გამოყენებით ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო გამშვებ პუნქტში ან დროებით შენახვის ადგილზე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება დეკლარაციის რეგისტრაციის თარიღიდან.

11. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული ან ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (დანართი ნომერი III–02) გადაადგილებული ავტოსატრანსპორტო საშუალების დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტამდე მიტანის ვადა, მიუხედავად გადაზიდვის მანძილისა, შეადგენს 45 კალენდარულ დღეს, რომელიც აითვლება შესაბამისი დეკლარაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან.

12. ტრანზიტით გადაადგილების შემთხვევაში, გამგზავნი საგადასახადო ორგანოდან დანიშნულების საგადასახადო ორგანომდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანის ვადა შეადგენს 20 კალენდარულ დღეს, ხოლო სეს ესნ-ის 8702, 8703, 8704, 8711 ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალების (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონლის) მიტანის ვადა – არა უმეტეს 45 კალენდარულ დღეს.

13. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის (დანართი ნომერი II-02) გამოყენებით, საბაჟო საწყობიდან ან დროებით შენახვის სხვა ადგილიდან დროებით გატანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების უკან დაბრუნების ან საბაჟო კონტროლის სხვა ზონამდე მიტანის ვადა განისაზღვრება 48 საათით. (26-04-2013 ნომერი 120 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

მუხლი 7. საქონლის გადაადგილება საბაჟო კონტროლის ქვეშ

1. ავტოსატრანსპორტო საშუალებით საქონლის შემოტანისას (მათ შორის, საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი საქონლის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში გადაადგილებისას) საბაჟო გამშვები პუნქტი ახორციელებს აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების (მ.შ. მისაბმელის) დამატებით ნიშანდებას.

2. საბაჟო კონტროლის ზონებს შორის საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება ხორციელდება საბაჟო კონტროლის ქვეშ.

3. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე საბაჟო კონტროლი ხორციელდება:

ა) საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით”;

ბ) ან TIR-წიგნაკის გამოყენებით;

გ) ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.

დ) ან სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით; (2-04-2014 ნომერი 105)

ე) ან საქონლის დროებით შენახვის განაცხადით. (2-04-2014 ნომერი105)

ვ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საფოსტო გზავნილების შემთხვევაში – საფოსტო გზავნილების ნუსხით. (17-03-2015 ნომერი 78 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

4.  საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტით შემოტანილი ნავთობის დისტილატების დანიშნულების ადგილიდან (საბაჟო საწყობიდან) დასაწყობების ადგილამდე (სხვა საბაჟო საწყობამდე, რომელსაც აქვს საერთო საზღვარი დანიშნულების ადგილის საბაჟო საწყობთან) მილსადენით გადაადგილების საბაჟო კონტროლი ხორციელდება საქონლის დასაწყობების ადგილზე წარდგენილი დროებით შენახვის განაცხადით ან სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით. (2-04-2014 ნომერი 105)

5. ნავთობის დისტილატების დასაწყობების ადგილიდან (საბაჟო საწყობიდან) საავტომობილო ან სარკინიგზო ტრანსპორტში ჩატვირთვის ადგილამდე (სხვა საბაჟო საწყობამდე, რომელსაც აქვს საერთო საზღვარი დასაწყობების ადგილის საბაჟო საწყობთან) მილსადენით გადაადგილების საბაჟო კონტროლი ხორციელდება სატრანსპორტო საშუალებაზე გამოწერილი აღრცხვის მოწმობით ან სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით. (2-04-2014 ნომერი 105)

6. ამ მუხლის მე-4 დამე-5 პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებზე არ ვრცელდება ამ ინსტრუქციის მე-100-102-ე მუხლების განსაზღვრული დებულებები. (2-04-2014 ნომერი 105)

მუხლი 8. ავარიის ან დაუძლეველი ძალის დროს გასატარებელი ღონისძიებები

1. ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების დროს, პირმა, რომელიც ვერ ასრულებს ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, უნდა აცნობოს (თუ ეს შესაძლებელია დაუძლეველი ძალის მოქმედების პირობებში) საგადასახადო ორგანოს აღნიშნული გარემოებების შესახებ და იმოქმედოს მისი მითითებების შესაბამისად.

2. ავარიისა ან დაუძლეველი ძალის შედეგად განადგურებულ საქონელზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დგება ოქმი და განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი ექვემდებარება შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევას ან განკარგვას/განადგურებას.

3. ამ მუხლის მოთხოვნათა შესრულებისათვის გაწეულ ხარჯებს ანაზღაურებს საქონელზე/სატრანსპორტო საშუალებაზე უფლებამოსილი პირი.

მუხლი 9. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა

1. საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (შემდგომში – მოწმობა, დანართი ნომერი II-01) ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადაადგილებული ან/და დროებით შენახული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების, ან დროებით შენახული საქონლის, ან დროებით შემოტანილი საქონლის, აგრეთვე საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ორგანოს მიერ უკან დაბრუნებული საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა, გარდა: (29-09-2014 ნომერი 287 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

ა) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებისა და ასეთი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ მგზავრთა ბარგისა და ხელბარგისა;

ბ) საქონლის გარეშე გადაადგილებული სარკინიგზო ან ავტოსატრანსპორტო საშუალებისა;

გ) TIR-წიგნაკით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებისა, გარდა საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში და საბაჟო საწყობიდან საზღვაო ნავსადგურში გადაადგილებულისა;

დ) საზღვაო ნავსადგურიდან გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთის“ დანიშნულებით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებისა, თუ მათი აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესით, სპეციალური ელექტრონული კონტროლის საშუალებით;

ე) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლისა;

ვ) თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებისა და ამ სატრანსპორტო საშუალებით ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებული კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლისა, რომელთა აღრიცხვა და კონტროლი ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით;

ზ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ საქონლის გარეშე გადაადგილებული სეს ესნ-ის 8712, 8713 სასაქონლო პოზიციებში შემავალი სატრანსპორტო საშუალებისა (ძრავას გარეშე);

თ) თავისუფალ ზონაში შესატანი საქონლისა, როცა ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ხორციელდება თავისუფალი ზონის შესასვლელში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით;

ი) თავისუფალი ზონიდან გასატანი საქონლისა, როდესაც აღნიშნული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ხორციელდება თავისუფალი ზონის გასასვლელში განთავსებული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით;

კ) ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით საქონლის ექსპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული ავტოსატრანსპორტო საშუალებისა;

ლ) ორ მომიჯნავე საბაჟო კონტროლის ზონას შორის სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლისა;

მ) საბაჟო დეკლარაციის (საფოსტო გზავნილების დეკლარაციის გარდა) წარდგენით ექსპორტში/რეექსპორტში/გარე გადამუშავებაში/საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებისა; (17-03-2015 ნომერი 78 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

ნ) საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილებული საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისა.

ო) ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, საფოსტო გზავნილების ნუსხით დეკლარირებული საფოსტო გზავნილებისა. (17-03-2015 ნომერი 78 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

11. თუ საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან ან საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებული საბაჟო საწყობიდან სხვა საბაჟო საწყობის ან დროებითი დასაწყობების სხვა ადგილის ან საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ განსაზღვრული გაფორმების ადგილის დანიშნულებით თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო შესახებ ინფორმაციის ასახვა ან/და დანიშნულების ადგილზე გამოცხადების დადასტურება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში შეუძლებელია, ამ ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება მოწმობით. (5-07-2013 ნომერი 233)

2. 2. მოწმობა ივსება ASYCUDA-ს მეშვეობით ელექტრონულად საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ, ან ASYCUDA-ში დაშვებული პირის მიერ.

3. ASYCUDA-ს მეშვეობით მოწმობის შევსების, გაცემის და კონტროლიდან მოხსნის, TIR-წიგნაკის შესახებ მონაცემების ელექტრონულად აღრიცხვის წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.

მუხლი 10. საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება

1. დანიშნულების ადგილზე საქონლის წარდგენა დასტურდება საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის, „ოქროს სიის” მონაწილის საწყობის ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელის მიერ – მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). საბაჟო საწყობი, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი, „ოქროს სიის” მონაწილე ვალდებულია, მოწმობის დამოწმებიდან არა უგვიანეს 24 საათისა, ASYCUDA-ში ელექტრონულად დაადასტუროს გამოცხადება.

2. სარკინიგზო გადაზიდვების შემთხვევაში, საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენის დადასტურება ხდება რკინიგზის მიერ სარკინიგზო ზედნადებზე და მოწმობის უკანა გვერდზე გაკეთებული აღნიშვნით (დამღა, ხელმოწერა, თარიღი და დრო). დამოწმებული მოწმობისა და სარკინიგზო ზედნადების საგადასახადო ორგანოსათვის გადაცემის ვალდებულება ეკისრება სარკინიგზო ზედნადებში მითითებულ ტვირთმიმღებს, ხოლო ექსპორტის და გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას, საბაჟო საწყობის, შიდა გადამუშავების ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში მყოფი საქონლის საბაჟო ტერიტორიიდან რეექსპორტით გატანისას, აგრეთვე დროებით შენახვის ადგილიდან საქონლის რეექსპორტისას, იმპორტში მოქცეული დეფექტური საქონლის ან საქართველოს საქონლის სტატუსჩამორთმეული საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში რეექსპორტისას – ტვირთგამგზავნს.

3. საქონლის და სატრანსპორტო საშუალების საგადასახადო ორგანოში წარდგენის დადასტურება ხდება დანიშნულების საგადასახადო ორგანოს დამღით.

4. ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის გან კუთვნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ მიტანის ვადის გასვლამდე წარდგენილია სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია და საქონლის დათვალიერება საგადასახადო ორგანოს თანხმობით ხორციელდება მასთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე. (30.06.2014 N 196)

5. გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით სხვა სატრანსპორტო საშუალებით (მათ შორის, კონტეინერით) გადაადგილებული სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დანიშნულების ადგილზე წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ მიტანის ვადის გასვლამდე განხორციელდა აღნიშნული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრაცია. (6.09.2012 N 385)

მუხლი 11. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა

1. ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით (დანართი ნომერი II-02) ხორციელდება: (26-04-2013 ნომერი 120 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში (შემდგომში – სააგენტო) საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურებისა ან/და საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილი ან/და დროებით დასაწყობებული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრად მისაბმელების:

ა.ა) რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება, საბაჟო გამშვებ პუნქტამდე გადაადგილების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა,

ა.ბ) გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან დროებით (არაუმეტეს 48 საათისა) გატანის ან/და სხვა საბაჟო საწყობამდე ან დროებით შენახვის სხვა ადგილამდე გადაადგილების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა;

ბ) სეს ესნ-ის 8429 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან სხვა საბაჟო საწყობამდე ან დროებით შენახვის სხვა ადგილამდე გადაადგილების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა.

2. მოწმობა ივსება სისტემის მეშვეობით ელექტრონულად, სააგენტოს თანამშრომლის მიერ სააგენტოში ან სისტემაში დაშვებული პირის მიერ, რომელიც წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების მფლობელს ან მის წარმომადგენელს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად.

3. მოწმობა ივსება სააგენტოში ჩატარებული საექსპერტო შემოწმების შედეგების ამსახველი „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტის“ საფუძველზე (საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან ავტოსატრანსპორტო საშუალების დროებით (არაუმეტეს 48 საათისა) გატანის ან/და სხვა საბაჟო საწყობამდე ან დროებით შენახვის სხვა ადგილამდე გადაადგილების მიზნით გამოწერილი მოწმობის გარდა). (26-04-2013 ნომერი 120 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

4. ერთი მოწმობა გაიცემა ერთ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე მიუხედავად იმისა, ეს ავტოსატრანსპორტო საშუალება გადაადგილდება თავისი სვლით, თუ გადაიზიდება სხვა სატრანსპორტო საშუალებით, მათ შორის, სატრანსპორტო საშუალებით ტრანზიტულად გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დამატებით დატვირთვის შემთხვევაში. საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან სხვა საბაჟო საწყობამდე ან დროებით შენახვის სხვა ადგილამდე სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილების შემთხვევაში, ერთი მოწმობის გაცემა შესაძლებელია რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალებაზეც. (26-04-2013 ნომერი 120 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

5. სისტემაში დაშვებული პირი ან სააგენტოს თანამშრომელი უფლებამოსილია, შეიტანოს ცვლილება მოწმობის ელექტრონულ ფორმატში მოწმობის შევსებისას, მოწმობის შევსების რეგისტრაციამდე.

6. შევსების დასრულებისას სააგენტოს თანამშრომელი ან სისტემაში დაშვებული პირი არეგისტრირებს მოწმობის შევსების ფაქტს სისტემაში და მოწმობას ენიჭება უნიკალური საიდენტიფიკაციო ნომერი.

7. შევსებული მოწმობა სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება საგადასახადო ორგანოს, რომელიც აღნიშნულის საფუძველზე ახორციელებს წინმსწრები მოწმობის ან TIR-წიგნაკის კონტროლიდან მოხსნას.

8. დასრულებული მოწმობა საბაჟო საწყობიდან სატრანსოპორტო საშუალების დროებით გატანისას სააგენტოს მიერ დეკლარანტზე გაიცემა 1 ეგზემპლარად და მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით, ხოლო რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას – 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას რჩება საბაჟო გამშვებ პუნქტში.

9. მოწმობის უკანა გვერდი გამოიყენება სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოების შენიშვნების, აღნიშვნებისა და დამღებისათვის.

მუხლი 12. საბაჟო კონტროლის ზონა

1. საბაჟო კონტროლის ზონა არის სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, სადაც ხორციელდება საბაჟო კონტროლის ღონისძიებები საქონლის/სატრანსპორტო საშუალებისა და პირის მიმართ.

2. საბაჟო კონტროლის ზონებია:

ა) საბაჟო გამშვები პუნქტი;

ბ) საბაჟო ტერმინალი;

გ) გაფორმების ეკონომიკური ზონა;

დ) საბაჟო საწყობი;

ე) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტი;

ვ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ აეროპორტებში, საზღვაო პორტებსა და ნავსადგურებში განსაზღვრული ტერიტორია (გარდა ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისთვის განკუთვნილი ტერიტორიისა);

ზ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილი, საიდანაც ან რომლის დანიშნულებითაც ხორციელდება საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის გადაზიდვა ამ სალიანდაგო ნაწილზე საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის განთავსების პერიოდში;

1) ბათუმის საზღვაო ნავსადგურის ტერიტორიიდან გამომავალი სარკინიგზო ხაზის მონაკვეთი შპს „საქართველოს რკინიგზის“ სადგურ „ბათუმის“ტერიტორიამდე;(10-08-2012 ნომერი 331)

თ) საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის სწრაფი სამგზავრო მატარებელი;

ი) სხვა ტერიტორია, ნაგებობა, სატრანსპორტო საშუალება (მათ შორის, საჰაერო და საზღვაო ხომალდი, სარკინიგზო შემადგენლობა), სადაც იმყოფება საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონელი და სატრანსპორტო საშუალებები.

3 საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებულ ფიზიკური პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, საბაჟო კონტროლის ზონები მოიცავს:

ა) საერთაშორისო აეროპორტში – მოფრენისა და გაფრენის ზონას და სექტორს;

ბ) საზღვაო ნავსადგურსა და პორტში – სამგზავრო დარბაზს;

გ) რკინიგზისა და საავტომობილო ვაგზალში – მგზავრების კომპლექტაციის ადგილს და საბაჟო კონტროლის ქვეშ არსებული საქონლის სათავსს.

4. საბაჟო საწყობის და თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ტერიტორიებზე საბაჟო კონტროლის ზონები იქმნება აღნიშნულ საქმიანობებზე ნებართვების გაცემასთან ერთად. სხვა შემთხვევებში საბაჟო კონტროლის ზონა იქმნება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით (ამ მუხლის მე-2 პუნქტის “ი” ქვეპუნქტით გათვალისწინებულის გარდა), ტერიტორიის მესაკუთრესთან ან მფლობელთან შეთანხმებით.

5. საბაჟო კონტროლის ზონაში საგადასახადო ორგანოს თანხმობის გარეშე აკრძალულია ეკონომიკური საქმიანობა, პირთა, საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება, სატრანსპორტო საშუალების დატვირთვა/გადმოტვირთვა და აუცილებელი პროცედურების განხორციელებამდე ზონის საზღვრებს გარეთ საქონლის გატანა.

6. საბაჟო კონტროლის ზონა უქმდება ამ მუხლით გათვალისწინებული ადგილების გაუქმების შემთხვევაში.

7. საბაჟო საწყობის, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის ტერიტორიებზე და საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილებში საბაჟო კონტროლის ზონა უქმდება აღნიშნულ საქმიანობებზე ნებართვის გაუქმებასთან ერთად, ამასთან, ასეთი ტერიტორია ჩაითვლება დროებით საბაჟო კონტროლის ზონად მასში არსებული საქონლის გაფორმებამდე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში გადატანამდე.

დანართი ნომერი II-01

თავი III
საქონლის დროებით შენახვა
მუხლი 13. საქონლის დროებით შენახვის პირობები

1. საქონლის დროებით შენახვა შესაძლებელია საბაჟო საწყობში, საბაჟო ტერმინალში, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან შენახვის სხვა ადგილზე, სადაც არსებობს საქონლის შენახვის შესაბამისი პირობები. (29-09-2014 ნომერი 287 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

2. შენახვის სხვა ადგილზე საქონლის დროებით შენახვა დაიშვება:

ა) საქონლის მიმღების ან იმპორტიორის საწყობში, როცა საქონლის მიმღებს ან იმპორტიორს წარმოადგენს:

ა.ა) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება;

ა.ბ) საქართველოს ეროვნული ბანკი;

ა.გ) უცხოეთის დიპლომატიური და მასთან გათანაბრებული დაწესებულება;

ა.დ) საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი კომერციული ბანკი – ეროვნული და უცხოური ვალუტის (მათ შორის, ნუმიზმატიკური მიზნებით გამოსაყენებლად გათვალისწინებულისა) და ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში;

ა.ე) „ოქროს სიის” მონაწილე;

ა.ვ) საქართველოს საწარმო, რომელიც წარმოადგენს „ASYCUDA“-ში დაშვებულ პირს და რომლის დანიშნულებითაც გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით გადაადგილდება იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი:

ა.ვ.ა) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული საქონელი;

ა.ვ.ბ) ახალი (საქართველოში შემოტანამდე დაურეგისტრირებელი), სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებები (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები; (6-09-2012 ნომერი 385)

ა.ზ) საქართველოს საწარმო, რომელსაც აქვს შემოსავლების სამსახურის თანხმობა და რომლის დანიშნულებითაც გადაადგილდება იმპორტის, საწყობის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი ავტონაწილები. (6-09-2012 ნომერი 385)

ბ) როცა არ არსებობს საბაჟო საწყობი, რომელიც აკმაყოფილებს ადამიანის ორგანოს, ადამიანის ორგანოთა ნაწილების, ქსოვილების, ღეროვანი უჯრედების, რადიაციული, საშიში, არაგაბარიტული ტვირთების, სეს ესნ-ის 0407 00 (ფრინველის კვერცხი ინკუბირებისთვის) და 0511 91 901 00 (თევზის განაყოფიერებული ქვირითი) კოდებით, 0301 (ცოცხალი თევზები) პოზიციით, 01 (ცოცხალი ცხოველები) ჯგუფით გათვალისწინებული საქონლის შენახვისთვის აუცილებელ პირობებს;

გ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილი საზღვაო ნავსადგურების განსაზღვრულ ტერიტორიაზე (ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატების შენახვისათვის განკუთვნილი ტერიტორიის გარდა);

დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განლაგებული რკინიგზის სადგურების სალიანდაგო ნაწილში, საიდანაც ან რომლის დანიშნულებითაც ხორციელდება საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადაზიდვა;

ე) საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობში – საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისათვის.

მუხლი 14. საქონლის დროებით შენახვის განაცხადი

1. საქონლის დროებით შენახვისას, საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შეტანიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა, დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა/მესაკუთრემ) უნდა წარადგინოს „საქონლის დროებით შენახვის განაცხადი” (შემდგომში – განაცხადი) ნომერი III–01 დანართის შესაბამისად, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული შემთხვევებისა. განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს საბაჟო საწყობის მფლობელის მიერაც.

2. მოწმობით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების, ან იმ საქონლის, რომელიც საბაჟო საწყობში ჩამოიტვირთა სატრანსპორტო საშუალებიდან, მაგრამ არ ამოწურულა განაცხადის წარდგენის ვადა, ან საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ექსპორტში/რეექსპორტში/გარე გადამუშავებაში/საწყობის სასაქონლო ოპერაციიდან ტრანზიტში დეკლარირებული საქონლის დროებით შენახვისას განაცხადი არ წარედგინება და საქონლის დროებითი შენახვის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება დამოწმებული მოწმობით ან დეკლარაციით.

3. განაცხადი საგადასახადო ორგანოში წარდგენილად ითვლება რეგისტრაციის ნომრის მინიჭების მომენტიდან.

4. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე დროებით შენახვისას საბაჟო საწყობის მიერ საქონლის წარდგენის დადასტურება, საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით ან დამოწმებული მოწმობით. (5-07-2013 ნომერი 233)

5. საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი და ერთი მიმღებისათვის განკუთვნილი, ავტოსატრანსპორტო საშუალებებში გადატვირთული და სხვადასხვა მოწმობით გადაადგილებული საქონლის საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში დროებითი შენახვის მიზნით, შესაძლებელია ერთი განაცხადის წარდგენა.

6. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილი დროებით შესანახად გადაეცემა საფოსტო გზავნილის გადამზიდველს, განაცხადი არ წარედგინება და საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორციელდება საფოსტო გზავნილის გადამზიდველის მიერ დამოწმებული საფოსტო გზავნილების ნუსხით.

7. განაცხადი ივსება ელექტრონულად, მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ASYCUDA-ში დაშვებული პირის (დეკლარანტი ან საბაჟო საწყობის მფლობელი, ან წარმომადგენელი) მიერ, აგრეთვე საგადასახადო ორგანოს მიერ, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს განაცხადის შევსების თაობაზე.

8. ASYCUDA-ს მეშვეობით განაცხადის შევსების, გაცემისა და კონტროლიდან მოხსნის წესი განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.

მუხლი 15. ნავთობის დისტილატების დროებით შენახვა

1. ნავთობის დისტილატების დროებით დასაწყობებამდე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დასაწყობება) საგადასახადო ორგანოს ან/და შესაბამისი საბაჟო საწყობის/სათავსის მფლობელის ან/და გადამზიდველის ან/და საქონლის მიმღების მოთხოვნისამებრ, სურვეირული კომპანიის წარმომადგენლის მონაწილეობით ხორციელდება სასაქონლო პარტიიდან ნებისმიერი ან ყველა სატრანსპორტო საშუალების გახსნა, საწვავის სინჯების აღება, შესაბამისი ჭურჭლის დალუქვა საგადასახადო ორგანოს მიერ და ლაბორატორიაში გადაგზავნა, რის შესახებაც ფორმდება შესაბამისი აქტი.

2. აქტში აღინიშნება: საქონლის მიმღების იმპორტიორის დასახელება, სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი, ლაბორატორიის დასახელება (აკრედიტაციის მოწმობის ნომერი), საწვავისა და საპოხი მასალების დასახელება, სასაქონლო კოდი, სინჯისთვის აღებული, ექსპერტიზისთვის გამოყენებული საქონლის რაოდენობა, ლუქის ნომერი და დალუქვის თარიღი. აქტს ხელს აწერენ საგადასახადო ორგანოს წარმომადგენელი, საქონლის მიმღები/იმპორტიორი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე გადამზიდველის წარმომადგენელი, სურვეირული კომპანიის წარმომადგენელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). აქტი მოწმდება საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის პირადნომრიანი ბეჭდითა და ხელმოწერით.

3. ნავთობის დისტილატების დროებით დასაწყობებამდე ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ პროცედურასთან ერთად, იმავდროულად, უნდა განხორციელდეს სატრანსპორტო საშუალების გახსნისას მასში არსებული საქონლის რაოდენობის განსაზღვრა მეტროლოგიურად დამოწმებული მზომი ხელსაწყოთი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, რაზედაც ფორმდება შესაბამისი აქტი, და ეს რაოდენობა ფიქსირდება განაცხადში. დანაკლისის აღმოჩენისას ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. (2-04-2014 ნომერი 105)

31. ნავთობის დისტილატის სათავსოში განთავსებიდან არა უგვიანეს 3 კალენდარული დღისა, დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა/მესაკუთრემ) უნდა წარადგინოს განაცხადი ან საბაჟო დეკლარაცია. განაცხადი შესაძლებელია წარდგენილ იქნეს საბაჟო საწყობის მფლობელის მიერაც. (2-04-2014 ნომერი 105)

4. ნავთობის დისტილატების დროებით შენახვისას (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად შენახვა) საბაჟო საწყობის მფლობელი უფლებამოსილია ერთ სათავსში განათავსოს განსხვავებული წარმოშობის ქვეყნისა და ხარისხის ნავთობის დისტილატები, თუ ეს არ გამოიწვევს სასაქონლო კლასიფიკაციის შეცვლას სეს ესნ-ის მიხედვით, ციფრული კოდის მეთერთმეტე ნიშნის დონემდე. ამასთან, დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულება გამოითვლება ერთ სათავსში დასაწყობებული დისტილატებიდან უდიდესი ერთეულის ფასის საფუძველზე.

მუხლი 16. დროებით შენახული საქონლის მიმართ დასაშვები ღონისძიებები

1. საქონლის მფლობელი ვალდებულია საგადასახადო ორგანოს მოთხოვნით შეინახოს საქონელი საკუთარი ხარჯებით ან, საბაჟო კონტროლის განხორციელების აუცილებლობიდან გამომდინარე, უზრუნველყოს საქონლის მიტანა საგადასახადო ორგანოს მიერ განსაზღვრულ ადგილზე.

2. საქონლის დროებით შენახვისას, განაცხადის წარდგენის შემთხვევაში – განაცხადის რეგისტრაციამდე, ხოლო ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში – მოწმობის ან საბაჟო დეკლარაციის დამოწმებამდე, აკრძალულია სატრანსპორტო საშუალების გახსნა, საქონლის გადმოტვირთვა, გარდა ამ ინსტრუქციის მე-15 მუხლით გათვალისწინებული საქონლის დროებით შენახვისა.

3. იმ შემთხვევაში, თუ საქონლის საბაჟო საწყობში ან ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ სხვა ადგილზე შენახვისთვის მიღებისას გარეგნული მახასიათებლების მიხედვით სახეზეა საქონლის დაზიანების ან გაფუჭების ფაქტი, აგრეთვე განაცხადში ასახული მონაცემების მოწმობაში ან ზოგადი დეკლარირების სხვა ფორმაში ასახულ მონაცემებთან შეუსაბამობა, დარღვეულია იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა, საბაჟო საწყობის/შენახვის სხვა ადგილის მფლობელი საქონლის მიმღები ვალდებულია, ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს (არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა) საგადასახადო ორგანოს.

4. დროებით შენახული საქონლის მიმართ დასაშვებია საქონლის დაცულობის უზრუნველყოფის ან/და იდენტიფიცირების ან/და გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით ისეთი ოპერაციების განხორციელება, რომლებიც არ ცვლის მის გარეგნულ სახეს ან ტექნიკურ მახასიათებლებს.

5. საქონლის იდენტიფიცირების, რაოდენობის დადგენის მიზნით, საგადასახადო ორგანოს თანხმობით შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯის/ნიმუშის აღება და მისი ანალიზი/გამოკვლევა. შუამდგომლობის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს თანხმობა გაიცემა პირზე, რომელიც უფლებამოსილია განსაზღვროს სასაქონლო ოპერაციის სახე. ნიმუშის/სინჯის დეკლარირება ხდება ცალკე ან საქონელთან ერთად. დანაკლისის აღმოჩენისას ხორციელდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

6. ამ მუხლის მიზნებისთვის, საქონლის დაცულობის უზრუნველმყოფელ ღონისძიებებს მიეკუთვნება საქონლის შენახვისთვის, სათავში განთავსების, ამოღების და სატრანსპორტო საშუალებაში ჩატვირთვისთვის აუცილებელი ყველა საჭირო ქმედების განხორციელება.

7. საბაჟო საწყობში დროებით შენახულ საქონელზე დასაშვებია საკუთრების უფლების გადაცემა საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების ან საქონლის ნასყიდობის სხვა დოკუმენტის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში: (29-09-2014 ნომერი 287 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

ა) განაცხადით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება განაცხადში;

ბ) მოწმობით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება მოწმობაში, რომელიც მოიხსნება კონტროლიდან განაცხადის წარდგენით, ხოლო საბაჟო დეკლარაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ცხადდება ძალადაკარგულად;

გ) საბაჟო დეკლარაციით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება დეკლარაციაში, რომელიც ცხადდება ძალადაკარგულად, ხოლო დროებით შენახული საქონლის აღრიცხვა და საბაჟო კონტროლი ხორციელდება ახალი მესაკუთრის მიერ წარდგენილი დეკლარაციით ან განაცხადით;

დ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით დროებით შენახულ საქონელზე შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება აღნიშნულ ბაზაში.

8. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრამდე დროებით შენახული საქონელი შესაძლებელია აღრიცხვის მოწმობით გადატანილ იქნას სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში და დროებით შენახულ იქნეს დარჩენილი ვადის ფარგლებში, ხოლო სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი, გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით, ასევე შესაძლებელია, საქონლის მესაკუთრის მიერ დროებით (არაუმეტეს 48 საათისა) გატანილ იქნეს საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან. ამასთან, საქონლის დროებით გატანა ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის შესაბამისად გამოწერილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით. (29-09-2014 ნომერი 287 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

9. საბაჟო საწყობიდან ან საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილიდან ამ მუხლის მე-8 პუნქტის შესაბამისად დროებით გატანილი საქონლის უკან დაბრუნება სავალდებულო არ არის: მის მიმართ იმპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შემთხვევაში (მათ შორის, საკუთრების უფლების გადაცემისას), ან საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით სხვა საბაჟო საწყობში ან დროებით შენახვის სხვა ადგილზე განთავსებისას. (26-04-2013 ნომერი 120 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

10. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, ნებისმიერ დროს განახორციელოს დროებით შენახული საქონლის საბაჟო კონტროლი ან/და შეამოწმოს მასთან დაკავშირებული დოკუმენტები.

11. საქონლის დროებით შენახვის ადგილის ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონის მფლობელი უფლებამოსილია, საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან შეფუთვისათვის გამოყენებული ნაწარმი, რომელიც საქონლის დროებით შენახვის ადგილზე ან სხვა საბაჟო კონტროლის ზონაში რჩება სატრანსპორტო საშუალების გახსნისა და საქონლის გადმოტვირთვის, ან ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ოპერაციების განხორციელების შემდეგ, მოაქციოს შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში ან განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიება. ამასთან, აღნიშნული ნაწარმის იმპორტში გაშვება ექვემდებარება იმპორტის გადასახდელების გადახდას ისევე, როგორც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ასეთ მდგომარეობაში იმპორტირებული საქონელი.

მუხლი 17. საქონლის დროებით შენახვის ვადა

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის სასაქონლო ოპერაციის შერჩევამდე საბაჟო საწყობში დროებით შენახვის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 კალენდარულ წელს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადა აითვლება:

ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ საქონელზე:

ა.ა) საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან;

ა.ბ) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე, ამ სატრანსპორტო საშუალებით ფიზიკური პირის მიერ გადაადგილებულ, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტ საქონელზე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების და საქონლის რეგისტრაციის ან მოწმობის რეგისტრაციის თარიღიდან; (5-07-2013 ნომერი 233)

ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატან საქონელზე – განაცხადის რეგისტრაციის ან მოწმობის ან საბაჟო დეკლარაციის დამოწმების თარიღიდან.

გ) საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე – საფოსტო გზავნილების ნუსხის საგადასახადო ორგანოში წარდგენის თარიღიდან.

3. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ ვადაში არ განხორციელდა დროებით შენახულ საქონელზე სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის დასრულებისათვის, ან უკვე განსაზღვრული სასაქონლო ოპერაციის დასრულებისათვის აუცილებელი პროცედურები, აგრეთვე საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული შემთხვევისას, საგადასახადო ორგანო დადგენილი წესით აცნობებს დეკლარანტს (იმ შემთხვევაში, როცა საგადასახადო ორგანოს მიერ იდენტიფიცირებულია დეკლარანტი) საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და უდგენს აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. დადგენილ ვადაში დეკლარანტის მიერ ნაკლოვანებათა აღმოფხვრის ან საქონლის რეექსპორტის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო არ ახორციელებს საქონლის განკარგვას.

თავი IV

საქონლის გაფორმება

მუხლი 18. გაფორმების ადგილები

 1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის გაფორმების ადგილებია:

ა) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთისთვის“:

ა.ა) ქ. ფოთი, ივ. ჯავახიშვილის ქუჩა ნომერი 32;

ა.ბ) ქ. ფოთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ფოთის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);

ა.გ) ქ. ზუგდიდი, პარიზის კომუნის ქ. ნომერი 7, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ზუგდიდის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);

ა.დ) ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ოზურგეთი, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ოზურგეთის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);

ბ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისისთვის“ – გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ;

გ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტისათვის“ – ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია;

დ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმისთვის“:

დ.ა) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ;

დ.ბ) ქ. ბათუმი, ტბელ აბუსერიძის ქ. ნომერი 11, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ბათუმის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);

დ.გ) ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. ნომერი 11; (13-05-2014 ნომერი 146 ამოქმედდეს 2014 წლის 14 მაისიდან)

ე) საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოსათვის: (13-05-2014 ნომერი 146 ამოქმედდეს 2014 წლის 14 მაისიდან)

ე.ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ;

ე.ბ) საქართველოს საბაჟო საზღვრიდან ქ. თბილისის რკინიგზის სამგზავრო სადგურის ტერიტორიის ჩათვლით და უკუმიმართულებით მოძრავი ერევანი-ბათუმი-ერევანი, ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის მსვლელობის სწრაფი სამგზავრო მატარებელი (იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება საქონლის გაფორმების მატარებელში წარმართვა, გაფორმება განხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ გაფორმების ადგილზე);

ე.გ) ქ. გორი, მოსკოვის ქ. ნომერი 1, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. გორის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);

ე.დ) თელავის განყოფილებისათვის:

ე.დ.ა) ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის გამზ. ნომერი 41;

ე.დ.ა) ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის გამზ. ნომერი 41; ე.დ.ბ) ქ. თელავი, ჩოლოყაშვილის ქ. ნომერი 21, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. თელავის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);

ე.ე) ახალციხის განყოფილებისათვის:

ე.ე.ა) ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. ნომერი 54;

ე.ე.ბ) ქ. ახალციხე, ახალქალაქის გზატკეცილი ნომერი 2, სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს აღმოსავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ახალციხის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);

ე.ვ) ქუთაისის განყოფილებისათვის:

ე.ვ.ა) ქ. ქუთაისი, ივ. ჯავახიშვილის ქ. ნომერი 5;

ე.ვ.ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს დასავლეთ საქართველოს სამმართველოს ქ. ქუთაისის განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);

ე.ზ) რუსთავის განყოფილებისათვის:

ე.ზ.ა) ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. ნომერი 36;

ე.ზ.ბ) სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს თბილისის სამმართველოს სარეგისტრაციო განყოფილების შენობა (მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაფორმებისათვის);

ვ) გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი 2“-ისათვის – გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (25-04- 2014 ნომერი 126)

2. თავისუფალ ზონაში შესატანი ან თავისუფალი ზონიდან გასატანი საქონლის გაფორმების ადგილებია:

ა) საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ – ქ. ქუთაისი, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორია, ავტომშენებლის ქ. ნომერი 88;

ბ) საბაჟო გამშვები პუნქტი „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ – ქ. ფოთი, დავით აღმაშენებლის ქ. ნომერი 52.

3. საბაჟო გამშვებ პუნქტში გაფორმებას ექვემდებარება:

ა) საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;

ბ) პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე (გარდა საბაჟო გამშვები პუნქტებისა: „სამთაწყარო“, „ახკერპი“, „გარდაბანი“ და „მტკვარი“) გადაადგილებული 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში; (13-05- 2014 ნომერი  146 ამოქმედდეს 2014 წლის 14 მაისიდან)

გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ” და „დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონელი (საქონელთა ჯგუფი) (გარდა ავტოსატრანსპორტო საშუალებისა); (24-02-2015 ნომერი 56)

დ) პირის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი საქონელი, რომელიც, დადგენილი წესის შესაბამისად, დეკლარირდება ზეპირად ან ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით ან გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით;

ე) ფიზიკური პირის მიერ საქართველოდან მუდმივსაცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთები (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი;

ვ) გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონელი;

ზ) იმპორტში გაცხადებული გადამუშავებული საქონელი, რომელიც მიღებულია ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის გადამუშავების შედეგად;

თ) იმპორტში გაცხადებული დაბრუნებული საქონელი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი იყო გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ზედნადების წარდგენით ან აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის შემთხვევაში - ზეპირი დეკლარირებით; (23-12-2013 ნომერი 429)

ი) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;

კ) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონაში“ კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი. (7-11-2012 ნომერი 470)

ლ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის სამშენებლო ზონის“ ან „კარწახის“ გავლით ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი, „საქართველოში „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის „ახალქალაქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული შეთანხმებით გათვალისწინებული საქართველოში „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის „ახალქალაქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისათვის განკუთვნილი საქონელი. (18-11-2013 ნომერი 381)

4.ფიზიკური პირის მიერ ერევანი-ბათუმი-ერევანი და ბათუმი-ერევანი-ბათუმის საერთაშორისო სარკინიგზო მიმოსვლის ძირითადი მარშრუტის სწრაფ სამგზავრო მატარებელში გაფორმებას ექვემდებარება იმპორტის შემთხვევაში 1500 ლარზე და ექსპორტის შემთხვევაში 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონელი.

5.ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საბაჟო საზღვარზე მსუბუქი ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული არა უმეტეს 10 ლიტრი ზეთის გაფორმება იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში ხორციელდება უახლოეს ან დეკლარანტის მიერ შერჩეულ ნებისმიერ გაფორმების ადგილზე. (30-04-2013 ნომერი 125 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

6.. „ოქროს სიის“ მონაწილეების მიერ ან მათი დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გაფორმების ადგილებია: (13-05-2014 ნომერი146 ამოქმედდეს 2014 წლის 14 მაისიდან)

ა) გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ (საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველო);

ბ) გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი”);

გ) ქ. ფოთი, ივ. ჯავახიშვილის ქუჩა ნომერი 32 (გაფორმების ეკონომიკური ზონა „ფოთი”);

დ) ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, სოფელი ადლია, სენაკი-ფოთი-სარფის საავტომობილო გზის 106-ე კმ (გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი”);

ე) ქ. ბათუმი, ბაქოს ქ. ნომერი 11 (გაფორმების ეკონომიკური ზონა „ბათუმი”);

ვ) ქ. ქუთაისი, ივ.ჯავახიშვილის ქ. ნომერი 5 (საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოს ქუთაისის განყოფილება);

ზ) ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია (გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტი”).

თ) ქ. რუსთავი, კოსტავას ქ. ნომერი 36 (საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოს რუსთავის განყოფილება);

ი) ქ. თელავი, დავით აღმაშენებლის გამზ. ნომერი 41 (საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოს თელავის განყოფილება);

კ) ქ. ახალციხე, პ. ნათენაძის ქ. ნომერი 54 (საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოს ახალციხის განყოფილება);

ლ) ქ. ქუთაისი, ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორია, ავტომშენებლის ქ. ნომერი 88 (საბაჟო გამშვები პუნქტი „ქუთაისისა და სენაკის აეროპორტები და ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის“ ქუთაისის თავისუფალი ინდუსტრიული ზონის განყოფილება).

7. ექსპორტით გასატანი, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონელი (გარდა შავი, ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირებას ექვემდებარება საბაჟო გამშვებ პუნქტში.

71. სასაქონლო პარტიათა ნაკრებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის გაფორმების ადგილია გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი 2” − გარდაბნის მუნიციპალიტეტი, სოფელი მარტყოფი, თბილისის შემოსავლელი გზის 36-ე კმ. (31-12- 2013 ნომერი 443 ამოქმედდეს 2014 წლის 20 იანვრიდან)

72. საფოსტო გზავნილით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი/საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის გაფორმების ადგილია გაფორმების ეკონომიკური ზონა „აეროპორტი“ – ქ. თბილისი, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორია. (17-03-2015 ნომერი 78 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

8. საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურების განხორციელება სხვა ადგილებში, რომლებიც განსაზღვრული არ არის ამ მუხლით, დაიშვება საგადასახადო ორგანოს თანხმობით.

9. საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის სატრანსპორტო საშუალებების რენტგენ-სკანერის მეშვეობით დათვალიერების მიზნით, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის შესაბამისი ჯგუფის მიერ სკანირების განხორციელების ადგილები განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით. (12-04-2013 ნომერი 105 ამოქმედდეს 2013 წლის 25 აპრილიდან)

მუხლი 19. საქონლის წარდგენა გაფორმების ადგილზე

1. საქონლის წარდგენისა და გაფორმების ვალდებულება ეკისრება დეკლარანტს/ საქონლის მფლობელს.

