საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

არსებობს თუ არა მიმდინარე ეტაპზე, რაიმე სახის აკრძალვა რკინიგიზით/საჰაერო/საზღვაო/სახმელეთო ტრანსპორტით საქართველოს საბაჟო საზღვარზე ტვირთის გადაადგილებისას ეპიდ სიტუაციიიდან გამომდინარე?

ამ ეტაპზე  საბაჟო გამშვებ პუნქტებზე რკინიგიზით/საჰაერო/საზღვაო/სახმელეთო გზით  ტვირთების  გადაადგილება  მიმდინარეობს აკრძალვების გარეშე, ჩვეულ 24 საათიან რეჟიმში.


რა სანიტარულ-საკარანტინე ღონისძიებები ხორციელდება დატვირთული და დაუტვირთავი სატვირთო სატრანსპორტო საშუალებების საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას ?

პასუხი:  COVID–19 გავრცელების საფრთხის პრევენციისა და უკეთ მართვის უზრუნველყოფის მიზნით, უცხო ქვეყნიდან გადაადგილებული სატრანსპორტო საშუალების ყველა მძღოლს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე უტარდება სკრინინგი,  ჯანმრთელობის საერთაშორისო წესების შესაბამისად. სკრინინგის დროს სავარაუდო შემთხვევების გამოვლენისას ხორციელდება მათი დაფიქსირება და  შემდეგი პროცედურების განხორციელება: ადგილზევე პირის დაუყოვნებლივი დროებითი იზოლაცია. თუ შეუძლებელია პირის ადგილზევე დროებით იზოლაცია, ესკორტირებით მოხდება შესაბამის უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში მისი გადაყვანა; სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების სათანადო დეზინფექცია, საბაჟო ორგანოს უფლებამოსილი პირის ზედამხედველობით; ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლის ჩანაცვლება სხვა ფიზიკური პირით, რომელიც არ განეკუთვნება რისკჯგუფს, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალების მძღოლი (პირი, რომელიც საქართველოს საბაჟო საზღვარზე შემოსვლისას მართავდა ავტოსატრანსპორტო საშუალებას) დაექვემდებარება უკან დაბრუნებას (უცხო ქვეყნის მოქალაქე) ან, კლინიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, კარანტინს/შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსებას; ავტოსატრანსპორტო საშუალების გამწევის (შეწყვილებული კომბინაციის შემთხვევაში) ჩანაცვლება ისეთი გამწევით, რომელიც არ განიხილება კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონედ, ხოლო თავდაპირველი გამწევის (რომელიც გამოიყენებოდა ტვირთის  საქართველოს საბაჟო ტერიტორიამდე ტრანსპორტირებისათვის) უკან გაბრუნება; ავტოსატრანსპორტო საშუალების (სატვირთო ავტომობილის, შეწყვილებული კომბინაციის) გადაადგილება უახლოეს საბაჟო კონტროლის ზონაში და ტვირთის გადატვირთვა სხვა სატრანსპორტო საშუალებაში, რომელიც არ განიხილება კორონავირუსის გავრცელების რისკის მქონედ, ხოლო თავდაპირველი ავტოსატრანსპორტო საშუალების (რომელიც გამოიყენებოდა ტვირთის საქართველოს საბაჟო ტერიტორიამდე ტრანსპორტირებისათვის) უკან გაბრუნება.


შესაძლებელია თუ არა კორონავირუსით გარდაცვლილი პირის საქართველოში შემოყვანა და რა სანიტარულ-საკარანტინე პროცედურები ხორციელდება აღნიშნულ შემთხვევაში?

საქართველოს მთავრობის 454 დადგენილებით, საქართველოს სასაზღვრო ზოლსა და საბაჟო კონტროლის ზონებში სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების ტექნოლოგიური სქემისა და სანიტარიულ-საკარანტინო კონტროლის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ.

