საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

მოქმედებს თუ არა რაიმე სახის შეღავათები უცხო ქვეყნიდან შემოყვანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე დეკლარირების და გადასახადის გადახდის ვადების თვალსაზრისით და რაში მდგომარეობს აღნიშნული შეღავათები?

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ავტოიმპორტიორების ხელშეწყობისმიზნით და იმის გათვალისწინებით, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) მიერ კორონავირუსული ინფექციის ეპიდაფეთქებები გამოცხადდა პანდემიად,საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება გახანგრძლივდეს 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილიავტომობილების განბაჟების ვადა.

ფინანსთა მინისტრის ბრძანების შესაბამისად, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილი მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელი თავისუფლდება აღნიშნული სატრანსპორტო საშუალების წარდგენის/ზოგადი დეკლარირების/დეკლარირების ვადის ან სატრანსპორტო საშუალების გამოცხადების ვადის დარღვევისათვის ან საბაჟო პროცედურის პირობების დარღვევისათვის საქართველოს საბაჟო კოდექსის შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული პასუხისმგებლობისაგან, აგრეთვე აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებაზე საგადასახადო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გადასახადის გადასახდელი თანხის გადაუხდელობისათვის საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული საურავისაგან.

ამასთან, გაითვალისწინეთ !!!

სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია 2020 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევა ან მისი რეექსპორტი. წინააღმდეგ შემთხვევაში მასზე არ გავრცელდება ზემოთ აღნიშნული შეღავათები.

დაწვრილებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:


ვის შეეხება უცხო ქვეყნიდან შემოყვანილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებული შეღავათები, მოქმედებს თუ არა აღნიშნული შეღავათები ავტომატურ რეჟიმში, თუ საჭიროებს განცხადებით მიმართვას?

კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათი შეეხება ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელებს, რომელთაც აღნიშნული სატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოიყვანეს 2020 წლის 1 მაისამდე აღნიშნული შეღავათით სარგებლობა არ საჭიროებსრაიმე სახის განცხადებით მიმართვას.


მოქმედებს თუ არა კანონმდებლობით გათვალსწინებული შეღავათი მოტოციკლეტზე, რომლის განბაჟების ვადა 5 მაისამდეა და როდემდე გრძელდება საშეღავათო პერიოდი?

დიახ, აღნიშნული საკანონმდებლო შეღავათი მოქმედებს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილ მოტოციკლეტზეც, რომლისშიგაწვის ძრავას ცილინდრის მუშა მოცულობა აღემატება 50 სმ3-ს, ხოლო ელექტროძრავას შემთხვევაში მაქსიმალური გამომუშავებული სიმძლავრე − 4 კვტ-ს. . ამასთან,  სატრანსპორტო საშუალების მფლობელი ვალდებულია 2020 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევა ან მისი რეექსპორტი.


შეეხება თუ არა კანონმდებლობით გათვალისწინებული შეღავათები იმ ავტომობილებს, რომელიც არ შემოსულა 2020 წლის 1 მაისამდე, თუმცა გზაშია?

საკანონმდებლო შეღავათი შეეხება მხოლოდ იმ მექანიკურ სატრანსპორტო საშუალებებს, რომლებიც საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2020 წლის 1 მაისამდეა შემოყვანილი.


დაშვებულია თუ არა გადავაადგილდე ავტომობილით, რომელსაც შეეხო შეღავათი და მაქვს თუ არა ვალდებულება დეკლარირების ვადის გასვლის შემდგომ განვათავსო ავტომობილი საბაჟო ტერმინალში?

აღნიშნული საკანონმდებლო შეღავათით სარგებლობის პირობაა, რომ  სატრანსპორტო საშუალების მფლობელმა 2020 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების საბაჟო პროცედურაში მოქცევა ან მისი რეექსპორტი, რაც არ გულისხმობს დეკლარირების ვადის გასვლის შემდგომ საბაჟო საწყობში განთავსების ვალდებულებას.


შეეხება თუ არა კანონმდებლობით დადგენილი შეღავათი ფიზიკურ პირს, რომელმაც პირადი მოხმარების მიზნით შეიძინა ავტომობილი?

ფინანსთა მინისტრის ბრძანებით დადგენილი შეღავათები შეეხება ყველა იმ მექანიკური სატრანსპორტო საშუალების მფლობელს, თუ მათ მფლობელობაში არსებული სატრანსპორტო საშუალება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოყვანილია 2020 წლის 1 მაისამდე, მიუხედავად იმისა, თუ რა მიზნითაა შეძენილი აღნიშნული სატრამსპორტო საშუალება.


text