2. გაფორმების საგადასახადო ორგანოში საქონლის წარდგენა ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით, გარდა:

ა) გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლისა, რომელზეც გადამუშავების ვადის გასვლამდე გამოიყენება ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონლის (შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის გადამუშავების შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის გარდა) ექსპორტისა, თუ საბაჟო დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ღონისძიებები ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას;

გ) „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილი ან საქონლის შემოტანამდე გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული საბაჟო დეკლარაციით იმპორტში გაცხადებული საქონლისა, რომლის გაშვებაც ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან;

დ) ამ ინსტრუქციის 39-ე მუხლის „ა“−„გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული, გამარტივებული წესით დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლისა. (11-02-2015 ნომერი 43)

ე) საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლისა, რომლის გაშვებაც ხორციელდება საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობიდან. (10-08-2012 ნომერი 331 გავრცელდეს 2012 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)

ვ) ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლისა, თუ დანიშნულების ადგილზე მიტანის ვადის გასვლამდე წარდგენილია სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია და საქონლის დათვალიერება საგადასახადო ორგანოს თანხმობით ხორციელდება მასთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე; (30-06-2014 ნომერი 196)

ზ) ექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლისა, თუ მისი დათვალიერება საგადასახადო ორგანოს თანხმობით ხორციელდება მასთან შეთანხმებულ ტერიტორიაზე. (30-06-2014 ნომერი 196)

მუხლი 20. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის ვადა

1. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრის პროცედურები შეიძლება განხორციელდეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე − არა უადრეს 30 კალენდარული დღისა ან შემოტანის შემდეგ – საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლით განსაზღვრულ ვადაში. (15-08-2013 ნომერი 271 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

2. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის დეკლარირება ხდება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის ან მოწმობის შევსების თარიღიდან 45 კალენდარულ დღეში. (6-09-2012 ნომერი 385)

3. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ შემოტანილ, უცხოეთში რეგისტრირებულ მსუბუქ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, ავტობუსზე ან მოტოციკლეტზე (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან 90 კალენდარულ დღეში. (26-04-2013 ნომერი 120 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ და სპეციალური ანგარიშ-ფაქტურით გადაადგილებულ ნავთობპროდუქტებზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხდება ზოგადი დეკლარირების საფუძველზე გაცემული მოწმობის შევსების თარიღიდან 5 კალენდარულ დღეში.

5. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენის ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვადის გაგრძელება შესაძლებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებით გათვალისწინებული საფასურის გადახდით, არა უმეტეს 45 კალენდარული დღით. (6-09-2012 ნომერი 385)

6. სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის საბაჟო საწყობში დროებით შენახვის შემთხვევაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ, საბაჟო დეკლარაციის წარდგენის 45-დღიან ვადას ემატება დროებით შენახვის (ფაქტობრივი) ვადა. (6-09-2012 ნომერი 385)

7. ექსპორტისათვის განკუთვნილ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში − არა უგვიანეს 30 სამუშაო დღისა, საქონლის საბაჟო საწყობში დროებით შენახვისას − დროებით შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული წლისა, ხოლო გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე ექსპორტის გამოყენებისას – გადამუშავების ვადის გასვლამდე.

8. საფოსტო გზავნილებით შემოტანილ საქონელზე (ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის გარდა) საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხორციელდება ზოგადი დეკლარირებიდან (საფოსტო გზავნილების ნუსხის წარდგენის თარიღიდან) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა, ხოლო ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილ საქონელზე ან/და აქციზურ ალკოჰოლურ სასმელებზე ან/და თამბაქოს ნაწარმზე – არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა. (17-03-2015 ნომერი 78 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

9. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდება იმ საქონელზეც, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით და დეკლარირდება სხვადასხვა საბაჟო დეკლარაციით, თუ საქონლის საერთო რაოდენობა და ღირებულება არ აღემატება აღნიშნული ქვეპუნქტებით განსაზღვრულ რაოდენობასა და ღირებულებას, ხოლო მისი შემოტანა და საბაჟო დეკლარაციების წარდგენა განხორციელდა საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე პირის შემოსვლის დღიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. (24-02-2015 ნომერი 56)

10. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეღავათის მისაღებად არაეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილ იმ საქონელზე, რომელიც: (24-02- 2015 ნომერი 56)

ა) საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების შემდგომ პირის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას (მაგრამ არა უგვიანეს საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან 30 კალენდარული დღისა) მასთან ერთად არ გადაადგილდება, პირი საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ აცხადებს ასეთი საქონლის შემოტანის განზრახვის თაობაზე, ხოლო საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენა ხორციელდება საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა;

ბ) შეღავათით სარგებლობის უფლების მქონე პირისათვის იგზავნება მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გადაკვეთის გარეშე, პირი საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან:

ბ.ა) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა საგადასახადო ორგანოში წარადგენს „საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე/მაძიებელი პირის განაცხადს საქართველოში შემოსატანი საქონლის შესახებ“ (დანართი ნომერი IV-06);

ბ.ბ) არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა წარადგენს საბაჟო დეკლარაციას და საქონელს;

გ) საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მაძიებელი პირის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსვლისას (მაგრამ არაუგვიანეს უფლებამოსილ ორგანოში საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან 30 კალენდარული დღისა) მასთან ერთად არ გადაადგილდება, პირი საბაჟო გამშვებ პუნქტში შევსებულ „ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციაში“ აცხადებს ასეთი საქონლის შემოტანის განზრახვის თაობაზე, ხოლო საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენა ხორციელდება საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან არა უგვიანეს 90 კალენდარული დღისა;

დ) საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მაძიებელი პირისათვის იგზავნება მის მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გადაკვეთის გარეშე, პირი უფლებამოსილ ორგანოში საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან:

დ.ა) არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა საგადასახადო ორგანოში წარადგენს „საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მქონე/მაძიებელი პირის განაცხადს საქართველოში შემოსატანი საქონლის შესახებ“ (დანართი ნომერი IV-06);

დ.ბ) არაუგვიანეს 90 კალენდარული დღისა წარადგენს საბაჟო დეკლარაციას და საქონელს;

11. 11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შეღავათი გავრცელდება იმ საქონელზეც, რომელიც გადაადგილდება სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებით და დეკლარირდება სხვადასხვა საბაჟო დეკლარაციით, თუ ამ საქონლის საბაჟო ორგანოსათვის წარდგენა განხორციელდა საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების ან საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში. (24-02-2015 ნომერი 56)

მუხლი 21. საქონლის დეკლარირება

1. საქონლის დეკლარირება შესაძლებელია საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ზეპირად ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საშუალებით.

2. საბაჟო დეკლარაციის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონული ან წერილობითი ფორმით.

3. საბაჟო დეკლარაციის სახეებია: (17-03-2015 ნომერი 78 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

ა) სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია;

ბ) ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია;

გ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია;

დ) ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია;

ე) ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაცია;

ვ) საფოსტო გზავნილების დეკლარაცია.

4. ზეპირი (მხოლოდ მგზავრის შემთხვევაში) ან სხვა საშუალებით დეკლარირება, რომლითაც საქონლის მფლობელი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად გამოთქვამს სურვილს, საქონლის მიმართ გამოყენებულ იქნეს სასაქონლო ოპერაცია, ითვლება საბაჟო დეკლარაციის წარდგენად.

5. ექსპორტით გასატანი, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული საქონლის (გარდა შავი, ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა) დეკლარირება შესაძლებელია საბაჟო გამშვებ პუნქტში სასაქონლო ზედნადების წარდგენით.

6. იმპორტის გადასახდელებისაგან გათავისუფლებულ საქონელზე საბაჟო დეკლარაციის წარდგენად ჩაითვლება:

ა) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში სამხედრო წვრთნების მიზნებისათვის შემოტანილ საქონელზე – ამავე ორგანიზაციის სტანდარტიზაციის სააგენტოს მიერ „ეროვნულ საზღვრებზე გადაადგილების პროცედურებთან დაკავშირებით“ 2005 წელს მიღებული შეთანხმებით განსაზღვრული „ფორმა 302“-ის წარდგენა;

ბ) ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) ოპერაციის ფარგლებში საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირებისათვის წვრთნების მიზნებისათვის შემოტანილ საქონელზე – ამავე ორგანიზაციის „კატასტროფებზე რეაგირების ევრო-ატლანტიკური ჯგუფის სტანდარტული საოპერაციო პროცედურებით“ გათვალისწინებული „საზღვრის კვეთის ფორმების“ წარდგენა;

გ) საგანგებო სიტუაციის შედეგებზე რეაგირებისათვის, ან მასთან დაკავშირებული წვრთნების ჩასატარებლად, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში – საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენილი ინფორმაცია საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების შესახებ (დანართი №I–01).

7. ფიზიკურ პირს დეკლარირების ვალდებულება წარმოეშობა:

ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას/გატანისას;

ბ) თუ მის მიერ შემოტანილი საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება აღემატება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ა“, „დ.ბ“, „დ.გ“, „დ.ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებას, ან თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი იბეგრება/არ არის გათავისუფლებული იმპორტის გადასახდელებისაგან, ან/და საქონლის შემოტანა შეზღუდულია ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან ლიცენზია;

გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ” და „დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის შემოტანისას;

დ) ნაღდი ფულის (ეროვნული ან/და უცხოური ვალუტა), ჩეკების ან/და სხვა ფასიანი ქაღალდების, რომელთა ჯამური ნომინალური ღირებულებაც აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას.

ე) ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილით შემოტანისას. (17-03-2015 ნომერი 78 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

8. საერთაშორისო საჰაერო, სარკინიგზო და საზღვაო რეისების განსახორციელებლად ამ ტრანსპორტზე მიწოდებული, მგზავრებისა და ეკიპაჟის წევრებისათვის საჭირო სამომხმარებლო საქონელი, რომელიც განკუთვნილია მათი პირადი მოხმარებისათვის ან მათზე სარეალიზაციოდ, აგრეთვე ზემოაღნიშნულ ტრანსპორტზე მისი ექსპლუატაციის ნორმალური პირობებისათვის ატანილი წყალი, საწვავი და საცხებ-საპოხი მასალები (გარდა სათადარიგო ნაწილებისა და მოწყობილობებისა) არ ექვემდებარება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით დეკლარირებას.

მუხლი 22. საბაჟო დეკლარაციის შევსება

1. საბაჟო დეკლარაციის შევსებას, გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა, ახორციელებს შემოსავლების სამსახური, რომელსაც აქვს ამ უფლებამოსილების სხვა პირზე დელეგირების უფლება.

2. პირს უფლება აქვს შეავსოს საბაჟო დეკლარაცია, თუ:

ა) პირი დეკლარირებას ახორციელებს თავისი სახელით;

ბ) პირს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „ASYCUDA“-ში ან/და „ORACLE”-ში.

3. პირის წარმომადგენელს უფლება აქვს შეავსოს საბაჟო დეკლარაცია, თუ:

ა) ამ დეკლარაციის შევსება არ განეკუთვნება საგადასახადო ორგანოს ან სხვა პირის უფლებამოსილებას საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის შესაბამისად;

ბ) წარმომადგენელს გააჩნია შემოსავლების სამსახურის შესაბამის სერვერთან მიერთების შესაძლებლობა და აქვს დაშვება „ASYCUDA“-ში ან/და „ORACLE”-ში. (8-05-2013 ნომერი 133 ამოქმედდეს 2014 წლის 20 იანვრიდან))

4. საფოსტო გზავნილით შემოტანილ ან გასატან საქონელზე საბაჟო დეკლარაციას ავსებს საგადასახადო ორგანო ან საფოსტო გზავნილის გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის (გზავნილის მიმღების/გამგზავნის) წარმომადგენლობას. (30-06-2014 ნომერი 196)

5. ამოღებულია (8-05-2013 ნომერი 133 ამოქმედდეს 2014 წლის 20 იანვრიდან))

6. სასაქონლო პარტიათა ნაკრებში შემავალ თითოეულ სასაქონლო პარტიაზე სასაქონლო საბაჟო დეკლარაციას ავსებს საგადასახადო ორგანო ან სასაქონლო პარტიათა ნაკრების გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის (საქონლის მიმღების) წარმომადგენლობას. (31-12-2013 ნომერი 443 ამოქმედდეს 2014 წლის 20 იანვრიდან)

მუხლი 23. სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარსადგენი დოკუმენტები

1. პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, წარდგენილი უნდა იქნეს სატრანსპორტო დოკუმენტი და საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი დანართი ნომერიIV-01-ის შესაბამისად.

2. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტებს თან ერთვის:

ა) თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით – წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი (იმ შემთხვევების გარდა, როდესაც წარმომადგენლობას ახორციელებს საფოსტო გზავნილის გადამზიდველი, ხოლო საბაჟო საწყობში განთავსებულ საქონელზე − საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელი);

ბ) თუ დეკლარირებული საქონლის სატრანსპორტო საშუალების მიმართ ადგილი ჰქონდა საგადასახადო ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტს – საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი და შესაბამისი ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე – სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს სპეციალისტის მიერ ავტოსატრანსპორტო საშუალების საექსპერტო შემოწმების საფუძველზე შედგენილი „მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტი (ფორმა 2)” – მხოლოდ იმპორტის, ექსპორტის, რეექსპორტის, საწყობის სასაქონლო ოპერაციების შემთხვევაში;

დ) წინმსწრები დოკუმენტი (არსებობის შემთხვევაში) – საბაჟო დეკლარაცია, მოწმობა, განაცხადი;

ე) გამარტივებული წესით დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელზე, ამ ინსტრუქციის 39-ე მუხლით გათვალისწინებული საგანგებო მდგომარეობის ან საგანგებო სიტუაციების შემთხვევაში:

ე.ა) წერილობითი განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას საგანგებო სიტუაციის გარემოებების თაობაზე;

ე.ბ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მიერ გაცემული წერილობითი დასტური დეკლარირებული საქონლის იმპორტის, ან ექსპორტის, ან შესაბამისი ტექნიკის სახით საქონლის დროებითი შემოტანის საჭიროების შესახებ, რაც უნდა შეიცავდეს აგრეთვე ინფორმაციას საქონლის მიმწოდებელი და მიმღები ორგანიზაციების თაობაზე;

ვ) ლიცენზია/ნებართვა/სერტიფიკატი კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, დანართი ნომერი IV-02-ის შესაბამისად. ამასთან, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა შესაძლებელია დეკლარანტის ბეჭდითა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ხელმოწერით დამოწმებული ასლების სახით;

ზ) საგადასახადო შეღავათით სარგებლობისათვის – შესაბამისი დოკუმენტი დანართი ნომერი IV-03-ის შესაბამისად;

თ) შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან/და შავი ან/და ფერადი ლითონების ნარჩენის ექსპორტის შემთხვევაში – მომსახურების ტარიფის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ი) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2713 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციით გათვალისწინებულ ნავთობის ბიტუმზე − ხარისხის შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი. (15-08-2013 ნომერი 271 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

კ) საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2201 10 190 01 და 2201 10 190 02 სასაქონლო ქვესუბპოზიციებით გათვალისწინებული, არანაკლებ 1 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის ექსპორტის შემთხვევაში − შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი: მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია ან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი; (30-06-2014 ნომერი 196)

ლ) სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებულ საქონელზე – სასაქონლო პარტიათა ნაკრების ტრანსპორტირების ღირებულების დოკუმენტი დანართი №IV-05-ის შესაბამისად. (31.12.2013 N 443 ამოქმედდეს 2014 წლის 20 იანვრიდან)

მ) სამხედრო პროდუქციასა და ორმაგი დანიშნულების პროდუქციაზე (თუ ნებართვის გაცემის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია), ნებართვის მოპოვების ვალდებულებისაგან საქართველოს მთავრობის დადგენილებით განთავისუფლების შემთხვევებში - საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაცია. (21.01.2015 N19

დანართი ნომერი IV-01 (17-03-2015 ნომერი 78 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

თავი V

საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა

მუხლი 24. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ზოგადი დებულებები

1. საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 213-ე მუხლის, „ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ” 1994 წლის გენერალური შეთანხმების მე-7 მუხლის განხორციელების შესახებ” შეთანხმებით დადგენილი წესებისა და ამ ინსტრუქციის შესაბამისად.

2. საქონლის დეკლარირებისას საქონლის საბაჟო ღირებულებას განსაზღვრავს დეკლარანტი და შეაქვს იგი საბაჟო დეკლარაციაში, ხოლო დეკლარანტის მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულების სისწორეს აკონტროლებს საგადასახადო ორგანო, წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისას.

3. ის ფაქტი, რომ საქონელი წარმოადგენს გაყიდვის საგანს და დეკლარირებულია იმპორტის მიზნით, ჩაითვლება საკმარისად, რათა ეს საქონელი ჩაითვალოს საქართველოში საექსპორტოდ გაყიდულად.

4. თუ საქონელი საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვის შემდეგ, მისი იმპორტის სასაქონლო ოპერაციის ქვეშ მოქცევამდე, გამოიყენებოდა ნებისმიერ მესამე ქვეყანაში, ეს შეიძლება გახდეს გარიგების ფასის (პირველი მეთოდი) მეთოდის გამოყენებაზე უარის თქმის საფუძველი.

5. საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნებისათვის, ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი – ეს არის მთლიანი თანხა, რომელიც მყიდველმა გადაუხადა ან უნდა გადაუხადოს გამყიდველს ან უნდა გადაიხადოს გამყიდველის სასარგებლოდ. იგი მოიცავს ყველა გადახდას, როგორც პირდაპირს, ასევე ირიბს, რომელიც წარმოადგენს საქონლის გაყიდვის პირობას. შესაძლებელია გადახდა ხდებოდეს აკრედიტივით ან თავისუფლად ბრუნვადი ფასიანი ქაღალდებით, პირდაპირ ან ირიბად.

6. როდესაც ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი მოიცავს თანხას, რომელიც წარმოადგენს საქონლის წარმოშობის ან ექსპორტის ქვეყანაში გადახდილ შიდა გადასახადს, და საგადასახადო ორგანოს წარედგინება დამაჯერებელი მტკიცებულებები, რომ აღნიშნული თანხა უკან დაუბრუნდა ან დაუბრუნდება მყიდველს/გამყიდველს, ეს თანხა არ უნდა შევიდეს საბაჟო ღირებულებაში.

7. საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მომენტისათვის:

ა) თუ ფასი ფაქტობრივად არ არის გადახდილი (ან სრულად არ არის გადახდილი), საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად გამოიყენება გადასახდელი ფასი;

ბ) თუ ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი არ არის საბოლოო გადასახდელი ფასი და საბოლოო გადასახდელი ფასი უფრო მაღალია, საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად გამოიყენება საბოლოო გადასახდელი ფასი;

გ) თუ გადახდილი ან გადასახდელი ფასი არ არის საბოლოო გადასახდელი ფასი და საბოლოო გადასახდელი ფასი უფრო დაბალია, მაშინ, დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში, საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საბოლოო გადასახდელი ფასი, თუ ის წარმოადგენს თავდაპირველი კონტრაქტით განსაზღვრულ ვალდებულებას.

8. თუ დეკლარირებული საქონელი ერთი ტრანზაქციით შეძენილი სასაქონლო პარტიის ნაწილია, საქონლის გარიგების ფასი ისეთივე პროპორციით უნდა შეეფარდებოდეს მთლიანი პარტიის ფასს, როგორითაც დეკლარირებული საქონლის რაოდენობა – მთლიანი პარტიის რაოდენობას. ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი ასევე პროპორციულად გადანაწილდება იმ შემთხვევაში, თუ ტვირთის ნაწილი დაიკარგა.

9. ის გარემოება, რომ საქონლის მიმართ ადრე გამოყენებული იყო სხვა სასაქონლო ოპერაცია ან შეიცვალა საქონლის გამოყენების მიზანი, არ ზღუდავს აღნიშნული საქონლის იმპორტში გაშვებისას ამ თავით მოცემული საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მარეგულირებელი დებულებების გამოყენებას.

10. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ გარკვეული პერიოდულობით შეირჩევა საქონლის დასახელებები სეს ესნ-ის კოდის მიხედვით, რომლებისთვისაც განისაზღვრება შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში არსებული ფასების სტატისტიკური მედიანები. დადგენილი მედიანების საფუძველზე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება ფასების მონაცემთა სისტემა და ქვეყნდება სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

11. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასების მონაცემები წარმოადგენს საინფორმაციო სახის მონაცემებს და გამოიყენება მხოლოდ საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით და არ შეიძლება უშუალოდ იქნეს გამოყენებული იმპორტის გადასახდელების დარიცხვის საფუძვლად.

მუხლი 25. გარიგების ფასის მეთოდი

1. ეს მუხლი განიხილება ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლთან ერთობლიობაში, რომელიც ითვალისწინებს ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასის კორექტირებას იმ შემთხვევაში, როდესაც მყიდველს ეკისრება გარკვეული ელემენტის გადახდა, რომელიც შეადგენს საბაჟო ღირებულების ნაწილს, მაგრამ არ არის შეტანილი იმპორტირებული საქონლისათვის ფაქტობრივად გადახდილ ან გადასახდელ ფასში.

2. საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება გარიგების ფასით ანუ საქართველოში საექსპორტოდ გაყიდულ საქონელში ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასით, ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლის მოთხოვნების გათვალისწინებით, თუ:

ა) არ არსებობს რაიმე შეზღუდვა, რომელიც დაკავშირებულია მყიდველის მიერ საქონლის განკარგვასთან ან გამოყენებასთან, გარდა იმ შეზღუდვებისა, რომლებიც:

ა.ა) დადგენილია ან მოითხოვება იმპორტიორი ქვეყნის კანონმდებლობით;

ა.ბ) ადგენს იმ გეოგრაფიული რაიონების ჩამონათვალს, სადაც დაშვებულია საქონლის ხელახალი გაყიდვა;

ა.გ) გავლენას არ ახდენს საქონლის ღირებულებაზე;

ბ) საქონლის გაყიდვა ან ფასი არ არის დაკავშირებული რაიმე პირობასთან ან გარემოებასთან, რომელთა შეფასება (ღირებულების დადგენა) შეუძლებელია საქონლის ღირებულებასთან მიმართებაში. იმ შემთხვევაში თუ ასეთი პირობის ან გარემოების ღირებულების განსაზღვრა შესაძლებელია, ეს ღირებულება ჩაითვლება მყიდველის მიერ განხორციელებულ ირიბ გადახდად და შესაბამისად განიხილება, როგორც ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასის ნაწილი;

გ) მყიდველის მიერ საქონლის შემდგომი გაყიდვის, განკარგვის ან გამოყენების შედეგად მიღებული შემოსავლის არც ერთი ნაწილი არც პირდაპირ და არც ირიბად არ გადაეცემა გამყიდველს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა შესაძლებელია სათანადო შესწორების შეტანა ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლის დებულებების მიხედვით;

დ) ფაქტობრივად გადახდილი ან გადასახდელი ფასი გამოიანგარიშება დასაბუთებულ, ობიექტურ მონაცემთა საფუძველზე;

ე) მყიდველი და გამყიდველი არ არიან ურთიერთდამოკიდებული პირები. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი და გამყიდველი არიან ურთიერთდამოკიდებული პირები, გარიგების ფასის მიღების შესაძლებლობა დგინდება ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით.

3. თუ მყიდველი და გამყიდველი არიან ურთიერთდამოკიდებული პირები საქართველოს საგადასახადო კოდექსის 213-ე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, მხოლოდ ეს ფაქტი არ წარმოადგენს გარიგების ფასის მიუღებლობის საკმარის საფუძველს. ასეთ შემთხვევაში მოწმდება გაყიდვის ყველა გარემოება და გარიგების ფასი მიღებულ იქნება იმ შემთხვევაში, თუ ამ ურთიერთდამოკიდებულებას გავლენა არ მოუხდენია ფასზე. თუ დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი ან რაიმე სხვა სახით მიღებული ინფორმაციის საფუძველზე საგადასახადო ორგანოს წარმოეშვა საფუძვლიანი ეჭვი, რომ გამყიდველისა და მყიდველის ურთიერთდამოკიდებულებამ გავლენა მოახდინა საქონლის გარიგების ფასზე, საგადასახადო ორგანო დეკლარანტს აცნობებს თავის დასაბუთებულ მოსაზრებებს (დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში − წერილობით), რაზედაც დეკლარანტს უფლება აქვს წარადგინოს შესაბამისი ახსნა-განმარტება.

4. თუ მყიდველი და გამყიდველი ურთიერთდამოკიდებული პირები არიან, საქონლის გარიგების ფასი მიიღება საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად, თუ დეკლარანტი წარმოადგენს მტკიცებულებებს, რომ აღნიშნული ღირებულება მაქსიმალურად მიახლოებულია დროის იმავე მონაკვეთში განსაზღვრული შემდეგი ღირებულებებიდან ერთ-ერთთან:

ა) იმპორტირებული იდენტური ან მსგავსი საქონლის გარიგების ფასთან, რომელიც გამყიდველმა მიყიდა ურთიერთდამოუკიდებელ პირს (მყიდველს);

ბ) ამ ინსტრუქციის 28-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ იდენტური ან მსგავსი საქონლის საბაჟო ღირებულებასთან;

გ) ამ ინსტრუქციის 29-ე მუხლის შესაბამისად განსაზღვრულ იდენტური ან მსგავსი საქონლის საბაჟო ღირებულებასთან.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესი გამოიყენება მხოლოდ დეკლარანტის სურვილით და მხოლოდ შედარებისათვის. ამასთან, გათვალისწინებული უნდა იქნეს განსხვავებები კომერციულ და რაოდენობრივ დონეებს შორის, 21-ე მუხლში ჩამოთვლილ ელემენტებსა და გამყიდველის მიერ საქონლის ისეთი გაყიდვის შედეგად გაწეულ ხარჯებში, რომლის დროსაც გამყიდველი და მყიდველი არ არიან ურთიერთდამოკიდებული.

მუხლი 26. იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდი

1. თუ შეუძლებელია იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ამ ინსტრუქციის 25-ე მუხლის დებულებების მიხედვით, საბაჟო ღირებულებად ჩაითვლება იმ იდენტური იმპორტირებული საქონლის გარიგების ღირებულება, რომელიც გაყიდულ იქნა საქართველოში ექსპორტირების მიზნით და ექსპორტირებული იყო იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც განხორციელდა შესაფასებელი საქონლის ექსპორტი.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის, „ექსპორტირებული იმავე ან თითქმის იმავე დროს” ნიშნავს, რომ განსხვავება იდენტური საქონლის ექსპორტის თარიღსა და შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღს შორის არ აღემატება 30 კალენდარულ დღეს (30 დღით ადრე ექსპორტამდე ან ექსპორტიდან 30 დღის შემდეგ).

3. საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნებისათვის იდენტური საქონელი არის საქონელი, რომელიც შესაფასებელ საქონელთან შედარებით ყოველმხრივ, ფიზიკური მახასიათებლების, ხარისხისა და რეპუტაციის ჩათვლით, ერთნაირია, აგრეთვე აქვს ერთი და იმავე წარმოშობის ქვეყანა. უმნიშვნელო გარეგნული განსხვავებები არ უნდა უშლიდეს ხელს საქონლის იდენტურად მიჩნევას, თუ სხვა მაჩვენებლებით იგი შეესაბამება მოცემულ განსაზღვრებას.

4. „იდენტურ საქონლად“ არ ჩაითვლება ისეთი საქონელი, რომლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები დამზადებულია საქართველოში.

5. ამ მუხლის გამოყენებისას, სხვა პირის მიერ წარმოებული საქონლის გარიგების ფასი მხედველობაში მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც არ მოიპოვება მონაცემები იმავე მწარმოებლის მიერ წარმოებული იდენტური საქონლის გარიგების ფასზე.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველია:

ა) საგადასახადო ორგანოს მიერ რეგისტრირებული იდენტური იმპორტირებული საქონლის გარიგების ფასი, რომელიც საქართველოში საექსპორტოდ გაყიდულია იმავე კომერციულ და რაოდენობრივ დონეებზე, როგორებზედაც შესაფასებელი საქონელი (იგულისხმება საქონლის პარტიის მოცულობა და ფასი);

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობის არარსებობისას – საგადასახადო ორგანოს მიერ რეგისტრირებული იდენტური იმპორტირებული საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაიყიდა სხვა კომერციულ დონეზე ან/და სხვა რაოდენობით და აღნიშნული ღირებულება კორექტირებულია კომერციული დონით ან/და რაოდენობით გაპირობებულ სხვაობათა გათვალისწინებით. ასეთი კორექტირება შეიძლება გაკეთდეს წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, რომლებიც ნათლად წარმოსახავს კორექტირების მიზანშეწონილობას და სიზუსტეს, მიუხედავად იმისა, ზრდის თუ ამცირებს კორექტირება საქონლის ღირებულებას.

7. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას, ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ხარჯების იმ განსხვავების გასათვალისწინებლად, რომელიც გამოწვეულია შესაფასებელი საქონლისა და მისი იდენტური იმპორტირებული საქონლის გადაზიდვის სატრანსპორტო საშუალებების და გადაზიდვის მანძილების განსხვავებით, უნდა განხორციელდეს ღირებულების კორექტირება.

8. ამ მუხლის მიზნებისათვის, იდენტური იმპორტირებული საქონლის გარიგების ფასი შეიძლება იყოს მხოლოდ ამ ინსტრუქციის 25-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრული საბაჟო ღირებულება, რომელიც კორექტირებულია ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.

9. თუ გამოვლინდა იდენტური იმპორტირებული საქონლის ერთზე მეტი გარიგების ფასი, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისათვის, გამოყენებული უნდა იქნეს მათგან უმცირესი.

მუხლი 27. მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდი

1. თუ შეუძლებელია იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ამ ინსტრუქციის 25-ე და 26-ე მუხლების დებულებების მიხედვით, საბაჟო ღირებულებად ჩაითვლება იმ მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაყიდულ იქნა საქართველოში ექსპორტირების მიზნით და ექსპორტირებული იყო იმავე ან თითქმის იმავე დროს, როდესაც განხორციელდა შესაფასებელი საქონლის ექსპორტი.

2. ამ მუხლის მიზნებისათვის „ექსპორტირებული იმავე ან თითქმის იმავე დროს” ნიშნავს, რომ განსხვავება მსგავსი საქონლის ექსპორტის თარიღსა და შესაფასებელი საქონლის ექსპორტის თარიღს შორის არ აღემატება 30 კალენდარულ დღეს (30 დღით ადრე ექსპორტამდე ან ექსპორტიდან 30 დღის შემდეგ).

3. საბაჟო ღირებულების განსაზღვრის მიზნებისათვის „მსგავსი საქონელი“ არის საქონელი, რომელიც არ არის ზუსტად შესაფასებელი საქონელი და აქვს ერთი და იმავე წარმოშობის ქვეყანა, მსგავსი ფიზიკური მახასიათებლები და შემადგენელი მასალები, რომელთა საფუძველზედაც ამ საქონელს შეუძლია შეასრულოს იგივე ფუნქციები და იყოს კომერციული თვალსაზრისით ჩანაცვლებადი.

4. „მსგავს საქონლად“ არ ჩაითვლება ისეთი საქონელი, რომლის ინჟინერია, დამუშავება, მხატვრული დიზაინი, ნახაზები და ესკიზები დამზადებულია საქართველოში.

5. ამ მუხლის გამოყენებისას, სხვა პირის მიერ წარმოებული საქონლის გარიგების ფასი მხედველობაში მიიღება მხოლოდ მაშინ, როდესაც არ მოიპოვება მონაცემები იგივე მწარმოებლის მიერ წარმოებული მსგავსი საქონლის გარიგების ფასზე.

6. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძველია:

ა) საგადასახადო ორგანოს მიერ რეგისტრირებული მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც საქართველოში გაყიდულია იმავე კომერციულ და რაოდენობრივ დონეებზე, როგორებზედაც შესაფასებელი საქონელი (იგულისხმება საქონლის პარტიის მოცულობა და ფასი);

ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული პირობის არარსებობისას – საგადასახადო ორგანოს მიერ რეგისტრირებული მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, რომელიც გაიყიდა სხვა კომერციულ დონეზე ან/და სხვა რაოდენობით და აღნიშნული ღირებულება კორექტირებულია კომერციული დონით ან/და რაოდენობით გაპირობებულ სხვაობათა გათვალისწინებით. ასეთი კორექტირება შეიძლება გაკეთდეს წარმოდგენილ მტკიცებულებათა საფუძველზე, რომლებიც ნათლად წარმოსახავს კორექტირების მიზანშეწონილობას და სიზუსტეს, მიუხედავად იმისა, კორექტირება ზრდის თუ ამცირებს საქონლის ღირებულებას.

7. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ხარჯების იმ განსხვავების გასათვალისწინებლად, რომელიც გამოწვეულია შესაფასებელი საქონლისა და მისი მსგავსი იმპორტირებული საქონლის გადაზიდვის სატრანსპორტო საშუალებების და გადაზიდვის მანძილების განსხვავებით, უნდა განხორციელდეს ღირებულების კორექტირება.

8. ამ მუხლის მიზნებისათვის, მსგავსი იმპორტირებული საქონლის გარიგების ფასი შეძლება იყოს მხოლოდ ამ ინსტრუქციის 25-ე მუხლის საფუძველზე მანამდე განსაზღვრული საბაჟო ღირებულება, რომელიც კორექტირებულია ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად.

9. თუ გამოვლინდა ერთზე მეტი მსგავსი საქონლის გარიგების ფასი, საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისათვის, კორექტირების საფუძვლად, გამოყენებული უნდა იქნეს მათგან უმცირესი.

მუხლი 28. საქონლის ერთეულის ფასის მეთოდი

ამ მუხლის მიზნებისათვის:

ა) „იდენტური საქონელი“ არის საქონელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის 26-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნებს;

ბ) „მსგავსი საქონელი“ არის საქონელი, რომელიც აკმაყოფილებს ამ ინსტრუქციის 27-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტის მოთხოვნებს;

გ) „იმავე კლასის ან ტიპის საქონელი“ არის საქონელი, რომელიც ძირითადი ფიზიკური მახასიათებლებით ერთგვაროვანია შესაფასებელ საქონელთან მიმართებით. იგი მაქსიმალურად მიახლოებული უნდა იყოს შესაფასებელი საქონლის მახასიათებლებთან და მიეკუთვნებოდეს შესაფასებელი საქონლის სახეობის ვიწრო ჯგუფს, რიგსა და ნომენკლატურას. ამასთანავე, იმავე კლასის ან ტიპის საქონლად შეიძლება ჩაითვალოს საქონელი, რომლის შემოტანა ხორციელდება როგორც შესაფასებელი საქონლის ექსპორტის ქვეყნიდან, ისე სხვა ქვეყნებიდან.

2. თუ შესაფასებელი, იდენტური ან მსგავსი საქონელი საქართველოში იყიდება იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), რა სახითაც იგი შემოტანილ იქნა საქართველოში, შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასის მიხედვით, რა ფასადაც შესაფასებელი, იდენტური ან მსგავსი საქონელი შესაფასებელი საქონლის შემოტანის იმავე ან თითქმის იმავე დროს უდიდესი საერთო ოდენობით მიეყიდა არაურთიერთდაკავშირებულ პირებს იმპორტის შემდეგ პირველივე კომერციულ დონეზე განხორციელებული გაყიდვისას, შემდეგი გამოქვითვების პირობით:

ა) საკომისიოები, რომლებიც ჩვეულებრივ გადაიხდევინება ან წინასწარ შეთანხმდება გადასახდელად, ან ფასნამატები, რომლებიც ჩვეულებრივ ხორციელდება მოგების მიღებისა და იმ ხარჯების დაფარვის მიზნით, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოში იმავე კლასის ან ტიპის საქონლის გაყიდვასთან;

ბ) საქართველოში გაწეული ჩვეულებრივი სატრანსპორტო და სადაზღვევო ხარჯები და მათთან დაკავშირებული ხარჯები;

გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადები და სხვა გადასახდელები, რომლებიც დაკავშირებულია საქონლის იმპორტთან ან გაყიდვასთან.

3. იმ შემთხვევაში, თუ შესაფასებელი ან იდენტური ან მსგავსი საქონელი არ იყიდება შესაფასებელი საქონლის შემოტანის იმავე ან თითქმის იმავე დროს, შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულება (ამ მუხლის მე-2 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით) განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასის მიხედვით, რა ფასადაც შესაფასებელი, იდენტური ან მსგავსი საქონელი იყიდება შესაფასებელი საქონლის შემოტანის შემდგომ უახლოეს პერიოდში, მაგრამ არა უგვიანეს 90 დღისა, იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), რა სახითაც იგი შემოტანილ იქნა საქართველოში.

4. თუ არც შესაფასებელი, არც იდენტური და არც მსგავსი საქონელი არ იყიდება საქართველოში იმავე სასაქონლო სახით (უცვლელ მდგომარეობაში), რა სახითაც იგი შემოტანილ იქნა, დეკლარანტის მოთხოვნით, შესაფასებელი საქონლის საბაჟო ღირებულება განისაზღვრება საქონლის ერთეულის იმ ფასის მიხედვით, რა ფასადაც შესაფასებელი საქონელი საქართველოში გადამუშავების შემდგომ უდიდესი ოდენობით მიეყიდა არაურთიერთდაკავშირებულ პირებს. ამასთანავე, შესაფასებელი საქონლის ფასს გამოაკლდება მისი გადამუშავების დროს შექმნილი დამატებული ღირებულება და განხორციელდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გამოქვითვები.

მუხლი 29. შედგენილი ღირებულების მეთოდი

1. საქონლის საბაჟო ღირებულებად ჩაითვლება შედგენილი ღირებულება, რომელიც შედგება შემდეგი ელემენტებისაგან:

ა) საქონლის წარმოებისათვის გამოყენებული მასალების, დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება;

ბ) მოგებისა და საერთო ხარჯების რაოდენობა, რომელსაც ადგილი აქვს ექსპორტიორ ქვეყანაში მწარმოებლის მიერ იმავე კლასის ან ტიპის საქონლის საქართველოში საექსპორტოდ გაყიდვისას;

გ) ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული ხარჯები.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა„ ქვეპუნქტში აღნიშნული, საქონლის წარმოებისათვის გამოყენებული მასალების, დამზადების ან/და დამუშავების ღირებულება უნდა მოიცავდეს:

ა) ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ„ და „გ„ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ხარჯებს;

ბ) ნებისმიერი საქონლის ან მომსახურების პროპორციულად გადანაწილებულ ღირებულებას, რომელიც განსაზღვრულია ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტში და რომელიც მყიდველმა პირდაპირ ან არაპირდაპირ მიაწოდა გამყიდველს იმპორტირებული საქონლის წარმოებასთან და საექსპორტო გაყიდვასთან დაკავშირებით. ამ ინსტრუქციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ„ ქვეპუნქტით განსაზღვრული, საქართველოში წარმოებული ელემენტების ღირებულება საბაჟო ღირებულებაში ჩართული უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ელემენტების შესაბამისი ხარჯი მწარმოებლის მიერ არის გაწეული. ღირებულების გაანგარიშებისას ამ პუნქტში მითითებული ელემენტების ფასი ან ღირებულება ორჯერ არ უნდა იქნეს გათვალისწინებული.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ„ ქვეპუნქტით განსაზღვრული „საერთო ხარჯები“ მოიცავს საექსპორტო საქონლის წარმოებისა და გაყიდვის პირდაპირ და ირიბ ხარჯებს, რომლებიც არ არის გათვალისწინებული ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა„ ქვეპუნქტში.

მუხლი 30. სარეზერვო მეთოდი

1. თუ იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა ამ ინსტრუქციის 25-ე−29-ე მუხლების დებულებების მიხედვით შეუძლებელია, საბაჟო ღირებულება განისაზღვრება მიზანშეწონილი საშუალებების გამოყენების გზით, რომლებიც შეესაბამება საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის ზოგად დებულებებს და საქართველოში არსებულ მონაცემებს.

2. სარეზერვო მეთოდის დროს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად არ გამოიყენება:

ა) საქართველოში წარმოებული საქონლის შიდა გასაყიდი ფასი;

ბ) საქონლის ფასი ექსპორტიორი ქვეყნის შიდა ბაზარზე;

გ) სხვა ქვეყანაში საექსპორტოდ გასატანი საქონლის ფასი;

დ) საქონლის მინიმალური საბაჟო ღირებულება;

ე) საქონლის თვითნებურად შერჩეული ან ფიქციური ღირებულებები;

ვ) საქონლის ორ ღირებულებას შორის უდიდესი ღირებულების მიღების პრინციპი;

ზ) წარმოების ხარჯი, გარდა შედგენილი ღირებულებისა, რომელიც განსაზღვრულია იდენტური ან მსგავსი საქონლისათვის ამ წესების 29-ე მუხლის დებულებების მიხედვით.

3. სარეზერვო მეთოდით განსაზღვრული საქონლის საბაჟო ღირებულება შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად უნდა ეფუძნებოდეს საქონლის ადრე უკვე განსაზღვრულ საბაჟო ღირებულებას.

4. სარეზერვო მეთოდის ფარგლებში გამოიყენება ის მეთოდები, რომლებიც მოცემულია 26-ე–28-ე მუხლებში, მაგრამ დასაშვებია მათი მოქნილად გამოყენება:

ა) იდენტური საქონლის გარიგების ფასის მეთოდის მოქნილად გამოყენებისას – მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ იდენტური საქონელი ექსპორტირებული უნდა იქნეს იმავე ან თითქმის იმავე დროს, რაც შესაფასებელი საქონელი, შეიძლება თავისუფლად იქნეს ინტერპრირებული. შესაფასებელი საქონლის ექსპორტიორი ქვეყნის გარდა სხვა ქვეყანაში წარმოებული იდენტური იმპორტირებული საქონელი შეიძლება გამოყენებულ იქნეს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად. შეიძლება გამოყენებულ იქნეს ასევე იმ იდენტური იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება, რომელიც პირველი მეთოდით არ ყოფილა დადგენილი;

ბ) მსგავსი საქონლის გარიგების ფასის მეთოდის მოქნილად გამოყენებისას – მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ მსგავსი საქონელი ექსპორტირებული უნდა იქნეს იმავე ან თითქმის იმავე დროს, რაც შესაფასებელი საქონელი, შეიძლება თავისუფლად იქნეს ინტერპრირებული. შესაფასებელი საქონლის ექსპორტიორი ქვეყნის გარდა სხვა ქვეყანაში წარმოებული იდენტური იმპორტირებული საქონელი შეიძლება გამოყენებულ იქნეს საბაჟო ღირებულების განსაზღვრის საფუძვლად. შეიძლება გამოყენებულ იქნეს ასევე იმ იდენტური იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულება, რომელიც პირველი მეტოდით არ ყოფილა დადგენილი;

გ) საქონლის ერთეულის ფასის მეთოდის მოქნილად გამოყენება – მოთხოვნა იმის თაობაზე, რომ საქონელი უნდა გაიყიდოს `იმავე მდგომარეობაში, რომელშიც იგი იმყოფებოდა შემოტანის დროს„, შეიძლება თავისუფლად იქნეს ინტერპრირებული; მოთხოვნა `90 დღის„ თაობაზე შეიძლება გამოყენებულ იქნეს მოქნილად.

