შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა ხე–ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

07-ოქტომბერი-2020

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლების მიერ,  თბილისში, განხორციელებული სასაქონლო ზედნადებების მონიტორინგის მიზნით, გატარებული ღონისძიების შედეგად, სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის სასაქონლო ზედნადების გარეშე -  55 კბ.მ ხე–ტყის (პირველადი გადამუშავების პროდუქტის, დახერხილი ხის მასალა) ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა. სამართალდამრღვევ მოქალაქეს, აღნიშნული საქონელი ჩამოერთვა.

აღსანიშნავია, რომ მონიტორინგის სამმართველოს მიერ, ბოლო 3 თვის მანძილზე,  ქვეყნის მასშტაბით, გატარებული ღონისძიებების შედეგად,  ხის მასალისა და ხე–ტყის სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების 17 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც 13 სამართალდამრღვევ მოქალაქეს, საერთო ჯამში 300 კბ.მ ხის მასალა ჩამოერთვა. 

 

 

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური


ახალი ამბების
არქივი
მარტი 2021
ორსაოთხუპაშაკვ
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031

X
ახალი ამბების გამოწერა