ინფორმაციის განახლების თარიღი: 23 იანვარი 2014
ფიტოსანიტარიული რეგულირების წესი
ხის შესაფუთი მასალის ფიტოსანიტარიული რეგულირების წესი
ნებისმიერი საქონლის თანმხლები ხის შესაფუთი მასალა უნდა იყოს ქერქისაგან გასუფთავებული, თერმულად დამუშავებული ან გაუსნებოვნებული, რაც უნდა დასტურდებოდეს ორ მოპირდაპირე მხარეს დატანილი შესაბამისი მარკირებით, ფიტოსანიტარიული ზომების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად – ISPM-15
შენიშვნა:
იმ შემთხვევაში, როდესაც ხის შესაფუთ მასალაზე არ არის დატანილი ზემოაღნიშნული მარკირება, აუცილებელია მას ახლდეს ფიტოსანიტარიული სერთიფიკატი.