5. საქონლის საბაჟო ღირებულების სარეზერვო მეთოდით განსაზღვრის სისწორის კონტროლის დროს გამოსაყენებელი ფასები შეიძლება შეიცავდეს ინფორმაციის ღია წყაროებიდან და პრაქტიკის განზოგადებიდან მიღებულ მონაცემებს, რომელიც საინფორმაციო ხასიათის არის და გამოიყენება მხოლოდ სარეზერვო მეთოდით საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრის სისწორის დადგენის მიზნით.

მუხლი 31. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების ელემენტები

1. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულების ამ ინსტრუქციის 25-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას, გარიგების ფასს უნდა დაემატოს შემდეგი ხარჯები, იმ პირობით, რომ ეს ხარჯები მყიდველმა რეალურად გასწია, მაგრამ ისინი არ არის ჩართული გარიგების ფასში:

ა) საკომისიო და საბროკერო ხარჯები, გარდა შესყიდვაზე გაწეული საკომისიო ხარჯებისა („შესყიდვის საკომისიო ხარჯები“–ეს არის საკომისიოები, რომლებიც იმპორტიორმა თავის აგენტს გადაუხადა შესაფასებელი საქონლის შესყიდვისათვის გაწეული მომსახურების სანაცვლოდ);

ბ) იმ კონტეინერების ღირებულება, რომლებიც იმპორტის მიზნებისათვის განიხილება იმპორტირებულ საქონელთან ერთობლიობაში. თუ ასეთი კონტეინერი მრავალჯერადი გამოყენებისაა, დეკლარანტის მოთხოვნით, მისი ღირებულება, ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების გამოყენებით, პროპორციულად უნდა გადანაწილდეს შესაფასებელ საქონელზე;

გ) საქონლის შეფუთვის ღირებულება, გაწეული შრომისა და შესაფუთი მასალების ჩათვლით.

2. თუ საქონელი ან მომსახურება მყიდველის მიერ გამყიდველს უფასოდ ან ფასდაკლებით, პირდაპირ ან არაპირდაპირ მიეწოდება და გამოიყენება იმპორტირებული საქონლის წარმოებასთან და საექსპორტოდ გაყიდვასთან დაკავშირებით, საქონლის საბაჟო ღირებულების ამ ინსტრუქციის 25-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს ქვემოთ ჩამოთვლილი საქონლისა და მომსახურების პროპორციულად განაწილებული ღირებულება იმ ოდენობით, რომლითაც ეს ღირებულება ჩართული არ არის გადახდილ ან გადასახდელ ფასში:

ა) საქონლის შემადგენლობაში შემავალი მასალები, ნედლეული, ნაწილები (დეტალები) და სხვა ანალოგიური კომპონენტები;

ბ) საქონლის წარმოების დროს გამოყენებული სამუშაო ინსტრუმენტები, შტამპები, ჩამოსასხმელი ფორმები და მსგავსი ელემენტები;

გ) საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოებული ინჟინერია, დამუშავება, საკონსტრუქტორო და სამხატვრო-დიზაინერული საქმიანობა, მხაზველობითი სამუშაოები, პროექტები, სქემები, ესკიზები და სხვა სამუშაოები (საქართველოს ფარგლებს გარეთ წარმოებულად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ისინი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 166-ე მუხლის გათვალისწინებით, არ ჩაითვლებიან საქართველოში გაწეულ მომსახურებად და არ ექვემდებარებიან დღგ-ით უკუდაბეგვრას)

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მიზნებისათვის, საქონლისა და მომსახურების ღირებულება, რომელიც უნდა შევიდეს საბაჟო ღირებულებაში, უნდა განისაზღვროს იმ ფასით, რომლითაც იგი შეიძინა მყიდველმა. თუ ეს საქონელი ნაწარმოებია თვით მყიდველის მიერ, მისი ფასი განისაზღვრება მყიდველის საბუღალტრო დოკუმენტაციაზე დაყრდნობით. იმ შემთხვევაში, როცა მოცემული საქონელი ამორტიზებულია, მისი ღირებულება განისაზღვრება ამორტიზაციის ნორმების გათვალისწინებით.

4. საქონლის საბაჟო ღირებულების ამ ინსტრუქციის 25-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას, გარიგების ფასს უნდა დაემატოს იმპორტირებულ საქონელთან დაკავშირებული საავტორო ჰონორარი ან სალიცენზიო გადასახდელები იმ ოდენობით, რა ოდენობითაც ჩართული არ არის გადახდილ ან გადასახდელ ფასში და პირდაპირ ან არაპირდაპირ უნდა გადაიხადოს მყიდველმა, როგორც ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმპორტირებული საქონლის პირობა. მასში შედის გადასახდელები პატენტებზე, სასაქონლო მარკებზე, საავტორო უფლებებზე, „ნოუ-ჰაუზე“. ამასთანავე, სალიცენზიო და ინტელექტუალური საკუთრების გადასახდელები ჩაირთვება საბაჟო ღირებულებაში, თუ ინტელექტუალური საკუთრების ნიმუშებს განუყრელი კავშირი აქვს იმპორტირებულ საქონელთან და ეს პირობები დაფიქსირებულია კონტრაქტში. თუ მყიდველი სალიცენზიო გადასახდელებს უხდის მესამე პირს, ეს შეთანხმებული უნდა იყოს გამყიდველთან.

5. საქონლის საბაჟო ღირებულების ამ ინსტრუქციის 25-ე მუხლის საფუძველზე განსაზღვრისას გარიგების ფასს უნდა დაემატოს იმ მოგების ნაწილის ღირებულება, რომელიც საქონლის ყოველი შემდგომი გადაყიდვის, განკარგვის და გამოყენების შედეგად პირდაპირ ან არაპირდაპირ ეკუთვნის გამყიდველს.

6. საქონლის საბაჟო ღირებულებაში ჩაირთვება იმპორტირებულ საქონელზე საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთამდე გაწეული შემდეგი ხარჯები:

ა) ტრანსპორტირების ღირებულება, დატვირთვა-გადმოტვირთვისა და დამუშავების (მათ შორის, საწყობში შენახვის) ხარჯები. თუ სხვადასხვა საქონლის პარტია ერთი და იმავე ტრანსპორტით არის იმპორტირებული, ტრანსპორტირების ხარჯები პროპორციულად გადანაწილდება, რომელიც უნდა განისაზღვროს გადამზიდავთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით;

ბ) დაზღვევასთან დაკავშირებული ხარჯები, თუ ეს ხარჯები გაწეულია დეკლარანტის მიერ.

7. საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას დაუშვებელია გარიგების ფასისათვის იმ ხარჯების მიკუთვნება, რომლებიც ამ მუხლით არ არის გათვალისწინებული.

8. იმპორტირებული საქონლის საბაჟო ღირებულებაში არ უნდა იყოს ჩართული შემდეგი გადასახდელები და ხარჯები, თუ ისინი გამოყოფილია საქონლის ფაქტობრივი ფასიდან:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადები და მოსაკრებლები;

ბ) საქართველოს საბაჟო საზღვრის გადმოკვეთის შემდგომი ტრანსპორტირების ხარჯები;

გ) სამშენებლო-სამონტაჟო სამუშაოების, საწყობის, მომსახურების ან გაწეული ტექნიკური დახმარების ხარჯები, რომლებიც გაწეულ იქნა საქონლის შემოტანის შემდეგ;

დ) საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთის პროცედურებთან დაკავშირებული ხარჯები და სხვა ხარჯები, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული საქონლის გადაადგილებასთან;

ე) მყიდველის მიერ იმპორტირებული საქონლის ყიდვასთან დაკავშირებით დადებული საფინანსო შეთანხმებით გათვალისწინებული პროცენტები, თუ:

ე.ა) ეს პროცენტები გამოყოფილია საქონლის ფაქტობრივი ფასიდან;

ე.ბ)საფინანსო შეთანხმება შედგენილია წერილობითი ფორმით;

ე.გ) საჭიროების შემთხვევაში მყიდველს შეუძლია დაადასტუროს, რომ საქონელი ფაქტობრივად გაყიდულია დეკლარირებული ფასით და საპროცენტო განაკვეთი არ აღემატება საშუალო საპროცენტო განაკვეთს, რომელიც დაფინანსების მომენტში მოქმედებს მსგავს შეთანხმებებთან მიმართებით იმ ქვეყანაში, რომელშიც იმყოფება დამფინანსებელი პირი. ეს დებულებები გამოიყენება მიუხედავად იმისა, გარიგებას აფინანსებს გამყიდველი, ბანკი თუ მესამე პირი;

ვ) იმპორტირებული საქონლის საქართველოში წარმოების უფლების მოსაპოვებლად აუცილებელი ხარჯები;

ზ) მყიდველის მიერ იმპორტირებული საქონლის დისტრიბუციის ან გაყიდვის უფლების მისაღებად გაწეული ხარჯები.

მუხლი 32. მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების ან სასწავლო პროგრამების პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლების საბაჟო ღირებულების განსაზღვრა

1. ამ ინსტრუქციის 25-ე–31-ე მუხლების დებულებებისაგან განსხვავებით, მონაცემთა ავტომატიზებული დამუშავების ან სასწავლო პროგრამების პროგრამული უზრუნველყოფის მატარებლების საბაჟო ღირებულების განსაზღვრისას გაითვალისწინება მხოლოდ ამ პროგრამის მატარებლების ფასი, იმ პირობით, რომ მონაცემების ავტომატიზებული დამუშავების ან სასწავლო პროგრამების ღირებულება დოკუმენტურად განცალკევებულია პროგრამის მატარებლების ღირებულებისაგან.

2. პროგრამის მატარებლების საბაჟო ღირებულება განისაზღვრება პროგრამის მატარებლების ღირებულებისა და მის ტრანსპორტირებაზე, ჩატვირთვა-გადმოტვირთვაზე, მოვლასა და შეფუთვაზე გაწეული ხარჯების ერთობლიობით.

3. ამ მუხლის მიზნებისათვის ცნება „მატარებელი“ არ მოიცავს ინტეგრირებულ სქემებს, ნახევარგამტარებს და მოწყობილობებს ან ნაწილებს, რომლებისგანაც შედგება ზემოაღნიშნული სქემები, ნახევარგამტარები ან მოწყობილობები, ხოლო ცნებები „მონაცემები“ და „სასწავლო პროგრამები“ არ მოიცავს აუდიო-, კინო- და ვიდეოჩანაწერებს.

თავი VI

გარანტია

მუხლი 33. გარანტიის წარდგენა, გამოყენება და გარანტიის წარდგენისაგან გათავისუფლება, გარანტიის ფორმები და სახეები

1. გარანტიის წარდგენა სავალდებულოა:

ა) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანისას;

ბ) შიდა გადამუშავებისას;

გ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრაზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისას;

დ) როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული საბაჟო დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას;

ე) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად;

ვ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის დასაწყებად;

ზ) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების იმპორტისას;

თ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, როდესაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი არ არის წარდგენილი ან წარდგენილია ხარვეზით;

ი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სანქციის – საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში სამართალდამრღვევისათვის საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების მიცემისას.

კ) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის საქართველოს მოქალაქის მიერ დროებით შემოტანისას.

2. გარანტია არ წარედგინება:

ა) თუ პირი, რომელსაც წარმოეშვა ან შეიძლება წარმოეშვას საგადასახადო ვალდებულება, სახელმწიფო ხელისუფლების ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოა;

ბ) გემის მიმართ, ან ალკოჰოლიანი სასმელების საწარმოებლად განკუთვნილი საქონლის მიმართ, ან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრირებული იურიდიული პირის მიერ სამკერვალო წარმოებისათვის განკუთვნილი საქონლის მიმართ შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას;

გ) თუ საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების იმპორტი ხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – დაცვის პოლიციის დეპარტამენტის მიერ.

დ) საბაჟო საწყობში გადამუშავებისთვის განკუთვნილი უცხოური საქონლის - სეს ესნ-ის 2603 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში შემავალი სპილენძის კონცენტრატების შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას. (26-11-2014 ნომერი 346)

3. იმ შემთხვევებში, როდესაც გარანტიის წარმოდგენა სავალდებულო არ არის, წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულებების შესრულებაზე პასუხისმგებელი პირებია:

ა) საქონლის გადაადგილებისას:

ა.ა) ტრანზიტის დროს – საქონლის გადამაადგილებელი სატრანსპორტო საშუალების მფლობელი;

ა.ბ) სხვა შემთხვევაში – საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მფლობელები სოლიდარულად;

ბ) სასაქონლო ოპერაციის (ტრანზიტის გარდა) პირობების დარღვევისას – დეკლარანტი.

4. გარანტიის გამცემი (გარანტორი) აუცილებლად უნდა იყოს საქართველოს რეზიდენტი.

5. გარანტიის წარდგენა ხორციელდება წერილობითი ფორმით.

6. გარანტია შეიძლება იყოს:

ა) ინდივიდუალური, რომლითაც უზრუნველყოფილია ერთი სასაქონლო ოპერაციის ან პროცედურის მიმართ ვალდებული პირის ან საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოშობილ ან წარმოსაშობ ვალდებულებებზე;

ბ) საერთო, რომლითაც მუდმივად უზრუნველყოფილია:

ბ.ა) ორ ან მეტ სასაქონლო ოპერაციაზე ან პროცედურაზე წარმოშობილი ან წარმოსაშობი ვალდებულებები;

ბ.ბ) ორი ან მეტი საბაჟო საწყობის მფლობელის პასუხისმგებლობა წარმოშობილ ან წარმოსაშობ ვალდებულებებზე.

7. გარანტიის სახეებია:

ა) საბანკო დაწესებულების ან მისი ფილიალის მიერ გაცემული საბანკო გარანტია (დანართი VI–01);

ბ) დაზღვევის პოლისი (დანართი VI–02); (30-06-2014 ნომერი 196)

გ) პირის საკუთრებაში არსებული შესაბამისი ღირებულების უძრავი ქონების გირავნობა/იპოთეკით დატვირთვა – მხოლოდ საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად. საგადასახადო დავალიანების წარმოშობისას ამ ქონებიდან გადახდევინების უზრუნველყოფის შემთხვევაში, საბაჟო საწყობის მფლობელს საქმიანობის გაგრძელების უფლება მიეცემა ამ პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარანტიის წარდგენისას;

დ) საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულება (დანართი VI–03) – მხოლოდ საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემოსვლისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, როდესაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი არ არის წარდგენილი ან წარდგენილია ხარვეზით.

8. გარანტიის მიღებისას, შემოსავლების სამსახური იტოვებს მის დედანს, ხოლო დამოწმებული ასლი უბრუნდება ვალდებულ პირს.

მუხლი 34. საგარანტიო თანხის ოდენობა და გარანტიის მოქმედების ვადა

1. საგარანტიო თანხის ოდენობა შეადგენს:

ა) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას;

ბ) შიდა გადამუშავებისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას, რომელიც განისაზღვრება გადაუმუშავებელი საქონლის სახეობისა და საბაჟო ღირებულების საფუძველზე, შიდა გადამუშავების საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს გადაუმუშავებელი საქონლისათვის მოქმედი იმპორტის გადასახდელების განაკვეთებით;

გ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრაზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისას – კორექტირების აქტით განსაზღვრული საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ გადასახდელებსა და დეკლარანტის მიერ დეკლარირებული საბაჟო ღირებულების საფუძველზე გაანგარიშებულ (გადახდილ) გადასახდელებს შორის სხვაობას;

დ) როცა დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული საბაჟო დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას – კორექტირებული საბაჟო დეკლარაციით განსაზღვრულ გადასახდელებსა და თავდაპირველი საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებულ (გადახდილ) გადასახდელებს შორის სხვაობას;

ე) ერთი პირის საბაჟო საწყობის (საბაჟო საწყობების) საქმიანობის ნებართვის (ნებართვების) მისაღებად – 200 000 ლარს;

ვ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის დასაწყებად - 50 000 ევროს ეკვივალენტი ლარში;

ზ) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას;

თ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე თავდებობის ხელშეკრულების წარდგენისას – დეკლარირებულ საქონელზე იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას;

ი) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სანქციის – საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში სამართალდამრღვევისათვის საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების მიცემისას – 5 000 ლარს.

კ) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის საქართველოს მოქალაქის მიერ დროებით შემოტანისას – იმპორტის გადასახდელების შესაბამის თანხას, რომელიც გადაიხდევინებოდა დროებითი შემოტანის საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღეს ამ საქონლის იმპორტში მოქცევისას.

2. ორ ან მეტ სასაქონლო ოპერაციაზე ან პროცედურაზე წარსადგენი საერთო გარანტიის თანხა განისაზღვრება იმ ოდენობით, რომელიც ნებისმიერ მომენტში უზრუნველყოფს გადასახდელების დაფარვას.

3. გარანტიის მოქმედების ვადა:

ა) არ უნდა იყოს გარანტიის წარდგენიდან 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები;

ბ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრაზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისას, ან იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი არ ეთანხმება კორექტირებული საბაჟო დეკლარაციის მონაცემებს, მაგრამ ითხოვს საქონლის დაუყოვნებლივ გაშვებას, ან საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან ასეთი რეისების განხორციელების ას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას – არ უნდა იყოს გარანტიის წარდგენიდან 60 კალენდარულ დღეზე ნაკლები;

გ) თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვით განსაზღვრული საქმიანობის დასაწყებად – არ უნდა იყოს ერთ კალენდარულ წელზე ნაკლები. ამასთან, თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა გარანტიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში;

დ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სანქციის – საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში სამართალდამრღვევისათვის საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების მიცემისას – არ უნდა იყოს საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის მოქმედების ვადის დარჩენილ ნაწილზე ნაკლები.

ე) საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მისაღებად – არ უნდა იყოს ერთ კალენდარულ წელზე ნაკლები. ამასთან, საბაჟო საწყობის საქმიანობის ნებართვის მფლობელის პასუხისმგებლობა გარანტიით უნდა იყოს უზრუნველყოფილი საქმიანობის მთელი ვადის განმავლობაში.

ვ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე თავდებობის ხელშეკრულების წარდგენისას – არ უნდა იყოს მისი წარდგენიდან 6 თვეზე ნაკლები.

4. იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით საქონლის დროებითი შემოტანისას, ან იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის საქართველოს მოქალაქის მიერ დროებით შემოტანისას, ან შიდა გადამუშავებისას იმპორტის ან ექსპორტის გადასახდელების გადახდა უზრუნველყოფილი უნდა იყოს გარანტიით სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის მთელი ვადის განმავლობაში.

5. იმ შემთხვევაში, როცა ხორციელდება საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის საქმიანობის ნებართვის მფლობელის საფირმო სახელწოდების შეცვლა, ნებართვის მფლობელი ვალდებულია, საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში ცვლილების განხორციელებიდან 7 დღის ვადაში წარუდგინოს შემოსავლების სამსახურს გარანტია, სადაც აისახება ნებართვის მფლობელის საწარმოს სარეგისტრაციო მონაცემებში განხორციელებული ცვლილების შესაბამისად სრული საფირმო სახელწოდება.

მუხლი 35. გარანტიის გაუქმება ან შესრულება 

1. თუ არ წარმოიშვა საგადასახადო ვალდებულება, შესრულდა წარმოშობილი საგადასახადო ვალდებულება ან შეწყდა მისი წარმოშობის საფუძვლები, წარდგენილი გარანტია უქმდება.

2. თუ საგადასახადო დავალიანება ნაწილობრივ დაფარულია, წარდგენილი გარანტია, ვალდებული პირის მიერ საგადასახადო ორგანოში წარდგენილი განცხადების საფუძველზე, ნაწილობრივ უქმდება.

3. დადგენილ ვადაში გადასახდელების თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოითხოვოს წარდგენილი გარანტიის შესრულება გადასახდელების თანხისა და ვალდებულების წარმოშობის დღიდან დარიცხული, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 272-ე მუხლით გათვალისწინებული საურავის გადახდით.

4. გარანტიის გაუქმების საფუძვლებია:

ა) იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებით დროებით შემოტანილი საქონლის ან საქართველოს მოქალაქის მიერ იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით დროებით შემოტანილი სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის რეექსპორტით გატანისას საბაჟო დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნა, ან სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრა ან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიების განხორციელება;

ბ) შიდა გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული საქონლის, გადაუმუშავებელი საქონლის, ნაშთის ან/და ნარჩენების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა ან სხვა სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრა ან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიების განხორციელება;

გ) დეკლარანტსა და საგადასახადო ორგანოს შორის საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრაზე ან კორექტირებული საბაჟო დეკლარაციის მონაცემებზე უთანხმოების დროს საქონლის გაშვებისათვის წარმოდგენილი გარანტიის ვადის გასვლამდე დეკლარანტის მიერ გარანტიით უზრუნველყოფილი იმპორტის გადასახდელების თანხის გადახდა ან საგადასახადო დავის განმხილველი ორგანოს მიერ დეკლარანტის საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლა;

დ) სანებართვო საქმიანობის დასრულება და საბაჟო საწყობის ან თავისუფალი ვაჭრობის პუნქტის გაუქმება, თუ დასტურდება კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულება.

ე) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებლად განკუთვნილი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას წარდგენილ გარანტიაზე – „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის ნომერი IV-08 და ნომერი IV-09 დანართებით გათვალისწინებული „საერთაშორისო საავიაციო რეისებზე ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის შესახებ ანგარიშგების“ ან „საერთაშორისო საზღვაო რეისებზე ბორტზე მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის შესახებ ანგარიშგების“ წარდგენა;

ვ) საგადასახადო ორგანოში წარდგენილი გარანტიის სხვა გარანტიით შეცვლა;

ზ) საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად წარდგენილ თავდებობაზე – მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთის (საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ან საქართველოში მცხოვრები უცხოელის ან ლტოლვილის მუდმივი ბინადრობის მოწმობის) სრულყოფილად წარდგენა;

    თ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლით გათვალისწინებული საგადასახადო სანქციის – საქართველოს საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში სამართალდამრღვევისათვის საბაჟო საზღვრის გადაკვეთის უფლების მიცემისას წარდგენილ უპირობო და გამოუხმობ საბანკო გარანტიაზე – სანქციის მოქმედების ვადის გასვლა ან სანქციისაგან გათავისუფლება.

    5. თუ საგარანტიო თანხა არასაკმარისია ან მისი მოქმედების ვადა ვეღარ უზრუნველყოფს წარმოსაშობი ვალდებულებების შესრულებას, გარანტიის წარმდგენი ვალდებულია, შეცვალოს ან დამატებით წარადგინოს გარანტია.

    6. თუ შემოსავლების სამსახურში არსებული ინფორმაციით ირკვევა, რომ გარანტიის მოქმედების პერიოდში არ სრულდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულებები, შემოსავლების სამსახურს უფლება აქვს, გარანტიის ვადის ამოწურვამდე გარანტორს მოსთხოვოს საგარანტიო თანხის შემოსავლების სამსახურის სადეპოზიტო ანგარიშზე განთავსება მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 დღისა. აღნიშნული თანხა გარანტორს უბრუნდება გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების განხორციელებიდან არა უგვიანეს 3 დღისა. იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ არ შესრულდა გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულება, საგარანტიო თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში.

საქართველოს რეზიდენტის თავდებობის ხელშეკრულება

    „-----” -------------------------- 20-- წ.

    თავდების სრული დასახელება

    ან სახელი, გვარი ------------------------------------------------------------

    თავდების ს/ნ ან პ/ნ ------------------------------------------------------------

    საგადასახადო ორგანო --------------------------------------------------------

    ძირითადი მოვალე

    (გადასახადის გადამხდელი) -------------------------------------------------

    თავდების ვალდებულება: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 249-ე

მუხლის თანახმად, თავდები სოლიდარულად კისრულობს გამოუწვევად ვალდებულებას, ყოველგვარი უარყოფისა და გასაჩივრების უფლების გარეშე, სრული მოცულობით დაფაროს ძირითადი მოვალის (გადასახადის გადამხდელის) საგადასახადო დავალიანება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე, საგადასახადო ორგანოს წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, თუ გადასახადის გადამხდელი 20 წლის ----- ------------------ -მდე არ წარუდგენს შემოსავლების სამსახურს საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელ საბუთს.

    თავდებობის ზღვრული თანხა: --------------------------------------------

    თავდების ხელმოწერა ------------------------------

    საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის

    ხელმოწერა --------------------------------------------------------------

თავი VII

სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია

მუხლი 36. სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია

1. სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის (დანართი ნომერი VII-01) გამოყენებით. (8-05-2013 ნომერი 133 ამოქმედდეს 2014 წლის 20 იანვრიდან))

2. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არის გათვალისწინებული, ამ თავის დებულებები არ ვრცელდება:

ა) თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანისას, რომლის დროსაც გამოიყენება ამ ინტრუქციის XVI თავის დებულებები;

ბ) „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე, რომლის მიმართ ხორციელდება ამ ინტრუქციის XXI თავით განსაზღვრული გამარტივებული პროცედურები;

გ) იმპორტის, საწყობის, ექსპორტის, დროებითი შემოტანის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციებში გაცხადებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთა დეკლარირებაც ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით.

3. დეკლარირებული საქონლის მიმართ საბაჟო კონტროლს შემოსავლების სამსახური ახორციელებს ASYCUDA-ს მეშვეობით გამოსაყენებელი რისკების მართვის სისტემით.

4. ASYCUDA-ს მეშვეობით დეკლარირებული საქონლის მონაცემების რისკის პროფილთან თანხვედრის შემთხვევაში სისტემაში რეგისტრირებული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც გულისხმობს:

ა) მწვანე დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციის და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე;

ბ) ლურჯი დერეფანი“ – საქონლის გაშვებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე, საქონლის გაშვების შემდგომ საქონლის საბაჟო ღირებულებისა ან/და იმპორტის გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმების აუცილებლობის პირობით;

გ) ყვითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალურ შემოწმებით, საქონლის დათვალიერების გარეშე;

დ) „წითელი დერეფანი“ – საქონლის გაფორმებას დეკლარაციისა და დოკუმენტების კამერალური შემოწმებით, აგრეთვე დეკლარირებული საქონლის დათვალიერებით.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული რისკის კრიტერიუმები კონფიდენციალურია.

6. რისკის პროფილები, მათი შემუშავების წესი და სამუშაო ჯგუფის შემადგენლობა, მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის/მოადგილის ბრძანებით.

7. ამ თავის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა) სასაქონლო პარტია (გარდა ტრანზიტისა) – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი სახეობის ტრანსპორტით ერთი მიმღების მისამართით, წარდგენილი სასაქონლო ოპერაციისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა; ერთი ხელშეკრულების საფუძველზე მილსადენი ტრანსპორტით ერთი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული და ერთსა და იმავე სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი; ერთი ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროგადამცემი ხაზებით ერთი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული ერთსა და იმავე სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ელექტროენერგია, ხოლო პარალელურ რეჟიმში მუშაობის დროს – ერთი ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროგადამცემი ხაზებით პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში სალდო გადადინებით გადაადგილებული ელექტროენერგია;

ბ) სასაქონლო პარტია – ტრანზიტის შემთხვევაში – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სატრანსპორტო საშუალებით (სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში ერთი შემადგენლობით). ერთი ხელშეკრულების საფუძველზე მილსადენი ტრანსპორტით ერთი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული და ერთსა და იმავე სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი. ერთი ხელშეკრულების საფუძველზე ელექტროგადამცემი ხაზებით ერთი საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული ერთსა და იმავე სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ელექტროენერგია;

გ) სატრანსპორტო დოკუმენტები – ამ ინსტრუქციის დანართი ნომერი IV-01-ით გათვალისწინებული სატრანსპორტო დოკუმენტები.

დ) სასაქონლო პარტიათა ნაკრები − ერთი გადამზიდველის მიერ ერთი სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდული რამდენიმე სასაქონლო პარტია; (31-12-2013 ნომერი 443 ამოქმედდეს 2014 წლის 20 იანვრიდან)

ე) სასაქონლო პარტიათა ნაკრების გადამზიდველი − პირი, რომელიც ორგანიზებას უწევს რამდენიმე მიმღების მისამართით გამოგზავნილი საქონლის დახარისხებას ექსპორტის ქვეყანაში, სასაქონლო პარტიათა ნაკრების ტრანსპორტირებას და საქართველოში იმპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელებას; (31-12-2013 ნომერი 443 ამოქმედდეს 2014 წლის 20 იანვრიდან)

ვ) საბაჟო ღირებულების გამარტივებული დეკლარაცია − იმპორტიორის მიერ შედგენილი და დამოწმებული საბაჟო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი, როდესაც საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი არ შეიცავს საკმარის ინფორმაციას, ხოლო სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში – იმპორტიორის მიერ ნასყიდობის დოკუმენტების საფუძველზე შედგენილი და დამოწმებული საბაჟო ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (დანართი ნომერი IV-04); (29-09-2014 ნომერი 287 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

ზ) სასაქონლო პარტიათა ნაკრების ტრანსპორტირების ღირებულების დოკუმენტი − სასაქონლო პარტიათა ნაკრებში თითოეული სასაქონლო პარტიის ტრანსპორტირების ღირებულების დამადასტურებელი დოკუმენტი (დანართი ნომერი IV-05). (31-12-2013 ნომერი 443 ამოქმედდეს 2014 წლის 20 იანვრიდან)

მუხლი 37. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსება და წარდგენა

1. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციას ავსებს:

ა) დეკლარანტი ან წარმომადგენელი ამ ინსტრუქციის 22-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ბ) საგადასახადო ორგანო:

ბ.ა) როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე; (12-04-2013 ნომერი 105 ამოქმედდეს 2013 წლის 25 აპრილიდან)

ბ.ბ) საფოსტო გზავნილით შემოტანილ საქონელზე.

ბ.გ) როდესაც სასაქონლო პარტიათა ნაკრების გადამზიდველი თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე. (31-12-2013 ნომერი 443 ამოქმედდეს 2014 წლის 20 იანვრიდან)

2. ერთი სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთი სასაქონლო პარტია.

3. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ძირითადი ფურცლით შეიძლება გაცხადდეს ცნობები მხოლოდ ერთი დასახელების, სახეობისა და მარკის საქონელზე, რომელიც სეს ესნ-ში კლასიფიცირდება ერთი თერთმეტნიშნა კოდით და წარმოშობილია ერთ ქვეყანაში.

4. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ერთ დამატებით ფურცელში შეიძლება გაცხადდეს ცნობები სამი დასახელების, სახეობის და მარკის საქონელზე და რომელთაგან თითოეული მათგანი წარმოშობილია ერთ ქვეყანაში და სეს ესნ-ში კლასიფიცირდება ერთი თერთმეტნიშნა კოდით. დაუშვებელია ერთ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში გაცხადდეს ერთზე მეტი ერთი და იმავე თერთმეტნიშნა კოდის და ერთი და იგივე წარმოშობის ქვეყნის საქონელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ასეთი საქონლის ნაწილზე წარმოდგენილია საქონლის შეღავათიანი (პრეფერენციული) წარმოშობის სერტიფიკატი, ან როდესაც საქონლის დეკლარირება ხორციელდება „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ პერიოდული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით. (29-09-2014 ნომერი 287 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

5. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის დამატებითი ფურცლის გრაფების შევსების წესი იგივეა, რაც ძირითადი ფურცლის შესაბამისი გრაფებისა.

6. სასაქონლო პარტიის ერთ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში დეკლარირებისას მის ძირითად ფურცელს შეიძლება დაერთოს არა უმეტეს 33 დამატებითი ფურცლისა და ერთი სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს არა უმეტეს 100 დასახელების საქონელი.

7. იმ შემთხვევაში, თუ სასაქონლო პარტია შედგება 100-ზე მეტი დასახელების საქონლისაგან, მაშინ 100-ის შემდეგ პარტიაში შემავალ ყოველ მომდევნო 100 დასახელებამდე საქონელზე ივსება ახალი სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია.

8. დასაშვებია სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის უკანა გვერდის გამოყენება სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოების აღნიშვნებისა და დამღებისათვის.

9. თუ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი ან წარმომადგენელი, ამ დეკლარაციის ASYCUDA-ში რეგისტრაციისას:

ა) ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად, ხოლო დოკუმენტები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან. ამასთან, ლიცენზიები, ნებართვები, სერტიფიკატები, გარანტიები და შეღავათების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება ორიგინალის სახით, ხოლო სხვა დოკუმენტების შენახვა შესაძლებელია როგორც დედნის, ასევე დეკლარანტის მიერ ხელმოწერითა და ბეჭდით (არსებობის შემთხვევაში) დამოწმებული ასლის სახით;

ბ) დოკუმენტებთან ერთად ასევე ელექტრონულად წარედგინება „საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VII–03);

გ) როცა ტექნიკურად შეუძლებელია სარკინიგზო ზედნადების ელექტრონული ფორმით წარდგენა, მის ნაცვლად ელექტრონულად წარედგინება „სარკინიგზო ზედნადების მონაცემების შესახებ განაცხადი“ (დანართი №VII–04), ხოლო სარკინიგზო ზედნადები მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან.

10. თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების სამმართველოს, გაფორმების ეკონომიკურ ზონას ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტები. ამ შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს „გაფორმების ორგანოში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის” (დანართი ნომერი VII–02) შევსებას, რომელიც დაერთვება წარმოდგენილ დოკუმენტებს და მოწმდება დეკლარანტის ხელმოწერით ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით ელექტრონული ხელმოწერით. დოკუმენტზე ელექტრონული ხელმოწერა ითვლება მატერიალურ დოკუმენტზე პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალის მქონედ. (8-05-2013 ნომერი 132) (26-04-2013 ნომერი 120 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

11. თუ დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე ან ერთი მიმღების მისამართით გაგზავნილი, იმპორტის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის დანიშნულების ადგილზე წარდგენამდე ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილ საქონელზე თხოვნით მიმართავს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოს, გაფორმების ეკონომიკურ ზონას ან თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე, სასაქონლო ოპერაციისათვის აუცილებელი დოკუმენტების წარდგენა აგრეთვე შესაძლებელია ელექტრონულად. ასეთ შემთხვევაში დოკუმენტები ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს. (29-09-2014 ნომერი 287 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

12. თუ პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას წარდგენილ დოკუმენტებში არსებული მონაცემები არასწორად აისახა სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში, პირს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული ჯარიმა არ დაეკისრება.

13. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის მომენტიდან, ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – „საბაჟო დეპარტამენტში საქონლის გაფორმებისათვის წარდგენილი დოკუმენტების შესახებ განაცხადის” დამოწმების მომენტიდან, ხოლო ამ მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – დოკუმენტების ელექტრონულად წარდგენის მომენტიდან, საქონელი ჩაითვლება გაცხადებულ სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებულად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე წარდგენილი საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან გასულია 30 კალენდარული დღე. (15-08-2013 ნომერი 271 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

131. წინასწარ (საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე) დეკლარირებული საქონლის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის შემდეგ შემოტანის შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს საქონლის ხელახალი დეკლარირება. (15-08-2013 ნომერი 271 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

14. ASYCUDA-ს მეშვეობით სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის გრაფების შევსების წესი, მონაცემების ელექტრონულად დამუშავებისათვის გამოსაყენებელი კლასიფიკატორი (შემდგომში – კლასიფიკატორი) მტკიცდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.

მუხლი 38. ტრანზიტის დეკლარირება

ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის (დანართი ნომერი VII–01) წარდგენით ხდება მხოლოდ:

ა) საზღვაო ტრანსპორტით საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის (გარდა კონტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა) დეკლარირებისას;

ბ) მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით ტრანზიტით გადაადგილებული საქონლის დეკლარირებისას;

გ) საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირებისას, იმ შემთხვევაში, როცა საქონლის მიმართ წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია განხორციელდა სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის მეშვეობით.

მუხლი 39. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის გამარტივებული წესით შევსება

სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია გამარტივებული წესით ივსება (გარდა ამ ინსტრუქციის 21-ე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა):

ა) საგანგებო სიტუაციების შედეგებზე რეაგირებისთვის, ან წვრთნების ჩასატარებლად, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციის მიზნით პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად განკუთვნილი საქონლის იმპორტისას ან შესაბამისი ტექნიკის სახით საქონლის დროებითი შემოტანისას;

ბ) სხვა ქვეყანაში შექმნილი საგანგებო სიტუაციის შედეგებზე რეაგირების, ან მილსადენსა და ელექტროგადამცემ ხაზებზე ავარიის პრევენციისათვის პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების შესრულების მიზნით საქონლის ან წვრთნების ჩატარების მიზნით ტექნიკის სახით საქონლის ექსპორტისას;

გ) საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს იმპორტის, დროებითი შემოტანის, ექსპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას;

დ) თავისუფალ ზონაში მოთავსების მიზნით საქართველოს საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას და უცხოური საქონლის თავისუფალ ზონაში გადატანისას.

ე) სახელმწიფო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, არქივში ან სხვა ანალოგიურ დაწესებულებაში დაცული, დაზიანებული წიგნების მიმართ, რომელთა გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოდან გატანის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გაცემულია თანხმობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაუცველად გაცემაზე, გარე გადამუშავების ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციების გამოყენებისას. (11-02-2015 ნომერი 43)

მუხლი 391. სასაქონლო პარტიათა ნაკრების საბაჟო კონტროლი და გაფორმება

1. სასაქონლო პარტიათა ნაკრების გადამზიდველი (ამ მუხლის მიზნებისათვის, შემდგომში − გადამზიდველი) ვალდებულია, ექსპორტის ქვეყანაში განახორციელოს საქონლის შეფუთვა და საქონლის შეფუთვაზე (ყუთზე, კონტეინერზე) შტრიხ-კოდის დაფიქსირება.

2. სასაქონლო პარტიათა ნაკრებში შემავალ თითოეულ სასაქონლო პარტიაზე იმპორტის სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე (გარდა საჰაერო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლისა).

3. დეკლარირებულ სასაქონლო პარტიათა ნაკრების საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებით ან/და კონტეინერით შემოტანისას, თუ ადგილი არა აქვს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას, საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ:

ა) სასაქონლო პარტიათა ნაკრებზე და სატრანსპორტო საშუალებაზე გამოიწერება მოწმობა გაფორმების ეკონომიკური ზონის ან გადამზიდველის საბაჟო საწყობის დანიშნულებით;

ბ) სისტემაში ინტეგრირებული რისკის პროფილების გამოყენებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის/კონტეინერისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი, რაც ნიშნავს:

ბ.ა) „მწვანე დერეფანი“ − გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან გადამზიდველის საბაჟო საწყობში ავტოსატრანსპორტო საშუალების/კონტეინერის განთავსების უფლებას. ამ შემთხვევაში:

ბ.ა.ა) გაფორმების ეკონომიკურ ზონაში წარდგენილ სატრანსპორტო საშუალებაზე/კონტეინერზე გადამზიდველს აქვს იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნისა და საქონლის ჩამოტვირთვის უფლება;

ბ.ა.ბ) გადამზიდველის საბაჟო საწყობში განთავსებულ სატრანსპორტო საშუალებაზე/კონტეინერზე იდენტიფიკაციის საშუალების მოხსნა და საქონლის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მხოლოდ გაფორმების ორგანოს თანხმობით. აღნიშნულთან ერთად, გაფორმების ორგანო უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება მისი უფლებამოსილი თანამშრომლის დასწრების თაობაზე, რომელიც განახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში/კონტეინერში არსებულ საქონლის შეფუთვაზე (ყუთზე, კონტეინერზე) არსებული შტრიხკოდების ან ადგილების საერთო რაოდენობის შედარებას გადამზიდველის მიერ დაფიქსირებულ მონაცემებთან. ამასთან, თუ საწყობში არ არსებობს პირობები ასეთი პროცედურების განსახორციელებლად, სატრანსპორტო საშუალებაზე/კონტეინერზე იდენტიფიკაციის საშუალება არ მოიხსნება და საქონელი არ ჩამოიტვირთება მის ტერიტორიაზე;

ბ.ბ) „წითელი დერეფანი“ – გაფორმების ეკონომიკურ ზონაში ან გადამზიდველის საბაჟო საწყობში ავტოსატრანსპორტო საშუალების/კონტეინერის განთავსების უფლებას, რა დროსაც მათზე არსებული იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნა და საქონლის ჩამოტვირთვა შესაძლებელია მხოლოდ გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის თანდასწრებით, რომელიც ახორციელებს ავტოსატრანსპორტო საშუალებაში/კონტეინერში არსებულ საქონლის შეფუთვაზე (ყუთზე, კონტეინერზე) არსებული შტრიხკოდების ან ადგილების საერთო რაოდენობის შედარებას გადამზიდველის მიერ დაფიქსირებულ მონაცემებთან. ამასთან, თუ საწყობში არ არსებობს პირობები ასეთი პროცედურების ჩასატარებლად, სატრანსპორტო საშუალებაზე/კონტეინერზე იდენტიფიკაციის საშუალება არ მოიხსნება და გადამზიდველი ვალდებულია, უზრუნველყოს სატრანსპორტო საშუალების/კონტეინერის წარდგენა გაფორმების ეკონომიკური ზონაში.

