საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ვინ არის ვალდებული გამოიყენოს საკონტროლო–სალარო აპარატი?

 საკონტროლო–სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულება ეკისრებათ ეკონომიკური საქმიანობით დაკავებულ პირებს, რომლებიც საქონლის/მომსახურების მომხმარებლისათვის მიწოდებას  ნაღდი ფულადი ანგარიშსწორებით აწარმოებენ. 


რა შემთხვევაში თავისუფლდება მიმწოდებელი როგორც სალარო აპარატის ქვითრის, ასევე ჩგდ-ს გამოწერის ვალდებულებისაგან?

 იმ შემთხვევაში, თუ მიწოდებულ საქონელზე/მომსახურებაზე  საგადასახადო ანგარიშფაქტურა გამოიწერება, მიმწოდებელი თავისუფლდება როგორც საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების, ასევე, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოწერის ვალდებულებისაგან. ამასთან, ის გადამხდელი თავისუფლდება არა მარტო სსა-ის გამოწერის, არამედ ჩგდ-ის გამოწერის ვალდებულებისგანაც.


სად ხდება საკონტროლო- სალარო აპარატის რეგისტრაცია/რეგისტრაციიდან მოხსნა?

ამჟამად, საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციას სსიპ შემოსავლების სამსახურთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებს იურიდიული პირი - შპს ჯორჯიან სერვის ნეტვორქი.

    იურიდიული მისამართი: თბილისი, ვაჟა-ფშაველას  გამზ  N45.


რას ნიშნავს გადასახდელის გადამხდელის ფუნქციონირება საკონტროლო–სალარო აპარატის გარეშე?

ობიექტის ფუნქციონირება სსა-ის გარეშე გულისხმობს ისეთ შემთხვევებს, როდესაც არსებობს ქვემოჩამოთვლილი პირობებიდან ერთ-ერთი:

ა) პირს თავის მფლობელობაში არ გააჩნია სსა 

ბ) პირს გააჩნია სსა, მაგრამ არ არის დარეგისტრირებული საგადასახადო ორგანოში მის სახელზე 

გ) სსა რეგისტრირებულია საგადასახადო ორგანოში, მაგრამ აღნიშნული მოდელი ამოღებულია რეესტრიდან და   კანონმდებლობით დადგენილი ვადა გამოყენებისათვის დაშვებული გასულია

დ) სსა-ზე არ არის ჩართული ფისკალური მეხსიერება და მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორება ხდება არაფისკალური რეჟიმით (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი მე-20).


როგორი წესით და როდის ხორციელდება საკონტროლო-სალარო აპარატის მოხსნა რეგისტრაციიდან?

 საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციიდან უნდა მოიხსნას  მაშინ, როდესაც სსა ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისათვის კონკრეტულ ობიექტზე აღარ გამოიყენება. რეგისტრაციიდან მოხნის შესახებ პირი განცხადებით მიმართავს საგადასახადო ორგანოს ან იურიდიულ პირს.სსა-ს რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ წარდგენილ განცხადებაში მითითებული უნდა იყოს სსა-ს საგადასახადო ორგანოში რეგისტრაციის ნომერი და თარიღი. რეგისტრაციიდან მოხსნისათვის განმცხადებელმა განცხადებასთან ერთად საგადასახადო ორგანოს ან იურიდიულ პირს უნდა წარუდგინოს სსა. პირს, განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 1 სამუშაო დღის ვადაში, გადაეცემა სსა და ცნობა მისი რეგისტრაციიდან მოხსნის შესახებ, რომელშიც ასახულია ინფორმაცია რეგისტრაციიდან მოხსნის თარიღის, გაუნაშთავი ჯამის და ,,Z“ ანგარიშის რაოდენობის შესახებ. 


რას ნიშნავს საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობა?