 სასაზღვრო ინსპექციის პუნქტს ევალება:  შეამოწმოს დასენიანებული რეგიონებიდან შემოსული ბარგი და ხელბარგი, ტვირთი, კონტეინერები, სატრანსპორტო საშუალე­ბები, საქონელი, საფოსტო გზავნილები და ადამიანის გვამი, ინფექ­ცი­ისა და კონტამინაციის წყაროების (გადამტანებისა და რეზერვუა­რების ჩათვლით) არარსებობაში დარწმუნების მიზნით;

 დაავადებული ადამიანის გვამის შემოტანა საქართველოს საბაჟო საზღვარზე არ შეიძლება, თუ მას თან არ ახლავს საერთაშორისო წესების შესაბამისად ბალზამირების შესახებ ამსახველი ინფორმაცია, არ არის მოთავსებული ჰერმეტულად დახურულ ჭურჭელში ან კრემირებული, და განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადების შემთხვევებში (რაც ასევე დასტურდება თანმხლები დოკუმენტაციის მიხედვით) – არ არის შეთანხმებული ცენტრთან.


ხორციელდება თუ არა სანიტარულ-საკარანტინე პროცედურები სატვირთო ავტომანქანების ქვეყნიდან გასვლის შემთხვევაში?

საქართველოს საბაჟო საზღვრის კვეთისას,  გამსვლელი სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლის სკრინინგი არ ხორციელდება.


არსებობს თუ არა იმ ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიდანაც ავტოსატრანპორტო საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლის შემთხვევაში გამწევი ავტოსატრანსპორტო საშუალება ან/და მძღოლი ექვემდებარება შეცვლას?

კანონმდებლობით დადგენილი სანიტარულ-საკარანტინე ღონისძიებები  (რიგ შემთხვევებში გამწევი სატრანსპორტო საშუალებისა და მძღოლის ცვლილება),  ხორციელდება ნებისმიერი უცხო ქვეყნიდან შემომსვლელ ყველა სატვირტო სატრანსაპორტო  საშუალების მძღოლზე.


კომენდანტის საათით განსაზღვრულ დღე-ღამის პერიოდში ნებადართულია თუ არა საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვა?

კომენდანტის  საათები არ ვრცელდება  საერთაშორისო  სატვირთო გადაზიდვებზე.


როგორ განისაზღვრება საქართველოში შემოტანილი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების დანიშნულების ადგილამდე მიტანის ვადები?

უცხო ქვეყნის ავტოსატრანსპორტო საშუალებებმა საქართველოს ტერიტორია უნდა დატოვონ: საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტულად გადაადგილებისას (გარდა საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით გადაადგილებისას) – ქვეყანაში შემოსვლიდან 24 საათის განმავლობაში, საბაჟო გამშვებ პუნქტ „ყაზბეგიდან“ ან „ყაზბეგის“ მიმართულებით ტრანზიტულად გადაადგილებისას – ქვეყანაში შემოსვლიდან 48 საათის განმავლობაში, სხვა შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 96 საათის განმავლობაში; ხოლო, თუ საქართველოში საქონლის შემოტანისა და ჩამოტვირთვის შემდეგ სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალება დაიტვირთება საქართველოდან საქონლის გატანის მიზნით, ან სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოში შემოსვლა ან/და საქართველოდან გასვლა ხორციელდება საბორნე ტრანსპორტის გამოყენებით, ასეთ შემთხვევებში – ქვეყანაში შემოსვლიდან 7 (შვიდი) კალენდარული დღის განმავლობაში;

ამასთან ერთად, შეიცვალაავტოსატრანსპორტო საშუალების გადაადგილების წესი (იხილეთ.საქართველოოს მთავრობის განკარგულება №164 - 2020 წლის 28 იანვარი). კერძოდ ,გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე, საბაჟო საწყობამდე ან საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილამდე და დასახელებული საბაჟო კონტროლის ზონებიდან საბაჟო გამშვებ პუნქტამდე სატრანსპორტო საშუალება უნდა გადაადგილდეს გაუჩერებლად. გარდა იმ შემთხვევისა , როდესაცავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება ხდებადანართ №1-ში მითითებულ - სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებზე (STOP POINT), საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის შესაძენ პუნქტებსა და საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე.საქართველოს მოქალაქის მიერ გადაადგილებული (გარდა ტრანზიტულად გადაადგილებისა) სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალების გაფორმების ეკონომიკურ ზონამდე, საბაჟო საწყობამდე ან საბაჟო ორგანოსთან შეთანხმებულ ადგილამდე მიტანის ვადა განისაზღვრება 48 საათით;


შეიძლება თუ არა ავტოსატრანსპორტო საშუალების გაჩერება საწვავის ჩასხმის, სავალდებულო დაზღვევის ან გზათსარგებლობის ბარათის შეძენის მიზნით?