    4. გაფორმების ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ASYCUDA-ს გამოყენებით ახორციელებს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის დამუშავებას, რის შემდეგაც დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი ამ ინსტრუქციის 36-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 40. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება

1. საქონლის გაშვებამდე სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია ბათილად შეიძლება იქნეს ცნობილი საგადასახადო ორგანოს ინიციატივით ან დეკლარანტის მოთხოვნით:

ა) თუ დეკლარაციით გაცხადებულია საქონელი, რომლის საქართველოში შემოტანა/ საქართველოდან გატანა ან/და რომლის მიმართ გაცხადებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება აკრძალულია;

ბ) როდესაც დეკლარანტის მიერ დადგენილ ვადაში არ იქნა წარდგენილი კანონმდებლობით გათვალისწინებული ლიცენზიები ან ნებართვები;

გ) თუ შეუძლებელია ან შეცდომით მოხდა საქონლის მიმართ გაცხადებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება;

დ) დეკლარირებული გადასახდელების გადაუხდელობის შემთხვევაში;

ე) დეკლარანტის მოთხოვნით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 228-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში;

ვ) თუ დეკლარაციაში არასწორადაა მითითებული მონაცემები საქონლის იმპორტიორისა ან/და ექსპორტიორის შესახებ;

ზ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით გათვალისწინებული საქონლის განკარგვის ღონისძიების გამოყენების შემთხვევაში;

თ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან დეკლარირებული სატრანსპორტო საშუალების მიმართ სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 123-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების (მესაკუთრისათვის ან კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნება ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა) გამოყენების შემთხვევაში;

ი) თუ დეკლარირება განხორციელდა არაუფლებამოსილი პირის მიერ;

კ) თუ დეკლარირებული საქონლის ფაქტობრივი წარდგენა საგადასახადო ორგანოსათვის შეუძლებელია;

ლ) დეკლარირებული საქონლის დათვალიერებისას საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 და მე-11 ნაწილებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ან დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში.

2. საქონლის გაშვების შემდეგ სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია ბათილად შეიძლება იქნეს ცნობილი შემდეგ შემთხვევებში:

ა) დათვალიერების გარეშე გაშვებული საქონლის პარტიაში საგადასახადო ორგანოს მიერ არადეკლარირებული საქონლის აღმოჩენისას;

ბ) კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან დეკლარირებული სატრანსპორტო საშუალების მიმართ სისხლის სამართლის საქმის მწარმოებელი ორგანოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 123-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების (მესაკუთრისათვის ან კანონიერი მფლობელისათვის დაბრუნება ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცევა) გამოყენებისას.

3. საქონლის გაშვების შემდეგ სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია ძალადაკარგულად შეიძლება გამოცხადდეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე – თუ დეკლარანტი წარადგენს მტკიცებულებებს, რომ განსაზღვრული გარემოებების წარმოშობის შედეგად შეუძლებელია საქონლის მიმართ გაცხადებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება (მათ შორის, საქონლის განადგურების, დაზიანების ან გაფუჭების, ხელშეკრულების პირობების შეცვლის შემთხვევებში);

ბ) იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით იმპორტში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვებულ საქონელზე მიზნობრივი დანიშნულების შეცვლისას (იმპორტში გაშვებისას სხვა მიზნობრივი დანიშნულებით).

4. თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანამდე წარდგენილი სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა არ განხორციელდა დეკლარაციის რეგისტრაციიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში, დეკლარაცია ჩაითვლება ძალადაკარგულად. (15-08-2013 ნომერი 271 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

მუხლი 41. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ

1. საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 218-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შეცვალოს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში მითითებული მონაცემები საქონლის გაშვების შემდეგ, ამასთან:

ა) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებით საქონლის სახეობების რაოდენობის (გრაფა 5) ან/და საქონლის რაოდენობის (გრაფები: 38, 41) ან/და საქონლის ღირებულებისა და საქონლის საბაჟო ღირებულების (გრაფები: 42, 46) ან/და გადასახდელების თანხის (გრაფები: 47, B) შემცირება შესაძლებელია მხოლოდ საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების მასალების განხილვის შედეგებზე საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილების შესაბამისად (გარდა ამ პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა);

ბ) როდესაც დეკლარანტი წარადგენს წარმოშობის სერტიფიკატს, რომელიც ითვალისწინებს იმპორტის გადასახადის შეღავათიანი განაკვეთის ან/და შეღავათების (პრეფერენციების) გამოყენებას, გადასახდელების თანხის (გრაფები: 47, B) შემცირება შესაძლებელია საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების გარეშე;

გ) გაფორმების ორგანოში დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე შესაძლებელია სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება განხორციელდეს საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების გარეშე, თუ:

გ.ა) საქონელს არ დაუტოვებია გაფორმების ორგანოს ტერიტორია;

გ.ბ) საქონელს არ დაუტოვებია საბაჟო საწყობის ტერიტორია. ამასთან, როდესაც დანაკლისი არ აღემატება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში აღნიშნული საქონლის რაოდენობის 3 პროცენტს, დეკლარაციაში შესაბამისი ცვლილება ხორციელდება საბაჟო საწყობის მიერ გაცხადებული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით;

გ.გ) საქონელსა და სატრანსპორტო საშუალებაზე არ არის დარღვეული იდენტიფიკაციის საშუალების მთლიანობა;

გ.დ) დეკლარირებული საქონლის მონაცემები არასწორად აისახა სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში;

დ) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილებით საქონლის რაოდენობის ან/და ღირებულების ან/და დეკლარირებული საქონლის სახეობათა რაოდენობის გაზრდა დასაშვებია მხოლოდ დეკლარანტის ინიციატივით, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დაწყებამდე.

2. დეკლარანტის განცხადებას თან უნდა ერთოდეს მტკიცებულებები, რაც წარმოადგენს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების განხორციელების საფუძველს და დეკლარანტთან არსებული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ეგზემპლარი.

3. დეკლარანტის განცხადებისა და სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის შესაბამის გრაფებში მითითებული მონაცემების შემოწმებას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისათვის შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით განსაზღვრული წესით.

4. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების განხორციელებისას:

ა) თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება საგადასახადო ორგანოს ინიციატივით და იგი დაადგენს, რომ დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და გადასახდელების ოდენობა ან/და დეკლარირებული საქონლის სახეობათა რაოდენობა შემცირებულია, დადგენილი წესით აფიქსირებს საგადასახადო სამართალდარღვევას და ვალდებულ პირს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა დამატებით დარიცხული გადასახადის, საურავისა და საგადასახადო სამართალდარღვევისათვის ჯარიმის დარიცხვის თაობაზე, ხოლო სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილება არ ხორციელდება;

ბ) თუ ასეთი შემოწმება ხორციელდება დეკლარანტის ინიციატივით, სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ დეკლარანტის წერილობითი განცხადების საფუძველზე, დეკლარანტს ჯარიმა არ დაეკისრება, ამასთან:

ბ.ა) როდესაც საგადასახადო ორგანო დაადგენს, რომ ცვლილების შედეგად მცირდება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და სახეობათა რაოდენობა ან/და გადასახდელების თანხის ოდენობა, იგი დადგენილი წესით ახორციელებს ცვლილებას სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში;

ბ.ბ) როდესაც საგადასახადო ორგანო დაადგენს, რომ ცვლილების შედეგად იზრდება დეკლარირებული საქონლის რაოდენობა ან/და ღირებულება ან/და დეკლარირებული საქონლის სახეობათა რაოდენობა, ან/და გადასახდელების ოდენობა, დამატებით გადასახდელი გადასახდელების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენის შემდეგ საგადასახადო ორგანო ახორციელებს ცვლილებებს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში, ხოლო დეკლარანტს წარედგინება საგადასახადო მოთხოვნა დამატებით გადახდილი გადასახადების თანხაზე საურავის დარიცხვის თაობაზე.

5. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანა ხორციელდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ ამ დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში ცვლილების შეტანით და ახალი ეგზემპლარის გაცემით.

დანართი VII-01(26-04-2013 ნომერი 120 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

თავი VIII

ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია

მუხლი 42. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია

1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია (დანართი №VIII–01) გამოიყენება სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურების განთავსების ადგილებში არსებულ საბაჟო კონტროლის ზონებში სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების (შემდგომში – ავტოსატრანსპორტო საშუალებები) იმპორტის, ექსპორტის, საწყობის, რეექსპორტის და დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში დეკლარირებისას, აგრეთვე საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გატანიდან 60 კალენდარული დღის განმავლობაში იმავე მდგომარეობაში დაბრუნებისას, როგორშიც იყო საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას. (6-09-2012 ნომერი 385)

2. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის მიზნებისათვის ტერმინები „საქონელი” ან „ავტოსატრანსპორტო საშუალება” გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით – სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელი და ნახევრადმისაბმელი. (6-09-2012 ნომერი 385)

3. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოს მიერ, ამ ინსტრუქციის მე-40 და 41-ე მუხლებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, გარდა საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმებისა.

მუხლი 43. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენა

1. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენა ხდება 45 კალენდარულ დღეში (8429 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებაზე − 30 კალენდარულ დღეში), რომელიც აითვლება: (26-04-2013 ნომერი 120 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

ა) თავისი სვლით გადაადგილებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე, მისაბმელზე და ნახევრადმისაბმელზე – შსს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის თარიღიდან;

ბ) სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაზიდულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე – საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ გაცემული მოწმობის „D” ნომრის გასწვრივ მითითებული შევსების თარიღიდან.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე (გარდა 8429 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა) დეკლარირების ვადის გაგრძელება შესაძლებელია ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტების შესაბამისად. (26-04-2013 ნომერი 120 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

3. ერთი საბაჟო დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალება, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში ერთი საბაჟო დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთი სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე ავტოსატრანსპორტო საშუალება, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი გაფორმებისათვის ერთდროულად ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებებისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა. იმ შემთხვევაში, როდესაც სასაქონლო პარტიაში მოთავსებულია ერთზე მეტი დასახელების საქონელი, ავტოსატრანსპორტო საშუალებების მონაცემები (მანქანის მარკა, მოდელი, VIN კოდი, შასის ნომერი, გამოშვების წელი, ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის N) მიეთითება ცალკე ფურცელზე, რომელიც თან დაერთვის დეკლარაციას. (26-04-2013 ნომერი 120 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

5. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციას ავსებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დეკლარანტი შესაბამისი თხოვნით მიმართავს სააგენტოს.

6. პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, წარდგენილ უნდა იქნეს ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით გათვალისწინებული, აგრეთვე კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შესაბამისი დოკუმენტები, გადასახდელების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტების ორიგინალების ჩათვლით, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ საქონელზე – „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი” (დანართი №XX–01) ამ ინსტრუქციის 87-ე მუხლის შესაბამისად.

7. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია ივსება ელექტრონული სისტემის გამოყენებით და სააგენტოს მიერ ელექტრონულად მიეწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანოს.

8. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის ყველა გრაფის დადგენილი წესით შევსების შემთხვევაში, გაფორმების საგადასახადო ორგანოს მიერ, მონაცემთა დამუშავებისა და გადაცემის ელექტრონული სისტემის გამოყენებით, დეკლარაციას ავტომატურად ენიჭება ნომერი, რაც ნიშნავს დეკლარირების დასრულებას და საქონლის გაშვებას დოკუმენტების შემოწმებისა და საქონლის დათვალიერების გარეშე.

9. დასრულებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია ამოიბეჭდება, მოწმდება სააგენტოს უფლებამოსილი პირის ხელმოწერითა და ბეჭდით და ნაწილდება შემდეგნაირად:

ა) იმპორტის, საწყობის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დროს – 1 ეგზემპლარად, რომელიც გადაეცემა დეკლარანტს;

ბ) ექსპორტის ან რეექსპორტის დროს – 2 ეგზემპლარად და გადაეცემა დეკლარანტს, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიიდან გატანისას რჩება საბაჟო გამშვები პუნქტში.

10. TIR-წიგნაკით გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით შემოტანილი ავტოსატრანსპორტო საშუალების შემთხვევაში ამოიბეჭდება დასრულებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის დამატებითი ეგზემპლარი, რომელიც გადაეცემა ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლს.

11. დასრულებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია სააგენტოში ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით და ელექტრონული ფორმით მიეწოდება გაფორმების საგადასახადო ორგანოს.

12. საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევის ნიშნების არსებობისას ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციას ნომერი არ მიენიჭება, არ ამოიბეჭდება და საქონელი ექვემდებარება გაფორმებას ყვითელი დერეფნის გამოყენებით. დეკლარაციის შემოწმების პროცედურები ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად. თუ დეკლარაციის შემოწმების შედეგად გამოვლინდა საგადასახადო სამართალდარღვევა, საქონელი გაიშვება სამართალდარღვევის ოქმის შედგენისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარების შემდეგ.

<მუხლი 44. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის შევსება

1. დეკლარანტი ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის შევსებისას ავსებს:

ა) იმპორტის და საწყობის დროს – პირველი–მე-11 და R გრაფებს. დეკლარაციის მე-12 გრაფა არ ივსება;

ბ) ექსპორტის დროს – პირველი–მე-8, მე-10, მე-12 და R გრაფებს. დეკლარაციის მე-9 და მე-11 გრაფები არ ივსება;

გ) რეექსპორტის დროს – პირველი–მე-10, მე-12 და R გრაფებს. დეკლარაციის მე-11 გრაფა არ ივსება;

დ) დროებითი შემოტანის დროს – პირველი–მე-10 და R გრაფებს. დეკლარაციის მე-11 და მე-12 გრაფები არ ივსება.

2. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის გრაფები ივსება გრაფის დასახელებების შესაბამისად, ამასთან:

ა) გრაფა 1. „იმპორტიორი/ექსპორტიორი” – თუ საქონლის მიმღები/გამგზავნი იურიდიული პირი ან სხვა ორგანიზაციული წარმონაქმნია, აღინიშნება მისი სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი; ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი;

ბ) გრაფა 2. „წარმომადგენელი” – თუ დეკლარირება ხორციელდება წარმომადგენლის მეშვეობით, აღინიშნება წარმომადგენლის სრული სახელწოდება, მისამართი, ტელეფონის ან ფაქსის (ტელეფაქსის) ნომერი, საიდენტიფიკაციო ნომერი; თუ წარმომადგენელი ფიზიკური პირია, აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი, პირადი ნომერი; თუ დეკლარანტი არის უშუალოდ საქონლის მიმღები/გამგზავნი, მიეთითება – „იხ. გრაფა 1”;

გ) გრაფა 3. „გამომგზავნი ქვეყანა/დანიშნულების ქვეყანა” – აღინიშნება:

გ.ა) იმპორტის, საწყობის და დროებითი შემოტანის დროს – საქართველოში საქონლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება. გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა;

გ.ბ) ექსპორტის და რეექსპორტის დროს – იმ ქვეყნის მოკლე დასახელება, რომელიც დეკლარაციის შედგენის დღისათვის ცნობილი იქნება როგორც საქონლის დანიშნულების ქვეყანა;

დ) გრაფა 8. „ხელმოწერა“ – გრაფაში დეკლარანტი ხელმოწერით ადასტურებს დეკლარაციაში გაცხადებული მონაცემების სისწორეს;

ე) გრაფა 9. „წინმსწრები დოკუმენტი” – წინმსწრები მოწმობის, დეკლარაციის ან სხვა წინმსწრები დოკუმენტის ნომერი და თარიღი;

ვ) გრაფა 12. „დანიშნულების საბაჟო გამშვები პუნქტი და ვადა” – ივსება ექსპორტის ან რეექსპორტის შემთხვევაში;

&ზ) გრაფა R. „ოპერაცია” – მიეთითება სასაქონლო ოპერაციის კოდი:

ზ.ა) იმპორტის – „40”, ამასთან, საგადასახადო შეღავათების გამოყენების შემთხვევაში, სასაქონლო ოპერაციის კოდის შემდეგ მიეთითება – „/“ და შემდეგ გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდი ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;

ზ.ბ) საწყობის – „74”;

ზ.გ) ექსპორტის – „10”;

ზ.დ) რეექსპორტის – „11“, ხოლო შემდეგ „–“ და წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის კოდი (74 – საწყობიდან რეექსპორტის შემთხვევაში და 34 – დროებითი შემოტანიდან რეექსპორტის შემთხვევაში);

ზ.ე) დროებითი შემოტანის – „34“, ამასთან, იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან სრულად გათავისუფლებით სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილის საქართველოს მოქალაქის მიერ დროებით შემოტანისას, სასაქონლო ოპერაციის კოდის შემდეგ მიეთითება /“ და შემდეგ გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდი ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად.

3. D გრაფაში საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი სვამს დამღას „მოხსნილია კონტროლიდან”, დამღაში მითითებულ ადგილზე აწერს ხელს, უთითებს კონტროლიდან მოხსნის თარიღს და ამოწმებს პირადნომრიანი ბეჭდით.

4. გადასახდელების გაანგარიშების დამხმარე კოდები:

თავი IX

გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია

მუხლი 45. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის გამოყენება

1. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით (დანართი №IX–01) შესაძლებელია გაფორმდეს:

ა) საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილი საქონელი, რომელიც გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;

ბ) ერთი სახეობის ტრანსპორტით (საჰაერო ტრანსპორტის გარდა) შემოტანილი, 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელი, რომელიც პირის მიერ გაცხადებულია იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში;

გ) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.დ” და „დ.ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონელი (საქონელთა ჯგუფი);

დ) ექსპორტში გაცხადებული 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონელი;

ე) ფიზიკური პირის მიერ საქართველოდან მუდმივსაცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთები (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯი და საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონელი;

ვ) გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული 3000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონელი;

ზ) იმპორტში გაცხადებული გადამუშავებული საქონელი, რომელიც მიღებულია ამ პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის შესაბამისად გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული საქონლის გადამუშავების შედეგად;

თ) იმპორტში გაცხადებული დაბრუნებული საქონელი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანილი იყო გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ზედნადების წარდგენით ან აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის შემთხვევაში - ზეპირი დეკლარირებით; (23-12-2013 ნომერი 429)

ი) საფოსტო გზავნილით შემოტანილი (მხოლოდ საჰაერო ტრანსპორტით შემოტანისას) ან გასატანი საქონელი (საქონელთა ჯგუფი), რომელიც პირის მიერ გაცხადებულია იმპორტის ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში; (25-01-2013 ნომერი 30 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

კ) საქონლის იმპორტი ჰუმანიტარული დახმარების მიზნით ან იმ საქონლის იმპორტი, რომელიც გათვალისწინებულია გრანტის შესახებ ხელშეკრულებით;

ლ) საქონლის იმპორტი ან დროებითი შემოტანა, რომელიც განკუთვნილია უცხოეთის დიპლომატიურ და მათთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის;

მ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი;

ნ) საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ფოთისა და ყულევის პორტებსა და ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში“ ან გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ ან საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოში კონტეინერით სატრანსპორტო საშუალებებთან ერთად შემოტანილი სხვა საქონელი; (13-05-2014 ნომერი 146 ამოქმედდეს 2014 წლის 14 მაისიდან)

ო) საქონლის იმპორტი და დროებითი შემოტანა, რომელიც განკუთვნილია (8-08-2013 ნომერი 266)

„საქართველოში „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის „ახალქალაქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული შეთანხმებით გათვალისწინებული, საქართველოში„ ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის „ახალქალაქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისათვის.

2. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია არ გამოიყენება:

ა) აქციზურ საქონელზე, გარდა: (13-05-2014 ნომერი 146 ამოქმედდეს 2014 წლის 14 მაისიდან)

ა.ა) ალკოჰოლური სასმელებისა და თამბაქოს ნაწარმისა, რომლებიც შემოტანილია ფიზიკური პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი ოდენობით ან გადაადგილდება საფოსტო გზავნილით, რომლის მიმღებსაც წარმოადგენს ფიზიკური პირი;

ა.ბ) გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში” ან საბაჟო გამშვებ პუნქტ „ბათუმის პორტში“ საზღვაო გზით შემოტანილი ან საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოში წარდგენილი ავტომანქანით გადაადგილებული სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული არაუმეტეს 10 ლიტრი ზეთისა;

ა.გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო გამშვები პუნქტი „კარწახის სამშენებლო ზონის“ ან „კარწახის“ გავლით ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანილი, „საქართველოში „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის „ახალქალაქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს მთავრობასა და თურქეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის დადებული შეთანხმებით გათვალისწინებული საქართველოში „ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის „ახალქალაქი-ყარსის“ მონაკვეთზე დაგეგმილი სარკინიგზო გვირაბის მშენებლობისათვის განკუთვნილი, სეს ესნ-ის 3403 19 100 00, 3403 19 910 00, 3403 19 990 00, 3403 99 900 00, 2710 19 710 00 – 2710 99 000 00 კოდებით გათვალისწინებული ზეთებისა; (29-09-2014  ნომერი 287 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

ბ) სეს ესნ-ის 842641 და 842649 სასაქონლო სუბპოზიციებით გათვალისწინებულ თვითმავალ მექანიზმებზე, 842710 და 842720 სასაქონლო სუბპოზიციებით გათვალისწინებულ თვითმავალ სატვირთველებზე, 8429, 8701, 8702, 8703 (გარდა ამ პოზიციით გათვალისწინებული კვადროციკლებისა, ძრავის ცილინდრების მუშა მოცულობით არა უმეტეს 50 სმ3-ისა), 8704, 8705, 8709, 8710, 8711 (გარდა ამ პოზიციით გათვალისწინებული მოტოციკლებისა და ველოსიპედებისა, ძრავის ცილინდრების მუშა მოცულობით არა უმეტეს 50 სმ3-ისა), 8716 (871690 სასაქონლო სუბპოზიით გათვალისწინებული ნაწილების გარდა) სასაქონლო პოზიციებით და 88, 89 (8903 10 სასაქონლო სუბპოზიციით გათვალისწინებული გასაბერი ნავების გარდა) სასაქონლო ჯგუფებით გათვალისწინებულ საქონელზე, გარდა გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ ან გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ბათუმში“ (ბაქოს ქ. №11-ში) საზღვაო გზით შემოტანილი ან საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გაფორმების მთავარი სამმართველოს საქონლის გაფორმების სამმართველოში წარდგენილი ავტომანქანით გადაადგილებული ავტონაწილებისა. (29-09-2014 ნომერი 287 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

3. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის მიზნებისათვის ტერმინი „სასაქონლო პარტია” გამოიყენება შემდეგი მნიშვნელობით – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით ერთი ხელშეკრულების საფუძველზე, ერთი სახეობის ტრანსპორტით, წარდგენილი გაფორმებისათვის ერთდროულად, ერთი და იმავე საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით.

4. ერთი გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით შეიძლება გაცხადდეს მხოლოდ ერთ საფოსტო გზავნილში მოთავსებული ან ერთი სასაქონლო პარტიით გადაადგილებული საქონელი.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილში ან სასაქონლო პარტიაში მოთავსებულია ათზე მეტი დასახელების საქონელი, დასაშვებია გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის დამატებითი ფურცლების გამოყენება.

6. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის დამატებით ფურცლებზე ივსება მხოლოდ მე-8 და მე-9 გრაფები.

7. გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციას ავსებს (გარდა საფოსტო გზავნილით შემოტანილი ან გასატანი საქონლისა) დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი, აგრეთვე საგადასახადო ორგანო იმ შემთხვევაში, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს დეკლარაციის შევსების თაობაზე. (30-06-2014 ნომერი 196)

8. იმპორტის სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი საქონლის საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანისას, როდესაც დეკლარანტი ან მისი წარმომადგენელი თხოვნით მიმართავს საგადასახადო ორგანოს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსების თაობაზე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ელექტრონულად არეგისტრირებს და ამობეჭდავს დეკლარანტის განაცხადს (დანართი №IX–02), ხოლო დეკლარანტს გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ამობეჭდვა შეუძლია შემოსავლების სამსახურის ვებ გვერდიდან (წწწ.რს.გე), განაცხადზე დაფიქსირებული შტრიხ-კოდისა და უნიკალური ნომრის მეშვეობით.

9. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსება და წარდგენა აგრეთვე შესაძლებელია სწრაფი გადახდის აპარატიდან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით.

10. თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პირის მიერ სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, წარდგენილი უნდა იქნეს ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები. ამასთან, თუ საქონლის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციაში შესაძლებელია მიეთითოს საქონლის ექსპერტიზის/დათვალიერების საფუძველზე განსაზღვრული ღირებულება.

11. გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია, ხოლო ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში − დეკლარანტის განაცხადი, ამოიბეჭდება 2 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება გაფორმების საგადასახადო ორგანოში, მეორე ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დეკლარაცია ამოიბეჭდება 1 ეგზემპლარად − დეკლარანტისათვის, ხოლო გაფორმების საგადასახადო ორგანოში ინახება ელექტრონული დოკუმენტის სახით

12. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ელექტრონულად წარდგენის შემთხვევაში – ამ ინსტრუქციის 23-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტები, ხოლო აღნიშნული დეკლარაციის წერილობითი ფორმით წარდგენის შემთხვევაში – წარმომადგენლობის უფლების განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი რჩება და ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.

13. საქართველოში მუდმივად საცხოვრებლად შემომსვლელი პირის მიერ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის დეკლარირებისას, როდესაც საქართველოში მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამადასტურებელი საბუთი არ არის წარდგენილი ან წარდგენილია ხარვეზით, საქონლის გაშვება შესაძლებელია განხორციელდეს თავდებობის ხელშეკრულების წარდგენისას. ამასთან, ხარვეზის გამოსწორების ვადა შეადგენს უფლებამოსილ ორგანოში საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან 90 დღეს. (24-02-2015 ნომერი 56)

14. ამოღებულია (24-02-2015 ნომერი 56)

15. გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება ან მასში ცვლილების შეტანა საქონლის გაშვების შემდეგ ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოს მიერ, ამ ინსტრუქციის მე-40 და 41-ე მუხლებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად, გარდა საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმებისა.

მუხლი 46. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის (ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის გარდა) გაფორმება (სათაური 17-03-2015 ნომერი 78 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

1. საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი საფოსტო გზავნილები (ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის გარდა) საგადასახადო ორგანოს წარედგინება გადამზიდველის მიერ მომზადებული საფოსტო გზავნილების ნუსხებით: (17-03-2015 ნომერი 78 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

ა) დეკლარირებას დაუქვემდებარებელი საფოსტო გზავნილების ნუსხა ნომერი 1 (დანართი ნომერი IX–03);

ბ) დეკლარირებას დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა ნომერი 2 (დანართი ნომერი IX–04);

გ) დაუდგენელი ღირებულების საფოსტო გზავნილების ნუსხა ნომერი 3 (დანართი ნომერი IX–05).

11. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ნუსხები, საფოსტო გზავნილების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გადამზიდველის მიერ რეგისტრირდება მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE“-ში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (rs.ge) საშუალებით, ხოლო ამობეჭდილი და გადამზიდველის მიერ დამოწმებული ეგზემპლარი წარედგინება გაფორმების ორგანოს. (17-03-2015 ნომერი 78 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

2. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა, საფოსტო გზავნილით შემოტანილ, დეკლარირებას დაქვემდებარებულ საქონელზე გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციას ავსებს გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის (საფოსტო გზავნილის მიმღების) წარმომადგენლობას და უზრუნველყოფს საქონლის შენახვას.

3. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი, რომლის იმპორტიც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან, არ ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას, გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, გზავნილის მიმღები ვალდებულია, ელექტრონული ფორმით მიაწოდოს გადამზიდველს საქონლის ღირებულების შესახებ ინფორმაცია.

5. იმ შემთხვევაში, როდესაც საფოსტო გზავნილის თანმხლები დოკუმენტები არ არსებობს, საფოსტო გზავნილების ნუსხის მომზადებისას გადამზიდველი სარგებლობს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ ელექტრონული ფორმით გაცხადებული ღირებულებით. ამასთან, 3000 ლარამდე ღირებულების საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსებისას გადამზიდველი იყენებს ელექტრონული ფორმით გაცხადებულ ღირებულებას, ხოლო თუ საქონლის ღირებულება აღემატება 3000 ლარს, საგადასახადო ორგანოს მიერ ხორციელდება საქონლის დათვალიერება/ექსპერტიზა. საჭიროების შემთხვევაში, ექსპერტიზა შეიძლება განხორციელდეს აგრეთვე სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ.

6. საგადასახადო ორგანოს მიერ ჩატარებული დათვალიერების ოქმი ან/და ექსპერტიზის დასკვნა საქონელთან ერთად გადაეცემა გადამზიდველს, გარდა ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7. საფოსტო გზავნილით შემოტანილი, არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებული საქონლის მიმღებზე გადაცემა გადამზიდველის მიერ განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის წარდგენისას. აღნიშნული დოკუმენტი გადამზიდველის მიერ წარედგინება საგადასახადო ორგანოს, ხელმოწერილ გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციასთან ერთად.

8. გადამზიდველი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქონლის დროებით შენახვა საბაჟო საწყობში ან თავის საწყობში, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს საქონლის დაცულობას;

ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს მიმღების ვინაობის დადგენა, გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსება, რეგისტრაცია და საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა (რაც დასტურდება აღნიშნული დეკლარაციის ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით) ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნება (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით);

გ) ხელმოწერილი გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტი აღნიშნული დეკლარაციის ეგზემპლარებთან ერთად, არა უგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 15 რიცხვისა, წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს;

დ) საფოსტო გზავნილით აქციზური ალკოჰოლური სასმელების ან/და თამბაქოს ნაწარმის შემოტანის შემთხვევაში, ზოგადი დეკლარირებიდან 10 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს გზავნილის მიმღების ინფორმირება დეკლარირების ვალდებულების თაობაზე.

9. იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის თანმხლებ დოკუმენტებში საქონლის ღირებულება მითითებულია უცხოურ ვალუტაში და გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის შეიცვალა ლარის კურსი იმდენად, რომ საქონლის ღირებულება განეკუთვნება დაუბეგრავ მინიმუმს, გადამზიდველს უფლება აქვს შეიტანოს ცვლილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ნუსხაში.

10. აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდების განხორციელების შემთხვევაში, საფოსტო გზავნილით შემოტანილ აქციზურ ალკოჰოლურ სასმელებზე ან/და თამბაქოს ნაწარმზე გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციას ავსებს საგადასახადო ორგანო. (23-12-2013 ნომერი 429)

11. თუ ზოგადი დეკლარირებიდან 90 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდა გადამზიდველის მიერ საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა ან გამომგზავნისათვის დაბრუნება, აგრეთვე არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებულ საქონელზე შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის წარდგენა, ხოლო აქციზური ალკოჰოლური სასმელების ან/და თამბაქოს ნაწარმის ზოგადი დეკლარირებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდა აქციზური მარკით სავალდებულო ნიშანდება და დეკლარირების განხორციელება, საფოსტო გზავნილი, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადების ამოწურვიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა, გადამზიდველის წერილობითი განცხადების საფუძველზე გადაეცემა საგადასახადო ორგანოს, რომელიც ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან განადგურებას. (23-12-2013 ნომერი 429)

თავი IX1(17.03.2015 N 78 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გაფორმება

მუხლი 461. საფოსტო გზავნილების დეკლარაცია (17-03-2015 ნომერი 78 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

1. საფოსტო გზავნილების დეკლარაციით (დანართი ნომერი IX1–02) შესაძლებელია გაფორმდეს:

ა) ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილებით შემოტანილი საქონელი, რომლის იმპორტიც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან (გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია);

ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საფოსტო გზავნილებით გასატანი საქონელი.

2. საფოსტო გზავნილების დეკლარაციას ავსებს გადამზიდველი, რომელიც ახორციელებს პირის (საფოსტო გზავნილის მიმღების/გამგზავნის) წარმომადგენლობას.

3. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი და საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილების დეკლარაცია წარმოადგენს:

ა) საქონლის ზოგადი დეკლარირების დოკუმენტს;

ბ) იმპორტის საბაჟო დეკლარაციას და მისი თითოეული სტრიქონი (თითოეულ საფოსტო გზავნილზე) ითვლება ცალკე საბაჟო დეკლარაციად, რომლის დამუშავება (შემოწმება, შეფასება) ხორციელდება გზავნილზე შტრიხ-კოდის წამკითხველის გადატარებით, რის შემდეგაც დეკლარაციისათვის განისაზღვრება მწვანე, ლურჯი, ყვითელი ან წითელი დერეფანი.

4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საფოსტო გზავნილით გასატანი საქონლის შემთხვევაში, საფოსტო გზავნილების დეკლარაცია წარმოადგენს ექსპორტის საბაჟო დეკლარაციას და მისი თითოეული სტრიქონი (თითოეულ საფოსტო გზავნილზე) ითვლება ცალკე საბაჟო დეკლარაციად.

მუხლი 462. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გაფორმება (17-03-2015 ნომერი  78 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

1. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის მიმღები (დეკლარანტი) ვალდებულია, გადამზიდველს ელექტრონული ფორმით მიაწოდოს „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაცია“ (დანართი ნომერი IX1–01).

2. „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციას“ დეკლარანტი ავსებს საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტის (ინვოისის) საფუძველზე.

3. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ნასყიდობის დოკუმენტი (ინვოისი) ელექტრონული ან მატერიალური სახით ინახება დეკლარანტთან და იგი ვალდებულია, აღნიშნული დოკუმენტი მოთხოვნისამებრ წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს.

4. ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საქონლის საფოსტო გზავნილებით (შემდგომში – საფოსტო გზავნილი) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, გადამზიდველი ავსებს:

ა) საფოსტო გზავნილების დეკლარაციას (დანართი ნომერი IX1–02) – საფოსტო გზავნილებზე, რომლებით შემოტანილი საქონლის იმპორტიც არ იბეგრება/გათავისუფლებულია იმპორტის გადასახდელებისაგან (გარდა იმ საქონლისა, რომლის შემოტანა შეზღუდულია ან/და მათი შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა ან/და ლიცენზია);

ბ) ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი, იმპორტის გადასახდელებით დაბეგვრას ან/და არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებული საფოსტო გზავნილების ნუსხა ნომერი 4-ს (დანართი ნომერი IX1–03) (შემდგომში – ნუსხა ნომერი 4).

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების მომზადებისას გადამზიდველი იყენებს საფოსტო გზავნილის მიმღების მიერ მიწოდებული „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციის“ მონაცემებს.

6. თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ღირებულება ან/და სხვა მონაცემები დაუდგენელია, შესაძლებელია, საფოსტო გზავნილის მიმღების ან გადამზიდველის მოთხოვნით, შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელდეს საქონლის ექსპერტიზა ან/და საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრა.

    7. საფოსტო გზავნილების დეკლარაცია, რომელსაც თან ერთვის „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციები“, და ნუსხა ნომერი 4, საფოსტო გზავნილების საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა, გადამზიდველის მიერ რეგისტრირდება მონაცემთა ბაზების მართვის სისტემა „ORACLE„-ში, შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის (rs.ge) საშუალებით, ხოლო ამობეჭდილი და გადამზიდველის მიერ დამოწმებული ეგზემპლარი წარედგინება გაფორმების ორგანოს.

    8. იმ შემთხვევაში, თუ საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის ზოგადი დეკლარირება ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილ ვადაში ვერ ხორციელდება, საფოსტო გადამზიდველი ვალდებულია, ამავე პუნქტით განსაზღვრულ ვადაში და წესით წარადგინოს ზოგადი დეკლარირების დადგენილ ვადაში განუხორციელებელი, ელექტრონული შესყიდვის გზით შეძენილი საფოსტო გზავნილების ნუსხა ნომერი 5 (დანართი ნომერი IX1–04) (შემდგომში – ნუსხა №5), რის შემდგომაც ზოგადი დეკლარირების ვადა იზრდება 5 სამუშაო დღით.

9. ნუსხა ნომერი 4 წარმოადგენს საქონლის ზოგადი დეკლარირების, საფოსტო გზავნილის გადამზიდველის საწყობამდე გადადგილებისა და დროებით შენახვის დოკუმენტს.

10. ნუსხა ნომერი 4-ით წარდგენილ საქონელზე გადამზიდველი ვალდებულია:

ა) უზრუნველყოს საქონლის დროებით შენახვა საბაჟო საწყობში ან თავის საწყობში, რომელსაც მინიჭებული უნდა ჰქონდეს საქონლის დროებით შენახვის სხვა ადგილის კოდი შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული კლასიფიკატორის შესაბამისად და უნდა უზრუნველყოფდეს საქონლის დაცულობას;

ბ) ზოგადი დეკლარირებიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში უზრუნველყოს მიმღების ვინაობის დადგენა, გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის შევსება, რეგისტრაცია და საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა (რაც დასტურდება აღნიშნული დეკლარაციის ეგზემპლარზე მიმღების ხელმოწერით) ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნება (რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტის წარმოდგენით);

გ) ხელმოწერილი გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია (რომელსაც თან ერთვის „საფოსტო გზავნილის ღირებულების დეკლარაციები“) ან საფოსტო გზავნილის გამომგზავნისათვის დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტი, არა უგვიანეს მომდევნო კალენდარული თვის 15 რიცხვისა, წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს.

11. საფოსტო გზავნილით შემოტანილი, არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებული საქონლის მიმღებზე გადაცემა გადამზიდველის მიერ განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის/ლიცენზიის წარდგენისას. აღნიშნული დოკუმენტი გადამზიდველის მიერ წარედგინება საგადასახადო ორგანოს, ხელმოწერილ გამარტივებულ საბაჟო დეკლარაციასთან ერთად.

12. გადამზიდველს უფლება აქვს, განახორციელოს საფოსტო გზავნილების დეკლარაციაში ან/და ნუსხა ნომერ 4-ში ცვლილების შეტანა გაფორმების ორგანოს მიერ მისი დამუშავების (შემოწმება, შეფასება) დაწყებამდე.

13. იმ შემთხვევაში, თუ გზავნილის თანმხლებ დოკუმენტებში საქონლის ღირებულება მითითებულია უცხოურ ვალუტაში და გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის შეიცვალა ლარის კურსი იმდენად, რომ საქონლის ღირებულება არ აღემატება დაუბეგრავ რაოდენობას, გადამზიდველს უფლება აქვს შეიტანოს ცვლილება საფოსტო გზავნილების დეკლარაციაში და ნუსხა ნომერ 4-ში.

    14. თუ ზოგადი დეკლარირებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდა გადამზიდველის მიერ საფოსტო გზავნილის მიმღებისათვის გადაცემა ან გამომგზავნისათვის დაბრუნება, აგრეთვე არასატარიფო ღონისძიებებს დაქვემდებარებულ საქონელზე შესაბამისი ნებართვის/სერტიფიკატის წარდგენა, საფოსტო გზავნილი, ამ პუნქტით გათვალისწინებული ვადის ამოწურვიდან არა უგვიანეს 15 კალენდარული დღისა, გადამზიდველის წერილობითი განცხადების საფუძველზე გადაეცემა საგადასახადო ორგანოს, რომელიც ახორციელებს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას ან განადგურებას.

დანართი ნომერი IX1–01 (17-03-2015 ნომერი 78 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

თავი X ამოღებულია 08-05-2013 ნომერი 133 ამოქმედდეს 2014 წლის 20 იანვრიდან)

მუხლი 47 ამოღებულია(08-05-2013 ნომერი133 ამოქმედდეს 2014 წლის 20 იანვრიდან)

მუხლი 48 ამოღებულია(08-05-2013 ნომერი  133 ამოქმედდეს 2014 წლის 20 იანვრიდან)

თავი XI

ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია და ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაცია

მუხლი 49. ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის გამოყენება

1. ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია (დანართი ნომერი XI–01) ივსება საბაჟო გამშვებ პუნქტში, ფიზიკური პირის მიერ დეკლარაციის მე-3 ნაწილში მითითებული საქონლის საქართველოს საბაჟო საზღვარზე ბარგით ხელბარგით გადაადგილებისას.

2. ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია ივსება ფიზიკური პირის მიერ, სურვილისამებრ – ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე. გაურკვევლად შევსებული დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს მიერ არ მიიღება.

3. ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია ივსება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება საგადასახადო ორგანოს, მეორე – უბრუნდება ფიზიკურ პირს.

4. ნომერი XI–02 დანართის შესაბამისად შევსებული „დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის ნუსხა” (შემდგომში – ნუსხა) თან ერთვის ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციას შემდეგ შემთხვევებში:

ა) ეკონომიკური საქმიანობისათვის განკუთვნილი ან/და იმპორტის გადასახდელებით დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში (როგორც საქონლის საქართველოში შემოტანის, ასევე ტრანზიტით გადაადგილების დროს), გარდა ამ საქონელზე გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემთხვევებისა;

ბ) 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოდან გატანის დროს, გარდა ამ საქონლის გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით დეკლარირების შემთხვევისა;

გ) ბარგით ან ხელბარგით გადაადგილებული საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში (იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებით) მოქცევისას;

დ) იმ შემთხვევაში, როდესაც პირის მიერ ერთდროულად გადაადგილდება „ა” და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონელი, ივსება 2 ნუსხა – ცალ-ცალკე.

მუხლი 50. ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაცია

1. საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე ფიზიკური პირის მიერ შემოტანილი 3000 ლარამდე ღირებულების საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციით (დანართი ნომერი XI–03).

2. ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაცია ივსება საბაჟო გამშვებ პუნქტში ან გაფორმების ეკონომიკურ ზონაში. (12-04-2013 ნომერი 105 ამოქმედდეს 2013 წლის 25 აპრილიდან)

3. ფიზიკური პირის მიერ საქონლის სახეობის, რაოდენობისა და ღირებულების დეკლარირება ხორციელდება ზეპირად, ხოლო საბაჟო გამშვები პუნქტის ან გაფორმების ეკონომიკური ზონის უფლებამოსილი თანამშრომელი ახორციელებს „ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციის” შევსებას, რომელიც მოწმდება ფიზიკური პირის ხელმოწერით. (12-04-2013 ნომერი 105 ამოქმედდეს 2013 წლის 25 აპრილიდან)

4. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი არეგისტრირებს ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციას ნომრის მინიჭებით, სადაც პირველი 5 ციფრი შეადგენს საგადასახადო ორგანოს კოდს, ხოლო შემდეგი ციფრები – დეკლარაციის რიგით ნომერს.

5. ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაცია ივსება ორ ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი რჩება გაფორმების საგადასახადო ორგანოში, მეორე – გადაეცემა ფიზიკურ პირს.

მნიშვნელოვანი ინფორმაცია:

1. ნებისმიერი ოდენობით ვალუტის საქართველოში შემოტანა და მისი გატანა თავისუფლდება გადასახდელებისაგან, თუმცა, პირის მიერ ნაღდი ფულის (ეროვნული უცხოური ვალუტა), ჩეკების სხვა ფასიანი ქაღალდების, რომელთა ჯამური ნომინალური ღირებულებაც აღემატება 30 000 ლარს ან მის ეკვივალენტს სხვა ვალუტაში, საზღვარზე გადაადგილება ექვემდებარება სავალდებულო დეკლარირებას.

2. იმ შემთხვევაში, თუ პირი არ განახორციელებს სავალდებულო დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლის დეკლარირებას, მის მიმართ გატარდება მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის შესაბამისი ღონისძიებები.

3. იმპორტისას გადასახდელებისაგან თავისუფლდება ფიზიკური პირის მიერ:

ა) კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 02, 04, 06–12, 15–21 ჯგუფებისა და 0302-0307, 2201-2202 სასაქონლო პოზიციების შესაბამისი ჯამური თანხით 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის კვების პროდუქტების იმპორტი (მათ შორის, საფოსტო გზავნილის შემთხვევაში), რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ბ) 30 კალენდარულ დღეში ერთხელ საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 500 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის;

გ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში ერთი კალენდარული დღის, ხოლო სხვა შემთხვევაში – 30 კალენდარული დღის განმავლობაში 400 ღერი სიგარეტის ან 50 სიგარის ან 50 სიგარილას ან 250 გრამი თამბაქოს სხვა ნაწარმის (გარდა თამბაქოს ნედლეულისა) ან ამ ზღვრული ოდენობის ფარგლებში თამბაქოს ამ ქვეპუნქტში დასახელებული ნაწარმის საერთო წონით 250 გრამის იმპორტი; ასევე 4 ლიტრი ყველა სახის ალკოჰოლიანი სასმელის იმპორტი;

დ) საჰაერო ტრანსპორტით შემოტანის შემთხვევაში საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 28–97 ჯგუფების შესაბამისი 3000 ლარამდე ღირებულების, 30 კგ-მდე საერთო წონის საქონლის იმპორტი, რომელიც არ არის განკუთვნილი ეკონომიკური საქმიანობისათვის.

4. თუ თქვენ მიერ საქართველოში შემოტანილი საქონლის პარამეტრები აღემატება „მნიშვნელოვანი ინფორმაციის” მე-3 პუნქტში აღნიშნულს ან/და საქონლის შემოტანისათვის საჭიროა ნებართვა-ლიცენზია და მას არ ადეკლარირებთ ამ დეკლარაციით, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციით ან გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით ან საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, რისთვისაც თქვენ შეგიძლიათ:

ა) საქონელი დროებით დაასაწყობოთ საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებულ საბაჟო საწყობში ან საბაჟო ტერმინალში და წარადგინოთ შესაბამისი განაცხადი, ან

ბ) საქონელი თქვენ მიერ მითითებულ გაფორმების ადგილამდე გადააადგილოთ „საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით“ ან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.

5. თუ თქვენ მიერ საქართველოდან გასატანი საქონლის საბაჟო ღირებულება შეადგენს 15 000 ლარს და მეტს, ან/და საქონლის გატანისათვის საჭიროა ნებართვა-ლიცენზია და მას არ ადეკლარირებთ ამ დეკლარაციით, თქვენ ვალდებული ხართ მოახდინოთ საქონლის დეკლარირება საბაჟო დეკლარაციით ან სასაქონლო ზედნადების წარდგენით.

6. თუ თქვენ საქართველოში დროებით შემოგაქვთ იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონელი, შეგიძლიათ დაადეკლარიროთ ამ დეკლარაციით.

7. თუ თქვენ საქართველოში შემოდიხართ მუდმივად საცხოვრებლად და განზრახული გაქვთ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ.ე” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის შემოტანა (რომელიც თქვენთან ერთად არ გადაადგილდება), აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული შეღავათის მისაღებად უნდა შეავსოთ ეს დეკლარაცია, ხოლო სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოსაქცევად საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენა განახორციელოთ საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მიღების დღიდან ან საქართველოში მუდმივად ცხოვრების უფლების მოსაპოვებლად განაცხადის წარდგენის დღიდან 90 კალენდარული დღის განმავლობაში.

თავი XII

1. იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენება შესაძლებელია საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონლის მიმართ.

2. დეკლარანტს შეუძლია, ნებისმიერი სასაქონლო ოპერაცია ნებისმიერ დროს შეცვალოს იმპორტის ოპერაციით, თუ წარმოდგენილია შესაბამისი დოკუმენტები.

3. იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ან: (08-05-2013 ნომერი 133 ამოქმედდეს 2014 წლის 20 იანვრიდან)

ა) ფიზიკური პირის მიერ გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საქონლის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით;

ბ) სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში - ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენით - სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტი, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების იმპორტისას.

4. სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, იმპორტის საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმებისათვის უნდა წარედგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე:

ა) რომელიც შემოყვანილია იურიდიული პირის მიერ და რომელიც რეგისტრირებული არ ყოფილა;

ბ) რომელსაც წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას სააგენტოს სპეციალისტის მიერ უკვე ჩაუტარდა სავალდებულო საექსპერტო შემოწმება;

გ) რომლის მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები;

დ) რომელიც რეგისტრირებულია უცხოეთში და გადაადგილდება უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ. (26-04-2013 ნომერი 20 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს) 6. საქონლის შემოტანამდე საბაჟო დეკლარაციით იმპორტში გაცხადებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ხორციელდება საბაჟო კონტროლის ღონისძიებები და, თუ საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არ გასულა 30 კალენდარული დღე, საბაჟო გამშვები პუნქტი ახორციელებს ASYCUDA-ს გამოყენებით დეკლარაციის დამუშავებას და საქონელი გაიშვება შესაბამისი დერეფნის გამოყენებით. (29-09-2014 ნომერი 287 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

7. იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას იმპორტის გადასახდელები გადაიხდება:

ა) საქონლის გაშვებიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული დღისა, გარდა ამ პუნქტის „ბ“−„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 30 კალენდარული დღისა – „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ საქონელზე (ამ მუხლის „ბ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქონლის გარდა); (07-04-2015 ნომერი 99 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს) ბ1) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 45 კალენდარული დღისა – „ოქროს სიის“ მონაწილის კუთვნილ, სეს ესნ-ის 1001 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ ხორბალზე; (7-04-2015 ნომერი 99 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს)

გ) პერიოდული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის დასრულებიდან (დეკლარაციისათვის A ნომრის მინიჭების თარიღიდან) არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა – „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ კალენდარული თვის განმავლობაში გადაადგილებული საქონლის პერიოდული დეკლარაციით გაფორმებისას;

დ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაციისათვის რეგისტრაციის ნომრის მინიჭების თარიღიდან არა უგვიანეს 30 კალენდარული დღისა:

დ.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საჰაერო ტრანსპორტით ბარგით ან/და ხელბარგით შემოტანილ საქონელზე;

დ.ბ) საფოსტო გზავნილით შემოტანილ 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე (საქონელთა ჯგუფზე);

ე) საქონლის გაშვებიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა − წინასწარ (საქონლის შემოტანამდე) დეკლარირებულ საქონელზე (სასაქონლო პარტიათა ნაკრებით გადაადგილებული საქონლის გარდა). (31-12-2013 ნომერი 443 ამოქმედდეს 2014 წლის 20 იანვრიდან (17-01-2014 ნომერი 7)

მუხლი 52. საქონლის იმპორტი მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით

1. საქართველოში მიზნობრივი დანიშნულებით შემოტანილი საქონლის კატეგორიას, რომლის მიმართ იმპორტის გადასახდელებზე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილია შეღავათები, მიეკუთვნება: საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ”, „გ”, „პ” ქვეპუნქტში მითითებული საქონელი; ამავე ნაწილის „კ“ ქვეპუნქტში მითითებული, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეული და სუბსტანციები; ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა”, „გ”, „დ”, „თ”, „ი”, „კ” ქვეპუნქტებში და მე-4 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული საქონელი; 194-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ე”, და „ვ” ქვეპუნქტებსა და 199-ე მუხლის „ა”, „ბ”, „გ”, „ვ”, „ზ” და „თ” ქვეპუნქტებში მითითებული საქონელი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლისათვის საგადასახადო კანონმდებლობის საფუძველზე შეღავათების გამოყენების პირობას წარმოადგენს:

ა) ჰუმანიტარული დახმარების სტატუსისა და გრანტის სტატუსის მინიჭების თაობაზე შემოსავლების სამსახურის გადაწყვეტილება;

ბ) სხვა შემთხვევებში:

ბ.ა) უცხოეთის დიპლომატიურ და მასთან გათანაბრებულ წარმომადგენლობათა ოფიციალური სარგებლობისათვის, ამ წარმომადგენლობათა დიპლომატიური და ადმინისტრაციულ-ტექნიკური პერსონალის (მათთან მცხოვრებ ოჯახის წევრთა ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონლის, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობათა და საკონსულო დაწესებულებათა ქონების იმპორტის დროს – შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.ბ) „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმებული უცხო ქვეყნის მოქალაქეების (მათთან მცხოვრები ოჯახის წევრების ჩათვლით) პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი პირადი მოხმარების საგნებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების იმპორტის დროს – აღნიშნული კანონის მიხედვით საოპერაციო კომპანიის (ინვესტორის) მიერ გაცემული ნავთობისა და გაზის ოპერაციებში დასაქმების დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ.გ) „ნავთობისა და გაზის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნავთობისა და გაზის ოპერაციების საწარმოებლად განკუთვნილი მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების, სათადარიგო ნაწილების, მასალების და ნავთობპროდუქტების იმპორტის დროს – აღნიშნული კანონის მიხედვით საოპერაციო კომპანიის (ინვესტორის) მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;

ბ.დ) საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტის შემთხვევაში – აღნიშნული საქონლის ბორტზე ფაქტობრივად მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები და „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის ნომერი 996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის ნომერი IV-08 და ნომერი IV-09 დანართებით გათვალისწინებული ანგარიშგებები;

ბ.ე) საქართველოს ეროვნული ბანკისათვის გადასაცემი ოქროსა და ოქროს ზოდების იმპორტის დროს – საქართველოს ეროვნული ბანკისათვის ოქროს გადაცემის დამადასტურებელი, ბანკის მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი; ბ.ვ) ელექტროენერგიის წარმოებისათვის ბუნებრივი აირის იმპორტის დროს – თბოელექტროსადგურების მიერ გაცემული შესაბამისი დოკუმენტი;

ბ.ზ) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი ნუსხის მიხედვით სამკურნალო (ფარმაცევტული) მიზნებისათვის განკუთვნილი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის 28-ე და 29-ე ჯგუფებით გათვალისწინებული ნედლეულის ან/და სუბსტანციების იმპორტის დროს – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს მიერ გაცემული ფარმაკოლოგიური საშუალების კლინიკური კვლევის ან ფარმაცევტული წარმოების, ან ავტორიზებული აფთიაქის ნებართვა, ან იმპორტიორის მიერ გაფორმებული ხელშეკრულება აღნიშნული ნებართვის მქონე პირთან ნედლეულის მიწოდების თაობაზე.

მუხლი 53. იმპორტში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვებულ საქონელზე საბაჟო ზედამხედველობის დასრულება

1. დაუშვებელია მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონლის სხვა მიზნით გასხვისება, დაგირავება, გასესხება ან სხვა დავალიანების დაფარვის უზრუნველსაყოფად მისი გადაცემა, აგრეთვე სხვა პირის სარგებლობაში გადაცემა ან გამოყენება. იმპორტის გადასახდელების გადახდის შემთხვევაში ეს აკრძალვა არ ვრცელდება.

2. თუ მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი საქონელი განადგურდა ან დაზიანდა, საქონლის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ შეატყობინოს აღნიშნული შესაბამის საგადასახადო ორგანოს და წარუდგინოს მას უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოს მიერ დამოწმებული საქონლის განადგურების ან დაზიანების უტყუარი მტკიცებულებები. სხვა შემთხვევაში საქონელი ჩაითვლება საბაჟო ზედამხედველობიდან უკანონოდ გასულად.

3. საქონლისათვის მიზნობრივი გამოყენების სტატუსის გაუქმების შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულისა:

ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის დატოვების შემთხვევაში იგი უნდა მოექცეს იმპორტში, ამასთან:

ა.ა) თუ მიზნობრივი სტატუსი გაუქმდა საქონლის მფლობელის მიერ შესაბამისი პირობების დარღვევის შედეგად, საგადასახადო ვალდებულება წარმოიშობა საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დღიდან და იმპორტის გადასახდელებს უნდა გამოაკლდეს საქონლის იმპორტში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვების დროს გადახდილი გადასახდელების ოდენობა;

ა.ბ) თუ მიზნობრივი სტატუსი (კერძოდ, გრანტისა და ჰუმანიტარული დახმარების სტატუსი) გაუქმდა საქონლის მესაკუთრის განცხადების საფუძველზე, საგადასახადო ვალდებულებები წარმოიშობა საქონლისათვის აღნიშნული სტატუსის გაუქმების დღიდან და იმპორტის დროს გადასახდელ იმპორტის გადასახდელებს უნდა გამოაკლდეს საქონლის იმპორტში მიზნობრივი დანიშნულებით გაშვების დროს გადახდილი გადასახდელების ოდენობა;

ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას საქონელი მოექცევა ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში.

4. „საქართველოს, აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და თურქეთის რესპუბლიკას შორის აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის ტერიტორიების გავლით ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ძირითადი საექსპორტო მილსადენით ნავთობის ტრანსპორტირების შესახებ” საქართველოს მთავრობასა და საექსპორტო მილსადენის პროექტის მონაწილეებს შორის 1999 წლის 18 ნოემბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით და „საქართველოს და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სამხრეთკავკასიური მილსადენის სისტემის მეშვეობით საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიებზე და ამ ტერიტორიების ფარგლებს გარეთ ბუნებრივი გაზის ტრანზიტის, ტრანსპორტირებისა და რეალიზაციის შესახებ” 2001 წლის 12 ოქტომბრის სამთავრობათაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის მიწოდების (გარდა მითითებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული საქმიანობის ფარგლებში მიწოდებისა) შემთხვევაში გაუქმდება საქონლისათვის მიზნობრივი სტატუსი. ამასთან, არ დაირიცხება და გადაიხდება იმპორტის გადასახდელები და მყიდველის მიერ გადახდილი ან გადასახდელი დღგ, მაგრამ არანაკლებ დადგენილი განაკვეთისა, რომელიც დარიცხულია კომპენსაციის ფაქტობრივ თანხაზე, გადაიხდება გამყიდველის მიერ ამ საქონლის მიწოდების სანაცვლოდ მიღებული კომპენსაციიდან და გადაირიცხება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში ლარობით 15 დღის განმავლობაში, იმ თვის დამთავრებიდან, როდესაც მოხდა საქონლის მიწოდება ან განაღდება, იმის გათვალისწინებით, რომელი უფრო ადრე მოხდა. თუ იმპორტირებული საქონელი, რომელიც დაიბეგრებოდა დღგ-ით ამ პუნქტის შესაბამისად, გასხვისებულია ნულოვანი ღირებულებით სახელმწიფო ორგანოებზე, დღგ არ გადაიხდება.

5. თუ მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით შემოტანილი საქონელი გასხვისებულ იქნა სხვა პირზე, რომელიც საქონელს იყენებს ისეთი მიზნობრივი დანიშნულებით, რისთვისაც საქონლის იმპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევისას იმპორტის გადასახდელებზე გამოყენებული იქნებოდა შეღავათები, მაშინ აღნიშნულ საქონელზე ისევ გავრცელდება აღნიშნული შეღავათები და ახალი მიზნობრივი დანიშნულებით დარჩება საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს წარედგინება ახალი საბაჟო დეკლარაცია, ამასთან, წინმსწრები დეკლარაციის ელექტრონულ ვერსიაში კეთდება აღნიშვნა „ძალადაკარგულია“ და მიეთითება ახალი დეკლარაციის ნომერი და თარიღი. (10-08-.2012 ნომერი 331)

თავი XIII
ექსპორტი

1. ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია საშუალებას იძლევა, საქართველოს საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიის გარეთ (მათ შორის, დროებით, დაბრუნების პირობით) ან გადატანილ იქნეს თავისუფალ ზონაში, ან თავისუფალ ზონაში არსებული უცხოური საქონელი გატანილ იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან, თუ გატარდება სავაჭრო პოლიტიკის ღონისძიებები და კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში გადახდილ იქნება ექსპორტის გადასახდელები.

2. საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია აგრეთვე შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე გადამუშავების ვადის გასვლამდე, თუ დეკლარანტი გაფორმების საგადასახადო ორგანოში წარადგენს საქონლის გასხვისების დოკუმენტს.

მუხლი 55. ექსპორტის დეკლარირება

1. ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით ან:

ა) საბაჟო გამშვებ პუნქტში სასაქონლო ზედნადების წარდგენით (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალებების ექსპორტისა). ამასთან, თუ საქონლის ექსპორტი ექვემდებარება ლიცენზირებას ან/და ნებართვას ან/და სერტიფიცირებას ან/და სხვა არასატარიფო ღონისძიებას, შესაბამისი დოკუმენტები საბაჟო გამშვებ პუნქტს წარედგინება სასაქონლო ზედნადებთან ერთად, ხოლო საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 2201 10 190 01 და 2201 10 190 02 სასაქონლო ქვესუბპოზიციებით გათვალისწინებულ, არანაკლებ 1 000 ლარის საბაჟო ღირებულების საქონელზე აგრეთვე წარედგინება შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტი: მწარმოებლის მიერ გაცემული შესაბამისობის დეკლარაცია ან სერტიფიკაციის ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისობის სერტიფიკატი; (30-06-2014 ნომერი 196)

ბ) საბაჟო გამშვებ პუნქტში წერილობითი (გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის წარდგენით) ან ზეპირი დეკლარირებით – ფიზიკური პირის მიერ 15 000 ლარზე ნაკლები საბაჟო ღირებულების საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანისას (გარდა შავი ან/და ფერადი ლითონების ჯართის ან სატრანსპორტო საშუალების ექსპორტისა), ან საქართველოდან მუდმივად საცხოვრებლად გასვლისას პირადი ნივთების (გარდა სატრანსპორტო საშუალებისა), ავეჯის, საყოფაცხოვრებო დანიშნულების საქონლის გატანის შემთხვევაში;

გ) სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში – ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენით – სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელების და ნახევრადმისაბმელების ექსპორტისას. (6-09-2012 ნომერი 385)

დ) გაფორმების საგადასახადო ორგანოში გამარტივებული საბაჟო დეკლარაციის ან საფოსტო გზავნილების დეკლარაციის (დანართი ნომერი IX1–02) წარდგენით – საფოსტო გზავნილით გასატანი საქონლის შემთხვევაში. (17-03-2015 ნომერი 78 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება, გაფორმების ადგილზე წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმების მიზნით, უნდა წარედგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების აქტს.

21. სახელმწიფო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, არქივში ან სხვა ანალოგიურ დაწესებულებაში დაცული, დაზიანებული წიგნები, რომელთა გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოდან გატანის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გაცემულია თანხმობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაუცველად გაცემაზე, ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას დათვალიერებას არ ექვემდებარება. (11-02-2015 ნომერი 43)

3. თუ დეკლარანტის მიზეზით შეუძლებელია დადგენილ ვადაში (საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში − არა უგვიანეს 30 სამუშაო დღისა, საქონლის საბაჟო საწყობში დროებით შენახვისას − დროებით შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული წლისა) ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის წარდგენა, ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი 5 სამუშაო დღის ვადაში (დროებითი დასაწყობების შემთხვევის გარდა) არ იქნება გატანილი საბაჟო კონტროლის ზონიდან, საგადასახადო ორგანო აცნობებს დეკლარანტს საქონლის განკარგვის შესახებ თავისი განზრახვის თაობაზე და ადგენს ამ პუნქტში აღნიშნული ნაკლოვანებების აღმოფხვრის ვადას, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 30 კალენდარულ დღეს. თუ დადგენილ ვადაში დეკლარანტი არ აღმოფხვრის ნაკლოვანებებებს ან არ მოითხოვს დეკლარაციის ბათილად ცნობას, შემოსავლების სამსახური ახორციელებს საქონლის განკარგვას.

მუხლი 56. საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება ან შეცვლა სხვა სასაქონლო ოპერაციით

1. დეკლარანტს შეუძლია ექსპორტის სასაქონლო ოპერაცია, მოტივირებული განცხადების საფუძველზე, შეცვალოს შემდეგი სასაქონლო ოპერაციებით:

ბ) გარე გადამუშავება;

გ) თავისუფალი ზონა.

2. საქონლის ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება დასტურდება საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ, აღრიცხვის მოწმობის ან/და სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ან ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის კონტროლიდან მოხსნით და საქონლის გაშვებით.

3. ექსპორტით გასატანი საქონლის სასაქონლო ზედნადების წარდგენით საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარირებისას სასაქონლო ზედნადების წარდგენილი ეგზემპლარების უკანა გვერდზე მიეთითება გაშვების ნებართვის დამადასტურებელი აღნიშვნა.

4. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით ექსპორტში დეკლარირებულ, ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებულ ან/და საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საზღვაო ტრანსპორტით გასატან საქონელზე (შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შედეგად მიღებული ან წარმოებული პროდუქტის გარდა) დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში ან საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენისას. (30-06-2014 ნომერი 196)

5. როდესაც ექსპორტის საბაჟო დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საბაჟო გამშვები პუნქტი ახდენს საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.

6. როდესაც ექსპორტის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში, დეკლარანტი ვალდებულია, დეკლარაციის წარდგენამდე თვითონ განახორციელოს საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ან სარკინიგზო ვაგონის/კონტეინერის ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით და შესაბამისი მონაცემები ასახოს დეკლარაციაში.

7. როდესაც ექსპორტის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, გაფორმების ეკონომიკური ზონა ახდენს მის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.

8. ექსპორტის სასაქონლო ოპერაციით გასატანი აქციზური მარკების ნიშანდებას ახორციელებს შემოსავლების სამსახურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული.

თავი XIV

ტრანზიტი

მუხლი 57. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაცია

1. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში შეიძლება მოექცეს როგორც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი, ასევე ნებისმიერ სასაქონლო ოპერაციაში (დროებითი შემოტანის, ექსპორტის, შიდა გადამუშავების და გარე გადამუშავების გარდა) მოქცეული უცხოური საქონელი, თუ წარდგენილია კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტები.

2. გამგზავნი საგადასახადო ორგანო (საბაჟო გამშვები პუნქტი ან გაფორმების ორგანო) არის საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ადგილი, საიდანაც იწყება სატრანზიტო გადაზიდვა, ხოლო დანიშნულების საგადასახადო ორგანო (საბაჟო გამშვები პუნქტი ან გაფორმების ორგანო) – საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ადგილი, სადაც მთავრდება სატრანზიტო გადაზიდვა.

მუხლი 58. ტრანზიტის დეკლარირება

1. საქონლის ტრანზიტში დეკლარირების დროს, თუ არ არსებობს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით განხორციელებული წინმსწრები ოპერაცია, დეკლარაციად ითვლება საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენილი და სათანადო წესით დამოწმებული:

ა) TIR-წიგნაკი;

ბ) TIR-წიგნაკის არქონის შემთხვევაში – საქონლის თანმხლები სატრანსპორტო და სხვა დოკუმენტების (რომელიც გამოიყენება საქონლის გადაზიდვისათვის ან/და შეიცავს საქონლის და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს) საფუძველზე გაცემული მოწმობა (ამ მუხლის მე-2–მე-5 პუნქტებით გათვალისწინებულის გარდა);

გ) თავისი სვლით გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის, ნახევრადმისაბმელის ან/და ასეთი ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადატანილი, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 199-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაუბეგრავ რაოდენობასა და ღირებულებაზე მეტი საქონლის შემთხვევაში – სატრანსპორტო საშუალების თანმხლები დოკუმენტი, რომელიც გამოიყენება შემდგომი გადაზიდვისათვის ან/და შეიცავს საქონლის და სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიკაციისათვის საჭირო მონაცემებს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალებისა და საქონლის შესახებ ინფორმაცია აისახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში.

3. საქართველოდან ტრანზიტით, საზღვაო ტრანსპორტით გასატან საქონელზე (გარდა კონტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა) გამგზავნ საბაჟო გამშვებ პუნქტში გამოიწერება მოწმობა, ხოლო სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტში (გაფორმების საგადასახადო ორგანოში).

4. მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით ტრანზიტით გადაადგილებულ საქონელზე წარედგინება სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია.

5. ტრანზიტის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით ხდება მხოლოდ:

ა) მილსადენი და ელექტროგადამცემი ხაზებით ტრანზიტით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება;

ბ) საზღვაო ტრანსპორტით ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება (გარდა კონტეინერებში და სატრანსპორტო საშუალებებში განთავსებული საქონლისა);

გ) საქართველოდან ტრანზიტით გასატანი საქონლის დეკლარირება, იმ შემთხვევაში, როცა საქონლის მიმართ წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია განხორციელდება საბაჟო დეკლარაციის მეშვეობით.

6. საქართველოდან ტრანზიტით გასატან საქონელზე (როცა წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია განხორციელდა საბაჟო დეკლარაციით) სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება გაფორმების იმ ორგანოში, სადაც განხორციელდა წინმსწრები სასაქონლო ოპერაცია და ამავე ორგანოს მიერ გაიცემა მოწმობა.

მუხლი 59. ტრანზიტში მოქცეული საქონლის გადაადგილება

1. გამგზავნი საგადასახადო ორგანოდან ტრანზიტით გადაადგილებული საქონელი და ყველა აუცილებელი დოკუმენტი დანიშნულების საგადასახადო ორგანოს უნდა წარედგინოს არა უგვიანეს 20 კალენდარული დღისა, ხოლო სეს ესნ-ის 8702, 8703, 8704, 8711 ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული ავტოსატრანსპორტო საშუალება (აგრეთვე ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებული, კანონმდებლობით განსაზღვრულ დაუბეგრავ მინიმუმზე მეტი რაოდენობისა და ღირებულების საქონელი) – არა უმეტეს 45 კალენდარული დღისა.

2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი, დეკლარანტის ან/და გადამზიდველის მოთხოვნით შეიძლება განთავსებულ იქნეს საბაჟო საწყობში, საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით ან დროებით შენახვაზე კანონმდებლობით დადგენილი ვადით.

3. ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონლის დროებითი შენახვის ადგილიდან დანიშნულების საბაჟო გამშვები პუნქტის მიმართულებით გადაადგილება განახლდება დროებით შენახვის ვადის გასვლამდე ახალი მოწმობის გაცემით, გარდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში რეგისტრირებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა.

4. დეკლარანტის მოთხოვნის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია დაადასტუროს, რომ ტრანზიტისათვის განკუთვნილი საქონელი არ ყოფილა გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე. ამ მიზნით, საგადასახადო ორგანო ადასტურებს დეკლარანტის მიერ 3 ეგზემპლარად წარდგენილ, ამ ინსტრუქციის დანართი №XIV-01-ით გათვალისწინებულ დოკუმენტს, რის შემდეგაც ორი ეგზემპლარი უბრუნდება დეკლარანტს, ხოლო ერთი რჩება საგადასახადო ორგანოს.(25-01-2013 ნომერი 31)

5. ამოღებულია (10-06-2013 ნომერი 188)

მუხლი 60. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება

1. ტრანზიტის დასრულების მიზნით, ხორციელდება:

ა) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა და საქონლის ფაქტობრივი გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ;

ბ) საქონლის ფაქტობრივი გატანა საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ შესაბამისი მოწმობის კონტროლიდან მოხსნით (გარდა იმ შემთხვევისა, როცა დანიშნულების საბაჟო გამშვებ პუნქტს წარედგინება სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია);

გ) საქონლის განთავსება საბაჟო საწყობში ან დროებითი შენახვის სხვა ადგილას და დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ მისი ფაქტობრივი გატანა ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა” და „ბ” ქვეპუნქტების შესაბამისად;

დ) საქონლისათვის სხვა სასაქონლო ოპერაციის შერჩევა;

ე) საერთაშორისო კონვენციებით გათვალისწინებული დოკუმენტის (TIR-წიგნაკი) წარდგენა საბაჟო დეკლარაციის ნაცვლად;

ვ) ამ ინსტრუქციის 58-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემთა ავტომატიზებულ ბაზაში ინფორმაციის ასახვით.

2. ტრანზიტის სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული საქონლის საბაჟო ზედამხედველობიდან მოხსნა, როგორც წესი, ხორციელდება საბაჟო გამშვებ პუნქტში, საიდანაც ხდება საქონლის საბაჟო საზღვრის გარეთ გატანა (დანიშნულების საგადასახადო ორგანო), ხოლო სასაქონლო ოპერაციის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლისას, ან საქონლის გადამისამართებისას – იმ საგადასახადო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე, სადაც ხდება სასაქონლო ოპერაციის ან სატრანსპორტო საშუალების შეცვლა, ან საქონლის გადამისამართება.

თავი XV

საწყობი

მუხლი 61. საწყობის სასაქონლო ოპერაციის დეკლარირება

1. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება:

ა) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით;

ბ) სააგენტოს განყოფილებების სარეგისტრაციო სამსახურებში განთავსებულ გაფორმების ადგილებში – ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის წარდგენით – სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელებზე და ნახევრადმისაბმელებზე. (6-09-2012 ნომერი 385)

2. სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, საწყობის საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმებისათვის უნდა წარედგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე:

ა) რომელიც შემოყვანილია იურიდიული პირის მიერ და რომელიც რეგისტრირებული არ ყოფილა;

ბ) რომელსაც წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის დეკლარირებისას სააგენტოს თანამშრომლის მიერ უკვე ჩაუტარდა სავალდებულო საექსპერტო შემოწმება;

გ) რომლის მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები;

დ) რომელიც რეგისტრირებულია უცხოეთში და გადაადგილდება უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ. (26.04.2013 N 120 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

მუხლი 62. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვა

1. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის შენახვა შესაძლებელია საბაჟო საწყობში, საბაჟო ტერმინალში და გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, აგრეთვე შენახვის სხვა ადგილას, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში. (29-09-2014 ნომერი 287 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

2. სხვა ადგილას საქონლის შენახვა შესაძლებელია:

ა) როცა არ არსებობს საბაჟო საწყობი, რომელიც აკმაყოფილებს საქონლის შენახვისათვის აუცილებელ პირობებს (რადიაციული, საშიში ტვირთი, არაგაბარიტული და სხვა) და საქონლის მიმღების მიერ გაფორმების ორგანოში წარდგენილია იმპორტის გადასახდელების ეკვივალენტური თანხის ოდენობის გარანტია;

ბ) როცა საქონლის შენახვის უზრუნველყოფისათვის ან/და გაყიდვისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის მიზნით, 63-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე შეუძლებელია და საქონლის მიმღების მიერ გაფორმების ორგანოში წარდგენილია იმპორტის გადასახდელების ეკვივალენტური თანხის ოდენობის გარანტია;

გ) როცა საქონლის მიმღებს წარმოადგენს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;

დ) საერთაშორისო მიმოსვლისათვის გახსნილ საზღვაო ნავსადგურში განსაზღვრულ ტერიტორიაზე.

ე) როცა საქონლის შენახვა ხორციელდება საქონლის მიმღების/იმპორტიორის საწყობში, ხოლო საქონელი წარმოადგენს გადამზიდი სატრანსპორტო საშუალების მეშვეობით შემოტანილ: (10-08-2012 ნომერი 331 გავრცელდეს 2012 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)

ე.ა) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ საქონელს;

ე.ბ) ახალ (საქართველოში შემოტანამდე დაურეგისტრირებელ), სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელებს და ნახევრადმისაბმელებს; (06-09-2012 ნომერი 385)

ვ) შემოსავლების სამსახურის თანხმობით, საქონლის მიმღების/იმპორტიორის საწყობში ავტონაწილების შენახვისას. (6-09-2012 ნომერი 385)

მუხლი 63. საწყობში საქონლის მიმართ დასაშვები ქმედებები

1. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის მიმართ დასაშვებია საქონლის შენახვის უზრუნველყოფის, ტრანსპორტირებისა და გაყიდვის ხელშეწყობის მიზნით ოპერაციების განხორციელება. 2. საქონლის შენახვის უზრუნველყოფისათვის დასაშვებია:

ა) გასუფთავება;

ბ) განიავება;

გ) გაშრობა (კერძოდ, სითბოს მიწოდებით);

დ) შენახვის ოპტიმალური ტემპერატურული რეჟიმის შექმნა (გაციება, გაყინვა, გახურება);

ე) დამცავ შესაფუთში მოთავსება;

ვ) დამცავი საფენისა და კონსერვანტის ჩატანება;

ზ) ჟანგსაწინააღმდეგო შეღებვა;

თ) დამცავი მოწყობილობის შეყვანა;

ი) ანტიკოროზიული საფენის ჩატანება ტრანსპორტირების წინ;

კ) შენახვის უზრუნველყოფისათვის საჭირო სხვა ოპერაციები.

3. საქონლის გაყიდვისა და ტრანსპორტირების ხელშეწყობის მიზნით შესაძლებელია:

ა) ანტიკოროზიული საფენის ჩატანება ტრანსპორტირების წინ;

ბ) პარტიის დანაწილება;

გ) გზავნილების ფორმირება;

დ) დახარისხება;

ე) შეფუთვა;

ვ) მარკირება (მ.შ. აქციზური მარკების დაკვრა);

ზ) საქონლის განთავსება სადემონსტრაციო სტენდებზე;

თ) დატვირთვა/გადმოტვირთვა/გადატვირთვა;

ი) დაკომპლექტებასთან ან სამუშაო მდგომარეობაში მოყვანასთან დაკავშირებული მარტივი ოპერაციები;

კ) რაციონალურად განლაგების მიზნით საქონლის გადაადგილება საბაჟო საწყობში;

ლ) ტესტირება (გამოცდა);

მ) საქონლის დემონსტრირება საბაჟო კონტროლის ზონაში;

ნ) სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) ან 8716 (მისაბმელები და ნახევრად მისაბმელები) სასაქონლო პოზიციებში აღწერილი და კლასიფიცირებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალება, საქონლის მესაკუთრის მიერ დროებით (არა უმეტეს 48 საათისა) გატანილ იქნეს საწყობიდან. ამასთან, საქონლის დროებით გატანა ხორციელდება ამ ინსტრუქციის მე-11 მუხლის შესაბამისად გამოწერილი ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით. ო) გაყიდვისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო სხვა ოპერაციები.

4. ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად განხორციელებულმა ოპერაციებმა არ უნდა გამოიწვიოს სასაქონლო კლასიფიკაციის შეცვლა სეს ესნ-ის მიხედვით, ციფრული კოდის მეთერთმეტე ნიშნის დონემდე.

5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ნ“ ქვეპუნქტის შესაბამისად საბაჟო საწყობიდან დროებით გატანილი საქონლის მიმართ იმპორტის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შემთხვევაში (მათ შორის, საკუთრების უფლების გადაცემისას) ან საწყობის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებით სხვა საბაჟო საწყობში ან დროებით შენახვის სხვა ადგილზე განთავსებისას, მისი დაბრუნება საბაჟო საწყობში სავალდებულო არ არის. (26-04-2013 ნომერი 120 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

6. საბაჟო საწყობის მფლობელი უფლებამოსილია (გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება ნავთობის დისტილატების გადამზიდავ დალუქულ სატრანსპორტო საშუალებასთან ერთად დასაწყობება), საქონლის მესაკუთრის თანხმობით ერთ სათავსში განათავსოს განსხვავებული წარმოშობის ქვეყნისა და ხარისხის ნავთობის დისტილატები, ამ მუხლის მე-4 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამასთან, დანაკლისის აღმოჩენის შემთხვევაში, საგადასახადო ვალდებულება გამოითვლება ერთ სათავსში დასაწყობებული დისტილატებიდან უდიდესი ერთეულის ფასის საფუძველზე.

7. საბაჟო საწყობის ან შენახვის სხვა ადგილის მფლობელი უფლებამოსილია, საქონლის ტრანსპორტირებისათვის ან შეფუთვისათვის გამოყენებული ნაწარმი, რომელიც საბაჟო საწყობში ან შენახვის სხვა ადგილზე რჩება სატრანსპორტო საშუალების გახსნისა და საქონლის გადმოტვირთვის, ან ამ მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად განხორციელებული ოპერაციების შემდეგ, მოაქციოს შესაბამის სასაქონლო ოპერაციაში ან განახორციელოს საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლით განსაზღვრული განკარგვის ღონისძიება. ამასთან, აღნიშნული ნაწარმის იმპორტში გაშვება ექვემდებარება იმპორტის გადასახდელების გადახდას ისევე, როგორც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ასეთ მდგომარეობაში იმპორტირებული საქონელი.

8. თუ საბაჟო საწყობში შენახული საქონლის დანაკლისი არ აღემატება დეკლარირებული რაოდენობის 3 პროცენტს, საგადასახადო ორგანო საბაჟო დეკლარაციაში შესაბამის ცვლილებებს ახორციელებს დეკლარანტის მიერ გაცხადებული და საბაჟო საწყობის მიერ დადასტურებული საქონლის რაოდენობის გათვალისწინებით.

მუხლი 64. საბაჟო საწყობში შენახულ საქონელზე საკუთრების უფლების გადაცემა

1. საბაჟო საწყობში შენახულ, საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე (შიდა გადამუშავების შედეგად მიღებული გადამუშავებული საქონლის, გადაუმუშავებელი საქონლის, ნაშთის ან/და ნარჩენების გარდა) საკუთრების უფლების გადაცემა დასაშვებია საქონლის მესაკუთრესა და ნებისმიერ სხვა პირს შორის წერილობით გაფორმებული ხელშეკრულების ან საქონლის ნასყიდობის სხვა დოკუმენტის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში შესაბამისი ინფორმაცია შეიტანება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში, რომელიც ჩაითვლება ძალადაკარგულად, ხოლო ახალი მესაკუთრის მიერ წარედგინება ახალი საბაჟო დეკლარაცია. (29-09-2014 ნომერი 287 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის შემძენის მიერ ნებისმიერი სასაქონლო ოპერაციის გამოყენებამდე, ხელშეკრულების მოშლის შემთხვევაში, საქონლის გამსხვისებელს უნარჩუნდება ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული უფლება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია მიეწოდება საგადასახადო ორგანოს.

მუხლი 65. საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის გარეშე

1. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცევის გარეშე საბაჟო საწყობში საქონლის შენახვა შესაძლებელია:

ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის სასაქონლო ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებამდე დროებით შენახვის შემთხვევაში;

ბ) პირის მოთხოვნით, იმ საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში, რომლის მიმართაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია;

გ) სარკინიგზო ტრანსპორტით გადაადგილებული საქონლის დროებით შენახვის შემთხვევაში, რომლის მიმართაც უკვე განსაზღვრულია სასაქონლო ოპერაცია;

დ) საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების დროებით გაჩერების შემთხვევაში;

ე) საგადასახადო ორგანოს თანხმობით:

ე.ა) საქართველოს საქონლის საბაჟო საწყობში 3 თვემდე ვადით შენახვისას;

ე.ბ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული უცხოური საქონლის საბაჟო საწყობში გადამუშავებისას ამ სასაქონლო ოპერაციით განსაზღვრული პირობებისა და იმ სპეციალური ნორმების შესაბამისად, რომლებიც ასეთი შემთხვევებისათვის გათვალისწინებულია საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობით;

ვ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

2. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის საბაჟო საწყობში გადამუშავებისათვის საგადასახადო ორგანოს თანხმობის მისაღებად საბაჟო საწყობს უნდა გააჩნდეს საქონლის გადამუშავებისათვის შესაბამისი საწარმოო კომპლექსი, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

მუხლი 66. საბაჟო საწყობიდან საქონლის გატანა

1. საწყობიდან საქონლის გატანისას საგადასახადო ორგანოს წარედგინება აღრიცხვის მოწმობა ან სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია ან საგადასახადო ორგანოსთვის მისაღები სხვა დოკუმენტი (TIR-წიგნაკი, საქონლის განკარგვის აქტი ან სხვ.).

2. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, უზრუნველყოს სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებულ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებზე (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) და 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებულ მისაბმელებზე და ნახევრადმისაბმელებზე რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის, აგრეთვე სასაქონლო ოპერაციის გამოყენებასთან დაკავშირებული ნფორმაციის საბაჟო საწყობისათვის მიწოდება წერილობითი ან/და ელექტრონული (მათ შორის, მონაცემთა ბაზის ერთიანი ელექტრონული დამუშავებისა და გადაცემის სისტემის გამოყენებით) ფორმით. ამასთან, ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობით დოკუმენტებს. (6-09-2012 ნომერი 385)

3. საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი, საგადასახადო ორგანოს თანხმობით, შესაძლებელია დროებით ან სრულად გადატანილ იქნეს სხვა საბაჟო საწყობში ან ამ ინსტრუქციით განსაზღვრულ შენახვის სხვა ადგილზე. ამასთან, საქონლის დროებით გადატანა ხორციელდება გაფორმების საგადასახადო ორგანოში იმპორტის გადასახდელების ოდენობის გარანტიის წარდგენით და აღრიცხვის მოწმობის გაცემით, ხოლო სრულად გადატანა – აღრიცხვის მოწმობის გაცემით და დანიშნულების საგადასახადო ორგანოში ახალი სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით.

4. საწყობიდან ტრანზიტში გაცხადებული საქონლის გატანისას დეკლარანტის წარმომადგენელს უფლება აქვს, განახორციელოს საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების/კონტეინერის ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალების გამოყენებით.