სსა-ის გამოუყენებლობა გულისხმობს იმ შემთხვევას, როდესაც პირს აქვსსაგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული სსა, რომელიც შეტანილია რეესტრში, სსა-ზე ჩართულია ფისკალური მეხსიერება, მაგრამ მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას არ ხდება ვაჭრობის/მომსახურების ყველა ოპერაციისას სსა-ის გამოყენება. ეს თავის მხრივ, გულისხმობს, რომ მომხმარებლისგან ყოველი ფულის მიღებაზე (გარდა იმ შემთხვევისა, როცა კანონმდებლობის შესაბამისად ასეთი ოპერაცია ან პირი თავისუფლდება სსა-ის გამოყენების ვალდებულებისაგან) სსა-ში ამობეჭდილი უნდა იყოს ჩეკი. სსა-ის გამოუყენებლობად არ მიიჩნევა ის შემთხვევა, როდესაც სსა-ის შეკეთების პერიოდში (არა უმეტეს 7 კალენდარული დღისა) მომხმარებლებთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორება წარმოებს სარეზერვო სსა-ის მეშვეობით (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი მე-20).


როდის უნდა მოხდეს საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკის ამობეჭდვა?

გადამხდელის მიერ მიერ ჩეკის გაცემა ხდება მისთვის ნაღდი ფულის გადახდისთანავე ან/და ხურდის დაბრუნებასთან ერთად, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებელი ნაღდ ფულს იხდის იმ პირთან, რომელიც არ გახლავთ მოლარე-ოპერატორს (მაგ., საზკვების ობიექტში მომსახურე პერსონალი), მომხმარებელს ჩეკი უნდა გადაეცეს გონივრულ ვადაში. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი მე-16).


როგორ უნდა მოიქცეს მოლარე–ოპერატორი, თუ მომხმარებლი ჩეკის საფუძველზე ნაყიდ საქონელს უკან აბრუნებს?

მომხმარებელია როცა ჩეკის საფუძველზე ნაყიდ საქონელს უკან აბრუნებს ,(,მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი წესით) და  მოლარე-ოპერატორი უფლებამოსილია, მომხმარებელს დაუბრუნოს საქონელი და   მასში გადახდილი თანხა, მაშინ უნდა შედგეს მომხმარებელზე ფულის დაბრუნების (ჩეკის განაღდების) აქტი (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი მე-20, დანართი №8) ორ ცალად. აქტს ხელი უნდა მოაწეროს მოლარე-ოპერატორმა, მოლარე-ოპერატორის  ზედამხედველმა პირმა (ბუღალტერი, გაყიდვების მენეჯერი და ა.შ.) და ასევე, მომხმარებელმა, რომელსაც უნდა გადაეცეს აქტის ერთი ასლი. მოლარე-ოპერატორთან დარჩენილ აქტს დაეკვრება მომხმარებლის მიერ მოცემული ჩეკი და ჩეკის ასლი.


რა ხდება სალარო აპარატის დაზიანების შემთხვევაში?

.სსა-ის დაზიანების შემთხვევაში, პირი ვალდებულია ამ დაზიანების აღმოფხვრამდე შეაჩეროს მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ოპერაციები და დაზიანების თაობაზე აცნობოს საგადასახადო ორგანოს ან იურიდიულ პირს გონივრულ ვადაში. (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი მე-20)


რას წარმოადგენს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (ჩგდ)?

ჩგდ წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა მინისტრის #994 ბრძანების დანართი 131 დადგენილ საბუღალტრო აღრიცხვის პირველად დოკუმენტს, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მომხმარებლისაგან ნაღდი ფულის მიღების ფაქტისა და მასთან დაკავშირებული სხვა მონაცემების შესახებ. დღის განმავლობაში გამოწერილი ჩგდ-ები აისახება შესაბამის საბუღალტრო აღრიცხვის მონაცემებში.ჩგდ შედგება ტიპოგრაფიული წესით დაბეჭდილი, ერთმანეთთან დაკავშირებული თვითკოპირებადი ეგზემპლარებისაგან, რომლის კოპირებადი ეგზემპლარი გადაეცემა მომხმარებელს. 


