სომხეთის მიმართულებით მიმავალი სატვირთო ავტომობილის საბაჟო კონტროლის განხორციელებისას, არანაირი სამხედრო დანიშნულების ტვირთის აღმოჩენის ფაქტი არ დაფიქსირებულა

10-ოქტომბერი-2020

დღეს, ერთ-ერთი მედიასაშუალებით, გავრცელდა დეზინფორმაცია თითქოს, ყაზბეგის საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სომხეთის მიმართილებით სამხედრო ტვირთის გადაადგილება აღიკვეთა. 
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური გაცნობებთ, რომ საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,ყაზბეგი“,  რუსეთის ფედერაციული რესპუბლიკის მხრიდან, უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული, საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი  სატვირთო ავტომობილი შემოვიდა.  
მებაჟე ოფიცრების მიერ, რისკის შეფასებისა და ანალიზის საფუძველზე, გარკვეულ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, აღნიშნულ ტრანზიტული ტვირთი შესაბამის საბაჟო კონტროლის პროცედურებს დაექვემდებარა. ამასთან, შემდგომი საბაჟო კონტროლის ფარგლებში, ტვირთის თანმხლები დოკუმენტების, კამერალური შემოწმებისა და საქონლის ვიზუალური დათვალიერების შედეგად, არანაირი სამხედრო დანიშნულების ტვირთის აღმოჩენის ფაქტი არ დაფიქსირებულა და  შესაბამისად, სამართალდარღვევას ადგილი არ ჰქონია.  აღნიშნულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, დაუფიქსირდა საქართველოს საბაჟო საზღვარის კვეთა და  გააგრძელა მოძრაობა შემდგომი დანიშნულების ადგილის მიხედვით. 
აქვე გვინდა ავღნიშნოთ, რომ  კორონავირუსის გავრცელების  პრევენციის უზრუნველყოფის მიზნით, დაწესებული საბაჟო შეზღუდვები არ ეხება სატვირთო ავტოტრანსპორტს და მათი გადაადგილება 24 საათიან რეჟიმში, შესაბამისად ამ მიზნისთვის, შემუშავებული სპეციალური პროტოკოლის დაცვით, შეუფერხებლად მიმდინარეობს. ბოლო ერთი თვის მონაცემებით, საერთაშორისო გადაზიდვების ფარგლებში,  საბაჟო გამშვები პუნქტი ,,ყაზბეგის“ გავლით საქართველოს ტერიტორიაზე შემოვიდა 14 347 სატვირტო ავტომობილი, ხოლო საქართველოდან გავიდა  14 595 სატრანსპორტო საშუალება.  

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
აპრილი 2024
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

X
ახალი ამბების გამოწერა