საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ინფორმაციის განახლების თარიღი: 24 თებერვალი 2014

საკონტროლო-სალარო აპარატი, ჩგდ

 რა შემთხვევაშია საჭირო  საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენება ?

გადასახადის გადამხდელი ვალდებულია მომხმარებლებთან ნაღდი ფულით ანგარიშწორებისას (გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა) გამოიყენოს საკონტროლო-სალარო აპარატი.

სალარო აპარატის რეგისტრაციის შესახებ განცხადების წარდგენა შესაძლებელია ნებისმიერ სერვისცენტრში. GPRS და crypto-ს მოდულის ფისკალური სსა-ის რეგისტრაციას/რეგისტრაციიდან მოხსნას ახორციელებს სხვა იურიდიული პირი, კერძოდ შპს „ჯორჯიან სერვის ნეტვორკი“.

სალარო აპარატის რეგისტრაციის განხორციელება შესაძლებელია ნებისმიერ სერვისცენტრში, რისთვისაც პირი წარადგენს მხოლოდ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და სალარო აპარატის საფასურის გადახდის დამადასტურებელ ქვითარს.

ერთი სსა-ის საფასური შეადგენს 350 ლარს (ტექნიკური მომსახურების საფასური თვეში 5 ლარი) გადახდა ხორციელდება-მიმღების ბანკი სს "კორ სტანდარტ ბანკი"; საკორესპოდენტო ანგარიში საქ. ეროვნულ ბანკში - 900161245, კოდი - AGREGE22, მიმღები: შპს "ჯორჯიან სერვის ნეტვორკი" მიმღების ანგარიში: GE65 KS00 0000 0360 2001 26

კანონმდებლობა:

„საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე “ საქართველოს ფინანსთა მინისტრის  ბრძანება N994 ( თავი 5)

ვინ თავისუფლდება საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების ვალდებულებისაგან?

საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების ვალდებულებისაგან თავისუფლდება პირი მომხმარებელთან ანგარიშსწორების იმ ნაწილში, სადაც:

  • • გამოიყენება ნაღდი ფულით ანგარიშსწორების ფაქტის დამადასტურებელი, მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი;
  • • საქონლის მიწოდებისათვის ან/და მომსახურების გაწევისათვის გამოიწერება საგადასახადო ანგარიშფაქტურა;
  • • ფიზიკური პირი, რომელიც არ იყენებს დაქირავებულ პირთა შრომას და ახდენს პირად ან საოჯახო მეურნეობაში მიღებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის ან მისგან წარმოებული (გადამუშავებული) საქონლის რეალიზაციას;
  • • მიკრობიზნესის სტატუსის მქონე ფიზიკური პირი;
  • • ფიქსირებული გადასახადის გადამხდელის სტატუსის მქონე პირი - ფიქსირებული გადასახადით დასაბეგრი საქმიანობის ნაწილში;
  • • პირი, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს მომხმარებლების ტერიტორიაზე (სახლებში, ორგანიზაციებში, საწარმოებში), საქმიანობის ამ ნაწილში, ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გაცემის პირობით;
  • • პირი, რომელიც საქონლის/მომსახურების მიწოდებას და ნაღდი ფულის მიღებას ახორციელებს ავტომატიზებული ან მექანიკური მოწყობილობების მეშვეობით;
  • • მეწარმე ფიზიკური პირი, რომელიც ახორციელებს ქუჩაში დატარების ფორმით საცალო ვაჭრობას, ასევე პირი, რომელიც ყიდის გაზეთებსა და ჟურნალებს, – საქმიანობის ამ ნაწილში;
  • • ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია;
  • • აზარტული კლუბის, სათამაშო აპარატების სალონის, აგრეთვე ტოტალიზატორის მომწყობი პირები-საქმიანობის ამ ნაწილში, გარდა სისტემურ-ელექრონული ფორმით თამაშობის მოწყობის ნაწილში განხორციელებული საქმიანობისა;
  • კანონმდებლობა

    საქართველოს საგადასახადო კოდექსი ( მუხლის 259) 

    რა შემთხვევეაშია შესაძლებელი ჩეკთან გათანაბრებული დოკუმენტის გამოყენება (ჩგდ) ?
  • • იმ შემთხვევაში, როდესაც საქონლის/მომსახურების მიწოდება და ნაღდი ფულით ანგარიშსწორება ხორციელდება მომხმარებლის (კლიენტის) ტერიტორიაზე, შესაძლებელია საკონტროლო-სალარო აპარატის ნაცვლად  გამოყენებულ იქნას „ჩგდ“, რომელიც გაიცემა საგადასახადო ორგანოს მიერ.
  • • ჩგდ-ის მიღების მიზნით განცხადება პირის მიერ საგადასახადო ორგანოს წარედგინება ელექტრონული ფორმით, რომელსაც უნდა დაერთოს (ერთვოდეს) მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი.
  • თუ მიმწოდებელი თავისუფლდება სსა-ის გამოყენებისაგან, იგი ასევე თავისუფლდება ჩგდ-ის გამოწერის ვალდებულებისაგან.

    კანონმდებლობა:

    "საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელი პირის შერჩევისა და საგადასახადო კონტროლის განხორციელების, მიმდინარე კონტროლის პროცედურების ჩატარების, სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ჩამოწერის, საგადასახადო დავალიანების გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების განხორციელების, სამართალდაღვევათა საქმისწარმოების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება N994 (კარი I, მუხლი 21) 
    text