აღნიშნული მიზნებისათვის სატრანსპორტო საშუალების გაჩერება შესაძლებელია- სპეციალურად მოწყობილ ტერიტორიებზე (STOP POINT), საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის პოლისის შესაძენ პუნქტებსა და საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე.     


რა არის STOP POINT? სად არის ისინი განთავსებული? რა მომსახურების მიღება არის შესაძლებელი აღნიშნულ ლოკაციებში?

STOP POINT გახლავთ სპეციალურად მოწყობილი ტერიტორიები, სადაც შესაძლებელია, განხორციელდეს სატვირთო სატრანსპორტო საშუალების დროებით გაჩერება.  მძღოლს ამ ტერიტორიაზე ეძლევა  საშუალება, შეავსოს საწვავის მარაგი და შეიძინოს გზათსარგებლობის საფასურის ბარათი. გარდა ზემოაღნიშნული მომსახურებისა, მძღოლს უფლება აქვს, მოიწესრიგოს თავი, შეიძინოს პირადი მოხმარებისთვის საჭირო ნივთები და სურსათი. 

STOP POINT ტერიტორიები განთავსებულია  შემდეგ  გეოგრაფიულ ერთეულებზე:

ა) ურბნისი – ქარელის რაიონი, სოფ. ურბნისი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №68.16.45.054;

ბ) თერჯოლა – თერჯოლის რაიონი, სოფ. სიქთარვა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №33.08.38.224;

გ) გორი – გორის რაიონი, სოფ. ტინისხიდი, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №66.44.02.033;

დ) ზესტაფონი – ზესტაფონის რაიონი, სოფ.არგვეთა, მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №32.03.34.211.


ევალება თუ არა სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლს საბაჟო გამშვებ პუნქტებთან არსებულ რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართულ ავტოსადგომზე გამოცხადება?

საბაჟო გამშვებ პუნქტებთან არსებულ რიგების მართვის ელექტორნულ სისტემაში ჩართულ ავტოსადგომზე გამოცხადება სატვირთო სატრანსპორტო საშუალების მძღოლისთვის სავალდებულოა.


რა პროცედურები უნდა განახორციელოს სატრანსპორტო საშუალების მძღოლმა მოძრაობის გართულების შემთხვევებში (სატრანსპორტო საშუალების მწყობრიდან გამოსვლის, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება, კლიმატური პირობები, საგზაო მოძრაობის შეფერხება და ა.შ.)?

მოძრაობის დროს შექმნილი სირთულეების შემთხვევაში (ავტომობილის გაუმართაობა, ჯანმრთელობის გაუარესება და სხვა), მძღოლი ვალდებულია, დაუკავშირდეს შესაბამის სამსახურებს (112 - საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრი) და ვალდებულია, დარჩეს ავტომობილის კაბინაში შესაბამისი სამსახურების მოსვლამდე;  


ჩერდება თუ არა სატრანსპორტო საშუალების ქვეყანაში ყოფნის ვადის დინება მისი STOP POINT-ში ყოფნის ან რიგების მართვის ელექტრონულ სისტემაში ჩართულ ავტოსადგომზე ყოფნის დროს?

დადგენილ ვადებში არ ჩაითვლება მხოლოდ საბაჟო ფორმალობების განხორციელებისათვის საჭირო და საქართველოს სახმელეთო სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთის საბაჟო გამშვებ პუნქტთან განთავსებულ M2, M3, N2 და N3 კატეგორიის ავტოსატრანსპორტო საშუალებების (ცალკე, ნახევარმისაბმელით ან მისაბმელით) ავტოსადგომებზე გაჩერების დროის მონაკვეთები.


text