სისტემური ტესტირების შედეგები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში

10-ოქტომბერი-2020

1-9 ოქტომბერს, COVID-19-ის რისკ ჯგუფების სისტემური ტესტირების ფარგლებში, ჯანდაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი წესისა და პერიოდულობის გათვალისწინებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის თანამშრომლებს, მებაჟე ოფიცრებსა და შესაბამის ობიექტებზე (გაფორმების ეკონომიკური ზონა „თბილისი“ და საბაჟო გამშვები პუნქტები: ,,ყაზბეგი“, „სადახლო სარკინიგზო“, „გარდაბანი“, „სარფი“, „კარწახი“, „ქუთაისის აეროპორტი“, „ბათუმის აეროპორტი“) ადმინისტრაციულ/დამხმარე პერსონალს, საერთო ჯამში, 430 პირს გამოკვლევა ჩაუტარდა. გამოკვლეულ პირთაგან კორონავირუსი თვითიზოლაციაში მყოფ შემოსავლების სამსახურის 9 თანამშრომელს დაუდასტურდა. ამ ეტაპზე, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. აქვე გაცნობებთ, რომ საბაჟო დეპარტამენტის ექიმი ეპიდემიოლოგების მიერ, პირველი ოქტომბრიდან ცხრა ოქტომბრის ჩათვლით, ქვეყნის მასშტაბით, მიზნობრივი ტესტირება, ანტიგენსა და ანტისხეულზე, საერთაშორისო სატვირთო გადაზიდვების განმახორციელებელ ავტოსატრანსპორტო საშუალების 6 521 მძღოლს (როგორც საქართველოს მოქალაქეობის მქონე, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქე პირები) ჩაუტარდა.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრთან კოორდინირებით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ობიექტებზე რისკ ჯგუფებში შემავალი პირებისა და საერთაშორისო გადაზიდვების განმახორციელებელი სატვირთო ავტომობილების მძღოლების ტესტირების პროცესი კვლავ გაგრძელდება.

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
აპრილი 2024
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930

X
ახალი ამბების გამოწერა