5. საბაჟო საწყობი უფლებამოსილია განახორციელოს საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.

მუხლი 67. საქონლის შენახვა საბაჟო ტერმინალში

1. საბაჟო ტერმინალში შესაძლებელია განთავსდეს:

ა) დროებით შენახული ან საწყობის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი;

ბ) საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი უპატრონო (მიტოვებული) საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება;

გ) ჩამორთმეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება საგადასახადო სამართალდარღვევის საქმის განხილვამდე, კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი კატეგორიის საქონლის მიმართ დაწესებული შენახვის განსაკუთრებული რეჟიმის გათვალისწინებით; დ) მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალებად დაგირავებული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება;

ე) უსასყიდლოდ ჩამორთმეული ან სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული საქონელი ან/და სატრანსპორტო საშუალება უფლებამოსილ ორგანოსთვის გადაცემამდე, კანონმდებლობით დადგენილი ზოგიერთი კატეგორიის საქონლის მიმართ დაწესებული შენახვის განსაკუთრებული რეჟიმის გათვალისწინებით;

ვ) საბაჟო გამშვები პუნქტის სამოქმედო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონელი, რომელზეც საგადასახადო ორგანოში არ არის წარმოდგენილი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემდგომი გადაადგილებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული დოკუმენტი (ნებართვა, სერტიფიკატი და სხვა);

ზ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანას ან განადგურებას დაქვემდებარებული, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე უკვე შემოტანილი აკრძალული საქონელი, რომლის შემოტანა იკრძალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე;

თ) საქონელი, რომლის მიმღებს ან იმპორტიორს წარმოადგენს „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან მის გამგებლობაში არსებული სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო;

ი) დროებითი დასაწყობებული საქონელი, მის მიმართ სასაქონლო ოპერაციის სახის განსაზღვრის დასრულებამდე;

კ) საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონელი.

2. მგზავრის მომართვის საფუძველზე საბაჟო ტერმინალი უფლებამოსილია, საქონელი შეინახოს 20 კალენდარული დღის განმავლობაში, რომელიც შესაძლებელია გააგრძელდეს 10 კალენდარული დღით.

3. საბაჟო ტერმინალში საქონლის დროებით შენახვა ხორციელდება:

ა) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა”, „თ” და „ი” ქვეპუნქტებით და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დეკლარანტის მიერ დროებითი შენახვის განაცხადის წარდგენით;

ბ) სხვა შემთხვევებში – საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით და დროებით შენახვის განაცხადის შევსებით, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

4. საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის საბაჟო ტერმინალში დროებით დასაწყობებისას განაცხადი არ წარედგინება და საქონელი აღირიცხება მონაცემთა დამუშავების ავტომატიზებული სისტემის მეშვეობით, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის შესაბამისად.

5. საბაჟო ტერმინალში სატრანსპორტო საშუალების განთავსებისას სატრანსპორტო საშუალება ექვემდებარება დამატებით სავალდებულო დალუქვას. დამატებითი ლუქის დადება დალუქულ სატრანსპორტო საშუალებაზე არ იწვევს საგადასახადო ორგანოს შესაბამისი თანამშრომლის პასუხისმგებლობას დეკლარანტის მიერ წარმოდგენილი სატრანსპორტო დოკუმენტების ან მოწმობის საფუძველზე შევსებულ განაცხადში ასახული მონაცემების ფაქტობრივი სიზუსტის მიმართ.

თავი XVI

თავისუფალი ზონა

მუხლი 68. თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაცია

1. თავისუფალ ზონაში შეიძლება მოთავსდეს:

ა) უცხო ქვეყნიდან შეტანილი საქონელი;

ბ) საქართველოს სხვა საბაჟო ტერიტორიიდან შეტანილი უცხოური საქონელი;

გ) უცხოური საქონელი, რომელიც მოქცეული იყო სასაქონლო ოპერაციაში, რომელიც დასრულდა თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანით;

დ) საქართველოს საქონელი.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა”–„გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უცხოური საქონლის თავისუფალ ზონაში მოთავსებისას, საქონლის მიმართ განისაზღვრება სასაქონლო ოპერაციის სახე – თავისუფალი ზონა, ხოლო „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქართველოს საქონლის მოთავსება თავისუფალ ზონაში ხორციელდება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად.

3. შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია:

ა) განახორციელოს საბაჟო კონტროლი თავისუფალი ზონის პერიმეტრზე პირის, საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე;

ბ) მოითხოვოს და მიიღოს თავისუფალ ზონაში არსებული საქონლის დოკუმენტების ასლები;

გ) საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, დაათვალიეროს თავისუფალ ზონაში შენახული საქონელი.

მუხლი 69. თავისუფალ ზონაში ნებადართული საქმიანობა

1. თავისუფალ ზონაში დასაშვებია ნებისმიერი საქონლის შეტანა/გამოტანა, შენახვა, გადამუშავება, მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა, თუ ამ მუხლით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

2. თავისუფალ ზონაში აკრძალულია:

ა) იარაღის, საბრძოლო მასალის გადამუშავება/მიწოდება;

ბ) ბირთვული, რადიოაქტიური ნივთიერებების გადამუშავება/მიწოდება;

გ) ნარკოტიკული და ფსიქოტროპული საშუალებების შეტანა, გადამუშავება, შენახვა ან/და მიწოდება;

დ) თამბაქოს ნაწარმის ან/და თამბაქოს ნედლეულის შეტანა, შენახვა, გადამუშავება ან/და მიწოდება, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული შემთხვევისა.

3. თავისუფალ ზონაში დასაშვებია თამბაქოს ნაწარმის შეტანა ადგილზე მოხმარებისათვის და საქართველოს საქონლის შემთხვევაში ეს არ განიხილება როგორც საქონლის ექსპორტი.

მუხლი 70. თავისუფალ ზონაში საქონლის შეტანა

1. საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოური საქონლის მიმართ თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების დროს ხორციელდება:

ა) საქონლის წარდგენა;

ბ) ზოგადი დეკლარირება ამ კოდექსის მე-4 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტების შესაბამისად;

გ) მოწმობის გაცემა/დახურვა;

დ) გამარტივებული დეკლარირება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 217-ე მუხლით დადგენილ ვადებში.

2. თავისუფალ ზონაში საქონლის მოწმობით წარდგენისას, თუ აღნიშნული მომენტისათვის წარდგენილი არაა სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია, შესაძლებელია საქონლის გაშვება განხორციელდეს მოწმობით. (26-04-2013 ნომერი 120 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

3. სხვა სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ უცხოურ საქონელზე თავისუფალი ზონის სასაქონლო ოპერაცია განისაზღვრება (და შესაბამისი სასაქონლო ოპერაცია დასრულდება) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის გამარტივებულად შევსებით.

4. იმ შემთხვევაში, როდესაც გაფორმების ორგანო არ წარმოადგენს დანიშნულების ადგილს, დეკლარირებული საქონლის თავისუფალ ზონამდე გადაადგილება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად, მოწმობის გაცემით.

5. თავისუფალ ზონაში საქართველოს საქონლის მოთავსების მიზნით, თავისუფალი ზონის საბაჟო გამშვებ პუნქტში საქონლის წარდგენისას, დეკლარანტს უფლება აქვს: ა) განახორციელოს საქონლის დეკლარირება სასაქონლო ზედნადების წარდგენით, ან

ბ) სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია შეავსოს გამარტივებული წესით.

მუხლი 71. თავისუფალი ზონიდან საქონლის გატანა

1. თავისუფალი ზონიდან საქონლის გატანა ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან მისი გატანით ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიის სხვა ადგილზე გადატანით.

2. თავისუფალი ზონიდან საქონლის სხვა ქვეყანაში გატანა განიხილება როგორც საქონლის ექსპორტი.

3. თავისუფალ ზონაში არსებული საქონლის, როგორც უცხოური საქონლის, საქართველოს სხვა საბაჟო ტერიტორიაზე გადატანის დროს ხორციელდება საგადასახადო კანონმდებლობით (მათ შორის, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისათვის) საქართველოში უცხოური საქონლის შემოტანისათვის დადგენილი პროცედურები.

თავი XVII

რეექსპორტი

მუხლი 72. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაცია

1. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი საქონლის რეექსპორტი შესაძლებელია განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებში:

ა) როდესაც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის დროს პირი საბაჟო გამშვებ პუნქტშივე აცხადებს საქონლის მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას და ამ ოპერაციის განხორციელებისა და დასრულების მიზნით საქონელს ათავსებს დროებითი შენახვის ადგილზე;

ა1) როდესაც პირი გაფორმების ეკონომიკურ ზონა „ფოთში“ აცხადებს საზღვაო ტრანსპორტით შემოტანილი და საზღვაო ნავსადგურიდან 12 კილომეტრის რადიუსში განლაგებულ საბაჟო საწყობში დროებით შენახული საქონლის მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების განზრახვას; (29-09-2014 ნომერი 287 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

ბ) როდესაც განზრახულია საწყობის, შიდა გადამუშავების, დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის რეექსპორტი;

გ) როდესაც პირი საქართველოში არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან (გარდა ტრანზიტით გადაადგილებისა) ამ ინსტრუქციის მე-20 მუხლით განსაზღვრულ ვადაში წარადგენს გაფორმების ადგილზე, გარდა ამ პუნქტის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

დ) როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი უცხოეთში რეგისტრირებული სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო მსუბუქი ავტოსატრანსპორტო საშუალება, ავტობუსი ან მოტოციკლეტი (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) – 90 კალენდარული დღის ვადაში ტოვებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიას; (26-04-2013 ნომერი 120 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 221-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

ვ) როდესაც ხორციელდება დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით ან მოწმობის გაცემით დეკლარირებული საქონლის რეექსპორტი;

ზ) სხვა შემთხვევებში – როდესაც:

ზ.ა) დადგინდა, რომ იმპორტში მოქცეულ საქონელს აქვს დეფექტი ან მისი რაოდენობა, ხარისხი, შეფუთვა ან აღწერილობა არ შეესაბამება საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებს და ამ მიზეზით უბრუნდება მომწოდებელს ან მის მიერ მითითებულ სხვა პირს;

ზ.ბ) იმპორტში მოქცეულ საქონელს ჩამოერთმევა საქართველოს საქონლის სტატუსი, თუ მისი გაშვების შემდეგ საქონლის იმპორტის საბაჟო დეკლარაცია ცნობილია ბათილად, ან გამოცხადებულია ძალადაკარგულად.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ა” ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, საქონლის რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისათვის დაკმაყოფილებულ უნდა იქნეს შემდეგი პირობები:

ა) საქონელი არ უნდა იქნეს გამოყენებული და გადამუშავებული საქართველოს ტერიტორიაზე;

ბ) შესაძლებელი უნდა იყოს საგადასახადო ორგანოს მიერ საქონლის იდენტიფიცირება;

გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან საქონელი გატანილი უნდა იქნეს იმპორტში გაშვების დღიდან 6 თვეში.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის განხორციელების მიზნით, სასაქონლო საბაჟო დეკლარაციასთან ერთად წარედგინება პირის განცხადება საქონლის დეფექტის არსებობის, რაოდენობის, ხარისხის, შეფუთვისა და აღწერილობის საგარეო-ეკონომიკური გარიგების პირობებთან შეუსაბამობის შესახებ, და მომწოდებლისათვის ან მის მიერ მითითებული სხვა პირისათვის საქონლის დაბრუნებაზე მომწოდებლის თანხმობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი. (29-09-2014 ნომერი 287 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში საქონლის მიმართ რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების შესახებ საგადასახადო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, „საქონლის დროებით შენახვის განაცხადის“ წარდგენით უნდა მოხდეს საქონლის დროებით შენახვა საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან მის გატანამდე.

5. თუ შენახვის ვადის გასვლამდე საქონელი არ იქნება გატანილი დროებით შენახვის ადგილიდან, შენახვის ვადის გასვლის შემდეგ მისი განკარგვა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 73. რეექსპორტის დეკლარირება

1. საქონლის რეექსპორტში დეკლარირების დროს, თუ არ არსებობს წინმსწრები სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით განხორციელებული ოპერაცია, დეკლარაციად ითვლება საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენილი და სათანადო წესით დამოწმებული მოწმობა.

2. თუ განზრახულია საწყობის ან შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული ან საქართველოს საქონლის რეექსპორტი, გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით მოქცეული საქონლის რეექსპორტი ხორციელდება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით დეკლარირებული საქონლის რეექსპორტი – დროებით შემოტანისას დამოწმებული დეკლარაციისა და თანდართული ნუსხის წარდგენით, ხოლო მოწმობით დეკლარირებულისა – საქონლის შემოტანისას გამოწერილი მოწმობის წარდგენით.

3. როდესაც საქონლის რეექსპორტი ხორციელდება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით (გარდა გაფორმების ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა), დეკლარანტი ვალდებულია, დეკლარაციის წარდგენამდე თვითონ განახორციელოს საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ან სარკინიგზო ვაგონის/კონტეინერის ნიშანდება საგადასახადო ორგანოს მიერ გაცემული იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით და შესაბამისი მონაცემები ასახოს დეკლარაციაში.

4. როდესაც რეექსპორტის სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის მიმართ გამოსაყენებელი საბაჟო კონტროლის ღონისძიების შერჩევა, დეკლარანტის სურვილისამებრ, ხორციელდება გაფორმების ეკონომიკურ ზონაში, გაფორმების ეკონომიკური ზონა ახდენს მის ტერიტორიაზე წარდგენილი საქონლისა და ავტოსატრანსპორტო საშუალების ნიშანდებას იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით.

5. ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით საწყობის ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული, სეს ესნ-ის 8429, 8701, 8702, 8703, 8704, 8705 და 8711 სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალების (რომლის შიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია, ხოლო ელექტროძრავის შემთხვევაში − მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე 4 კვტ-ზე მეტია) ან 8716 სასაქონლო პოზიციით გათვალისწინებული მისაბმელის და ნახევრადმისაბმელის რეექსპორტი ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით. (6-09-2012 ნომერი 385)

6. სააგენტოში საკუთრების უფლების გადაცემაზე გარიგების დოკუმენტის არსებობის დადასტურებისა ან/და საექსპერტო შემოწმების მიზნით წარდგენილი ან/და დროებით დასაწყობებული, სეს ესნ-ის 8701, 8702, 8703, 8704, 8705, 8711 (რომლის ძრავას მუშა-მოცულობა 50 სმ3-ზე მეტია) და 8716 (მისაბმელები და ნახევრადმისაბმელები) სასაქონლო პოზიციებით გათვალისწინებული მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების რეექსპორტი ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის გამოყენებით.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული სატრანსპორტო საშუალება, გაფორმების ადგილზე წარდგენამდე, საექსპერტო შემოწმების მიზნით უნდა წარედგინოს სააგენტოს, რომელიც ადგენს მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების აქტს.

8. ამ მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრული ვალდებულებები არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე:

ა) რომლებიც შემოყვანილია იურიდიული პირის მიერ და რომლებიც არ ყოფილა რეგისტრირებული;

ბ) რომლებსაც წინმსწრები სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას უკვე ჩაუტარდა სავალდებულო საექსპერტო შემოწმება;

გ) რომელთა მიმართ გამოიყენება საგადასახადო შეღავათები;

დ) რომელიც რეგისტრირებულია უცხოეთში და გადაადგილდება უცხო ქვეყნის მოქალაქის (მათ შორის, უცხო ქვეყნის მოქალაქის, რომელიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეა) მიერ. (26-04-2013 ნომერი 20 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

მუხლი 74. რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება

1. საქონლის რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციის დასრულება დასტურდება:

ა) იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საწყობის, შიდა გადამუშავების ან დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციებში მოქცეული საქონლის ან საქართველოს საქონლის რეექსპორტი – სათანადოდ გაფორმებული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით ან ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით;

ბ) 83-ე მუხლის „დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ საქონელზე – ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით ან მოწმობით;

გ) სხვა შემთხვევებში – დანიშნულების საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ მოწმობის კონტროლიდან მოხსნით.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც ხორციელდება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანიდან სასაქონლო ოპერაციის ვადის განსაზღვრის ვადით გადაადგილებული, ან ტრანზიტში მოქცეული, ან სხვა სასაქონლო ოპერაციისათვის განკუთვნილი, საქართველოში არარეგისტრირებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი, სასაქონლო ოპერაციის დასრულების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი პირის მიერ საბაჟო გამშვებ პუნქტს წარედგინება სააგენტოს მიერ გაცემული ავტოსატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობა.

3. იმ შემთხვევაში, როდესაც ავტოსატრანსპორტო საშუალების რეექსპორტი ხორციელდება ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციის გამოყენებით, სასაქონლო ოპერაციის დასრულების მიზნით, ავტოსატრანსპორტო საშუალების გადამაადგილებელი პირის მიერ საბაჟო გამშვებ პუნქტს წარედგინება აღნიშნული დეკლარაცია.

4. რეექსპორტის სხვა სასაქონლო ოპერაციით შეცვლის შემთხვევაში, რეექსპორტის დასრულება დასტურდება ახალი სასაქონლო ოპერაციის გამოყენების თაობაზე შესაბამისი დოკუმენტის გაფორმებით.

5. ამ ინსტრუქციის 72-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქონლის რეექსპორტისას ხორციელდება გადახდილი იმპორტის გადასახდელების დაბრუნება ან მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლა იმ სასაქონლო ოპერაციისთვის დადგენილი პირობების გათვალისწინებით, რომელშიც მოქცეული იყო საქონელი.

6. დროებით შემოტანილი, იმპორტის გადასახდელებისგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე რეექსპორტის შემთხვევაში, დაბრუნებას ან/და მომავალ ვალდებულებათა ანგარიშში ჩათვლას ექვემდებარება სხვაობა მთელ გადახდილ თანხასა და საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ფაქტობრივად ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე კუთვნილ იმპორტის გადასახდელებს შორის.

თავი XVIII

შიდა გადამუშავება

მუხლი 75. ტერმინთა განმარტება

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) გადაუმუშავებელი საქონელი – შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი, რომელიც არ არის გადამუშავებული ამ ოპერაციაში;

ბ) გამოსავლიანობის ნორმა – გადამუშავების პროდუქტის რაოდენობა, რომელიც მიღებულია განსაზღვრული რაოდენობის საქონლის გადამუშავების შედეგად;

გ) ეკვივალენტური საქონელი – საქართველოს საქონელი, რომელიც შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში დეკლარირებული შემოსატანი საქონლის ნაცვლად გამოიყენება გადამუშავების პროდუქტის მისაღებად;

დ) ნარჩენი – საქონელი, რომელიც წარმოიშობა სასაქონლო პროდუქციის წარმოების პროცესში, როგორც ძირითადი სასაქონლო პროდუქციის თანმდევი პროდუქტი;

ე) ნაშთი – შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის ნაშთი, რომელიც არ იქნა გამოყენებული გადამუშავების (საწარმოო) პროცესში და სასაქონლო ნომენკლატურაში კლასიფიცირდება იმავე თერთმეტნიშნა კოდით, რომელიც მიენიჭა მას საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, აგრეთვე საქონლის ნაწილი, რომლის მიმართ გადამუშავების ოპერაციები ნაწილობრივ განხორციელებულია.

მუხლი 76. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია

1. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის მე-4 ნაწილით დადგენილ პირობებთან ერთად, შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენების პირობებია:

ა) დეკლარანტის მიერ დასაბუთებული მონაცემების წარდგენა:

ა.ა) იმ პირის შესახებ, რომელიც უშუალოდ ახორციელებს საქონლის გადამუშავების ოპერაციებს (მათ შორის, ხელშეკრულება არადეკლარანტთან საქონლის გადამუშავების შესახებ, როდესაც საქონლის გადამუშავება უნდა განხორციელდეს არადეკლარანტის მიერ);

ა.ბ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლის, მისაღები გადამუშავებული საქონლის, ნაშთებისა და ნარჩენების აღწერილობის, ხარისხისა და რაოდენობის შესახებ;

ა.გ) საქონლის გადამუშავების ოპერაციების, მათი განხორციელების ვადებისა და საშუალებების შესახებ;

ა.დ) მისაღები გადამუშავებული საქონლის გამოსავლიანობის ნორმის შესახებ;

ა.ე) მისაღებ გადამუშავებულ საქონელში შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლის იდენტიფიკაციის საშუალებების შესახებ;

ბ) გარანტიის წარდგენა (გარდა ამ ინსტრუქციის 33-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). (30-06-2014 ნომერი 196)

3. პირმა, რომელმაც მიიღო შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენების უფლება, გაფორმების საგადასახადო ორგანოს უნდა წარუდგინოს ანგარიში ამ ინსტრუქციით დადგენილი მოთხოვნებისა და პირობების შესრულების შესახებ იმ პერიოდისათვის, როდესაც საქონელი გამოიყენებოდა შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად, და უნდა გადაიხადოს საგადასახადო დავალიანება, თუ აღნიშნულ პერიოდში წარმოიშვა ვალდებულება.

მუხლი 77. გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაცია გადამუშავებულ საქონელში

1. საქონლისა და განხორციელებული გადამუშავების ოპერაციების გათვალისწინებით, გადამუშავებულ საქონელში გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციისათვის, დეკლარანტმა შესაძლებელია გამოიყენოს შემდეგი საშუალებები:

ა) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლის მონიშვნა შტამპით, ციფრული ან სხვაგვარი მარკირებით;

ბ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლის დაწვრილებითი აღწერა, მისი ფოტოგადაღება, მასშტაბურად გამოსახვა;

გ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევი საქონლისა და მისი გადამუშავების პროდუქტის სინჯის ან/და ნიმუშის გამოკვლევის ან ანალიზის შედეგების შედარება;

დ) შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევ საქონელზე მწარმოებლის მიერ დატანილი სერიული ნომრები ან სხვა მარკირება;

ე) დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ საქონელზე განხორციელებული გადამუშავების ოპერაციები;

ვ) იდენტიფიკაციის სხვა საშუალებები, რომლებიც ითვალისწინებს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას.

2. გადამუშავებულ საქონელში გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაციისათვის გაფორმების საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, აირჩიოს ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული და მისთვის მისაღები საშუალებები.

3. დეკლარანტის მოთხოვნითა და გაფორმების საგადასახადო ორგანოს თანხმობით, საქონლის იდენტიფიკაცია შესაძლებელია უზრუნველყოფილ იქნეს საქონლის გადამუშავების ოპერაციაში გამოყენებული ნედლეულის, მასალებისა და მაკომპლექტებლების, აგრეთვე გადამუშავების პროდუქტების წარმოების ტექნოლოგიის შესახებ წარდგენილი დეტალური მონაცემების გამოკვლევით ან/და საქონლის გადამუშავების ოპერაციაზე საბაჟო კონტროლის განხორციელებით.

მუხლი 78. გამოსავლიანობის ნორმის განსაზღვრა

1. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისათვის, დეკლარანტი გაფორმების საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებით განსაზღვრავს გამოსავლიანობის ნორმას და, საჭიროებისამებრ, მისი გაანგარიშების მეთოდს იმ ფაქტობრივი პირობებიდან გამომდინარე, რომლებშიც ხორციელდება საქონლის გადამუშავება.

2. დეკლარანტთან გადამუშავების პროდუქტის გამოსავლიანობის ნორმის შეთანხმებისას, გაფორმების საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გაითვალისწინოს საექსპერტო ორგანიზაციების (მათ შორის, ლაბორატორიების) დასკვნები, რომლებიც ეფუძნება საქონლის გადამუშავების კონკრეტულ ტექნოლოგიურ პროცესს.

მუხლი 79. საქონლის გადამუშავების ვადები

1. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას დეკლარანტი საქონლის გადამუშავების ვადას განსაზღვრავს საგადასახადო ორგანოსთან შეთანხმებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად.

2. საქონლის გადამუშავების ვადა განისაზღვრება გადამუშავების პროცესის ხანგრძლივობისა და იმ დროის გათვალისწინებით, რომელიც საჭიროა გადამუშავებული საქონლის, ნაშთების ან/და ნარჩენების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანად ან სხვა სასაქონლო ოპერაციის სახის განსაზღვრისათვის.

3. საქონლის გადამუშავების ვადა აითვლება შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის მოქცევის დღიდან, ხოლო საქონლის ცალკეულ სასაქონლო პარტიებად შემოტანისას – ამ სასაქონლო ოპერაციაში საქონლის პირველი პარტიის მოქცევის დღიდან. 4. საქონელზე გადამუშავების ვადის გაგრძელების შემთხვევაში:

ა) გადამუშავების ვადის გასვლამდე თავდაპირველ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში შედის ცვლილება, მიეთითება საქონელზე გადამუშავების ახალი ვადა და წარმოდგენილი უნდა იქნეს საგარანტიო უზრუნველყოფა;

ბ) გადამუშავების ვადის გასვლის შემდეგ, რაც წარმოადგენს სასაქონლო ოპერაციის პირობების დარღვევას, წარმოდგენილი უნდა იქნეს სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია ახალი საგარანტიო უზრუნველყოფით.

5. შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის ვადის გასვლის შემდეგ გადამუშავებული საქონელი/ნაშთი/ნარჩენები უნდა მოექცეს შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის ქვეშ.

6. გადაუმუშავებელი საქონლის ის ნაწილი, რომელზეც არ გრძელდება გადამუშავების ვადა, შესაძლებელია სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით მოექცეს იმპორტის ან საწყობის ან რეექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში, ან განხორციელდეს საქონლის განკარგვა.

7. საქონლის ნაშთი, რომლის მიმართ გადამუშავების ოპერაციები ნაწილობრივ განხორციელდა და მასზე არ გრძელდება გადამუშავების ვადა, შესაძლებელია მოექცეს იმპორტის, ექსპორტის, საწყობის სასაქონლო ოპერაციაში ან განხორციელდეს საქონლის განკარგვა.

71. ნარჩენი შესაძლებელია მოექცეს იმპორტის ან ექსპორტის სასაქონლო ოპერაციაში ან განხორციელდეს საქონლის განკარგვა. (29-09-2014 ნომერი 287 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

8. გადამუშავებული საქონლის/ნაშთის/ნარჩენების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის მიზნით წარედგინება სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია.

თავი XIX

გარე გადამუშავება

მუხლი 80. გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია

1. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაცია განისაზღვრება ექსპორტის სასაქონლო ოპერაციის შესაბამისად.

2. გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება ხორციელდება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციისა და საქონლის წარდგენით.

3. გაფორმების ადგილზე საქონლის წარდგენა ხდება საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებით (გარდა ამ ინსტრუქციის 39-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული, გამარტივებული წესით დეკლარირებას დაქვემდებარებული საქონლისა), სადაც გაფორმების ორგანოს მიერ შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯებისა და ნიმუშების აღება და საიდენტიფიკაციო ნიშნების დადება. (11-02-2015 ნომერი 43)

4. საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსებიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, თუ აღნიშნულ ვადაში არ იქნა წარდგენილი სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია, დეკლარანტმა (საქონლის მფლობელმა/მესაკუთრემ) ან საბაჟო საწყობის მფლობელმა საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირს უნდა წარუდგინოს საქონლის დროებით შენახვის განაცხადი.

5. გარე გადამუშავებაზე სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება საბაჟო კონტროლის ზონაში საქონლის ფაქტობრივი განთავსების შემთხვევაში − არა უგვიანეს 30 სამუშაო დღისა, საქონლის საბაჟო საწყობში დროებით შენახვისას − დროებით შენახვის განაცხადის რეგისტრაციის თარიღიდან არა უგვიანეს 5 კალენდარული წლისა.

6. საბაჟო კონტროლის ზონიდან (დროებით შენახვის ადგილიდან) საქონლის გატანა ხორციელდება:

ა) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე საქონლის უკან დაბრუნების შემთხვევაში – დროებით შენახვის განაცხადის დადგენილი წესით კონტროლზე აყვანისა და კონტროლიდან მოხსნის შემდეგ;

ბ) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენის შემდეგ, საქონლის საბაჟო გამშვები პუნქტის დანიშნულებით გადაადგილების შემთხვევაში;

გ) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობის ან გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის სხვა სასაქონლო ოპერაციით შეცვლის შემთხვევაში.

7. გაფორმების საგადასახადო ორგანოდან საბაჟო გამშვებ პუნქტამდე ან სხვა ადგილამდე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა ადგილიდან საბაჟო გამშვებ პუნქტამდე ან სხვა ადგილამდე საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების მიტანა ხორციელდება აღრიცხვის მოწმობით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

მუხლი 81. გარე გადამუშავების გამოყენების პირობები

1. გარე გადამუშავება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საქართველოს საქონლის მიმართ, თუ:

ა) მისი გატანა გამოიწვევს მასზე გადახდილი იმპორტის გადასახდელების დაბრუნებას ან ჩათვლას;

ბ) იგი გატანამდე მიზნობრივი დანიშნულებით და იმპორტის გადასახდელებზე შეღავათების გამოყენებით იყო შემოტანილი და ასეთი შეღავათების გამოყენების პირობა ძალაშია.

2. საქართველოს საგადასახადო კოდექსის 234-ე მუხლის მე-4 ნაწილით და ამ ინსტრუქციის 76-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა” ქვეპუნქტით დადგენილ პირობებთან ერთად, გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენების პირობებს წარმოადგენს დეკლარანტის მიერ დასაბუთებული მონაცემების წარდგენა გადამუშავების პროდუქტის უცხოური საქონლით შეცვლის შესახებ.

3. გადასამუშავებელი საქონლის იდენტიფიკაცია გადამუშავებულ საქონელში, საქონლის გადამუშავების ვადები და გამოსავლიანობის ნორმა განისაზღვრება შიდა გადამუშავების სასაქონლო ოპერაციისათვის გათვალისწინებული წესების შესაბამისად.

4. სახელმწიფო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირის ბიბლიოთეკაში, მუზეუმში, არქივში ან სხვა ანალოგიურ დაწესებულებაში დაცული, დაზიანებული წიგნები, რომელთა გაწმენდითი სამუშაოების ჩასატარებლად საქართველოდან გატანის ან/და საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე უცხო სახელმწიფოსათვის გადაცემის მიზნით, საქართველოს მთავრობის განკარგულებით გაცემულია თანხმობა კულტურული ფასეულობის საქართველოდან გატანის ან დროებით გატანის ნებართვის „კულტურულ ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურების დაუცველად გაცემაზე, გარე გადამუშავების სასაქონლო ოპერაციის გამოყენებისას დათვალიერებას არ ექვემდებარება. (11-02-2015 ნომერი 43)

მუხლი 82. გარე გადამუშავების შეცვლა საქონლის სხვა სასაქონლო ოპერაციით

დეკლარანტს შეუძლია, მოტივირებული განცხადებით, გარე გადამუშავება შეცვალოს შემდეგი სასაქონლო ოპერაციებით:

ა) შიდა გადამუშავება;

ბ) თავისუფალი ზონა;

გ) ექსპორტი, თუ დეკლარანტი საგადასახადო ორგანოში წარადგენს საქონლის გასხვისების დამადასტურებელ დოკუმენტს.

თავი XX

დროებითი შემოტანა

მუხლი 83. დროებითი შემოტანის დეკლარირება

დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში საქონლის დეკლარირება შესაძლებელია განხორციელდეს:

ა) სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით;

ბ) გამარტივებული საბაჟო დეკლარაციით;

გ) ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაციით;

დ) იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონლის დროებითი შემოტანისას:

დ.ა) ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციით – ფიზიკური პირის ბარგით ან ხელბარგით გადაადგილებული საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტში დეკლარირებისას;

დ.ბ) მოწმობის გაცემით – უცხო ქვეყნის მოქალაქის/რეზიდენტის მიერ საქონლის ავტოსატრანსპორტო საშუალებით შემოტანისას.

მუხლი 84. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევად აკრძალული საქონელი

დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში არ დაიშვება შემდეგი საქონლის მოქცევა:

ა) აქციზური საქონელი (საგადასახადო კოდექსის 188-ე მუხლის შესაბამისად), გარდა სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი მსუბუქი ავტომობილებისა და ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებებისათვის განკუთვნილი თამბაქოსი და ალკოჰოლური ნაწარმისა;

ბ) მასალები, ნედლეული, ნახევარფაბრიკატები და მაკომპლექტებელი ნაწილები (გარდა გამოფენების, საჩვენებლად და გამოსაცდელად, სარეკლამო, სასწავლო, სამეცნიერო, სხვადასხვა სახის შეხვედრების და მსგავსი ღონისძიებებისათვის განკუთვნილი საქონლისა);

გ) კვების პროდუქტები (გარდა ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა);

დ) აკრძალული ან მკაცრად შეზღუდული საშიში ქიმიური ნივთიერებები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ე) საქონლის ადგილწარმოშობის დასახლებაზე ან გეოგრაფიულ აღნიშვნაზე უფლების დარღვევით წარმოებული ან/და კონტრაფაქციული საქონელი;

ვ) სახიფათო (მათ შორის, ტოქსიკური) და რადიაქტიური, სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ნარჩენები (ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით დადგენილი ნარჩენების განთავსების ოპერაციების ჩათვლით);

ზ) არასახიფათო (მათ შორის, არატოქსიკური) და არარადიაქტიური სამრეწველო, საყოფაცხოვრებო და სხვაგვარი ნარჩენები (ბაზელის კონვენციის მე-4 დანართით განსაზღვრული ნარჩენების განთავსების ოპერაციათა „ა” ჯგუფი);

თ) საქართველოში რეგისტრირებული სამკურნალო საშუალების უკანონო ასლი, ფალსიფიცირებული სამკურნალო საშუალებები;

ი) პესტიციდები და აგროქიმიკატები (გარდა ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა);

კ) სასაქონლო ნიშნის მფლობელის ნებართვის გარეშე მესამე პირის მიერ ამ სასაქონლო ნიშნის იდენტური ან მსგავსი ნიშნით ნიშანდებული შესაფუთი მასალა ან შეფუთვა;

ლ) ფუტკრის ოჯახი, დედა ფუტკარი, ფუტკრის ამონაყარი, ფუტკრის სპერმა, ფუტკრის ჭია და კვერცხი;

მ) ასაფეთქებელი ნივთიერებები, სამრეწველო დანიშნულების დენთი და პიროტექნიკური ნაკეთობები (გარდა ამ მუხლის „ბ” ქვეპუნქტში მითითებული მიზნებით შემოტანილისა), უტილიზებული საბრძოლო მასალები, მათი წარმოების ნარჩენები; ნ) „ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და პრეკურსორები;

ო) ნავთობის მსუბუქი, საშუალო და მძიმე დისტილატები;

პ) შეზღუდულად ბრუნვადი მასალები „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.

მუხლი 85. დროებითი შემოტანის ვადები

1. საქონლის დროებითი შემოტანის კონკრეტული ვადა განისაზღვრება დეკლარანტის მიერ 3 წლის ან შემოსავლების სამსახურის მიერ დადგენილი განსხვავებული ვადის ფარგლებში. ამასთან, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, შეცვალოს მის მიერ დადგენილი საქონლის დროებითი შემოტანის განსხვავებული ვადა. (7-12-2012 ნომერი 511)

2. დროებითი შემოტანის ვადა აითვლება დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში უცხოური საქონლის მოქცევის დღიდან.

3. დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადა შეიძლება გაგრძელდეს რამდენჯერმე, იმ პირობით, რომ საქონლის დროებითი შემოტანის საერთო ვადა (გაგრძელებული ვადის ჩათვლით) არ უნდა აღემატებოდეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ზღვრულ ვადას.

4. საქონლის დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს საქონლის ხელახალი დეკლარირება.

5. დროებითი შემოტანის ვადის გასვლამდე (თუ გაგრძელებული არ იქნება დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადა) საქონელი გატანილი უნდა იქნეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან ან მის მიმართ უნდა განისაზღვროს სხვა სასაქონლო ოპერაცია.

6. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონელი საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსების მთელ პერიოდში რჩება დეკლარანტის განკარგულებაში.

7. საგადასახადო ორგანოს და საქონლის მესაკუთრის თანხმობით, დასაშვებია დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეული საქონლის გადაცემა სხვა პირის სარგებლობაში. გადაცემა ხორციელდება საქონლის ახალი მფლობელის მიერ საბაჟო დეკლარაციის წარდგენით, რომელსაც თან ერთვის საქონლის მესაკუთრის წერილობითი თანხმობა. ასეთ შემთხვევაში, დროებითი შემოტანის ვადა განისაზღვრება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ფარგლებში, რომელსაც აკლდება საქონლის დროებით შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში ყოფნის ფაქტობრივი დრო.

