საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ინფორმაციის განახლების თარიღი: 06 ივნისი 2012

გადასახადის სახეები, განაკვეთები და გადახდის ვადები

არსებობს საერთო სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი სახის გადასახადები.

საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადებია:
  • საშემოსავლო გადასახადი
  • მოგების გადასახადი
  • დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ)
  • აქციზი
  • იმპორტის გადასახადი
  • საერთო-სახელმწიფოებრივი გადასახადები დაწესებულია საქართველოს საგადასახადო კოდექსით, რომელთა გადახდაც სავალდებულოა საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.

    ადგილობრივი გადასახადებია:
  • ქონების გადასახადი
  • ადგილობრივი გადასახადის შემოღებას ახორციელებს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი განაკვეთების ფარგლებში, რომლის გადახდაც სავალდებულოა შესაბამისი ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე. იხილეთ გადასახადის სახეების,განაკვეთებისა და გადახდის პირობების ცხრილი.

    text