ვის შეუძლია გამოიყენოს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (ჩგდ)?

ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენების უფლება აქვთ იმ პირებს, რომლებიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის ახდენენ მომხმარებლის ტერიტორიაზე (სახლში, ორგანიზაციებში, საწარმოებში). ამ შემთხვევებში  ნაღდი ფულადი ანგარიშსწორების დასაფიქსირებლად საკონტროლო-სალარო აპარატის ნაცვლად მათ შეუძლიათ, გამოიყენონ დადგენილი წესით  ჩეკთან გათანაბრებული რეგისტრირებული დოკუმენტი.  (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი მე-21).


როგორ უნდა მოიქცეს მოლარე–ოპერატორი, თუ შეცდომით ამოიბეჭდა საკონტროლო–სალარო აპარატის ჩეკი (მაგ.: 5 ლარის ნაცვლად 500 ლარი)?

საკონტროლო-სალარო აპარატის ჩეკში როდესაც შეცდომით ამოირტყმება არასწორი თანხა, უნდა შედგეს საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანების დანართი №8-ით განსაზღვრული ფორმის აქტი (ფიქსაციის აქტი), რომელსაც ხელი უნდა მოაწეროს როგორც მოლარე-ოპერატორმა, ასევე, მოლარე-ოპერატორზე სამსახურებრივი ზედამხედველობის ოფიციალურმა პირმა (დირექტორი, ბუღალტერი, გაყიდვების მენეჯერი და ა.შ.). აგრეთვე, ამ აქტს უნდა დაეკრას შეცდომით ამობეჭდილი ჩეკი და ჩეკის ასლიც. 


რა აუცილებელ რეკვიზიტებს უნდა შეიცავდეს მომხმარებელზე გაცემული საკონტროლო–სალარო აპარატის ჩეკი?

მომხმარებლისათვის გაცემულ ჩეკზე უნდა აისახოს შემდეგი აუცილებელი რეკვიზიტები:

ა) პირის დასახელება 

ბ) საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი

გ) სსა-ის უნიკალური ნომერი

დ) ჩეკის ნომერი

ე) გადახდილი თანხის ოდენობა, თარიღი და დრო

ვ) სსა-ის ფისკალურ რეჟიმში ყოფნის დამადასტურებელი ნიშანი.

ამასთნ, ჩეკზე, გადამხდელის სურვილისამებრ, შესაძლებელია, ასახულ იყოს სხვა დამატებითი მონაცემებიც (საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 31 დეკემბრის №994 ბრძანება, მუხლი მე-17).


სად ხდება საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაცია?

საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაცია ხდება შპს ჯორჯიან სერვის ნეტვორკის მომსახურების ცენტრებში. იხ.დანართი 


რა მონაცემებს უნდა მოიცავდეს საკონტროლო-სალარო აპარატის რეგისტრაციისთვის წარდგენილი განცხადება?

GPRS და CRYPTE-ს მოდულების ფისკალური სსა-ის რეგისტრაციის მიზნით წარდგენილ განცხადებაში მიეთითება:

ა)  დასახელება/სახელი და გვარი

ბ) საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი

გ) იურიდიული მისამართი, სამართლებრივი ფორმა, საფირმო სახელწოდება (მისი არსებობის შემთხვევაში), ობიექტის ტიპი, საქმიანობის სახე

დ) საკონტაქტო რეკვიზიტები;

ე) ის ფაქტობრივი მისამართი, სადაც გამოყენებული იქნება რეგისტრაციაში გასატარებელი სსა, ხოლო დისტრიბუციის შემთხვევაში პირის იურიდიული მისამართი 

ვ) ფაქტობრივ მისამართზე განსათავსებელი სსა-ების რაოდენობა.


