არსებობს თუ არა რაიმე აკრძალვები რომელიმე დასახელების საქართველოს საქონლის ექსპორტის შემთხვევაში ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე?
ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების სახით, შეზღუდულია შემდეგი ფარმაცევტული პროდუქტისა და სამედიცინო დანიშნულების საგნების საქართველოდან გატანა (ექსპორტი, რეექსპორტი)
-საგარეო ეკონომიკური საქმიანობის ეროვნული სასაქონლო ნომენკლატურის (სეს ესნ) 3822 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ტესტები, რომლებიც განკუთვნილია COVID 19-ის ინფექციის სადიაგნოსტიკოდ.-სეს ესნ-ის 9025 19 200 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული თერმომეტრები უკონტაქტო;-სეს ესნ-ის 9019 20 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული ხელოვნური სუნთქვის აპარატები;შენიშვნა: (სეს ესნ) 3822 00 000 00 სასაქონლო ქვესუბპოზიციაში კლასიფიცირებული დიაგნოსტიკური ტესტი რომ არ არის განკუთვნილი COVID 19-ის ინფექციის სადიაგნოსტიკოდ და შესაბამისად, მისი ექსპორტი და რეექსპორტი დასაშვებია, შეფასებას გასცემს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო;
შესაძლებელია თუ არა, საქონლის გაფორმება განხორციელდეს დისტანციურად ?
დიახ, შესაძლებელია. თქვენ შეგიძლიათ განახორციელოთ საქონლის გაფორმების პროცედურები სახლიდან გაუსვლელად, შემდეგი ელექტრონული სერვისების გამოყენებით:აღრიცხვის მოწმობაhttps://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=729წინასწარი დეკლარირება -იმპორტი - https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=176დეკლარირება ექსპორტი - https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=476დეკლარირება - გადამუშავებიდან ექსპორტი https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=724 დეკლარირება - გარე გადამუშავებაhttps://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=722დეკლარირება - დროებითი შემოტანაhttps://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=730დეკლარირება - დროებითი შენახვა (გან)https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=727დეკლარირება - მიზნობრივი იმპორტიhttps://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=734დეკლარირება - რეექსპორტიhttps://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=726რეგისტრირებული საბაჟო დეკლარაციის შეფასებაhttps://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=639დეკლარირება - ტრანზიტიhttps://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=728დეკლარირება - შიდა გადამუშავებაhttps://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=723არაწინასწარი ელექტრონული დეკლარირებაhttps://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=477 რეგისტრირებული დეკლარაციის შეფასებაhttps://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=639საქონლის გასხვისებაhttps://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=650დეკლარაციაში ცვლილების განხორციელება https://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=561აღრიცხვის მოწმობაში ცვლილების განხორციელებაhttps://eservices.rs.ge/ServiceRequestNew.aspx?p=644
შეიცვალა თუ არა, საგანგებო მდგომარეობიდან გამომდინარე, გაფორმების ეკონომიკური ზონების სამუშაო საათები.
საგანგებო მდგომარეობის მიუხედავად, საბაჟო დეპარტამენტის გაფორმების ეკონომიკურ ზონები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ სამუშაო პროცესების განხორციელებას.
წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის კარანტინში ყოფნის შემთხვევაში, იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული მიზეზის გამო, მის მიერ ვერ ხერხდება მინდობილობის გაფორმება და წარმომადგენლობის სხვა პირზე გადაცემა, როგორ განვახორციელო საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული პროცედურები?
შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე www.rs.ge სისტემაში ავტორიზებულ პირს თავისი გვერდიდან შეუძლია საქონლის გაფორმებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა განახორციელოს დისტანციურად.
საბაჟო ელექტრონული სერვისები - https://www.rs.ge/Default.aspx?sec_id=6505&lang=1#
ამასთანავე, მინდობილობის გასაფორმებლად შესაძლებელია ისარგებლოთ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის დისტანციური სერვისით. https://www.notary.ge/index.php?id=54&lang=geo
ფრინველის ხორცის შემოტანა შესაძლებელია თუ არა წყლის შემცველობის დამადასტურებელი დოკუმენტის გარეშე?
საქართველოს მთავრობის N340 დადგენილებაში ტექნიკური რეგლამენტის − "ფრინველის ხორცის მარკეტინგული მოთხოვნების დამტკიცების შესახებ" - განხორციელებული ცვლილების შედეგად იმპორტირებულ ქათმის ხორცზე დამატებითი დოკუმენტების წარდგენის ვალდებულება გადავადდა 2020 წლის ოქტომბრამდე.
თუ ვერ ხერხდება სურსათის/ვეტერინარული/ფიტოსანიტარული ტვირთებისთვის აუცილებელი ორიგინალი სერტიფიკატის წარდგენა, შესაძლებელია თუ არა ასეთი ტვირთების იმპორტი?
ასეთი ტვირთების იმპორტი შესაძლებელია გამომგზავნი ქვეყნის მიერ გაცემული ორიგინალი სერტიფიკატის ასლის საფუძველზე. ამასთან, იმპორტიორი ვალდებულია, ორიგინალი დოკუმენტი წარმოადგინოს შესაძლებლობისთანავე.