ინფორმაციის განახლების თარიღი: 26 თებერვალი 2014
Privé პირადი საგადასახადო მრჩეველი
Privé სერვისი
Privé შემოსავლების სამსახურის პერსონალური ტიპის პროდუქტია, რაც გულისხმობს გადასახადის გადამხდელების მომსახურებას პირადი საგადასახადო მრჩევლის მეშვეობით. Privé სერვისით სარგებლობა შეუძლია ნებისმიერ გადამხდელს, ვისთვისაც საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობისას მნიშვნელოვანია მაქსიმალური კომფორტი, პროცედურათა სიმარტივე და დროისა და მატერიალური რესურსების დაზოგვა.
რაში დამეხმარება Privé სერვისი? | Privé სერვისით სარგებლობის შემთხვევაში, თქვენ მომსახურებას გაგიწევთ პირადი საგადასახადო მრჩეველი, რომელიც დაგეხმარებათ საგადასახადო კანონმდებლობით დაკისრებულ ვალდებულებათა შესრულებაში და თქვენთვის მონიჭებული უფლებებით სრულად სარგებლობაში. პირადი საგადასახადო მრჩეველი იქნება თქვენი მთავარი საკონტაქტო პირი შემოსავლების სამსახურში, რომელიც დეტალურად განიხილავს დასმულ შეკითხვებს და მოგაწვდით ამომწურავ ინფორმაციას ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით.
Privé სერვისის უპირატესობებიშემოსავლების სამსახურის ერთიანი პოზიციაპერსონალურად თქვენთვის გამოყოფილი პირადი მრჩეველიმომსახურების სრული სპექტრი PRIVE სერვის ცენტრშიდროული ინფორმირება საკანონმდებლო ცვლილებების შესახებკუთვნილი საგადასახადო შეღავათით სარგებლობის ხელშეწყობასაგადასაახდო ვალდებულებების სწორად განსაზღვრაკონსულტაცია როგორც საგადასახადო, ასევე საბაჟო საკითხებზეშემოსავლების სამსახურის ხელძღვანელ პირებთან შეხვედრების ორგანიზებარეორგანიზაცია/ლიკვიდაციისას საჭირო პროცედურების განხორციელებაში დახმარების გაწევავინ არის პირადი საგადასახადო მრჩეველი? | თქვენ მოგემსახურებათ საგანგებოდ შერჩეული და მაღალი კვალიფიკაციის მქონე,საგადასახადო სფეროში გამოცდილი თანამშრომელი, რომელიც ინდივიდუალურად შეისწავლის კონკრეტულ საკითხებს, დაგეხმარებათ ვალდებულებების სწორად განსაზღვრაში და ორიენტირებული იქნება თქვენს მოთხოვნებსა და საქმიანობის სფეროზე. პირადი საგადასახადო მრჩეველი დახმარებას გაგიწევთ საგადასახადო პოლიტიკის სწორად დაგეგმვაში, წინა პერიოდებში არსებული ხარვეზების გამოსწორებასა და მიმდინარე ღონისძიებების ეფექტურად განხორციელებაში.
როგორ მივიღებ პირადი საგადასახადო მრჩევლის კონსულტაციას? | სერვისით სარგებლობა შეგიძლიათ თქვენთვის სასურველ დროსა და ადგილზე არასამუშაო დღისა და დროის გაუთვალისწინებლად, როგორც შემოსავლების სამსახურში, ასევე გადამხდელის ფაქტიური/იურიდიული საქმიანობის ადგილზე და დისტანციურად:ტელეფონითვიდეო თვალითელ–ფოსტით საკონტაქტო ინფორმაცია: კოსტავას 68 ატელ:226 26 93; 226 26 94; 226 26 98; 226 26 99; ელ.ფოსტა: prive@rs.geმომსახურების ტარიფები | გადამხდელის სტატუსი | მომსახურების ვადა | ფასი | საწარმოები, ორგანიზაციები და
ინდივიდუალური მეწარმეები (გარდა ახლად
რეგისტრირებული საწარმოებისა, ორგანიზაციებისა და ინდივიდუალური მეწარმეებისა)
1 წელი
3 000 ლარი
ახლად რეგისტრირებული საწარმოები,
ორგანიზაციები და ინდივიდუალური
მეწარმეები
1 წელი
1 000 ლარი
ფიზიკური პირები
1 წელი
500 ლარი