მუხლი 86. იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებული საქონელი

1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში იმპორტის გადასახდელებისაგან სრულად გათავისუფლებით, შესაძლებელია მოექცეს ქვემოთ ჩამოთვლილი შემდეგი უცხოური საქონელი:

ა) ნებისმიერი სახის ცოცხალი ცხოველები (მათ შორის, თევზები), რომელთა შემოყვანის მიზანია:

ა.ა) წვრთნა, ვარჯიში, მოშენება, აწონვა, ვეტერინარული დამუშავება ან შემოწმება (შესყიდვის მიზნით და სხვა);

ა.ბ) წარმოდგენაში, გამოფენაში, კონკურსში, შეჯიბრებაში ან ჩვენებაში მონაწილეობა;

ა.გ) გართობა (ცირკის ცხოველები და სხვა), მოგზაურობა (მოგზაურთა შინაური ცხოველების ჩათვლით);

ა.დ) სპეციალური სამუშაოების შესრულება (პოლიციისათვის და სხვა მიზნებისათვის);

ა.ე) სამაშველო ოპერაციების ჩატარება;

ა.ვ) ძოვება;

ა.ზ) სამუშაოების შესრულება ან ტრანსპორტირება;

ა.თ) სამედიცინო დანიშნულებით გამოყენება (გველის შხამის მიღება და სხვა);

ბ) ბაზრობისათვის, გამოფენისათვის, სხვადასხვა სახის შეხვედრისა და მსგავსი ღონისძიებებისათვის განკუთვნილი საქონელი, გარდა ღონისძიებაზე წარმოდგენილი დასახარჯი (მოსახმარი, გასანადგურებელი) უცხოური საქონლის ნიმუშებისა (კვების პროდუქტები, ელექტროშედუღებისათვის განკუთვნილი ელექტროდები, საღებავი, ლაქი, შპალერი, ნაბეჭდი მასალები, კატალოგები, სარეკლამო პლაკატები, ფასების მაჩვენებლები და სხვა). ეს საქონელია:

ბ.ა) საქონელი, რომელიც განკუთვნილია უცხოური დანადგარებისა და მოწყობილობების საჩვენებლად და გამოსაცდელად;

ბ.ბ) სამშენებლო და დეკორატიული მასალა (ელექტრომოწყობილობების ჩათვლით), რომელიც აუცილებელია უცხოური დანადგარებისა და მოწყობილობების საჩვენებლად და გამოსაცდელად;

ბ.გ) სარეკლამო-საჩვენებელი მასალა, რომელიც განკუთვნილია უცხოური საქონლის საჯარო დემონსტრირებისათვის (ხმისა და გამოსახულების ჩამწერი საშუალებები, ფილმები და სლაიდები, ასევე სხვა შესაბამისი მოწყობილობა);

გ) კინემატოგრაფიისათვის, პრესისათვის, ტელევიზიისა და რადიოს გადაცემებისათვის საჭირო პროფესიონალური მოწყობილობები, რომლებიც ეკუთვნის უცხოურ საწარმოს/ორგანიზაციას ან არარეზიდენტ ფიზიკურ პირს, საქართველოში შემოტანილია და გამოიყენება ამავე პირის მიერ მხოლოდ პრესის, ხმოვანი და სატელევიზიო მოწყობილობებისათვის, რომლებიც საჭიროა უცხოური კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი პრესის, მაუწყებლობის ან სატელევიზიო ორგანიზაციის იმ წარმომადგენლობისათვის, რომელიც ამზადებს ან გადასცემს რეპორტაჟებს ან იწერს სპეციალურ პროგრამებს; კინემატოგრაფიული მიზნებისათვის განკუთვნილი პროფესიონალური მოწყობილობები, რომლებიც საჭიროა იმ უცხოური საწარმოსათვის/ორგანიზაციისათვის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირისათვის, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ახორციელებს ფილმის (ფილმების) გადაღებას. ეს მოწყობილობებია:

გ.ა) პრესისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: პერსონალური კომპიუტერი, ტელეფაქსი, საბეჭდი მანქანა, ყველა ტიპის ფოტოაპარატი (ფირიანი და ელექტრონული), ხმის გადამცემი ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფლეიერი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, აკუსტიკური სვეტი), ხმის ან გამოსახულების ჩანაწერების მატარებლები ჩანაწერით ან ჩანაწერის გარეშე, საზომ-საკონტროლო ხელსაწყოები და აპარატები (ოსცილოგრაფი, მაგნიტოფონისა და ვიდეომაგნიტოფონის შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრი, ჩემოდანი და ჩანთა ინსტრუმენტებისათვის, ვექტოროსკოპი, ვიდეოსიგნალების გენერატორი და ა.შ.), გამანათებელი მოწყობილობები (პროჟექტორი, ტრანსფორმატორი, სამფეხა), დამხმარე საკუთვნოები (კასეტა, ფოტომეტრი, ობიექტივი, სამფეხა, აკუმულატორი, ამძრავი ღვედი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, მონიტორი);

გ.ბ) რადიომაუწყებლობისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: კავშირგაბმულობის მოწყობილობები (რადიოგადამცემი, რადიომიმღები ან გადამცემები, ტერმინალები, ქსელთან ან კაბელთან მისაერთებელი, კავშირგაბმულობის თანამგზავრული ხაზები), მოწყობილობები ბგერითი სიხშირეების გენერირებისათვის (ხმის ჩამწერი, რეგისტრაციის ან აღმწარმოებელი აპარატები), საზომ-საკონტროლო აპარატები და ხელსაწყოები (ოსცილოგრაფი, მაგნიტოფონისა და ვიდეომაგნიტოფონის შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრი, ჩემოდანი და ჩანთა ინსტრუმენტებისათვის, ვექტოროსკოპი, ვიდეოსიგნალების გენერატორი და ა.შ.), დამხმარე მოწყობილობები და საკუთვნოები (საათი, ქრონომეტრი, კომპასი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, ხმის ჩამწერი მაგნიტური ლენტი, ელექტროაგრეგატი, ტრანსფორმატორი, ბატარეა და აკუმულატორი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, ჰაერის გამათბობელი, კონდიცირებისა და ვენტილაციის აპარატურა და ა.შ.), ხმის ჩანაწერების მატარებლები ჩანაწერით ან ჩანაწერის გარეშე;

გ.გ) ტელევიზიისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: ტელეკამერა, ტელეკინოპროექციის დანადგარი, საზომ-საკონტროლო აპარატები და ხელსაწყოები, გადამცემი და რეტრანსლაციის აპარატები, ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფლეიერი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, აკუსტიკური სვეტი), გამანათებელი მოწყობილობები (პროჟექტორი, ტრანსფორმატორი, სამფეხა), აპარატურა ვიდეომონტაჟისათვის, დამხმარე მოწყობილობები და საკუთვნოები (საათი, ქრონომეტრი, კომპასი, ობიექტივი, ფოტომეტრი, სამფეხა, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, კასეტა, ელექტროაგრეგატი, ტრანსფორმატორი, ბატარეა და აკუმულატორი, ჰაერის გამათბობელი, კონდიცირებისა და ვენტილაციის აპარატურა და ა.შ.), ხმის ან გამოსახულების ჩანაწერების მატარებლები ჩანაწერით ან ჩანაწერის გარეშე (გადაცემის სათაური, სადგურის პირობითი მოსახმობი სიგნალი, მუსიკალური ჩანართი და ა.შ.), მიმდინარე გადასაღები მასალა (კინოფირი და ა.შ.), მუსიკალური ინსტრუმენტები, კოსტიუმები, დეკორაციები და სხვა თეატრალური და სასცენო აქსესუარები, გრიმი, თმის საშრობი;

გ.დ) სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შემუშავებულია ან სპეციალურად მომარჯვებულია ზემოთ მითითებული მიზნებისათვის, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალებები ტელეგადამცემი აპარატურისათვის, სატელევიზიო დამხმარე მოწყობილობებისა და საკუთვნოებისათვის, ხმის ჩამწერი ან აღმწარმოებელი აპარატებისათვის, შენელებული აღწარმოების აპარატურისათვის, გამანათებელი მოწყობილობებისათვის;

გ.ე) კინემატოგრაფიისათვის განკუთვნილი მოწყობილობები: ყველა ტიპის კამერა (კინოკამერა და ვიდეოკამერა), საზომ-საკონტროლო მოწყობილობები და აპარატები (ოსცილოგრაფი, მაგნიტოფონისა და ვიდეომაგნიტოფონის შესამოწმებელი სისტემები, მულტიმეტრი, ჩემოდანი და ჩანთა ინსტრუმენტებისათვის, ვექტოროსკოპი, ვიდეოსიგნალების გენერატორი და ა.შ.), ამწე-ურიკა ოპერატორისათვის და შტატივი მიკროფონისათვის, გამანათებელი მოწყობილობები (პროჟექტორი, ტრანსფორმატორი, სამფეხა), აპარატურა ვიდეომონტაჟისათვის, ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები (მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი, ფლეიერი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, აკუსტიკური სვეტი), მიმდინარე გადასაღები მასალა, დამხმარე მოწყობილობები და საკუთვნოები (საათი, ქრონომეტრი, კომპასი, მიკროფონი, მიქშერული პულტი, ხმის ჩამწერი მაგნიტური ლენტი, ელექტროაგრეგატი, ტრანსფორმატორი, ბატარეა და აკუმულატორი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, ჰაერის გამათბობელი, კონდიცირებისა და ვენტილაციის აპარატურა და ა.შ.), მუსიკალური ინსტრუმენტები, კოსტიუმები, დეკორაციები და სხვა თეატრალური და სასცენო აქსესუარები, გრიმი, თმის საშრობი;

გ.ვ) სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შემუშავებულია ან სპეციალურად მომარჯვებულია ზემოთ მითითებული მიზნებისათვის;

დ) სხვა მოწყობილობები:

დ.ა) მოწყობილობები მანქანის, დანადგარის, სატრანსპორტო მოწყობილობების მონტაჟის, გამოცდის, გაშვების, კონტროლის, შემოწმების, ტექნიკური მომსახურების ან შეკეთებისათვის: ხელსაწყოები, მოწყობილობები და ხელსაწყოები გაზომვისათვის, შემოწმებისა და კონტროლისათვის (ტემპერატურის, წნევის, მანძილის, სიმაღლის, ზედაპირის, სიჩქარის და ა.შ.), მათ შორის, ელექტრონული ხელსაწყოები (ვოლტმეტრი, ამპერმეტრი, საზომი სადენი, კომპარატორი, ტრანსფორმატორი, სარეგისტრაციო მოწყობილობა და ა.შ.) და მოსაჭერი მოწყობილობები, აპარატები და მოწყობილობები მანქანებისა და დანადგარების ფოტოგრაფირებისათვის მონტაჟის დროს და მის შემდეგ, ხელსაწყო გემის ტექნიკური კონტროლისათვის;

დ.ბ) ექსპერტის, ბუღალტრისა და მსგავსი პროფესიის ადამიანებისათვის აუცილებელი მოწყობილობები: პერსონალური კომპიუტერი, საბეჭდი მანქანა, ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი ან გადამცემი აპარატები, საანგარიშო ხელსაწყო და აპარატი;

დ.გ) მოწყობილობა, რომელიც საჭიროა ექსპერტისათვის, რომელსაც ევალება ტოპოგრაფიული გადაღება ან გეოფიზიკური დაზვერვა: საკონტროლო-საზომი ხელსაწყოები და აპარატები, საბურღი მოწყობილობა, გადამცემი მოწყობილობა და კავშირგაბმულობის მოწყობილობა;

დ.დ) მოწყობილობა, რომელსაც იყენებს ექსპერტი გარემოს დაბინძურების წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით;

დ.ე) ხელსაწყოები და აპარატები, რომლებიც აუცილებელია ექიმის, ქირურგის, ვეტერინარის, სანიტრისა და მსგავსი პროფესიის ადამიანებისათვის;

დ.ვ) მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია არქეოლოგიის, პალეონტოლოგიის, გეოგრაფიის, ზოოლოგიისა და სხვა სპეციალისტებისათვის;

დ.ზ) მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია მსახიობისათვის, თეატრალური დასისა და ორკესტრისათვის; საგნები, რომლებიც გამოიყენება წარმოდგენის მსვლელობის დროს, მუსიკალური ინსტრუმენტები, დეკორაციები, კოსტიუმები და ა.შ.;

დ.თ) მოწყობილობა, რომელიც აუცილებელია მომხსენებლისათვის თავისი მოხსენების განმარტებისათვის;

დ.ი) მოწყობილობები, რომლებიც აუცილებელია მოგზაურობის დროს ფოტოსურათების გადასაღებად (ნებისმიერი სახის ფოტოაპარატი, კასეტა, ექსპონომეტრი, ობიექტივი, სამფეხა, აკუმულატორი, ამძრავი ქამარი, ბატარეის დასატენი მოწყობილობა, მონიტორი, გამანათებელი, მოდური ტანსაცმელი და მანეკენის ტუალეტის საგნები და ა.შ.);

დ.კ) ზემოაღნიშნული მიზნებისათვის გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებები, როგორებიცაა: მოძრავი საკონტროლო დანადგარი, მოძრავი სახელოსნო, მოძრავი ლაბორატორია და ა.შ.;

ე) საგანმანათლებლო, სამეცნიერო და კულტურული მიზნებისათვის შემოტანილი საქონელი (თუ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს ეს საქონელი რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში):

ე.ა) ხმის ან გამოსახულების ჩამწერი ანდა აღმწარმოებელი აპარატები: ეპიდიასკოპი, კინოპროექტორი, რირპროექტორი და ეპისკოპი, მაგნიტოფონი, ვიდეომაგნიტოფონი და კინოსკოპი, დახშული სატელევიზიო სისტემა;

ე.ბ) ხმისა და გამოსახულების მატარებლები: დიაპოზიტივი, დიაფილმი და მიკროფილმი, კინოფილმი, ხმოვანი ჩანაწერი (მაგნიტური ლენტი, დისკი), ვიდეოლენტი;

ე.გ) სპეციალური მოწყობილობები: ბიბლიოგრაფიული მოწყობილობა და აუდიოვიზუალური საშუალებები ბიბლიოთეკისათვის, მოძრავი ბიბლიოთეკა, უცხოურ ენათა შემსწავლელი ლაბორატორია, სინქრონული თარგმანის მოწყობილობა, მექანიკური ან ელექტრონული პროგრამული სასწავლო მანქანა, სპეციალურად შექმნილი მოწყობილობა ინვალიდების სწავლებისათვის ან მათი პროფესიული მომზადებისათვის;

ე.დ) სხვა მოწყობილობები: კედლის დიაგრამა, მაკეტი, გრაფიკა, რუკა, გეგმა, ფოტოსურათი და ნახატი, საჩვენებლად შექმნილი ხელსაწყო, აპარატები და მოდელები, ხმოვანი ან ვიზუალური პედაგოგიური ინფორმაციის მატარებელი საგნების კოლექცია, რომელიც შექმნილია ამა თუ იმ საგნის (სასწავლო კომპლექტების) სასწავლებლად, ხელობის შესასწავლი ხელსაწყო, აპარატი, ინსტრუმენტი და ჩარხი, მოწყობილობა, რომელიც განკუთვნილია სამაშველო პერსონალის მოსამზადებლად, იმ სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით, რომლებიც შექმნილია ან სპეციალურად გამოიყენება სამაშველო ოპერაციის დროს;

ე.ე) წიგნები და ბეჭდვითი პროდუქცია: ყველა ჟანრის წიგნი, დაუსწრებელი სწავლების სახელმძღვანელო, გაზეთი და პერიოდული გამოცემა, ბროშურა, რომელიც შეიცავს ინფორმაციას ნავსადგურში მეზღვაურების დასვენებისათვის ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ;

ე.ვ) აუდიოვიზუალური დანადგარები: ხმის ან გამოსახულების აღმწარმოებელი აპარატები, მაგნიტოფონი, რადიომიმღები და ტელევიზორი, საპროექციო აპარატი, ჩანაწერი დისკზე ან მაგნიტურ ლენტზე (ენების შემსწავლელი კურსები, რადიოგადაცემები, მუსიკალური ჩანაწერები და გასართობი ხასიათის ჩანაწერები), გადაღებული ან გამჟღავნებული კინო და ფოტოფირები, დიაპოზიტივი, ვიდეოლენტი;

ე.ზ) სპორტული ნაწარმი: სპორტული ტანსაცმელი, დიდი და პატარა ბურთები, ჩოგანი და ბადე, გემბანის თამაშები (შესაბამისი მოწყობილობა), ინვენტარი მძლეოსნობისათვის, სატანვარჯიშო მოწყობილობა;

ე.თ) მოწყობილობები თამაშისა და დასვენებისათვის: ოთახის თამაშები, მუსიკალური ინსტრუმენტები, მოწყობილობები და აქსესუარები მოყვარულთა თეატრისათვის, მოწყობილობები ფერწერისათვის, სკულპტურისათვის, ხესა და ლითონზე მუშაობისათვის, ხალიჩის დასამზადებლად და ა.შ.;

ე.ი) რელიგიური რიტუალების ჩასატარებლად საჭირო ნივთები;

ე.კ) დასვენებისათვის აუცილებელი მოწყობილობის ნაწილები, დეტალები და საკუთვნოები;

ე.ლ) თეატრალური კოსტიუმები და აქსესუარები, რომლებიც გამოგზავნილია თეატრალური საზოგადოებისა და თეატრისათვის დროებით, უსასყიდლო სარგებლობისათვის;

ე.მ) პარტიტურა და ნოტები, რომლებიც გამოგზავნილია საკონცერტო დარბაზებისათვის ან ორკესტრისათვის დროებით, უსასყიდლო სარგებლობისათვის;

ვ) საქონელი, რომელიც სახელმწიფო ორგანოებს ან/და დაწესებულებებს დროებით, უსასყიდლოდ გადაეცათ სტიქიური უბედურების, ავარიის, კატასტროფისა და ეპიდემიის შედეგების სალიკვიდაციოდ;

ზ) სასწავლო დამხმარე საშუალებები, მათი სათადარიგო და დამხმარე ნაწილები და სამეცნიერო მოწყობილობები, აგრეთვე ხელსაწყოები, რომლებიც განკუთვნილია ასეთ დამხმარე საშუალებათა შენახვის, შემოწმების, შეკეთების ან დაყალიბებისათვის, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

ზ.ა) დროებით შემოტანილია დამტკიცებული დაწესებულების მიერ საკუთარი საჭიროებისათვის, არა უმეტეს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობისა და გამოიყენება მხოლოდ ასეთი დაწესებულების მიერ მისი ზედამხედველობითა და პასუხისმგებლობით; ზ.ბ) არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;

ზ.გ) საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში;

თ) სამეცნიერო სამედიცინო მოწყობილობები, მათი სათადარიგო და დამხმარე ნაწილები, აგრეთვე ხელსაწყოები, რომლებიც განკუთვნილია ასეთ მოწყობილობათა შენახვის, შემოწმების, შეკეთების ან დაყალიბებისათვის, სამეცნიერო-კვლევითი ან სასწავლო მიზნებისათვის, თუ შესრულებულია ყველა შემდეგი პირობა:

თ.ა) დროებით შემოტანილია დამტკიცებული დაწესებულების მიერ საკუთარი საჭიროებისათვის, არა უმეტეს წინასწარ განსაზღვრული რაოდენობისა და გამოიყენება მხოლოდ ასეთი დაწესებულების მიერ მისი ზედამხედველობითა და პასუხისმგებლობით;

თ.ბ) არ გამოიყენება ეკონომიკური საქმიანობისათვის;

თ.გ) საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში;

ი) სატრანსპორტო საშუალებები (გარდა გემებისა და საჰაერო საფრენი საშუალებებისა), თუ შესრულებულია შემდეგი პირობები:

ი.ა) რეგისტრირებულია უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე;

ი.ბ) რეგისტრირებულია პირზე, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე, და გამოიყენება მის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე გადასაადგილებლად;

ი.გ) სეს ესნ-ის 8703 სასაქონლო პოზიციაში შემავალი, უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე რეგისტრირებული მსუბუქი ავტომობილი, რომელიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილია საქართველოს მოქალაქის მიერ და წარდგენილია გარანტია;

კ) გემები და საჰაერო საფრენი საშუალებები;

ლ) საქონელი დიპლომატიური და ტურისტული მიზნებისათვის, თუ საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის დროს რჩება უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის საკუთრებაში;

მ) კომერციულ ოპერაციასთან დაკავშირებით შემოტანილი კონტეინერი, ქვესადგამი, შეფუთვა, ნიმუში, სარეკლამო ფილმი და სხვა საქონელი:

მ.ა) კონტეინერი („კონტეინერების შესახებ“ ჟენევის 1972 წლის კონვენციის მიხედვით);

მ.ბ) ქვესადგამი;

მ.გ) შეფუთვა (ნებისმიერი ნაკეთობა და მასალა, რომლებიც განკუთვნილია იმ სახით, რა სახითაც ისინი შემოტანილია საქონლის შეფუთვის, დაცვის, განთავსების, დამაგრების ან დანაწევრების მიზნით, გარდა შესაფუთი მასალისა, როგორიცაა: ჩალა-ნამჯა, ქაღალდი, შუშაბამბა, ბურბუშელა და სხვა);

მ.დ) ნიმუში (ნაკეთობა, რომელიც არის გარკვეული კატეგორიის მზა საქონელი ან წარმოებისათვის გათვალისწინებული საქონლის ნიმუში, გარდა იდენტური ნაკეთობისა, რომელიც მიეწოდა იმავე პირის მიერ ან გაეგზავნა იმავე მიმღებს იმ რაოდენობით, რომელიც ერთად აღებული, საყოველთაოდ მიღებული ვაჭრობის წესების თანახმად, აღარ არის ნიმუში);

მ.ე) სარეკლამო ფილმი (გამოსახულების გადაღებული მატარებლები (ფონოგრამით ან ფონოგრამის გარეშე), რომელიც აჩვენებს უცხოური საწარმოს/ორგანიზაციის ან არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ გასაყიდად ან გასაქირავებლად შემოთავაზებული ნაკეთობის ან მოწყობილობის არსს, იმ პირობით, რომ ის გამოსადეგია პოტენციური კლიენტისათვის საჩვენებლად, მაგრამ არა საჯარო დათვალიერების დარბაზში, შემოტანილია ყოველი ფილმის თითო ასლის შემცველ საფუთავში და არ არის ფილმის უფრო დიდი ამანათი);

მ.ვ) საქონელი, რომელიც შემოტანილია გამოცდის, შემოწმების, ცდებისა და ჩვენების ჩატარების მიზნით;

მ.ზ) საქონელი, რომელიც გამოიყენება გამოცდის, შემოწმების, ცდებისა და ჩვენების ჩატარების პროცესში;

მ.თ) გადაღებული და გამჟღავნებული კინემატოგრაფიული ფირები, აგრეთვე პოზიტიური და გამოსახულების მატარებელი ფირები, რომლებიც განკუთვნილია მათ კომერციულ გამოყენებამდე საჩვენებლად;

მ.ი) ფირი, მაგნიტური ლენტი, მაგნიტური ფირი და ხმის ან გამოსახულების მატარებელი სხვა ფირი ან ლენტი, რომლებიც განკუთვნილია გახმოვანებისათვის, დუბლირებისა და ხმის ან გამოსახულების აღწარმოებისათვის;

მ.კ) ჩაწერილი ინფორმაციის მატარებლები, რომლებიც განკუთვნილია უფასოდ გაგზავნილ და განკუთვნილ მონაცემთა ავტომატური გადამუშავებისათვის;

მ.ლ) ნაწარმი (სატრანსპორტო საშუალებების ჩათვლით), რომელიც თავისი მახასიათებლებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს გარკვეული სახის ნაწარმის რეკლამირებისათვის ან გარკვეული მიზნით პროპაგანდისათვის;

მ.მ) კასრები და მსგავსი ტევადობები, რომელიც განკუთვნილია ტვირთის მოსათავსებლად და გამიზნულია მრავალჯერადი გამოყენებისათვის;

ნ) არარეზიდენტი ფიზიკური პირის (რომელიც ლეგიტიმურად და ტურისტული მიზნით რჩება საქართველოს ტერიტორიაზე არანაკლებ 24 საათისა და არა უმეტეს 6 თვისა ნებისმიერი 12-თვიანი პერიოდის განმავლობაში) მიერ შემოტანილი შემდეგი საქონელი:

ნ.ა) პირადი საიუველირო სამკაული;

ნ.ბ) ერთი ფოტოაპარატი, ერთი კინოკამერა, ერთი ვიდეოკამერა შესაბამისი ფირებით;

ნ.გ) ერთი ბინოკლი, ერთი მონოკულარი, ერთი დურბინდი, ერთი ჭოგრი;

ნ.დ) ერთი მუსიკალური ინსტრუმენტი;

ნ.ე) ერთი ბგერათაღმწერი, ერთი მაგნიტოფონი, ერთი დიქტოფონი;

ნ.ვ) ერთი რადიომიმღები;

ნ.ზ) ერთი ფიჭური ან ერთი მობილური ტელეფონი;

ნ.თ) ერთი ტელევიზორი;

ნ.ი) ერთი პერსონალური კომპიუტერი და მისი მოწყობილობა;

ნ.კ) ერთი კალკულატორი;

ნ.ლ) ერთი ჩვეულებრივი და ერთი სასეირნო საბავშვო ეტლი (თითო ბავშვზე);

ნ.მ) ტანსაცმელი (ფეხსაცმელი);

ნ.ნ) ერთი კარავი და კარვის სხვა მოწყობილობა;

ნ.ო) სპორტული აღჭურვილობა (სათევზაო მოწყობილობა, ერთი ველოსიპედი ძრავას გარეშე, ერთი ნავი, თხილამურები და სხვა სპორტული აღჭურვილობა).

ო) არარეზიდენტი ფიზიკური პირის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე დროებით (სამსახურებრივი მივლინებით ან შრომითი ხელშეკრულებით) შემოსვლისას შემოტანილი, პირადი სარგებლობისათვის განკუთვნილი საქონელი.

პ) „საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მთავრობებს შორის

„ბაქო-თბილისი-ყარსის“ ახალი სარკინიგზო ხაზის პროექტის რეალიზაციის ფარგლებში მარაბდა-თურქეთის რესპუბლიკის საზღვრამდე (კარწახი) სარკინიგზო მონაკვეთის ფინანსირების, პროექტირების, მშენებლობის, რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციისა და ექსპლაუტაციის პირობებისა და პრინციპების შესახებ“ შეთანხმების ფარგლებში სარკინიგზო ხაზის მშენებლობის/რეაბილიტაციის/რეკონსტრუქციის უზრუნველსაყოფად საქართველოს ტერიტორიაზე საქონლის დროებით შემოტანა.

ჟ) „შპს „სახელმწიფო მომსახურების ბიუროს“ მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 22 თებერვლის №460 განკარგულების შესაბამისად, ქ. ქუთაისში საქართველოს პარლამენტის სამშენებლო სამუშაოების შესყიდვის შესახებ გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში მხოლოდ ამ სამშენებლო სამუშაოების შეუფერხებლად განხორციელებისათვის საქართველოს ტერიტორიაზე დროებით შემოტანილი საქონელი.

2. ამ ნუსხაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ღონისძიება:

ა.ა) სავაჭრო, სამრეწველო, სოფლის მეურნეობის ან კერამიკული ნაწარმის გამოფენა, ბაზრობა ან მსგავსი საჩვენებელი გამოფენა;

ა.ბ) გამოფენა ან შეხვედრა, რომელიც ორგანიზებულია განათლების, ხელოვნების, სპორტის, მეცნიერების, კულტურის დონის ამაღლებისათვის;

ა.გ) სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების ჯგუფების შეხვედრა;

ა.დ) ოფიციალური ან ღირსშესანიშნავი ხასიათის წარმომადგენლობით შეხვედრა, გარდა გამოფენებისა, რომლებიც ორგანიზებულია კერძო მიზნებისათვის, მაღაზიებსა და ბიზნესცენტრებში საქონლის გასაყიდად;

ბ) სასწავლო დამხმარე საშუალებები – დამხმარე საშუალებები, რომლებიც განკუთვნილია სასწავლო მიზნებისათვის ან პროფესიული წვრთნისათვის, როგორებიცაა მოდელები, ინსტრუმენტები, აპარატები და ხელსაწყო მექანიზმები;

გ) დამტკიცებული დაწესებულება – კერძო ან საჯარო სასწავლო ან პროფესიული დაწესებულება, რომელიც არ ითვალისწინებს მოგების მიღებას და რეგისტრირებულია შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ, რომელიც, როგორც სასწავლო დამხმარე საშუალებების მიმღები, გასცემს რწმუნებას დროებითი შემოტანაზე;

დ) სამეცნიერო სამედიცინო მოწყობილობა – ინსტრუმენტები, აპარატები და ხელსაწყო მექანიზმები, რომლებიც გამოიყენება სამეცნიერო-კვლევითი ან სასწავლო მიზნებისათვის.

3. სრულად გათავისუფლებულ საქონელს მხოლოდ დღგ-ის მიზნებისათვის განეკუთვნება საქონელი, რომლის იმპორტი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის საფუძველზე გათავისუფლებულია დღგ-ის გადახდისაგან.

მუხლი 87. იმპორტის გადასახდელებისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებული საქონლის მიმართ გადასახდელი თანხის გადახდის განრიგი

1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციაში მოქცეულ იმპორტის გადასახდელების გადახდისაგან ნაწილობრივ გათავისუფლებულ საქონელზე დეკლარანტი ავსებს „დროებით შემოტანისას გადასახდელი თანხის გადახდის განრიგს” (დანართი ნომერი XX–01), რისთვისაც განსაზღვრავს:

ა) დამატებული ღირებულების გადასახადის ოდენობას – დროებითი შემოტანის თანხის 0.54 პროცენტს ამ საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ყოფნის ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე, მაგრამ არა უმეტეს საქონლის დროებითი შემოტანისას დროებითი შემოტანის თანხის 18 პროცენტისა;

ბ) იმპორტის გადასახადის ოდენობას – იმპორტის გადასახადის თანხის 3 პროცენტს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე განთავსების ყოველ სრულ და არასრულ კალენდარულ თვეზე;

გ) თანხის გადახდის ვადებს.

2. განრიგი ივსება 2 ეგზემპლარად, რომლებიც თან ერთვის საბაჟო დეკლარაციას.

3. საბაჟო დეკლარაციის შემოწმებისა და საქონლის გაშვების შემდეგ განრიგის 1 ეგზემპლარი საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის ხელმოწერისა და ბეჭდის დასმით უბრუნდება დეკლარანტს, ხოლო მეორე ეგზემპლარი რჩება საგადასახადო ორგანოს.

4. განრიგში აღნიშნული თანხის გადახდა უნდა განხორციელდეს ყოველთვიურად, არა უგვიანეს საანგარიშო თვის მომდევნო თვის 15 რიცხვისა, ხოლო ბოლო გადახდა – საქონლის დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დასრულების დღეს. დეკლარანტს უფლება აქვს, მთელი გადასახდელი თანხა ერთდროულად გადაიხადოს.

5. განრიგი ექვემდებარება გაუქმებას საგადასახადო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა:

ა) ხორციელდება საქონლის ხელახალი დეკლარირება დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გაგრძელების მიზნით და წარედგინება ახალი განრიგი;

ბ) 85-ე მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, საქონელი სარგებლობაში გადაეცემა სხვა პირს;

გ) დეკლარანტის მიერ სრულად იფარება განრიგის მიხედვით გადასახდელი თანხა;

დ) დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაცია დასრულდა 88-ე მუხლის შესაბამისად.

6. განრიგი ექვემდებარება შეცვლას საგადასახადო ორგანოს დასკვნის საფუძველზე, თუ არსებობს ერთი ან რამდენიმე შემდეგი პირობა:

ა) საქონლის ნაწილი გატანილ იქნა დროებითი შემოტანის წინასწარ განსაზღვრული ვადის გასვლამდე;

ბ) საქონლის ნაწილი მოექცა სხვა სასაქონლო ოპერაციაში ან მის მიმართ გამოყენებულ იქნა სხვა სასაქონლო ოპერაცია;

გ) საქონლის ნაწილი განადგურდა ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად, რის შესახებაც დეკლარანტმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა სათანადო მტკიცებულება.

მუხლი 88. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაციის დასრულება

1. დროებითი შემოტანის სასაქონლო ოპერაცია დასრულებულად ითვლება, თუ:

ა) საქონელი გატანილია შესაბამისი პროცედურების დაცვით. ამასთან, საქონელი შეიძლება გატანილ იქნეს ნაწილ-ნაწილ, პარტიების სახით. დასაშვებია საქონელი გატანილ იქნეს ნებისმიერი საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით;

ბ) საქონელი მოექცა სხვა სასაქონლო ოპერაციაში;

გ) საქონელი განადგურდა ავარიის ან დაუძლეველი ძალის მოქმედების შედეგად, რის შესახებაც დეკლარანტმა საგადასახადო ორგანოს წარუდგინა სათანადო მტკიცებულება.

2. დროებით შემოტანილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანის დამადასტურებელ დოკუმენტებს წარმოადგენს სათანადოდ გაფორმებული ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაცია/სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია ან/და გამარტივებული საბაჟო დეკლარაცია ან/და ავტოსატრანსპორტო საშუალების საბაჟო დეკლარაცია ან/და კონტროლიდან მოხსნილი აღრიცხვის მოწმობა.

თავი XXI

„ოქროს სია”

მუხლი 89. „ოქროს სიის” მონაწილე

1. „ოქროს სიაში“ შეყვანილ პირს (შემდგომში – „ოქროს სიის“ მონაწილე) ენიჭება უფლება, კუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას ან/და გატანისას ისარგებლოს გამარტივებული პროცედურებით და იმპორტის გადასახდელების გადახდის განსხვავებული ვადებით. აღნიშნული სტატუსის მიღება პირს არ უკრძალავს საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილი, ამ თავისაგან განსხვავებული წესით განახორციელოს საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანა ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა და საქონლის გაფორმება.

2. გამარტივებული პროცედურები არ გამოიყენება შემდეგი საქონლის გადაადგილების შემთხვევაში:

ა) შეზღუდულად ბრუნვადი მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება);

ბ) ბირთვული და რადიაციული ობიექტები, ბირთვული მასალები, რადიაქტიური ნივთიერებები, რადიაქტიური ნარჩენები, მინერალები (წიაღისეული), რომლებისაგანაც პრაქტიკულად შესაძლებელია ბირთვული მასალების მიღება, ყველაფერი, რაც დამზადებულია ბირთვული მასალისაგან ან რადიაქტიური ნივთიერებისაგან ან შეიცავს მათ, როგორც შემადგენელ ნაწილს, აგრეთვე ბირთვული ტექნოლოგიები ან ნოუ-ჰაუები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება);

გ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ” კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობები, მათი ნაწილები და დერივატები;

დ) იარაღი და საბრძოლო მასალები (იმ შემთხვევის გარდა, როცა აღნიშნული საქონლის მიმღები ან გამგზავნია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტრო ან სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება);

ე) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები;

ვ) მილსადენი ტრანსპორტით და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი;

ზ) „ოქროს სიის“ მონაწილის მიერ ან მისი დანიშნულებით ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა), სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში ერთი კონტეინერით, ცისტერნით ან ვაგონით ერთდროულად გადაადგილებული სხვადასხვა სასაქონლო ოპერაციაში მოსაქცევად განკუთვნილი საქონელი, იმ საქონლის გარდა, რომელიც შემოტანამდე დეკლარირებულია გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით ან გადაადგილდება გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით;

თ) ერთი სატრანსპორტო საშუალებით (გარდა საჰაერო და საზღვაო ტრანსპორტისა) ერთდროულად გადაადგილებული საქონელი, რომლის მიმღებს ან გამგზავნს „ოქროს სიის“ მონაწილესთან ერთად წარმოადგენს სხვა პირი (იმ შემთხვევაშიც, როცა ეს პირი „ოქროს სიის“ მონაწილეა), იმ საქონლის გარდა, რომელიც შემოტანამდე დეკლარირებულია გაფორმების ეკონომიკურ ზონაში საგადასახადო ორგანოს მიერ შევსებული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციით ან გადაადგილდება გაფორმების ეკონომიკური ზონის დანიშნულებით.

მუხლი 90. „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის მინიჭების პირობები

1. თუ ამ ინსტრუქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად აუცილებელი პირობებია: (16-10-2013 ნომერი 345 ამოქმედდეს 2013 წლის 1 ნოემბრიდან) ა) შემოსავლების სამსახურში კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის თვის პირველი რიცხვიდან წინა უწყვეტი 12 თვის განმავლობაში: (18-03-2015 ნომერი 83)

ა.ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე იმპორტში ან/და ექსპორტში დეკლარირებული საქონლის საბაჟო ღირებულების მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 5,0 მლნ ლარისა;

ა.ბ) გადახდილი იმპორტის გადასახდელების ოდენობის მაღალი მაჩვენებელი – არანაკლებ 900 000 ლარისა, ან საქონლის იმპორტის ან/და ექსპორტის მიზნით წარდგენილი საბაჟო დეკლარაციების დიდი ოდენობა – არანაკლებ 100-ისა;

ბ) შემოსავლების სამსახურში კანდიდატის განცხადების რეგისტრაციის თვის პირველი რიცხვის მდგომარეობით: (18-03-2015 ნომერი 83)

ბ.ა) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-10, მე-11, მე-19−21-ე ნაწილებით გათვალისწინებული:

ბ.ა.ა) პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში არ გასაჩივრებულა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან გასაჩივრდა, მაგრამ არ დაკმაყოფილდა) არარსებობა, ან;

ბ.ა.ბ) სამართალდარღვევის გამოვლენიდან უწყვეტი 12 თვის გასვლა;

ბ.ბ) დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაცია;

ბ.გ) საგადასახადო დავალიანების არქონა.

11. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირობა არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველ ორგანოს ან სასამართლოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე. (18-03-2015 ნომერი 83)

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობები არ ვრცელდება შემდეგ სუბიექტებზე:

ა) საერთაშორისო (სახელმწიფოთაშორისი, სამთავრობათაშორისო) ორგანიზაციები, უცხოეთის დიპლომატიური წარმომადგენლობები, მასთან გათანაბრებული დაწესებულებები და საკონსულო დაწესებულებები;

ბ) საქართველოს პარლამენტი;

გ) „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროები და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებები;

დ) საქართველოს ეროვნული ბანკი;

ე) საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო და საქართველოს უზენაესი სასამართლო;

ვ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, თვითმმართველი ქალაქების: თბილისის, ბათუმის, ქუთაისის და რუსთავის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოები (მერიები);

ზ) საქართველოს საპატრიარქო.

მუხლი 91. „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსის მინიჭება

1. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად კანდიდატი შემოსავლების სამსახურს მიმართავს წერილობითი განცხადებით, რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. (16-10-2013 ნომერი 345 ამოქმედდეს 2013 წლის 1 ნოემბრიდან)

2. განსაკუთრებულ შემთხვევებში, „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი პირს შესაძლებელია მიენიჭოს ამ ინსტრუქციის 90-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი პირობების დაკმაყოფილების გარეშეც, თუ იგი წარმოადგენს წერილობით ვალდებულებას, რომ განახორციელებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე არანაკლებ 5,0 მლნ ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის (ძირითადი საშუალებების) იმპორტს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მიღებიდან უწყვეტი 12 თვის განმავლობაში, ამასთან, არანაკლებ 3,0 მლნ ლარის საბაჟო ღირებულების საქონლის (ძირითადი საშუალებების) იმპორტს განახორციელებს პირველი 6 თვის განმავლობაში. (18-03-2015 ნომერი 83)

3. პირს „ოქროს სიის” მონაწილის სტატუსი ენიჭება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების საფუძველზე და ASYCUDA-ში დაშვებისათვის ენიჭება მომხმარებლის სპეციალური სახელი და კოდი.

4. თუ „ოქროს სიის” მონაწილეს სურვილი აქვს, საქონლის მიწოდება განახორციელოს თავის საწყობში (რომელიც უზრუნველყოფს საქონლის დაცულობას და შენახვას), წარადგენს ინფორმაციას ასეთი საწყობის სახეობის, ფართობის, შენახვის პირობების, მისამართისა და კუთვნილების (შენობა-ნაგებობის ან/და ღია მოედნის საკუთრების დამადასტურებელი ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან არანაკლებ ერთი წლის ვადით დადებული სარგებლობის ექსკლუზიური უფლების (იჯარა, ქირავნობა, უზუფრუქტი ან სხვ.) დამადასტურებელი დოკუმენტი და ამონაწერი საჯარო რეესტრიდან) თაობაზე.

5. „ოქროს სიის” მონაწილის თითოეულ საწყობს ცალკეული მისამართის მიხედვით ენიჭება ხუთნიშნა ციფრული კოდი შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით.

მუხლი 92. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმება (19-08-2014 ნომერი  247 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს)

1. ამ ინსტრუქციის 90-ე მუხლით განსაზღვრული პირობების (საგადასახადო დავალიანების გარდა) დაკმაყოფილების მდგომარეობას შემოსავლების სამსახური ამოწმებს „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მინიჭებიდან ყოველი 6 თვის შემდეგ, საგადასახადო დავალიანების არსებობას – სტატუსის მინიჭებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ, ხოლო ამ ინსტრუქციის 91-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების მდგომარეობას − სტატუსის მინიჭებიდან 6 თვის შემდეგ და 1 წლის (12 თვის) შემდეგ.

2. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენს:

ა) ამ ინსტრუქციის 90-ე მუხლით („ბ.ა“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა) ან 91-ე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული პირობების დაუკმაყოფილებლობა;

ბ) აღიარებული საგადასახადო დავალიანების გამოვლენა (გარდა იმ შემთხვევისა, როცა არსებობს აღნიშნული საგადასახადო დავალიანების გადახდევინების გადავადების შესახებ საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება ან „საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ“ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება);

გ) იმპორტის გადასახდელების ოდენობის 1000 ლარზე მეტით შემცირებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-4 ან მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გასაჩივრებული არ ყოფილა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

დ) 4000 ლარზე მეტი საბაჟო ღირებულების საქონლის საბაჟო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად გადაადგილებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ან მე-11 ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებული არ ყოფილა ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ე) საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-19 ნაწილით გათვალისწინებული საგადასახადო სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებული არ ყოფილა ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ვ) საბაჟო ღირებულების 4000 ლარზე მეტით გაზრდის ან შემცირებისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-20 ან 21-ე ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე გადაწყვეტილება, რომელიც კანონმდებლობით დადგენილ ვადაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სისტემაში გასაჩივრებული არ ყოფილა ან არსებობს გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ზ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საფუძველზე პირის მიმართ კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;

თ) კონტრაფაქციული საქონლის პარტიის გამოვლენა.

21. ამ მუხლი მე-2 პუნქტის „გ-ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსი არ უქმდება თუ არსებობს საგადასახადო ორგანოს/დავის განმხილველი ორგანოს (გარდა სასამართლოს) გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის შესაბამისი სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე. (18-03-2015 ნომერი 83)

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, შესაბამის პირს საგადასახადო ორგანოს წერილობითი შეტყობინებით ეძლევა 15 კალენდარული დღის ვადა დავალიანების დასაფარად. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ საგადასახადო დავალიანების არსებობის შემთხვევაში, მიიღება გაადაწყვეტილება „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების შესახებ.

4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ – „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმება ხორციელდება პირველი პუნქტით დადგენილი შემოწმების ვადების მიუხედავად.

5. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმება ხორციელდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემით.

6. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების გამოცემიდან 6 თვის განმავლობაში, სტატუსგაუქმებული პირის განცხადება „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის მისაღებად არ განიხილება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის შესაბამისი ნაწილებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრება და არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის აღნიშნული პასუხისმგებლობისაგან/ საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე ან საგადასახადო ორგანოს გადაწყვეტილება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო სანქციისაგან გათავისუფლების თაობაზე. (18-03-2015 ნომერი 83)

7. „ოქროს სიის“ მონაწილის სტატუსის გაუქმების შემდეგ ყოფილი „ოქროს სიის“ მონაწილის დანიშნულებით საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენილი საქონელი, იმ საქონლის ჩათვლით, რომლის შემოტანამდეც წარდგენილი იყო სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია, ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი დეკლარირებული საქონელი საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილდება მოწმობით.

მუხლი 93. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა

1. „ოქროს სიის” მონაწილეს, საქონლის იმპორტში გაფორმების მიზნით, უფლება აქვს წარადგინოს სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია:

ა) წინასწარ – საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანამდე, არა უადრეს 30 კალენდარული დღისა, ან საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა და ისარგებლოს 94-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით; (15-08-2013 ნომერი 271 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

ბ) საქონლის საბაჟო გამშვებ პუნქტში წარდგენის შემდეგ, მე-20 მუხლით დადგენილ ვადებში და ისარგებლოს 95-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით;

გ) საქონლის მიმართ გამოყენებული ნებისმიერი სასაქონლო ოპერაციის (გარდა ექსპორტისა) იმპორტით შეცვლის მიზნით.

2. „ოქროს სიის” მონაწილეს შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით უფლება ეძლევა, იმპორტის სასაქონლო ოპერაციის გამოყენების მიზნით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქონლის შემოტანისას ისარგებლოს ამ ინსტრუქციის 97-ე მუხლით გათვალისწინებული გამარტივებული პროცედურებით და თვის განმავლობაში გადაადგილებულ საქონელზე, როგორც ერთ პარტიაზე, წარადგინოს პერიოდული სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია, მიწოდების თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. (18-03-2015 ნომერი 83)

3. პერიოდული სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის მიზნებისათვის, ტერმინს „სასაქონლო პარტია“ აქვს შემდეგი მნიშვნელობა – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი სახეობის ტრანსპორტით ერთი მიმღების მისამართით, მიუხედავად სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და გადაზიდვის დამადასტურებელი დოკუმენტების რაოდენობისა.

4. გაფორმების საგადასახადო ორგანოს სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება ელექტრონულად, ASYCUDA-ს მეშვეობით, ხოლო 23-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად ან ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.

მუხლი 94. გამარტივებული პროცედურები „ოქროს სიის” მონაწილის მიერ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წინასწარ წარდგენისას

1. წინასწარ დეკლარირებული საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება საბაჟო კონტროლის ღონისძიებები.

2. იდენტიფიკაციის საშუალებების მთლიანობის დარღვევის, დაულუქავი სატრანსპორტო საშუალების (გარდა იმ შემთხვევისა, როცა შეუძლებელია საქონლის გაბარიტული მოცულობის გამო სატრანსპორტო საშუალების დალუქვა) შემთხვევაში, აგრეთვე გარეგნული დათვალიერების შედეგად საქონლის გაფუჭების, დაზიანების აშკარა ნიშნების არსებობისას, ხორციელდება გაფორმების ადგილამდე საქონლის საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობისას საქონლის მფლობელის (გადამზიდველის) მიერ საბაჟო გამშვებ პუნქტში წარედგინება სატრანსპორტო დოკუმენტები/საქონლის ნასყიდობის ხელშეკრულება/ანგარიშ-ფაქტურა/სხვა საანგარიშსწორებო დოკუმენტი და ეცნობება, რომ საქონლის მიმღებს (იმპორტიორს) წარმოადგენს „ოქროს სიის” მონაწილე, აგრეთვე გაფორმების საგადასახადო ორგანოს კოდი და სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის ნომერი.

