საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ინფორმაციის განახლების თარიღი: 05 მარტი 2014

საგადასახადო შეთანხმება

რა შეიძლება გახდეს საგადასახადო შეთანხმების საგანი?

შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის შესაძლებელია გაფორმდეს საგადასახადო შეთანხმება გადასახადის გადამხდელის საგადასახადო დავალიანების შემცირების მიზნით. ამასთან, საგადასახადო შეთანხმება არ არის შესაძლებელი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 155-ე და 205-ე მუხლებით დარიცხულ მიმდინარე გადასახდელებზე (მოგების, საშემოსავლო და ქონების გადასახადების გასული საგადასახადო წლის წლიური დეკლარაცების შესაბამისად პირადი აღრიცხვის ბარათებზე რიცხულ მიმდინარე გადასახდელებზე), აგრეთვე მოსაკრებელზე და მასთან დაკავშირებულ ჯარიმასა და საურავზე, რომლის ადმინისტრირებას ახორციელებს საგადასახადო ორგანო.

რომელ ორგანოს წარედგინება განცხადება საგადასახადო შეთანხმების თაობაზე?

გადასახადის გადამხდელი საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შესახებ განცხადებით მიმართავს შემოსავლების სამსახურს.

რა შედეგი მოყვება საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას?

საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებული საგადასახადო ვალდებულებების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში საგადასახადო შეთანხმების აქტი ითვლება გაუქმებულად და გადასახადის გადამხდელს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრება გადაუხდელი თანხის 10 პროცენტი.

საგადასახადო შეთანხმების შედეგები

საგადასახადო დავალიანება, რომლის შემცირების მიზნითაც შემოსავლების სამსახურსა და გადასახადის გადამხდელს შორის გაფორმდა საგადასახადო შეთანხმება, ითვლება აღიარებულად.

შესაძლებელია თუ არა საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდზე შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის წარდგენა?

საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია შესაბამის საგადასახადო პერიოდზე დეკლარაციით დარიცხული თანხის შემცირება შესწორებული საგადასახადო დეკლარაციის წარდგენით.

შესაძლებელია თუ არა საგადასახადო შეთანხმებით გათვალისწინებულ პერიოდზე მაკონტროლებელი ორგანოს მიერ საგადასახადო ვალდებულებების დამატებით დარიცხვა?

საგადასახადო კონტროლის შედეგად დამატებით დარიცხული თანხის (საგადასახადო დავალიანების) შემცირების შესახებ საგადასახადო შეთანხმების გაფორმების შემდეგ დაუშვებელია:

მაკონტროლებელი/სამართალდამცავი ორგანოს მიერ შემოწმებული პერიოდის ან საკითხის გადამოწმება ან/და გადასახადის გადამხდელისათვის გადასახადის/სანქციის დარიცხვა;

შესაძლებელია თუ არა საგადასახადო შეთანხმების გასაჩივრება?

გადასახადის გადამხდელმა შეიძლება გაასაჩივროს საგადასახადო შეთანხმება, თუ საგადასახადო შეთანხმება დაიდო არაუფლებამოსილი პირის მიერ.

text