რა ჯარიმებს ითვალისწინებს საგადასახადო კანონმდებლობა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დარღვევების შემთხვევაში?

გადასახადის გადამხდელი 500 ლარის ოდენობით ჯარიმდება (სსკ-ის 281-ე მუხლი) შემდეგი შემთხვევებისას:

1. მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშსწორებისას, საკონტროლო-სალარო აპარატების გარეშე მუშაობა 

2. ჩეკში ფაქტობრივად გადახდილ თანხაზე ნაკლებითანხის  ჩვენებას 

3. საკონტროლო-სალარო აპარატის საგადასახადო ორგანოს ლუქის გარეშე ან დაზიანებული ლუქით საქმიანობა

4. საგადასახადო ორგანოსთვის შეტყობინების გარეშე ლუქის მოხსნა.


რა სახისაა პასუხისმგებლობა საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვის დროს?

გადასახადის გადამხდელის მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის დაკარგვის დროს, თუ დადგენილი არ არის, რომ ეს ფაქტიშედეგია სხვა პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებისა,  გადასახადის გადამხდელი დაჯარიმდება 3 000 ლარის ოდენობით. 

თუ აღნიშნული ქმედება განმეორდა და ეს დადასტურდა საგადასახადო სამართალდარღვევთა მიერ 60 დღის განმავლობაში, მაშინ გადასახადის გადამხდელიჯარიმდება 6 000 ლარის ოდენობით.


ვალდებულია თუ არა გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი იმ ფიზიკურმა პირმა, რომელიც ახდენს სოფლის მეურნეობის პროდუქციის რეალიზაციას?

ის ფიზიკური პირი, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და ახდენს პირად ან საოჯახო მეურნეობაში მოყვანილი სოფლის მეურნეობის პროდუქციის ან მისგან წარმოებული (გადამუშავებული) საქონლის რეალიზაციას,  მაშინ ის საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან გათავისუფლებულია.


ვის უნდა მიმართოს პირმა, ჩგდ-ს მიღების მიზნით?

ჩგდ-ის მიღების მიზნით პირმა განცხადებით უნდა მიმართოს საგადასახადო ორგანოს.  განცხადება წარედგინება ელექტრონული ფორმით, რომელშიც აღინიშნება:
პირის დასახელება/სახელი და გვარი; 
პირის საიდენტიფიკაციო/პირადი ნომერი;
პირის იურიდიული მისამართი;
გასაცემი ჩგდ-ის რაოდენობა;
პირის ხელმოწერა, განცხადების წარდგენის თარიღი.
განცხადებას უნდა ერთოდეს მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი. 

შესაძლებელია თუ არა საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე სასაქონლო მატერიალური ფასეულობების რეალიზაცია გამოფენის, პრეზენტაციის, ან სხვა ღონისძიების გამართვის ადგილზე?

 პირი, რომელიც აპირებს  გამოფენის, პრეზენტაციის ან სხვა ასეთი ღონისძიების გამართვის ადგილზე სასაქონლო მატერიალური ფასეულობების რეალიზაციას საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენებით ან მის გარეშე, საგადასახადო ორგანოს  უნდა მიმართოს განცხადებით, რომელშიც მიეთითება გადასახადის გადამხდელის დასახელება/სახელი და გვარი, საიდენტიფიაკციო ნომერი, გამოფენის, პრეზენტაციის ან სხვა ასეთი ღონისძიების გამართვის ადგილი და ვადა.

საგადასახადო ორგანო განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 3 სამუშაო დღისა აცნობებს გადამხდელს თანხმობის ან უარის თაობაზე.

თანხმობის შემთხევაში, გამოფენის/ პრეზენტაციის ან სხვა ღონისძიების გამართვისას სასაქონლო მატერიალური ფასეულობების რეალიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს სალარო აპარატის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში პირი უფლებამოსილია გასცეს ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტი (ჩგდ).


text