4. სატრანსპორტო საშუალების, საქონლის გამომგზავნისა და მიმღების იდენტიფიცირების შემთხვევაში, თუ ადგილი არა აქვს საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევას და საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციიდან არ გასულა 30 კალენდარული დღე, საბაჟო გამშვები პუნქტის უფლებამოსილი თანამშრომელი ASYCUDA-ს გამოყენებით ახორციელებს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის დამუშავებას, რის შემდეგაც დეკლარაციისათვის განისაზღვრება შესაბამისი დერეფანი. (15-08-2013 ნომერი 271 ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს)

მუხლი 95. გამარტივებული პროცედურები „ოქროს სიის” მონაწილის მიერ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წინასწარ წარუდგენლობისას

1. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ საქონლის წინასწარი დეკლარირების განუხორციელებლობის შემთხვევაში, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება საქონლის ზოგადი დეკლარირება და საბაჟო კონტროლის ღონისძიებები.

2. საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ გაიცემა აღრიცხვის მოწმობა (გარდა TIR-წიგნაკით გადაადგილების შემთხვევისა), რომლითაც ხორციელდება „ოქროს სიის” მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეული საბაჟო საწყობის დანიშნულებით საქონლის გადაადგილება. (10-08-2012 ნომერი 331 გავრცელდეს 2012 წლის 1 აგვისტოდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე)

3. სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენამდე იდენტიფიკაციის საშუალებები არ იხსნება და საქონელი არ ჩამოიტვირთება.

4. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ იმპორტის სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარედგინება ამ ინსტრუქციით დადგენილ ვადებში.

5. გაფორმების საგადასახადო ორგანოს სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია წარედგინება ელექტრონულად, ASYCUDA-ს მეშვეობით, ხოლო 23-ე მუხლით განსაზღვრული დოკუმენტები წარედგინება ელექტრონულად ან ინახება დეკლარანტთან, რომელიც ვალდებულია, მოთხოვნისამებრ წარუდგინოს ისინი საგადასახადო ორგანოს.

მუხლი 96. განსაკუთრებული პროცედურები TIR-წიგნაკით გადაადგილებული საქონლის გაშვებისას

1. იმ შემთხვევაში, როდესაც TIR-წიგნაკით გადაადგილებული საქონლის გაშვება ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან, საბაჟო გამშვები პუნქტი უზრუნველყოფს TIR-წიგნაკის მონაცემების შეტანას აღრიცხვის მოწმობის ელექტრონულ ფორმატში, შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების შესაბამისად.

2. იმ შემთხვევაში, როდესაც TIR-წიგნაკით გადაადგილებული საქონლის გაშვება არ ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტიდან, გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების TIR-წიგნაკის შესახებ მონაცემები ასევე კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიტანება ელექტრონულ ბაზაში.

მუხლი 97. გამარტივებული პროცედურები „ოქროს სიის” მონაწილის მიერ პერიოდული დეკლარირებისათვის განკუთვნილი საქონლის შემოტანისას

1. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ პერიოდული დეკლარირებისათვის განკუთვნილი საქონლის საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანისას, საბაჟო გამშვებ პუნქტში ხორციელდება საქონლის ზოგადი დეკლარირება და საბაჟო კონტროლის ღონისძიებები.

2. პერიოდული დეკლარირებისათვის განკუთვნილ საქონელზე საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ გაიცემა აღრიცხვის მოწმობა (გარდა TIR-წიგნაკით გადაადგილების შემთხვევისა), რომლითაც ხორციელდება „ოქროს სიის” მონაწილის საწყობამდე ან მის მიერ შერჩეული საბაჟო საწყობის დანიშნულებით საქონლის გადაადგილება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში „ოქროს სიის” მონაწილეს აქვს იდენტიფიკაციის საშუალებების მოხსნის, საქონლის ჩამოტვირთვისა და განკარგვის უფლება.

მუხლი 98. „ოქროს სიის” მონაწილის მიერ იმპორტისგან განსხვავებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება

იმ შემთხვევაში, თუ „ოქროს სიის” მონაწილეს განზრახული აქვს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 95-ე მუხლის შესაბამისად შემოტანილი საქონლის მიმართ იმპორტისაგან განსხვავებული სასაქონლო ოპერაციის გამოყენება, იგი ვალდებულია:

ა) მიმართოს გაფორმების საგადასახადო ორგანოს და აღნიშნულის მიერ გაცემული აღრიცხვის მოწმობით უზრუნველყოს საქონლის წარდგენა მის მიერ შერჩეულ გაფორმების საგადასახადო ორგანოში;

ბ) მე-20 მუხლით დადგენილ ვადებში განახორციელოს სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენა (ოპერაციის განსაზღვრის დასრულება).

თავი XXII

მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონელი

მუხლი 99. ზოგადი დებულებები

ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) მიღების პუნქტი – პუნქტი, სადაც ხდება ელექტროენერგიის მიღება სხვა ქვეყნის ენერგოსისტემისაგან ან პუნქტი, რომელშიც ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების უფლების მქონე იურიდიული პირი ტრანსპორტირების სისტემაში მიიღებს ნავთობს ან ბუნებრივ გაზს;

ბ) მიწოდების პუნქტი – პუნქტი, რომელშიც გადამცემი ქსელიდან მიეწოდება ელექტროენერგია პირდაპირ მომხმარებელს, განაწილების ლიცენზიატს ან სხვა ქვეყნის ენერგოსისტემას, ან პუნქტი, რომელშიც ნავთობის ან ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირების სისტემით მიეწოდება ნავთობი ან ბუნებრივი გაზი პირდაპირ მომხმარებელს ან სხვა ქვეყნის ტრანსპორტირების სისტემას;

გ) ელექტროენერგეტიკული სისტემის პარალელურ რეჟიმში მუშაობა – საქართველოსა და სხვა ქვეყნის (ქვეყნების) ელექტროენერგეტიკული სისტემების სინქრონული მუშაობის რეჟიმი, რომლის დროსაც ხორციელდება ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ურთიერთგადადინება;

დ) ელექტროენერგიის სალდო-გადადინება – ელექტროენერგეტიკული სისტემის პარალელურ რეჟიმში მუშაობის დროს ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას ურთიერთგადადინებული ელექტროენერგიის რაოდენობებს შორის წარმოქმნილი სხვაობა; ე) ტრანსპორტირების საშუალება – ტრანსპორტირების სისტემა, გადამცემი და გამანაწილებელი ქსელები;

ვ) ტრანსპორტირების სისტემა – ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ყველა მილსადენი, სატუმბი, საკომპრესორო, საზომი სადგურები და სხვა მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება ნავთობისა და ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისათვის და აკავშირებს მიღების პუნქტს მიწოდების პუნქტთან;

ზ) გადამცემი ქსელი – ელექტროენერგიის გადამცემი, კანონმდებლობით განსაზღვრული საშუალება, რომელიც აკავშირებს მიღებისა და მიწოდების პუნქტებს;

თ) გამანაწილებელი ქსელი – ელექტროენერგიის (ბუნებრივი გაზის) გამანაწილებელი საშუალება, რომელიც აკავშირებს მიწოდების პუნქტსა და მომხმარებელს;

კ) ობიექტი – ტრანსპორტირების საშუალებაში შემავალი დანადგარები და საზომი მოწყობილობები როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ.

მუხლი 100. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის საბაჟო კონტროლი

1. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის საბაჟო კონტროლი ხორციელდება გაფორმების ადგილებში წარდგენილი დოკუმენტებისა და ცნობების შემოწმებით. საბაჟო კონტროლი აგრეთვე შესაძლებელია განხორციელდეს ტრანსპორტირების საშუალებებში არსებულ ობიექტებზე იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენებით, მრიცხველიდან მონაცემების აღებით და სხვა მიზანშეწონილი საშუალებებით.

2. საბაჟო კონტროლს ახორციელებს გაფორმების ორგანო, სადაც დეკლარანტი, მიღების პუნქტის ტერიტორიული განთავსების შესაბამისად, აცხადებს საქონლის მიმართ შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის გამოყენებას.

3. პირები, რომლებიც ახორციელებენ საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებული საქონლის გადაადგილებას (გადადინებას), ვალდებულნი არიან, წინასწარ მიღებული შეტყობინების შემდგომ, საგადასახადო ორგანოებს გაუწიონ აუცილებელი დახმარება საბაჟო კონტროლის განხორციელებისას.

4. ობიექტებზე იდენტიფიკაციის საშუალებების დადებას ახორციელებს საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრული თანამშრომელი, ობიექტზე უფლებამოსილი პირების თანდასწრებით.

5. იდენტიფიკაციის საშუალებების გამოყენების შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი საგადასახადო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანებით განსაზღვრული პერიოდულობით ამოწმებს ობიექტებზე დადებული იდენტიფიკაციის საშუალებების დაურღვევლობას.

6. იდენტიფიკაციის საშუალებების დადების, მოხსნის, მრიცხველიდან მონაცემების აღების ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დგება აქტი 2 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთს იტოვებს საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი, მეორე – გადაეცემა ობიექტზე უფლებამოსილ პირს. აქტში აუცილებლად უნდა დაფიქსირდეს საიდენტიფიკაციო საშუალების რეკვიზიტები და მრიცხველის მონაცემები (დანართი ნომერი XXII–01).

7. ნიშანდებული ობიექტის ხელშეუხებლობასა და იდენტიფიკაციის საშუალებების (ნიშნების) დაუზიანებლობაზე პასუხისმგებელია ობიექტის მფლობელი. იდენტიფიკაციის საშუალებების შეცვლა, მოცილება ან განადგურება შეიძლება მხოლოდ საგადასახადო ორგანოს მიერ ან მისი ნებართვით, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს საქონლისა და ტრანსპორტირების საშუალებების განადგურების, დაკარგვის ან არსებითი დაზიანების რეალური საფრთხე. ასეთ შემთხვევაში, ობიექტის მფლობელი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს საგადასახადო ორგანოს იდენტიფიკაციის საშუალების შეცვლის, მოცილების ან განადგურების შესახებ. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს აქტს დადგენილი ფორმით და, საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ხელახალ ნიშანდებასაახლოს საიდენტიფიკაციო საშუალება.

8. ნიშანდებული ობიექტის კაპიტალური ან მიმდინარე შეკეთების, ან დემონტაჟის განხორციელებამდე, ობიექტზე პასუხისმგებელი პირი წერილობით ატყობინებს საგადასახადო ორგანოს სამუშაოთა დაწყების თარიღისა და ხანგრძლივობის შესახებ. სამუშაოს დაწყებამდე საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ხსნის ობიექტზე არსებულ საიდენტიფიკაციო საშუალებებს, ხოლო სამუშაოს დამთავრების შემდეგ, საჭიროების შემთხვევაში, ახდენს ხელახალ ნიშანდებას.

მუხლი 101. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება

1. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის დეკლარირება ხორციელდება გაფორმების ორგანოში სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენით.

2. შესაბამისი სასაქონლო ოპერაციის პირობების შესრულებისა და დეკლარირებული მონაცემების დადასტურების მიზნით, წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) ხელშეკრულება ან ანგარიშ-ფაქტურა;

ბ) მიღება-ჩაბარების (მიღება-გადაცემის) აქტი და, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ოფიციალური მონაცემები.

3. მიწოდების მოცულობის მიუხედავად, დასაშვებია ერთი ხელშეკრულების საფუძველზე საანგარიშო თვის განმავლობაში გადაადგილებული საქონლის რაოდენობის, როგორც ერთი პარტიის, ერთ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციაში გაცხადება.

4. სასაქონლო საბაჟო დეკლარაცია საგადასახადო ორგანოს წარედგინება მიწოდების საანგარიშო თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 90 დღისა (გარდა 102-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა).

5. თუ სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენის დრო დაემთხვა კანონმდებლობით დადგენილ დასვენების ან უქმე დღეს, დეკლარაციის წარდგენა ხდება დასვენების ან უქმე დღის მომდევნო პირველსავე სამუშაო დღეს.

მუხლი 102. მილსადენითა და ელექტროგადამცემი ხაზებით გადაადგილებული საქონლის დეკლარირების თავისებურებანი

1. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის საბაჟო კონტროლი ან/და რაოდენობის განსაზღვრა, გარდა ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული ფორმებისა, წარმოებს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ოფიციალური მონაცემების საფუძველზე, ამასთან:

ა) თუ საქართველოს ენერგეტიკული სისტემა ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობს სხვა ქვეყნის ენერგეტიკულ სისტემასთან პარალელურ რეჟიმში, მხარეების ელექტროენერგეტიკულ სისტემებს შორის გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის ფაქტობრივი რაოდენობა განისაზღვრება როგორც საანგარიშო პერიოდში (პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში) სალდო-გადადინება, ტექნოლოგიურად განპირობებულ ადგილებში დაყენებული აღრიცხვის ხელსაწყოების ჩვენების საფუძველზე;

ბ) პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების ვადის ამოწურვისას, ელექტროენეგრიის სალდო-გადადინება, გარდა ნულოვანისა, განიხილება როგორც ელექტროენერგიის ექსპორტი ან იმპორტი;

გ) პარალერულ რეჟიმში მუშაობის დროს, ელექტროენერგია, რომელიც საანგარიშო პერიოდში (პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში) მიეწოდება ერთი ხელშეკრულებით (კონტრაქტით), დეკლარირდება როგორც საქონლის ერთი პარტია ხელშეკრულების დამთავრებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. თუ მოხდა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება, ინფორმაცია ამის შესახებ ხელშეკრულების დამთავრებიდან 30 დღის ვადაში უნდა მიეწოდოს შესაბამის საგადასახადო ორგანოს შუალედურ სალდო ბალანსთან ერთად;

დ) პარალერულ რეჟიმში მუშაობის დროს, ელექტროენერგიის დეკლარირება ხორციელდება ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიერ, რომელიც, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, წარმოადგენს სალდირებული ელექტროენერგიის ნაწილში იმპორტიორს, ან ექსპორტიორს;

ე) ინფორმაციას ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის შესახებ შემოსავლების სამსახური იღებს წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების გათვალისწინებით, შესაბამისი სალიცენზიო რეესტრის მწარმოებელი დაწესებულებიდან, კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ვ) ელექტროენერგიის დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატი ვალდებულია, ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულება წარუდგინოს საგადასახადო ორგანოს ამ რეჟიმით მუშაობის ფაქტობრივად დაწყებამდე, გარდა გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევებისა (ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში ავარიული ჩართვა, პარალელურ რეჟიმში ჩართვა განსაკუთრებით დიდი ოდენობით მატერიალური ზიანის, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ან ეროვნული უსაფრთხოების საფრთხის თავიდან აცილების მიზნით), როდესაც პარალელურ რეჟიმში მუშაობის ხელშეკრულება ფორმდება ენერგოსისტემის პარალელურ რეჟიმში ჩართვის შემდგომ და საგადასახადო ორგანოს წარედგინება არა უგვიანეს ერთი კვირისა, ენერგოსისტემების პარალელურ რეჟიმში ჩართვის დღიდან;

ზ) პარალელურ რეჟიმში მუშაობისაგან განსხვავებული პირობებით საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის დეკლარირება ხორციელდება 101-ე მუხლის შესაბამისად;

თ) იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებული (გადადინებული) ელექტროენერგიის რაოდენობა აღემატება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ რაოდენობას, ან გადადინებულ მოცულობაზე არ არსებობს იმპორტიორის ან ექსპორტიორის სათანადო განაცხადი დისპეტჩერიზაციის ლიცენზიატის მიმართ, მაშინ ამ გადადინებული ელექტროენერგიის დეკლარირებაზე პასუხისმგებლობის განაწილება განისაზღვრება „ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების” დამტკიცების შესახებ” საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს ნომერი 77 ბრძანების შესაბამისად. ამ ინსტრუქციის შესაბამისად, დეკლარირებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია, აღნიშნული ელექტროენერგიის გადადინებასთან დაკავშირებით, განახორციელოს შესაბამისი პროცედურები საანგარიშო თვის დასრულებიდან არა უგვიანეს 90 დღისა ან საგადასახადო ორგანოების მიერ სათანადო შეტყობინებიდან 30 დღის განმავლობაში.

2. თუ საქართველოს ტერიტორიაზე ბუნებრივი გაზის ტრანზიტის მომსახურების საფასურის ანაზღაურება ხდება გადაადგილებული ბუნებრივი გაზის ნაწილით და იგი რჩება საქართველოს ტერიტორიაზე, ამ შემთხვევაში, აღნიშნული ნაწილის დეკლარირება უნდა განხორციელდეს 101-ე მუხლის შესაბამისად.

3. თუ საქართველოში შემოტანისას მთავარი მილსადენიდან გამოიყოფა მცირე დინების ნავთობის ნაკადი, რომლითაც იწარმოება დიზელის საწვავი მილსადენის ტურბინებისა და სხვა ფიქსირებული ძრავიანი მოწყობილობების მუშაობის უზრუნველსაყოფად, ნავთობის აღნიშნული ნაწილი ექვემდებარება იმპორტში მოქცევას, ხოლო ნავთობის ნაწილი, რომელიც ბრუნდება მთავარ მილსადენში, უნდა მოექცეს ექსპორტში.

მუხლი 103. იმპორტის გადასახდელების გადახდა

1. საანგარიშო პერიოდის (მიწოდების კალენდარული თვის ან 102-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის) დამთავრების შემდეგ, საქონლის დაზუსტებული მონაცემების გათვალისწინებით წარდგენილი სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის საფუძველზე, ხდება საბოლოო ანგარიშსწორება. ელექტროენერგეტიკული სისტემების პარალელურ რეჟიმში მუშაობის შემთხვევაში, იმპორტის გადასახდელების გადახდა ხორციელდება სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის წარდგენისას, სალდო-გადადინების შესაბამისად.

2. იმპორტის გადასახდელების თანხის განსაზღვრისას, უცხოური ვალუტა გადაიანგარიშება საქართველოს ეროვნულ ვალუტაზე სასაქონლო საბაჟო დეკლარაციის რეგისტრაციის დღისათვის არსებული საქართველოს ეროვნული ბანკის კურსის შესაბამისად.

თავი XXIII
საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან, ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტი
მუხლი 104. ინფორმაცია და დოკუმენტები საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას

1. საერთაშორისო საავიაციო ან საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე მისაწოდებელი საწვავის ან/და საპოხი საშუალებების, ან ასეთი რეისების განხორციელებისას მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის იმპორტისას, საგადასახადო ორგანოს წარედგინება არანაკლებ იმპორტის გადასახდელების თანხის შესაბამისი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა უნდა შეადგენდეს სულ ცოტა 60 კალენდარულ დღეს გარანტიის წარდგენიდან.

2. დეკლარანტი ვალდებულია საერთაშორისო საზღვაო რეისების განსახორციელებლად ბორტზე ფაქტობტივად მიწოდებული საწვავის ან/და საპოხი საშუალებების შესახებ ელექტრონული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიაწოდოს შემოსავლების სამსახურს, მასთან შეთანხმებული ფორმით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქონლის აღრიცხვისა და საბაჟო კონტროლის განხორციელების მიზნით, გამოიყენება ანგარიშგების ფორმები „გადასახადების ადმინისტრირების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №996 ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის ნომერი IV-08 და ნომერი IV-09 დანართების შესაბამისად.

4. საწვავის ან/და საპოხი საშუალებების ან მგზავრებზე და ეკიპაჟის წევრებზე სარეალიზაციოდ განკუთვნილი სამომხმარებლო საქონლის ბორტზე ფაქტობრივად მიწოდების დამადასტურებელი დოკუმენტები ინახება დეკლარანტთან და მოთხოვნისამებრ წარედგინება საგადასახადო ორგანოს.

5. დეკლარანტი ვალდებულია, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარანტიის ვადის ამოწურვამდე გაფორმების საგადასახადო ორგანოს წარუდგინოს ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ანგარიშგების ფორმები.

6. საგადასახადო ორგანო უფლებამოსილია, მოითხოვოს გარანტიით უზრუნველყოფილი ვალდებულების შესრულება ამ ინსტრუქციის 35-ე მუხლის შესაბამისად.

თავი XXIV

საქონლის განკარგვა

მუხლი 105. საქონლის განკარგვის ღონისძიებები

1. საქონლის განკარგვის ღონისძიებებია:

ა) საგადასახადო სამართალდარღვევის საქონლის ან/და სატრანსპორტო საშუალების ჩამორთმევა და რეალიზაცია;

ბ) საქონლის განადგურება;

გ) საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა.

2. საქონლის განკარგვა შესაძლებელია განხორციელდეს საგადასახადო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით, საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ არსებული უცხოური ან საქართველოს საქონლის მიმართ.

3. საქონლის განკარგვა საგადასახადო ორგანოს ინიციატივით ხორციელდება საქართველოს საგადასახადო კოდექსით და ამ ინსტრუქციით გათვალისწინებულ შემთხვევებში და გამოიყენება როგორც საგადასახადო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის ან/და დაკისრებული სანქციის აღსრულების ან/და კანონმდებლობით დადგენილი აკრძალვებისა და შეზღუდვების უზრუნველყოფის საშუალება.

4. დეკლარანტის ინიციატივით შესაძლებელია განხორციელდეს საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემა ან განადგურება ამ ინსტრუქციისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

5. საქონლის განკარგვის ნებისმიერი ღონისძიების გამოყენება არ უნდა იწვევდეს ხარჯებს სახელმწიფოს მხრიდან.

6. შესაძლებელია საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული ან/და ნებისმიერ სასაქონლო ოპერაციაში გაცხადებული საქონლის (იმპორტში გაშვებულის გარდა) განკარგვა, რაც იწვევს გამოყენებული საბაჟო დეკლარაციის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას ამ ინსტრუქციის მე-40 მუხლის შესაბამისად.

7. საგადასახადო ორგანო ჩამორთმეული საგადასახადო სამართალდარღვევის საქონლის, საგადასახადო ორგანოს ან დეკლარანტის ინიციატივით სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის, ან საბაჟო კონტროლის ზონის ტერიტორიაზე აღმოჩენილი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უპატრონოდ ცნობილი საქონლის შესახებ ინფორმაციას ელექტრონული ან წერილობითი (როდესაც ტექნიკური ან სხვა მიზეზის გამო ინფორმაციის ელექტრონული ფორმით გადაცემა შეუძლებელია) ფორმით გადასცემს სსიპ − საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს.

მუხლი 106. საქონლის განკარგვა დეკლარანტის ინიციატივით

1. საქონლის სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემის თაობაზე დეკლარანტი განცხადებით მიმართავს იმ საგადასახადო ორგანოს, რომელიც ახორციელებს საბაჟო კონტროლის პროცედურებს, ხოლო იმ საქონელზე, რომლის მიმართ სასაქონლო ოპერაცია გაცხადებულია საბაჟო დეკლარაციის წარდგენით – გაფორმების საგადასახადო ორგანოს. (30-06-2014 ნომერი 196)

2. საქონლის განადგურების შესახებ (გარდა 110-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა) დეკლარანტი წერილობითი ან ელექტრონული განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს საბაჟო ზედამხედველობას დაქვემდებარებული საქონლის ადგილმდებარეობის მიხედვით, ამ ინსტრუქციის დანართი ნომერი XXIV-01-ის შესაბამისად.

3. საქონლის განადგურების თაობაზე დეკლარანტის განცხადებაში აღნიშნული უნდა იყოს: დეკლარანტის დასახელება, საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი, იურიდიული მისამართი, ტელეფონის ნომერი/ელექტრონული ფოსტის მისამართი, გასანადგურებელი საქონლის დასახელება, რაოდენობა და ადგილმდებარეობა, საქონლის განადგურების ხერხი და განადგურების ღონისძიების ადგილის მისამართი, განადგურების შედეგად მისაღები ნარჩენების დასახელება და შემდგომი გამოყენების განზრახვა.

4. სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემული საქონლის განკარგვის ღონისძიებები (აღრიცხვა, შენახვა, შეფასება, განადგურება, განაწილება ან/და რეალიზაცია) ხორციელდება „სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული მოძრავი ქონების საფასურის განსაზღვრის, ამ ქონების აღრიცხვის, შენახვის, შეფასებისა და განკარგვის წესისა და პირობების, აგრეთვე რეალიზაციისა და ლიზინგის ფორმით გადაცემის შედეგად ამონაგები თანხის განაწილების წესის დამტკიცების თაობაზე” საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 8 ოქტომბრის ნომერი 771 ბრძანების მოთხოვნათა შესაბამისად.

მუხლი 107. საქონლის განადგურება

1. საქონლის განადგურება არის საბაჟო ზედამხედველობის ქვეშ მყოფი უცხოური საქონლის ნებისმიერი ხერხით (დაწვით, დამარხვით, ჩაძირვით, დანგრევით, დაშლით, მექანიკური დაზიანებით და ყველა სხვა დასაშვები საშუალების გამოყენებით) მოყვანა იმ მდგომარეობაში, როდესაც შეუძლებელია ამ საქონლის ეკონომიკურად მომგებიანი გზით აღდგენა.

2. აკრძალულია შემდეგი საქონლის განადგურება:

ა) კულტურული ფასეულობები;

ბ) გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველთა და მცენარეთა სახეობები, ასევე მათი ნაწილები და წარმოშობის წყაროები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი განადგურება ნებადართულია ეპიდემიისა და ეპიზოოტიის შეჩერების მიზნით;

გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩამორთმეული საქონელი ან საქონელი, რომელსაც ყადაღა აქვს დადებული, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მისი განადგურება ნებადართულია ეპიდემიისა და ეპიზოოტიის შეჩერების მიზნით, ან როდესაც იგი პირდაპირ ან პოტენციურ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.

3. საქონლის განადგურების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, საგადასახადო ორგანოს მიერ შეიძლება განხორციელდეს საქონლის დათვალიერება, სინჯების და ნიმუშების აღება და გამოკვლევა (ექსპერტიზა).

მუხლი 108. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი საქონლის განადგურების ან განადგურებაზე უარის თქმის თაობაზე

1. საქონლის განადგურების ან განადგურებაზე უარის თქმის თაობაზე საგადასახადო ორგანოს უფროსი/მოადგილე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს (ბრძანებას).

2. დეკლარანტის განცხადების საფუძველზე საქონლის განადგურების ან განადგურებაზე უარის თქმის თაობაზე ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ბრძანება) გამოიცემა განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

3. საქონლის განადგურების შესახებ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული რეკვიზიტების გარდა, მითითებული უნდა იყოს საქონლის განადგურების ვადა და იმ უფლებამოსილ თანამშრომელთა ვინაობა, რომლებიც დაესწრებიან განადგურების ღონისძიებას.

მუხლი 109. განადგურების ღონისძიების პროცედურები

1. საქონლის განადგურების შემთხვევაში საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი უნდა გამოცხადდეს საქონლის განთავსების ადგილზე (საბაჟო კონტროლის ზონაში), დეკლარანტს და საბაჟო კონტროლის ზონის უფლებამოსილ პირს წარუდგინოს პირადობის დამადასტურებელი (სამსახურებრივი) მოწმობა და ბრძანება საქონლის განადგურების თაობაზე (სათანადო წესით დამოწმებული ასლი).

2. ამ მუხლის პირველ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი უზრუნველყოფს საქონლის განადგურების პროცედურის აღწერას და ადგენს „საქონლის განადგურების ოქმს“ (დანართი ნომერი XXIV–02).

3. საქონლის განადგურების ოქმი დგება 2 ეგზემპლარად – ერთი რჩება საგადასახადო ორგანოს, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა დეკლარანტს ან მის წარმომადგენელს.

მუხლი 110. მგზავრის მიერ ბარგითა და ხელბარგით გადაადგილებული საქონლის განადგურება

1. მგზავრის მიერ კანონმდებლობის დარღვევით შემოტანილი/გასატანი ან/და ნებართვას დაქვემდებარებული საქონელი, რომელზედაც ვერ ხერხდება შესაბამისი ნებართვის წარმოდგენა ან/და ვერ ხერხდება საქონლის უკან დაბრუნება, ექვემდებარება ჩამორთმევას და განადგურებას ან/და სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული საქონლის განადგურება ხორციელდება:

ა) სპეციალურ დანადგარში (ღუმელში) დაწვით;

ბ) სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე დამარხვით;

გ) სხვა მეთოდის გამოყენებით.

3. საქონლის განადგურება ხორციელდება საბაჟო გამშვები პუნქტის უფროსის ბრძანების საფუძველზე შექმნილი ჯგუფის მიერ.

4. საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომელი ადგენს „საქონლის განადგურების ოქმს” (დანართი ნომერი XXIV–02) 2 ეგზემპლარად, რომლის პირველი ეგზემპლარი რჩება საგადასახადო ორგანოში, ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა საქონლის მფლობელს ან მის წარმომადგენელს.

5. განადგურების ოქმის შევსებისას, განადგურებული საქონლის დასახელება მიეთითება სეს ესნ-ის ოთხნიშნა კოდის დონეზე.

მუხლი 111. საქონლის განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენები და ჯართი

1. საქონლის განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენებისა და ჯართის მიმართ შესაძლებელია სასაქონლო ოპერაციის განხორციელება.

2. საქონლის განადგურების შედეგად წარმოშობილი ნარჩენებისა და ჯართისათვის სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრისას, ვალდებულება განისაზღვრება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 235-ე მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად.

თავი XXV

საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება

მუხლი 112. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების საფუძვლები და მიზანი

1. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების ჩატარების საფუძვლებია:

ა) ლურჯი დერეფნით დასრულებული საბაჟო დეკლარაცია;

ბ) დეკლარანტის წერილობითი განცხადება, თუ მის მიერ აღმოჩენილ იქნა, რომ გაშვებული საქონლის სახეობების რაოდენობა ან/და საქონლის რაოდენობა ან/და საქონლის ღირებულება ან/და საქონლის საბაჟო ღირებულება ან/და გადასახდელების თანხის ოდენობა ნაკლებია საბაჟო დეკლარაციაში და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებულ შესაბამის მონაცემებზე;

გ) საგადასახადო ორგანოში არსებულ მონაცემთა ანალიზის შედეგების გათვალისწინებით, დადგენილი წესით მოთხოვნილი და მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, საერთაშორისო თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების ფარგლებში მიღებული ინფორმაცია;

დ) სამართალდამცავი ორგანოს სათანადო გადაწყვეტილება ან/და ინფორმაცია.

2. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების მიზანია საქონლის საბაჟო ღირებულების განსაზღვრისა და იმპორტის გადასახდელების დარიცხვის სისწორის შემოწმება, ხოლო ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში − აგრეთვე ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონაცემების შემოწმება.

მუხლი 113. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სახეები

1. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სახეებია:

ა) ინდივიდუალური − ერთი საბაჟო დეკლარაციით გაშვებული საქონლის შემოწმება;

ბ) კომპლექსური:

ბ.ა) დეკლარანტის ან/და საქართველოს საგადასახადო კოდექსის 266-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა ვალდებული პირის (შემდგომში - სხვა ვალდებული პირი) მიერ საქონლის კონკრეტულ სახეობაზე განხორციელებული სასაქონლო ოპერაციების შემოწმება;

ბ.ბ) დეკლარანტის მიერ განხორციელებული კონკრეტული სასაქონლო ოპერაციების შემოწმება;

ბ.გ) დეკლარანტის მიერ გარკვეულ პერიოდში განხორციელებული სასაქონლო ოპერაციების შემოწმება;

2. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება შეიძლება იყოს კამერალური და გასვლითი.

3. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება, გარდა 112-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საფუძვლით ჩატარებული კამერალური შემოწმებისა, ხორციელდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანებით.

4. 112-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, საგადასახადო ორგანო წინასწარი შესწავლის საფუძველზე იღებს გადაწყვეტილებას საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დაწყების შესახებ. დეკლარანტის მიერ არასაკმარისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს მიერ მას ეძლევა გონივრული ვადა მათი წარმოდგენის თაობაზე, რომლის მოწოდების შემდეგ საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების საფუძველზე ხორციელდება საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმება.

5. თუ დაწყებული შემოწმების გაგრძელება ვერ ხერხდება დაუძლეველი ძალის ან სხვა გარემოების გამო, ან საჭიროა დამატებითი ინფორმაციის მოპოვება (წარდგენა), საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას შემოწმების შეჩერების შესახებ, რომელიც ეცნობება დეკლარანტს.

6. შეჩერებული შემოწმება და შესაბამისი ვადის დინება განახლდება დაუძლეველი ძალის ან სხვა გარემოების აღმოფხვრისთანავე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით.

მუხლი 114. საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება

1. საქონლის გაშვების შემდგომი კამერალური შემოწმება (შემდგომში − კამერალური შემოწმება) ტარდება პირის საქმიანობის ადგილზე გაუსვლელად, საგადასახადო ორგანოში არსებული საბაჟო დეკლარაციის, დოკუმენტებისა და სხვა ინფორმაციის საფუძველზე.

2. კამერალური შემოწმება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც ინდივიდუალური, ასევე კომპლექსური შემოწმების დროს.

3. კამერალური შემოწმების ჩატარებისას, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) დამოუკიდებლად განსაზღვროს საქონლის საბაჟო ღირებულება ან/და დეკლარანტის საგადასახადო ვალდებულების მოცულობა საგადასახადო ორგანოში არსებული ინფორმაციით;

ბ) დეკლარანტისაგან ან სხვა ვალდებული პირისაგან მოითხოვოს დეკლარირებული საქონლის შემოტანის ან/და გატანის ოპერაციებთან (მათ შორის, საქონლის ტრანსპორტირებასთან, გადატვირთვასთან, შენახვასთან, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრასთან, საგადასახადო ვალდებულების ოდენობის განსაზღვრასთან, განსაზღვრული სასაქონლო ოპერაციის დასრულებასთან და საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან) დაკავშირებული დოკუმენტაციის (რომელიც აღნიშნულია საბაჟო დეკლარაციაში და რომლის შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენა საქონლის დეკლარირებისას სავალდებულო არ არის), სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების ან/და სხვა ინფორმაციის წარდგენა;

გ) საგადასახადო ორგანოში წარდგენის მიზნით მიმართოს დეკლარანტს ან სხვა ვალდებულ პირს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს(რომელსაც აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია) და მისგან მიიღოს წერილობითი და სიტყვიერი განმარტებები საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დროს წამოჭრილ საკითხებზე.

მუხლი 115. საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმება

1. საქონლის გაშვების შემდგომი გასვლითი შემოწმების (შემდგომში − გასვლითი შემოწმება) დაწყებამდე არანაკლებ 10 სამუშაო დღისა დეკლარანტს ან/და სხვა ვალდებულ პირს ეგზავნება შეტყობინება წერილობითი ან ელექტრონული ფორმით.

2. გასვლითი შემოწმება უნდა დაიწყოს დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირისათვის შეტყობინების ჩაბარებიდან არა უგვიანეს 30 დღისა. თუ აღნიშნულ ვადაში შემოწმება ვერ დაიწყო, შეტყობინება ძალადაკარგულად ითვლება.

3. გასვლითი შემოწმება შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს როგორც ინდივიდუალური, ასევე კომპლექსური შემოწმების დროს.

4. გასვლითი შემოწმება შეიძლება გაგრძელდეს არა უმეტეს 3 თვისა. საჭიროების შემთხვევაში, შემოსავლების სამსახურის უფროსთან შეთანხმებით შესაძლებელია შემოწმების ვადის დამატებით გაგრძელება არა უმეტეს 2 თვისა.

5. გასვლითი შემოწმების ჩატარებისას, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს:

ა) დეკლარანტისაგან ან სხვა ვალდებული პირისაგან მოითხოვოს დეკლარირებული საქონლის შემოტანის ან/და გატანის ოპერაციებთან (მათ შორის, საქონლის ტრანსპორტირებასთან, გადატვირთვასთან, შენახვასთან, სასაქონლო ოპერაციის განსაზღვრასთან, საგადასახადო ვალდებულების ოდენობის განსაზღვრასთან, განსაზღვრული სასაქონლო ოპერაციის დასრულებასთან და საგადასახადო ვალდებულების შესრულებასთან) დაკავშირებული დოკუმენტაციის (რომელიც აღნიშნულია საბაჟო დეკლარაციაში და რომლის შემოსავლების სამსახურისთვის წარდგენა საქონლის დეკლარირებისას სავალდებულო არ არის), სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების სააღრიცხვო (საბუღალტრო) მონაცემების ან/და სხვა ინფორმაციის წარდგენა;

ბ) დეკლარანტისაგან ან სხვა ვალდებული პირისაგან ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლისაგან (რომელსაც აქვს შესაბამისი დოკუმენტაცია ან/და ინფორმაცია) მიიღოს წერილობითი და სიტყვიერი განმარტებები გასვლითი შემოწმების დროს წამოჭრილ საკითხებზე;

გ) განახორციელოს დეკლარანტის ან/და სხვა ვალდებული პირის საქმიანობაზე დაკვირვება, დაათვალიეროს საქონელი, აიღოს სინჯი ან/და ნიმუში.

მუხლი 116. საქონლის გაშვების შემდგომი გადაუდებელი გასვლითი შემოწმება

1. საქონლის გაშვების შემდგომი გადაუდებელი გასვლითი შემოწმება (შემდგომში − გადაუდებელი გასვლითი შემოწმება) ტარდება წერილობითი შეტყობინების გარეშე, თუ:

ა) საგადასახადო ორგანოს აქვს ინფორმაცია, რომ დეკლარანტი ან სხვა ვალდებული პირი გეგმავს, თავი აარიდოს საგადასახადო ვალდებულებათა შესრულებას საქართველოდან გასვლით, საქონლის სხვა პირისათვის გადაცემით, საგადასახადო სამართალდარღვევის დამადასტურებელი დოკუმენტების განადგურებით, დამალვით, შესწორებით ან შეცვლით ან/და სხვა ღონისძიებების გატარებით;

ბ) არსებობს საფუძვლიანი ეჭვი საბაჟო დეკლარაციასა და მის თანმხლებ დოკუმენტაციაში მითითებული საქონლის არასწორად კლასიფიცირების შესახებ, რამაც გამოიწვია იმპორტის/ექსპორტის გადასახდელების ოდენობის შემცირება ან რითაც თავი იქნა არიდებული საქონლის მიმართ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული არასატარიფო ღონისძიებების განხორციელებისათვის;

გ) არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თავისუფალ მიმოქცევაში მიზნობრივად გაშვებული საქონელი არ გამოიყენება მიზნობრივი დანიშნულებით ან პროცედურების დარღვევით გამოიყენება სხვა მიზნობრივი დანიშნულებით.

2. საგადასახადო ორგანო ვალდებულია, გადაუდებელი გასვლითი შემოწმების დაწყებიდან 48 საათში მიმართოს სასამართლოს და მიიღოს მისგან ნებართვა გასვლითი შემოწმების ჩატარების შესახებ. ამასთანავე, საგადასახადო ორგანოს უფლება აქვს, გადასახადის გადამხდელის ქონებაზე გაავრცელოს საგადასახადო გირავნობა/იპოთეკა, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა მას საგადასახადო დავალიანება.

3. სასამართლოს ნებართვის მიღებამდე საგადასახადო ორგანოს არ აქვს უფლება, დაიწყოს გადაუდებელი გასვლითი შემოწმება. საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლებს უფლება აქვთ, დალუქონ გადასახადის გადამხდელის მხოლოდ ის საგადასახადო დოკუმენტები და სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები, რომლებიც აუცილებელია გადაუდებელი გასვლითი შემოწმების ჩასატარებლად.

4. თუ სასამართლო საგადასახადო ორგანოს დადგენილ ვადაში არ მისცემს ნებართვას გადაუდებელი გასვლითი საგადასახადო შემოწმების ჩატარების შესახებ, საგადასახადო ორგანო ვალდებულია ახსნას გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დოკუმენტებზე ან/და სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებზე დადებული ლუქი.

მუხლი 117. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტი

1. ამ ინსტრუქციის 112-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში (დეკლარანტის განცხადების საფუძველზე) კამერალური ან გასვლითი შემოწმების ჩატარებისას, შემოწმების შედეგები ფორმდება „საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტით“ დანართი ნომერი XXV–01-შესაბამისად.

2. ამ ინსტრუქციის 112-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მოცემული შემთხვევისა) კამერალური ან გასვლითი შემოწმების შედეგები ფორმდება „საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტით“ დანართი ნომერი XXV–02 შესაბამისად.

3. ამ ინსტრუქციის 112-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კამერალური შემოწმებისას, როცა დარღვევა, რომელიც იწვევს საქონლის საბაჟო ღირებულების ან/და იმპორტის გადასახდელების თანხის ცვლილებას, არ გამოვლენილა, შემოწმების შედეგები დასტურდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანებით დადგენილი წესით.

4. თუ საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების სპეციფიკა მოითხოვს შემოწმების რამდენიმე ეტაპად ჩატარებას, ყოველი ეტაპის შემდეგ დგება შუალედური აქტი. შუალედური აქტის გამოცემა აგრეთვე შესაძლებელია ამ ინსტრუქციის 113-ე მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შემოწმების შეჩერებისას.

მუხლი 118. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების შედეგების დამტკიცება

1. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების შედეგები მტკიცდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანებით, სადაც საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტის საფუძველზე აისახება გადასახადების დარიცხვის/არდარიცხვის ან/და სანქციის შეფარდების შესახებ გადაწყვეტილება.

2. ამ ინსტრუქციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში, როდესაც შემოწმება ხორციელდება დეკლარანტის წერილობითი განცხადების შესაბამისად, საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების აქტის საფუძველზე, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი იღებს გადაწყვეტილებას – საბაჟო დეკლარაციაში ცვლილების შეტანის შესახებ.

3. ლურჯი დერეფნით დასრულებული საბაჟო დეკლარაციით საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების დასრულება დასტურდება შემოსავლების სამსახურის უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დადგენილი წესით.

4. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმების შედეგებზე გამოცემული საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის ბრძანების ასლი წარედგინება დეკლარანტს და ეგზავნება შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნა.

5. საქონლის გაშვების შემდგომი შემოწმებისას:

ა) ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი ადგენს ოქმს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ;

ბ) დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში, სათანადო მასალები დაუყოვნებლივ ეგზავნება შესაბამის საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეობის მიხედვით;

გ) საგადასახადო სამართალდარღვევის გამოვლენისას საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირი შედეგებს აფიქსირებს შემოწმების აქტში.

text