საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ინფორმაციის განახლების თარიღი: 16 აგვისტო 2012

გადამხდელის გვერდი

რას მოიცავს გადამხდელის ელექტრონული გვერდი და რის საშუალებას იძლევა  მისი გამოყენება?

გადასახადის გადამხდელის ელექტრონული გვერდი გადამხდელს  საშუალებას აძლევს საკუთარი ბიზნესი მართოს დისტანციურად სახლიდან ან/და ოფისიდან გაუსვლელად.

ელექტრონული გვერდის საშუალებით გადასახადის გადამხდელს შესაძლებლობა აქვს:
  • გააგზავნოს სხვადასხვა განცხადება მომსახურების მიღების მიზნით; 
  • ელექტრონულად მიიღოს და მართოს კორესპოდენცია, ასევე, თვალყური ადევნოს დარეგისტრირებული განცხადებების განხილვის პროცესებს, განათავსოს საკუთარი და მინდობილი პირების მონაცემები;
  • წარადგინოს საგადასახადო დეკლარაციები და გაანგარიშებები;
  • ელექტრონულად გამოწეროს ანგარიშფაქტურები;
  • ელექტრონულად გამოწეროს ზედნადებები;
  • ყოველწუთიერად დაათვალიეროს საკუთარი პირადი აღრიცხვის ბარათი; ბიუჯეტთან ანგარიშსწორების შედარების აქტი და აკონტროლოს თავისი საგადასახადო ვალდებულებები;
  • ელექტრონულად აწარმოოს გადახდა; 
  • მიიღოს ინფორმაცია და შეტყობინებები სხვადასხვა საკითხის თაობაზე.
  • განახორციელოს წინასწარი და არაწინასწარი საბაჟო დეკლარირება
  • ელექტრონულ გვერდზე რეგისტრაციის მიზნით ივსება სარეგისტრაციო ანკეტა, აქტივაცია შესაძლებელია როგორც საგადასახადო ორგანოში, ასევე, მომხმარებლის ვიდეო აქტივაციის ბმულის საშუალებით. 

    text