საიტის მოხმარების ინსტრუქცია
ცხელი ხაზი: 2 299 299
ვერსია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის
A
A

ინფორმაციის განახლების თარიღი: 24 იანვარი 2014

მომსახურების სახეები, რომელთაც გთავაზობთ გაფორმების ეკონომიკური ზონა

როგორ უნდა განვახორციელოთ საქონლის წინასწარი დეკლარირება?

საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების საქართველოში შემოსვლამდე (საზღვრის გადმოკვეთამდე) დეკლარირებისთვის საჭირო დოკუმენტები  წინასწარი   განხილვისათვის  წარადგინეთ  გეზ-ში ან ატვირთეთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე

თქვენ მიერ წარმოდგენილი საბუთების მონაცემებს  გეზ-ის    მომსახურების ოფიცერი შეავსებს და ელექტრონულად დაგიბრუნებთ დარეგისტრირებულ („C“ ნომრიან) სასაქონლო დეკლარაციას.

საქონლისა და სატრანსპორტი საშუალებების ქვეყანაში შემოსვლისას საზღვარზე განისაზღვრება რისკის დერეფანი  და მწვანე დერეფნის შემთხვევაში  თქვენ შეგეძლებათ, პირდაპირ საზღვრიდან წაიღოთ საქონელი თქვენს საწყობში.

წინასწარი დეკლარირებისას იმპორტის გადასახდელები და მომსახურების საფასური უნდა გადაიხადოთ საქონლის გაშვებიდან 15 დღეში.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ! თუ წინასწარი დეკლარირება ხორციელდება იმპორტიორის მიერ შევსებული დეკლარაციით (ანუ დეკლარაცია შევსებულია  პროგრამა ASYCUDA-ში იმპორტიორის მიერ), მომსახურების ტარიფები საგრძნობლად მცირდება (100, 200, 300 ლარი) და ეს ტარიფები არ ორმაგდება არასამუშაო დროს.

როგორ ხორციელდება „დისტანციური“ დეკლარირება ელექტრონული ხელმოწერით?

ტვირთის გაფორმება შესაძლებელია გაფორმების ნებისმიერი ადგილიდან, ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით, მიუხედავად ტვირთის ადგილმდებარეობისა, ერთი რეგიონიდან მეორეში ჩასვლის გარეშე.

მაგალითად:

თუ ტვირთი მდებარეობს თბილისში, ხოლო თქვენ იმყოფებით ბათუმში, შესაძლებელია ბათუმის გეზ-ში ელექტრონული ხელმოწერის გამოყენებით ტვირთის გაფორმება თბილისში.

როგორ ხორციელდება ტვირთის დათვალიერება იმპორტიორის საწყობში (წითელი დერეფანი)?

ერთმიმღებიანი ტვირთის წითელ დერეფანში მოხვედრისას ტვირთის დათვალიერება შესაძლებელია იმპორტიორის საწყობში.

ტვირთის  წითელ  დერეფანში  მოხვედრისა  და  დათვალიერების  დროის შესახებ გეცნობებათ მოკლე ტექსტური შეტყობინებით. 

თქვენს საწყობში გამოცხადდება     გაფორმების ოფიცერი, რომელიც დათვალიერების ადგილზე, გეზ-ში მიბრუნების გარეშე, დაასრულებს საქონლის გაფორმებას - დაბეჭდავს და გადმოგცემთ შტრიხკოდიან  დეკლარაციას.

შესაძლებელია ექსპორტიორის მიერ ლუქების დადება?

ექსპორტის  და  რეექსპორტის შემთხვევაში ექსპორტიორს შეუძლია თვითონ განახორციელოს    ტვირთის დალუქვა, გეზ-ში გამოცხადების გარეშე. 

ლუქები გაიცემა  საბაჟო დეპარტამენტში  და უსასყიდლოა.

მომსახურების სახეები, რომელთაც გთავაზობთ გეზი

გაფორმების ეკონომიკურ ზონებში „ფოთი“ და „ბათუმის პორტი“ უკვე ფუნქციონირებს მომსახურება „Self Service”, რომელიც გულისხმობს პირის მიერ ავტომობილისა და მასში მოთავსებული ტვირთის გაფორმებას. გაფორმების ეკონომიკური ზონების ტერიტორიაზე განთავსებულია PAY BOX აპარატები. შესაბამისი მომსახურების არჩევის შემთხვევაში, პირი PAY BOX აპარატის მეშვეობით იხდის თანხას და თავად აფორმებს ავტომობილს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მას აღარ უწევს საინფორმაციოში იმპორტიორთან მისვლა შეტყობინების მისაღებად, ხოლო შემდეგ ბანკში გადასახდელების გადახდა. “Self Service”-ის გამოყენების შემთხვევაში, პირი ავტომობილის გაფორმებაზე ხარჯავს დაახლოებით 2 წუთს.

text